ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები მსოფლიოს ყველაზე კოლორიტული და განსაკუთრებული პრეზიდენდის ცხოვრებიდან
2017 წლის თებერვლის მიწურული სამუდამოდ შევა "პალერმოსა" და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. თანამდებობა დატოვა სიცილიური კლუბის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ.

"მე მოვრჩი" - თქვა მან და წავიდა. არადა, მწვრთნელები დღესაც შიშით იხსენებენ მის სახელს.

ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს მსოფლიოს ყველაზე კოლორიტული და განსაკუთრებული პრეზიდენდის ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიების გაცნობა.

ბავშვობა

პატარა მაურიციო ცხოვრობდა ქალაქ სეველიანოში, რკინიგზის სადგურთან ახლოს. ცხოვრობდა დედასთან ერთად ბაბუის სახლში. ხანდახან ის ჩადიოდა ალო დე ფრიულიში, სადაც მამის მშობლები ელოდნენ ბიჭს. მამამ კი იტალია დატოვა და ვენესუელაში წავიდა ემიგრაციაში.

დედის და მამის ქალაქები ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. ბიჭი მთელი დღე მათ შორის დადიოდა. ის უცქერდა დიდ ვილას, რომლის შესასვლელშიც ამოტვიფრული იყო მფლობელის ინიციალები. ეს გახლდათ ადგილობრივი მაგნატის, მიკელ ძინოლის ვილა. გაივლის რამდენიმე ათეული წელიწადი და ძამპარინი შეისრულებს ბავშვობის ოცნებას, გამოისყიდის ვილას და იცხოვრებს იქ ოჯახთან ერთად.

"ჩემი ბავშვობა უკავშირდება ოროთახიან ბინას, რომელსაც საერთო სააბაზანო ჰქონდა." - გაიხსენა მოგვიანებით ძამპარინიმ. ბაბუის სახლის ფანჯარა საფეხბურთო მოედანს გადაჰყურებდა. მაურიციო ერთადერთი ბავშვი იყო, ვისაც ბურთი ჰქონდა. შესაბამისად, ის პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო. ირჩევდა გუნდს, თვითონ წყვეტდა, როდის უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო შეხვედრა. დაგვეთანხმებით, მას ეს თვისება "პალერმოშიც" მიჰყვა.

როგორ მივიდა ფეხბურთში?

"ჩემი ყველაზე დიდი აზარტი ფეხბურთია. ის ისეთივე აზარტის შემცველია, როგორც აზარტული თამაშები და ქალები, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ფეხბურთს სოციალური დატვირთვაც აქვს და მას ხალხისათვის სიხარულის მოტანა შეუძლია. ხანდახან მე ღმერთს პატიებას ვთხოვ იმის გამო, რომ ფეხბურთში ამდენი ფული დავხარჯე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება." - ამ სიტყვების ავტორის გამოცნობა, დიდი ალბათობით, არ გაგიჭირდებათ.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძამპარინიმ იყიდა "ვენეცია", მან იტალიურ საფეხბურთო ბომონდს აჩვენა, რომ საქმე საინტერესო პრეზიდენტთან ჰქონდათ. ძამპარინიმ გააერთიანა ორი გუნდი, "ვენეცია" და "მესტრე". ამ ნაბიჯით ორივე გადაარჩინა გაკოტრებას, ცოტა ხანში კი გუნდი იტალიური ქვედა ლიგიდან უძლიერესთა შორის აღზევდა.

მოგვიანებით, ძამპარინი ქალაქის ხელმძღვანელობას წაეჩხუბა იმის გამო, რომ მას ახალი სტადიონის აშენების საშუალება არ მისცეს. შედეგად, 20 მილიონ ევროდ ძამპარინიმ იყიდა "პალერმო" და მისი ბოლო 15 წელი სწორედ ამ კლუბს უკავშირდება.

მწვრთნელი ხუთი დღით

გახდა თუ არა "პალერმოს"პრეზიდენტი, ძამპარინიმ ყველას მიახვედრა, რომ ნამდვილი ბოსი სიცილიურ კლუბში სწორედ ის იყო. პირველი მწვრთნელი რობერტო პრუცო მან სულ რაღაც 5 დღეში გაუშვა. ეციო გლერეანს მან კარისკენ პირველივე ტურის შემდეგ მიუთითა კარისაკენ... ეს იყო საფუძველი ტრადიციისა, რომელიც შემდეგ "პალერმოსა" და ძამპარინის საფირმო ნიშნად იქცა.

ავიაკატასტროფა

თავის დროზე ძამპარინის ძალიან უყვარდა მოგზაურობა. ის მთელ ევროპაში გაუთავებლად მოგზაურობდა. ახლა მას ამის გაკეთება ძველებური სიხშირით აღარ გამოსდის.

"ბოლო 25 წლის განმავლობაში მე მყავდა საკუთარი თვითმფრინავი. წელიწადში 400 გაფრენას ვახორციელებდი. შემეძლო, დღის განმავლობაში ოთხი შეხვედრა ჩამეტარებინა ოთხ სხვადასხვა ქალაქში. ახლა კი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩემნაირები დამარხოს. ახალი კანონმდებლობის თანახმად მე არ შემიძლია, კერძო თვითმფრინავი მყავდეს. ვის რას უშლიდა ის?" - ამბობს ძამპარინი.

არის ძამპარინის ბიოგრაფიაში ერთი არასასიამოვნო თავი, რომლის შემდეგაც ფრენის ყველა მოკვდავს შეეშინდებოდა. ეს მოხდა 2014 წლის მარტში. მაშინ მეუღლესთან და ბიზნესპარტნიოთან ერთად ძამპარინი პალერმოში მიფრინავდა. თვითმფრინავო ავიაკატასტროფაში მოხვდა და 72 წლის ბიზნესმენი მხოლოდ პილოტის ოსტატობამ იხსნა.

ფერერო ტურაა

ძამპარინის მაგიდაზე ვერ ნახავთ ცნობილი საკონდიტრო ფირმა "ფერეროს" მიერ ნაწარმოებ კანფეტს. ამის მიზეზი მარტივია. ძამპარინი ვერ იტანს ამ კომპანიის შეფს - მასიმო ფერერო ამავდროულად, "სამპდორიას" პირველი კაცია. თავის დროზე, "სამპდორიას" ძალიან უნდოდა სიცილური კლუბიდან ნახევარმცველის, ედგარ ბარეტოს გადაბირება. ძამპარინის კი მისი შენარჩუნება უნდოდა.

"ძამპარინის ყელში ვყავარ ამოსული. მე ვუთხარი მას, რომ ბარეტოს შეძენა მინდოდა. მან კი მითხრა, რომ ის "პალერმოში" უნდა დარჩეს და თუ გაიგებს, რომ ველაპარაკები ფეხბურთელს, უბრალოდ მომკლავს." - თქვა ფერერომ.

მოგვიანებით მან სახალხოდ უწოდა ფერეროს ტურა და თქვა, რომ ბარეტო კლუბთან კონტრაქტს ახანგრძლივებდა და ფერერო სწორედ ამ დროს ჩაერია საქმეში. გარდა ამისა, მან ისიც თქვა, რომ ურჩევნია მკვდარი გაიტანონ სტადიონიდან მცველი ეზელიელ მუნიოსი, ვიდრე ის "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

ბლატერი და პლატინი პანჩურს იმსახურებენ

ამასთან ერთად, ძამპარინი აღმერთებდა თავის ფეხბურთელებს. განსაკუთრებით მათ, ვისშიც დიდი ფულის შოვნა შეეძლო. "როცა პასტორეს არ აყენებ სასტარტო შემადგენლობაში, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა. მე ჩემს მწვრთნელს მშიშარად ვთვლი." - თქვა ერთხელ ძამპარინიმ.

"თუ ვინმე დიბალას არ დააყენებს ძირითადში, მე მას ვპირდები, რომ ჩემგან პანჩურს მიიღებს." - ესეც მისი სიტყვებია. ზეპ ბლატერისა და მიშელ პლატინის მიმართაც გამოიყენა მან ასეთი გამოთქმა, როცა განიხილებოდა "ნაპოლისათვის" ჩემპიონთა ლიგის მატჩების საკუთარ სტადიონზე ჩატარების აკრძალვის საკითხი.

ინფანტინომ ხმები იყიდა არჩევნებზე

ცოტა ხნის შემდეგ ძამპარინისგან ჯანი ინფანტინოსაც მოხვდა. იტალიურ ბიუროკრატიასთან ბრძოლის შემდეგ პრეზიდენტი ფიფასაც გადასწვდა.

"სისტემა არ იცვლება. დღეს ბიუროკრატებს ინფანტინო ხელმძღვანელობს. ის წლების განმავლობაში ამ სისტემის ნაწილი იყო. ის მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ შეიხზე მეტი ხმები იყიდა. თუ ამ სიტყვებისათვის დისკვალიფიკაციას მომცემენ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება." - თქვა ძამპარინიმ.

ამ სიტყვებისათვის ძამპარინი 18 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ეს მისთვის არაფერი იყო...

მსაჯის შურისძიება

2013 წელს "პალერმო"იტალიის უძლიერეს ლიგაში აღზევებისათვის იბრძოდა და მნიშვნელოვან შეხვედრაში "კარპისთან" 0:1 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ "კარპიმ" ის შეხვედრა დამსახურებულად მოიგო, ძამპარინიმ მატჩის არბიტრი რენცო კანდუსიო მაგრად გააკრიტიკა.

აღმოჩნდა, რომ მსაჯი ძამპარინის მშობლიური ქალაქიდან იყო. მაურისიომ ქალაქის მერს დაურეკა. გაირკვა, რომ მსაჯი იყო შვილი ძამპარინის მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლისა, რომელიც პრეზიდენტმა ხუთი წლის წინათ გაათავისუფლა. "მას შურისძიება უნდოდა." - უთხრა ძამპარინიმ პრესას.

რვა მწვრთნელი რვა თვეში

ძამპარინი მწვრთნელების რისხვადაა ცნობილი. ის ყოველთვის ამბობს, რომ ფრანჩესკო გვიდოლინი საუკეთესოა იმ მწვრთნელებიდან, ვისთანაც მას ოდესმე უმუშავია. და მაინც, მან ოთხჯერ მოხსნა გვიდოლინი. ორჯერ ერთ სეზონში. სულ მან 52 სპეციალისტს მიუთითა კარისაკენ. გასულ სეზონში ძამპარინიმ საკუთარ თავს აჯობა, როცა რვა თვეში რვა მწვრთნელი გაათავისუფლა. თან მიზეზები სულ სხვადასხვა იყო.

"ძვირფასო, მე "პალერმოს" ჩაბარება შემომთავაზეს. არ ინერვიულო, მომავალ უქმეებზევე დავბრუნდები შინ." - იტალიური ხუმრობის მიხედვით, სწორედ ასე ემშვიდობებოდნენ სიცილიური კლუბის ახლადდანიშნული მწვრთნელები ცოლებს.

და მაინც, ძამპარინის "პალერმოში" მუშაობის დროს გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ კავანი, პასტორე, დიბალა, ტონი, ამაური და სხვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"რომას" დატოვება ბოლო მომენტში გადაიფიქრა - დიბალამ დიდ ფულზე უარი თქვა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლოჩოშვილმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მკაცრად დასაჯეს
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ლოჩოშვილი არ ათამაშეს - კაცნაკლულმა "კრემონეზემ" "პალერმოსთან" ფრეს მიაღწია
"გალათასარაიში" მიქაუტაძე და დიბალა ერთად შეუტევენ? - თურქულ კლუბს დიდი გეგმები აქვს
ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია
მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ახალი ერა "პალერმოში"? - რატომ გადგა მაურიციო ძამპარინი გვერდზე
ბოლო 25 წელში ზაფხულში გაკეთებული ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები
"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა
სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურმა "რომამ" ერთ დღეში 3 ფეხბურთელი დაიმატა და ერთიც გაუშვა
იტალიის თასზე "ნაპოლის" მეტოქე გაირკვა
გოდინი, რაბიო, სანჩესი - სერია A-ს იმედგამაცრუებელი ტრანსფერების სიმბოლური
ბალოტელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
კაჭარავადან კაჭარავამდე - რა საერთო აქვთ თბილისის "დინამოსა" და "პალერმოს"
ძამპარინიმ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა "პალერმო"
"გალათასარაისთვის" პრიორიტეტული დიბალა კი არა მიქაუტაძეა - მიზეზი ცნობილი გახდა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
დიბალა რჩება - არგენტინელი "რომასთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - დიბალას საუდის არაბეთში ოფიციალურად გადასვლა დროის საკითხია
ხავიერ პასტორე: პსჟ ძალიან მიყვარს
"კვარაში ყველაზე მეტად ეს თვისება მხიბლავს" - ხავიერ პასტორემ ქართველზე ისაუბრა