ესპანელმა მეორე მნიშვნელოვანი მატჩი დათმო
აკაპულკოს ტურნირს ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. მერვედფინალის ჩათვლით მათი გამოსვლის შესახებ, წინა ნომერში მოგიყევით.

მერვედფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხების შემდეგ, თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჯოკოვიჩი უპრობლემოდ გააღწევდა ფინალამდე, მაგრამ სერბის წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ავსტრალიელმა სკანდალისტმა ნიკ კირგიოსმა, რომელმაც 25 ეისი ჩააწოდა, ორი სეტბოლი მოიგერია და 7:6, 7:5 მოიგო. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა სერბის სათამაშო პრობლემები, რომელიც შარშანდელი უიმბლდონიდან გრძელდება.

თავის მხრივ, კირგიოსმა ვერ შეძლო წარმატების განვრცობა და ნახევარფინალში ამერიკელ სემ კუერისთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს ფინალში ნადალი ელოდა, რომელსაც აკაპულკოში 14-დან 14 მატჩი ჰქონდა მოგებული და ისეთ დონეს აჩვენებდა, თითქოს თავის საყვარელ გრუნტზე თამაშობდა. ნადალის მზადყოფნაზე კარგად მეტყველებდა მისი გამარჯვება ნახევარფინალში მარინ ჩილიჩთან - 6:1, 6:2.

სემ კუერის ხშირად შემოუთავაზებია სენსაციები, მაგალითად, შარშან, უიმბლდონზე სწორედ მან დაამარცხა ჯოკოვიჩი, თუმცა, ამერიკელი უფრო თავისი არასტაბილურობით არის ცნობილი.

ჯოკოვიჩთან შარშანდელი მოგების შემდეგ, მას შვიდიდან შვიდი წაგება ჰქონდა TOP20-ის მოთამაშეებთან, მაგრამ აკაპულკოში არანორმალური ტემპი აკრიფა და ზედიზედ მოუგო ათეულისა და ოცეულის წევრებს: დავიდ გოფენს, დომინიკ ტიმსა და კირგიოსს. თუმცა, მაინც ბევრს არ სჯეროდა, რომ ის შეძლებდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ნადალის შეჩერებას.

პირველი სეტის პირველ ექვს გეიმში საინტერესო არაფერი მომხდარა - ჩოგბურთელები ძალიან დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. 3:3-დან მოყოლებული კი მეტად უცნაური რამ მოხდა - კუერიმ ზედიზედ 11 ქულა აიღო, რითაც 5:3 და 40:0 დაწინაურდა. ნადალმა ერთი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეორე ცდაზე ამერიკელმა შეძლო სეტის მოგება - 6:3. აღსანიშნავია, რომ რაფას მანამდე ზედიზედ 28 სეტი ჰქონდა მოგებული აკაპულკოში.

მეორე პარტიის მოგების უფრო მეტი შანსი ნადალს ჰქონდა. გადამწყვეტი მომენტი, ალბათ, მერვე გეიმი იყო კუერის მოწოდებაზე, რომელშიც სემმა ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

საბოლოოდ, უბრეიკო სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალმა 3:2-დან ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და კარიერაში პირველი მატჩი წააგო აკაპულკოში. კუერი კი მექსიკური ტურნირის პირველი ამერიკელი გამარჯვებული გახდა.

ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ, მეორე გადამწყვეტი მატჩი დათმო და ჯერაც ელოდება პირველ ტიტულს 2017 წელს. მომდევნო მოგება ესპანელისთვის 70-ე იქნება კარიერაში და ის გახდება მხოლოდ მეხუთე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებს.

კუერიმ კი კარიერაში პირველად დაამარცხა ნადალი (ურთიერთშეხვედრებში - 1:4) და დღეიდან მსოფლიოს 26-ე ჩოგანი გახდება - ასეთი მაღალი პოზიცია მას 2013 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა