20-21 ივლისს ბესიკ შეროზიას გუნდი თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
23 ივლისს, "ზუგდიდი" "ბაიას" ბაზაზე საკონტროლო შეხვედრას გამართავს და ამით ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს დაასრულებს. ამის შემდეგ ბესიკ შეროზია გუნდს თურქულ შეკრებაზე წაიყვანს.

მანამდე კი, "ზუგდიდმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - "ბაიას" ბაზაზე ჩხოროწყუს "სამეგრელოს" უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ტემპი მაღალი არ ყოფილა, პირველ ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. მე-11 წუთზე ზუგდიდელებმა კუთხური მოაწოდეს და ცოტნე სამუშიამ საჯარიმოს გარედან კარში შეუჩერებლივ, ძლიერად დაარტყა - 1:0.

სტუმრებმა წონასწორობა ზუსტად ორ წუთში, "სტანდარტულის" გათამაშებით აღადგინეს. ცოტა ხანში მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ - მარჯვენა ფლანგიდან იმავე სამუშიას გადაცემით ვახტანგ კვარაცხელიამ ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით თავისიანები მეორედ დააწინაურა - 2:1.

ტაიმის მიწურულს სტუმრებმა მეორედაც გაათანაბრეს ანგარიში. მეორე ტაიმში შეროზიამ შემადგენლობა შეცვალა. საწყის წუთებში მასპინძლები უკვე მურთაზ ჩანგელიამ დააწინაურა - 3:2.

მალე სამუშიამ მორიგი საგოლე პასი მიითვალა - მისი გადაცემით თავი გოდერძი მაჩაიძემ გამოიჩინა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, იმავე ჩანგელიამ, გიორგი ბულიას პასით დუბლი შეასრულა.

საბოლოო ანგარიში კი სტუმრებმა დააფიქსირეს, რომლებმაც ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება შეძლეს - 5:3.

ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, ნარმანია, ქანთარია, ელიავა, მებონია, წყაროზია, წურწუმია, ც. სამუშია, გ. სამუშია, კვარაცხელია; შეცვლაზე: ჯომიდავა, მაჩაიძე, ნარმანია, ნ. ქირია, მალანია, ჟვანია, ფარჯიკია, დ. კუტალია, ბულია, ჩანგელია, თუთბერიძე.

ამ შეხვედრის შემდეგ ზუგდიდელთა დამრიგებელმა ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა. 20-21 ივლისს გუნდი თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯერ არ არის გარკვეული ის შემადგენლობა, რომელსაც შეროზია თურქულ შეკრებაზე იახლებს. ლაპარაკია კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებაზე, რაც დღეს ან ხვალ დაზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
გორის "დილა: გიორგი გაბიდაური ზივ არიეს ასისტენტად?
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ოთარ კუსიანმა და ვახტანგ კვარაცხელიამ ლანჩხუთის "გურია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა
ბოლნისის "სიონს" სამი ახალწვეული ჰყავს
გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!
დინამო (თბ)-ზუგდიდი 3:1 - "დინამო" ისევ ასპროცენტიანია [VIDEO]
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ტორპედო-საპოვნელა 4:1 - "ფეარ პლეიმაც" გაიმარჯვა [VIDEO]
ზაალ ელიავა "ზუგდიდს" შეუერთდა
სიახლეები ქუთაისის "ტორპედოში": წილოსანი გადაწყდა, მიგინეიშვილი განიხილება
ახალი გორის "დილა": ეს უკვე საინტერესოა!..
ზუგდიდი-სპარტაკი (იურ) 3:0 - ერთი ტაიმიც საკმარისი იყო
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
დილა-ზუგდიდი 1:2 - ჩემპიონის სათასო ფალშსტარტი [VIDEO]
"ზუგდიდი" მეგრულ დერბიში ფოთის "კოლხეთს" გაძლიერებული დახვდება
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
გურია-ტორპედო 2:1 - გურულ-იმერული ტრიბუნა(ლი) [VIDEO]
ტორპედო-ჰობრო 2:1 - მოგება დანიის სუპერლიგელთან [VIDEO]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
"ზუგდიდში" დაშლილებით ისარგებლეს...
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა