ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და ჯანო ბაგრატიონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და ჯანო ბაგრატიონმა 2016 წლის დეკემბერში გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"დიდად სამწუხაროა, რომ ეჭქვეშ დადგა 2016 წლის დეკემბერში გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის შედეგები და სასამართლო განხილვის საგნადაც კი იქცა. დარწმუნებულნი ვართ, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს საბოლოო სამართლიან გადაწყვეტილებას.

როგორც მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, სარჩელის ავტორს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილს მიზნად დაუსახავს არა მხოლოდ შარშანდელი სესიის შედეგების გაბათილება, არამედ სეოკ-ის ადრინდელი სესიების გადაწყვეტილებების რევიზიაც. მაგალითად, ამბობს, რომ ძველ დოკუმენტებს ამოვწევ და ყველას ვაჩვენებ, რა დარღვევებით ხდებოდა არჩევნები 25 წლის განმავლობაშიო.

ჩვენ, ორივენი ერთად, ჯამურად, 15 წელი ვხელმძღვანელობდით ოლიმპიურ კომიტეტს პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირების რთულ წლებში. დღემდე ექვსჯერ გაიმართა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ოცდახუთამდე საანგარიშო სესია ჩატარდა, მაგრამ მათი ლეგიტიმურობის საკითხი არასოდეს წამოჭრილა, მათ შორის, არც თავად ირაკლი მეძმარიაშვილის მხრიდან, რომელიც, როგორც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სეოკ-ის აღმასკომის წევრი და სესიების დელეგატი, თითქმის 10 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობაში.

ბატონ ირაკლის ასევე განუზრახავს დღესვე, ძირითადი სასამართლო პროცესის დაწყებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე, მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ("მე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვთარგმნი და გავუგზავნი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში." გაზეთი "ლელო." 2017 წლის 27 იანვარი).

სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მრავალწლიანი საქმიანობის ლეგიტიმურობა და საერთაშორისო სკანდალით ემუქრება იმ ორგანიზაციას, რომლის სათავეში მოსვლასაც თავად ცდილობს.

ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ქართული სპორტული საზოგადოების ერთიანობისთვის და გავუფრთხილდეთ ოლიმპიური მოძრაობის მაღალ ავტორიტეტს. ეს ავტორიტეტი წლების განმავლობაში იქმნებოდა არაერთი ღირსეული ადამიანის უანგარო და თავდადებული შრომით. ამ საქმეში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი და ამითაც არის განპირობებული ჩვენი განსაკუთრებული გულისტკივილი დღევანდელი ვითარების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯემალი
რა უნდა ამ მეძღნარიაშვილს რა მისი სქმეა ოლიმპიური კომიტეტი პური მეპურემ უნდა გამოაცხოს
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა - თბილისის საპატიო მოქალაქე და სეოკ-ის ყოფილი პრეზიდენტი
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე
სასამართლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის სარჩელის განხილვას 16 მარტს დაიწყებს
საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ბრიფინგი სეოკ-ში - არჩევნების შედეგები კანონიერია!
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებები დაემატა