ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალი გორის "დილა": ეს უკვე საინტერესოა!..

ახალი გორის "დილა": ეს უკვე საინტერესოა!..

როგორც ჩანს, ზივ აბრამ არიეს გუნდი საქართველოს მომავალ ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება
ფოტოზე: ჟეან დერეტი, ჟოაო ლეონარდო და ლეანდრო რიბერიო

თურქულ შეკრებაზე გორის "დილამ" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ზივ აბრამ არიეს შეგირდები დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს. "დილას" რიგებში კი თავი გუნდის ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ლეანდრინიომ გამოიჩინა.

ეს იყო "დილას" მესამე მატჩი და პირველი მარცხი თურქულ შეკრებაზე. მანამდე, გორულმა კლუბმა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოუგო მოლდოვურ "მილსამისა" და "როსტოვის" დუბლშემადგენლობას.

ყველაფრიდან ჩანს, რომ "დილას" ებრაელი მწვრთნელის ხელში ძალიან საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი. ცვლილებები შეეხო გორელთა ყველა სათამაშო რგოლს. დღევანდელ წერილში ვისაუბრებთ იმ ახალ ფეხბურთელებზე, რომლებმაც გუნდი უნდა გააძლიერონ.

გუნდში გამოჩნდა მეკარე ტატო ხაინდრავა. ის 21 წლისაა. კარიერა ხობის "კოლხეთში" დაიწყო, ამის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, რასაც მოჰყვა "რუსთავში" გატარებული პერიოდი. შემდეგ ხაინდრავამ კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა, მერე "სამგურალის" მაისურა მოირგო, ცოტა ხნის წინ კი "დილაში" ჩაირიცხა.

24 წლის მცველი მალხაზ გაგოშიძე ბოლოს წყალტუბოს "სამგურალიდან" მოვიდა. მისი კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი "ზესტაფონს" უკავშირდება. უთამაშია "ზუგდიდშიც".

ამავე გუნდში ირჯებოდა კიდევ ერთი მცველი გოდერძი მაჩაიძეც. სხვადასხვა დროს თამაშობდა "ნორჩ დინამოელში", "სასკოსა" და "გაგრაში".

გორელთა დაცვაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა უნდა იყოს 30 წლის გამოცდილი მარცხენაფლანგელი გიორგი ფოფხაძე. სხვადასხვა დროს მას უთამაშია "თბილისში", "ვიბორგში" (დანია), "ზესტაფონში", "შტურმში" (ავსტრია), "ბაქიში", "იაგელონიაში" (პოლონეთი), "სიონსა" და "ფლამურტარიში" (ალბანეთი), ბოლოს კი თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. ამას გარდა, ფოფხაძემ 11 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც ჩაატარა.

გორელთა უკანა ხაზში კიდევ ერთი საინტერესო ახალწვეულია - 20 წლის ცენტრალური მცველი ალიუ აბუბაქარი. ნიგერიელმა ფეხბურთელმა თამაში სამშობლოში დაიწყო. ამას მოჰყვა ტრანსფერი ფინურ "კუოპიოში".

საინტერესო ახალწვეულები ეყოლება "დილას" ნახევარდაცვაშიც. 24 წლის დავით კირკიტაძემ უკვე ითამაშა არაერთ ქართულ ("სამტრედია", "ტორპედო", "ჩიხურა", "მეტალურგი", "ზუგდიდი", "გურია") კლუბში და ისრაელშიც მოუსინჯავს ძალები.

ისე ჩანს, რომ მომავალ სეზონში "დილას" ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჟეან დერეტი. მას აუთამაშია ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (სერია A). დერეტის საფეხბურთო კარიერა "ფიგეირენშეში" დაიწყო. ამის შემდეგ იყო "გრემიოში", "ჟოინვილსა" და "მოჟი მირიმში".

22 წლის ლეანდრო ჟოაკიმ რიბეირო ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია. მისი კარიერა პოპულარულ ბრაზილიურ კლუბ "ინტერნასიონალში" დაიწყო, რასაც მოჰყვა ტრანსფერი პორტუგალიურ "აროუკაში". მალევე, "დილას" ახალწვეული სამშობლოს დაუბრუნდა და ორ იქაურ გუნდში ("გლორია", "ვილა ნოვა") ითამაშა.

საყრდენი ნახევარმცველია 21 წლის ჭიაბერ ჭეჭელაშვილი. მას საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან ვიცნობთ. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის, "ცხინვალის", "დილასა" და "გურიას" ღირსებას.

19 წლის გიორგი პაპუაშვილი "დილას" თერჯოლის "საპოვნელადან შეუერთდა. ის პერსპექტიული ნახევარმცველია და კარიერაში პირველი ნაბიჯები თბილისის "ლოკომოტივში" გადადგა.

ცენტრალური თავდამსხმელია 22 წლის ჟოაო ლეონარდო რისუენიო დო როსარიო. მან კარიერა სამშობლოში, კერძოდ, "ბაიაში" დაიწყო. ამის შემდეგ "კალდენშეში" გადავიდა, მერე ითამაშა "სანტა რიტაში", ისევ "ბაიაში", საიდანაც პორტუგალიის "ალკანენშეში" გადავიდა და სწორედ ამ გუნდიდან შეუერთდა "დილას".

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ "დილაში" საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელიც დარჩა. გადავხედოთ ამ კონტინგენტს და დავრწმუნდებით, რომ კლუბში სერიოზული კონკურენციაა - თითოეულ პოზიციაზე, სულ მცირე, ორი ფეხბურთელი ფიგურირებს.

ასე მაგალითად, მეკარის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლებენ ზემოთ ხსენებული ხაინდრავა და გამოცდილი მიხეილ მუჯრიშვილი. გუნდში დარჩა კონგოელი მცველი რომარიკ ეტუც, ვინც გარდამავალ ჩემპიონატში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ეგ არის, "დილა" დატოვა ნიგერის ნაკრების ძირითადმა უკანახაზელმა დან კოვამ. ის კარიერას ისრაელში გააგრძელებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გიორგი პაპავა. ეს 23 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი ტრავმებმა გატანჯა. ის "დილას" ჯერ კიდევ მაშინ შეუერთდა, გორელებმა ჩემპიონთა ლიგაში სერბული "პარტიზანის" წინააღმდეგ რომ ითამაშეს. ახალგაზრდული ასაკისა და ტრავმების მიუხედავად, პაპავამ მოასწრო სამი მატჩის ჩატარება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ითამაშა კვიპროსშიც, სადაც "ნეა სალამინას" ღირსებას იცავდა.

გუნდში რჩება თანამედროვე "დილას" ორი ლიდერი, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ორი ზეგამოცდილი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი ლექსო კვახაძე და ცენტრალური თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე. "დილაში" ითამაშებს ასევე მრავლის მნახველი საყრდენი ლუკა რაზმაძე, ვინც შეუცვლელი მოთამაშე იყო ექტორ კუპერის დროინდელ საქართველოს ნაკრებში.

მათ გარდა, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ახალგაზრდა მოთამაშეები (ნონიკაშვილი, წიქარიძე, ელიაური და სხვები). ეს ბიჭები თამამად დააწინაურა "დილას" ყოფილმა დამრიგებელმა უჩა სოსიაშვილმა და მათაც, მთელ რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გუნდის წარმატებაში.

მოკლედ, ზივ აბრამ არიეს გუნდი საქართველოს მომავალ ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. კლუბის ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისეთი გუნდის შექმნა სურს, რომელიც წარმატებით ითამაშებს როგორც საქართველოში, ასევე ევროთასებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები

"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

"თუ ზივ არიე თავად არ მოისურვებს "დილადან" წასვლას, მას არავინ გაუშვებს"

დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან

გორის "დილა": ჟეან დერეტი უკეთესადაა, მაგრამ...

გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოდან" გორის "დილაში" დაბრუნდა

გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!

გორის "დილა: გიორგი გაბიდაური ზივ არიეს ასისტენტად?

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ

გორის "დილა": სპარინგი რუსულ კლუბთან და კიდევ ერთი ლეგიონერი

უხვი გოლი თურქეთში შეკრებამდე - "ზუგდიდმა" "სამეგრელოსთან" ისპარინგა

ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა

შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

დილამ" ლეანდრო რიბეიროს პრიზი გადასცა და "შერიფს" ფრე გაუგორა

გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?

უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინ: დიდი აჟიოტაჟის მოლოდინში

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის "ტორპედო": ტატო ხაინდრავა იქით, კახა მეშველიანი აქეთ

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

წერილი: ტრაგიკომედიური სატრანსფერო პერიოდები ეროვნულ ლიგაში

გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

გიორგი პაპავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!

ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს

ზუგდიდი-სპარტაკი (იურ) 3:0 - ერთი ტაიმიც საკმარისი იყო

შუქურა-ზესტაფონი 3:1 - ...თორემ მერე გვიან იქნება [VIDEO]

დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

გიორგი პაპავამ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

"ზუგდიდი" მეგრულ დერბიში ფოთის "კოლხეთს" გაძლიერებული დახვდება

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

ეროვნული ლიგის XV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

უკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]

გიორგი პაპავა: ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ჩემს კარიერაში რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო

ლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის

"ზესტაფონის" ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება

ლეანდრო რიბეირო: იმედი მაქვს, საქართველოში ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ

კოლხეთი-დილა 0:0 - ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე...

თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა

სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს

გორის "დილა": გაგოშიძე დაიმატეს, "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეს

"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს