ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]

ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის მატჩში, სტუმრად, მედინა დელ კამპოში ესპანეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - 20:10.

იხილეთ ვიდეო

"მძიმე თამაში გამოდგა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. მეტოქე აგრესიულად, თამამად გვეთამაშებოდა. მეორე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ, ვფიქრობ, ამან გაამართლა" - თქვა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა.

ესპანელებს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, უელსელი არბიტრის უცნაურმა გარჯამაც შეუწყო ხელი. რეფერიმ ორჯერ ჯარიმის უპირატესობა არ დაგვიბრუნა. შედეგად, ბურთი მეტოქეს გადაეცა, რაც სათამაშო უპირატესობის მოპოვებაში ხელს უწყობდა. მერე, მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ხმალაძის მიერ გატანილი ლელო არ ჩათვალა. არადა, იმ დროს 3:10-ს ვაგებდით. აღარაფერს ვამბობთ რაკში თამაშისას, არათუ ჯარიმის ზღვარზე, არამედ წესის დარღვევით ჩვენი იერიშების შეფერხებაზე.

ეს რაც მსაჯს ეხება. ახლა ჩვენი გუნდის ხარვეზებზეც ვთქვათ. ბურთი წინ საკმარისზე მეტად გვივარდებოდა, ხშირად, სრულიად უხიფათო ვითარებაში. მართალია, ყველა საკუთარი დერეფანი მოვიგეთ, მაგრამ მეტოქის მხოლოდ ერთი წამოვიღეთ. ისევ არ იყო სათანადო დონეზე ხაზის გამჭრელ მოთამაშეზე მიყოლა. გვიჭირდა რაკის შენარჩუნება და მეტოქისთვის ბურთის ართმევა. ამდენად, მეორე ტაიმში, რომელიც 17:0 მოვიგეთ, ბურთი მეტწილად მეტოქეს ჰქონდა და შესაბამისად, უპირატესობასაც ფლობდა.

კარგი იყო დაცვა. თუ რამდენიმე წვრილ-წვრილ შეცდომას არ ჩავთვლით, ამ კომპონენტში ცუდად არ გამოვიყურებოდით. აღარაფერს ვამბობ შერკინებაზე სტატიკურ მდგომარეობაში. დერეფნის აგდების შემდეგ მოლის დაყენების ნაცვლად გუნდი ხელდახელ კომბინაციურ თამაშს ცდილობდა და ორი ლელოც სწორედ ასე გავიტანეთ.

შესანიშნავი იყო ნაკრების დებიუტანტის, თბილისის "აკადემიის" გარემარბის, იოსებ მათიაშვილის ლელო, რომელიც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახალგაზრდა აკადემიელს არც მატჩის სხვა ეპიზოდებში შეურცხვენია თავი და დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. შესაბამისად, მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ კიდევ ერთ დებიუტანტზე. თბილისის "არმაზის" შუამარბი ბადრი ლიპარტელიანი თამაშში პირველივე ტაიმში, დაშავებული კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ნაცვლად ჩაერთო. მართალია, მას ლელო არ გაუტანია, მაგრამ დაცვაში კარგი თამაშისთვის უნდა შევაქოთ.

ერთი სიტყვით, განვლილმა სამმა ტურმა რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მორაგბე წარმოაჩინა, რომლებსაც ყველა მონაცემი აქვთ, რათა ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდრონ. ყველაფერი მათ მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

ესპანელებმა თამაში პროვინციაში, ვალიადოლიდთან ახლოს მდებარე დაბა მედინა დელ კამპოში რომ დანიშნეს, უმალ სტადიონის რეკონსტრუქცია წამოიწყეს და ათასხუთასიანი ტრიბუნა ახლა 7 500 მაყურებელს იტევს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ყველაზე მეტად თვალში საცემი დამსწრე აუდიტორიის რაგბიში გაცნობიერებულობა იყო. უცნაურია, მაგრამ საჯარიმოს დარტყმისას სტადიონი დუმდა. ისე, როგორც ეს ირლანდიაშია მიღებული, ჩვენს სტადიონებზე ასე არაა.

პირველ ტაიმში ესპანელები ჩვენს 22-მეტრიან ზონაში სულ სამჯერ შევიდნენ. აქედან უქულოდ უკან მხოლოდ ერთხელ გავუშვით. ანგარიში მასპინძლებმა მე-2 წუთზე ფულბეკის, ბრედ ლინქლეითერის საჯარიმოთი გახსნეს - 3:0.

სამ წუთში მერაბ კვირიკაშვილს შეეძლო გაეთანაბრებინა, მაგრამ საჯარიმო გაუცუდდა. გათანაბრება ფულბეკმა მხოლოდ 24-ე წუთზე შეძლო. თუმცა, იქამდე ორი საჯარიმო კარში არ დავარტყით. ბურთი ორივეჯერ აუტში გადავიტანეთ, მაგრამ ვერაფერი ვიხეირეთ.

26-ე წუთზე ესპანელები ისევ დაწინაურდნენ. ამჯერად, ჩვენს 22-მეტრიან ზონაში მეორედ სტუმრობისას მორკინალებმა იყოჩაღეს. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ლელო წარმოშობით ფიჯელმა ილაიტია ნგავინდიმ გაგვიტანა. ლინქლეითერმა გარდასახა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები საგრძნობლად გააქტიურდა. საწყის ათ წუთში ორი ლელო გავიტანეთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ხმალაძის ლელო არბიტრმა არ ჩათვალა. ეს 47-ე წუთზე მოხდა. ერთ წუთში კი სამართალი აღდგა. დერეფნიდან დაწყებული კომბინაცია თითქოს მარცხნივ, გრძელ ფრთაზე უნდა განვითარებულიყო, მაგრამ ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა და მარჯვნივ, კიდესკენ გიორგი თხილაიშვილს გადააწოდა. ის მეტოქის ორ მორაგბეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:10.

ესპანელები მეორე ტაიმში ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ. თუმცა, 58-ე წუთზე ისევ დერეფნიდან დაწყებული კომბინაცია მარცხენა, მოკლე ფრთაზე გავაგრძელეთ. კვირიკაშვილმა ბურთი მეტოქის ზურგს უკან ფეხით შეაცურა. ყველას გარემარბმა იოსებ მათიაშვილმა დაასწრო და დებიუტი ლელოთი აღნიშნა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა.

მერე თამაშის დასრულებამდე ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოც გაიტანა და "ბორჯღალოსნებმა" 20:10 გაიმარჯვეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

ესპანეთი-საქართველო 10:20

ესპანეთი (15-9) ლინქლეითერი, კასტილიონი, მენგიონი, სნი, ალვარესი, ხორბა, ბელი (ხიმენო 54), რუე (რამოს 69), (1-8) ლოპესი (ბლანკო 41), ბარნსი (აუსკი 41), ბლანკო (საბალა 41), ნგავინდი (გიომი 55-61, ბლანკო 77-79), სანჩესი (გიომი 62), ვიანუევა, კანოსა (ფოულდსი 51) ჟიბუენი.

ლ: ნგავინდი; გ,ს: ლინქლეითერი

სინბინი: საბალა

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მათიაშვილი, კაჭარავა, შარიქაძე (ლიპარტელიანი 20), თოდუა (წიკლაური 78), ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 63) (1-8) თეთრაშვილი (მატარაძე 54), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 54), ბეკოშვილი (ტაბიძე 61), ნემსაძე, მიქაუტაძე (შუბითიძე 77), გიორგაძე (ცუცქირიძე 55), თხილაიშვილი, ლომიძე.

2ლ: თხილაიშვილი, მათიაშვილი. 2ს, 2გ: კვირიკაშვილი

მსაჯი: კრეიგ ევანსი (უელსი).

სხვა მატჩები

რუსეთი-რუმინეთი 10:30

გერმანია-ბელგია 34:29

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 3 0 0 3 +79 14 2

2. რუმინეთი 3 2 0 1 +27 10 2

3. გერმანია 3 2 0 1 -36 8 0

4. ესპანეთი 3 1 0 2 -10 4 0

5. რუსეთი 3 1 0 2 -23 4 0

6. ბელგია 3 0 0 3 -37 2 2

IV ტური

11 მარტი

ბელგია-რუმინეთი

გერმანია-ესპანეთი

12 მარტი

საქართველო-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gela

კომენტატორების ცუდობა, მაშინაც შესამჩნევია, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს!!! ერთხელ მახსოვს, მსოფლიოს თასზე რადიოში ვუსმენდი რაგბის და 2 ლელო რომ დადო რომელიღაც ევროპულმა გუნდმა დიდი ხნის შემდეგ გავიგე!!! ვაღიაროთ, რომ ცუდი კომენტატორები გვყავს.

• giorgi saakadze-teiranidan

ნუ იტყვით და მთავარი პრობლემა ამ შეხვედრაში არა გუნდის დაულაგებელი თამაში, არამედ კომენტატორების ცუდი "კომენტატორობა" ყოფილა. სასაცილოა ზოგიერთი მეგობრის ამაზე აპელირება. თუმცა ქართველებში ყველაფერი მოსულა. ისინი ხომ ყველაფერში ერკვევიან და სუპერ სპეციალისტები არიან ნებისმიერ სფეროში (ეს ხომ ქვეყანასაც ეტყობა). მათ შორის რა თქმა უნდა არიან სუპერ კომენტატორები. "ასე რატომ თქვა", "ისე რატომ არ თქვა" და ა.შ. თუმცა როგორ უნდა ეთქვა, იმას არ ამბობენ. მოკლედ.....

• giorgi

Bodishi yvelastan, magram, rodis viswavlit sasveni nishnebis winadadebebshi dasmas, rom wakitxulis gageba uproblemod shevdzlot. Me tavs ar vdeb qartuli enis gramatikis codnit, magram es problema tvalshi sacemia.

• აკინ

ასეთი საშინელი მსაჯობა ნაბიასთან თამაშის მერე არ მახსოვს ნუ შოტლანდიასთანაც ცუდი მსაჯობა იყო მაგრამ ეს საშინელება იყო ნუ ამ ტურნირზე დამწყებ მსაჯებს უშვებენ ალბათ და ამიტომაც ვერ ერკვევიან სიტვაციაში და დაბორიალებენ უთავბოლოდ ყოველი რაქი რომელიც იყო ამ თამაშსში იყო ჯარიმა ესპანეტის საწინააგმდეგოდ და დაახლოებით მეთხუტმეტე წუთზე ესპანელებისთვის უნდა მიეცა არბიტრს ყვითელი ბარათი და რაგა უნდა ეთამაშათ ჩვენებს და ესპანეთიც გათავხედდა და შეიქმნა სრული მარაზმი ნუ ერთხელაც მოიკლებს წინ დავარდნილი ბურთების რაოდენობა ჩვენების მხრიდან უფრო და უფრო დაიხვეწება ხელით თამაში და როგორც ახლა ვუგებთ მსაჯსს და მაჩანჩალებს ასევე მოვუგებთ გრანდებსს ნუ მეგონა არა ობიექტურობა არბიტრებისა მაჩანჩალებთან დამთავრდა მაგრამ ჯერ სად ხარ თურმე ნუ ხმაურიანი გამარჟვება როცა გვქონდა მეტ ნაკლებად ობიექტური მსაჯობა იყო იმ მატჩებში

• Me

ერთს გეტყვით ვისაც ჩავარდნილი თამაშის არ გჯერათ ნადალმა წააგო 126 ჩოგანთან! მაგრამ ეს ჩავარდნა არ იყო ვარჯიშზე ჩავარდნა არ გამიგია ახალი ტაქტიკა და ახალი სისხლი გვინდა ვამბობდი და ვამბობ სწორ გზაზე ვართ.

• guri

ჩვენმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით პირველად ითამაშა. გუნდში მიდის როტაცია და აქედანაა ასეთი შეუთამაშებლობა. კარგია რომ ახლების გამოცდასთან ერთად რეიტინგსაც არ ვაზიანებთ. გამოჩნდნენ ისეთი ბიჭებიც, ვინც ძირითადის ხალხს კონკურენციას გაუწევს. ჩემი აზრით ამ ტურნირს ჰეიგი ეროვნულისთვის შევსების საძიებლად იყენებს.

• კოკი

არასწორად სვამთ საკითხს ჩვენ კი არ ვითხოვთ ეს აუცილებელია რომ მათ დიდი ანგარიშით ვუგებდეთ რადგან შენ თუ გაქვს იმის ამბიცია იტალიას ეთამაშო და მოუგო ან ღირსეულად დამარცხდე მაშინ ესეთ დაბალი დონის ქვეყნებს არ უნდა მიცე საშუალება მხოლოდ 10 ქულით მოუგო. არგენტინა ახსენე და გეტყვი გადახედე მათ ბოლო თამაშებს არა მთავარი ნაკრების არამედ არგენტინის მეორე ნაკრების და ნახავ რა ანგარიშებით მოუგეს კანადის აშშ-ს და სხვა ქვეყნის გუნდებს, ამაშია საქმე რომ არგენტინის მეორე ნაკრებს სულაც არ უჭირს აშშ კანადის პირველი ნაკრების დამარცხება დიდი ანგარიშით და იმიტომაც არიან იქ იმ 4 ერში.

• მილტონ ჰეიგი

,, niko '' ! მოდი ტრენერად და გადაიბარე საქართველოს ნაკრები !!!

• dito

ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერცერთ სპორტში ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს და ნუ მოვითხოვთ რაღაც ზე გუნდურ თამაშს ჩვენს ბიჭებს,ისიც გაითვალისწინეთ რომ ახალი გუნდია ფაქტიურად და შეთამაშებაც აკლიათ, თან გუნდში ბევრი ახალწვეული მოთამაშეა... ერთ წელიწადში ნუ მოგვინდება მთავერზე გაფრენა...

• koki-s

არ გეწყინოს მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ხარ და ჰაერში დაფრინავ.ეპსნეთს პროდ2-ში მოთამაშე მორგაბეები ჰყავს. იმ პროდ2-ის სადაც ბექა გორგაძე თამაშობს. ფრანგები ,რომელთაც ესპანელი წინაპრები ჰყავდათ და მოახდინე სმათი ნატურალიზება.ჩვენი უკანა ხაზის ბიჭების უმეტესობა კი ასაქართველოს ჩემპიონატში თამაშობს სადაც დონე პრო დ2-ზე ნაკლებია. რატომ ითხოვთ ამ ბიჭებისგან ყოველ თამაშზე მინიმუმ 30 ქულიან მოგებას? მაშIნ როცა შემადგენლობა საცდელია და ექსპერიმენტული.არ არიან შეთამაშებული .მეორე მხრივ რამდენიმე წლის წინ არგენტინას ჩვენც მოვუგეთ პირველი ტაიმი თუმცა ის ჩვენზე ძLიერი გუნდი იყო და მეორეში დაგვამარცხა .ამის შემდეგ არგენტინა 3 ერს დაემატა და 2 წელი თამაში არ მოუგია მგონი. შემდეგ კი ნახეთ მსოფლიოზე რაც ქნა. ავსტრალიაც ჰყავს დამარცხებული სამხრეთ აფრიკაც. ირლანდიაც.

• niko

კომენტატორები საერტოდ არ მაინტერესებს, როდესაც ნაკრები ასეთ ცუდ თამაშს ატარებს და ამდენი ხარვეზით. ღაქში არ მიყოლა მეტყველებს სათანადო ფორმაში არ ყოფნას, სიზარმაცეს და სხვის იმედზე ყოფნას. ბურთის ამდენი ხელიდან გავარდნა კიდევ უყურადღებობას და არასწორ საბაზო ტექნიკას. ამ დონეზე ბურთი არავის არ უნდა უვარდებოდეს, ცუდი იყო ბურთზე ტამაშსი შემოტანილ ბურთზე ახტომაც. ახალგაზრდები უკეთ გამოიყურებიან ვიდრე ძველები. მეორე ხაზში მიქაუტაძე სულს ღაფავდა მეორე ტაიმში წყლიდან ამოყვანილი თევზივით პირდაფჩენილი, ვერ არის ფორმაში ან კიდევ რეზერვი უნდა იყოს ვინმე.ბურთის გაკონტროლება ამისთვის არის საჭირო რომ დაცვაში თამაშით არ დაიღალოს გუნდი. ფაზები ფაზები და ისევ ფაზებით ტამაში. ბურთი დროზე უნდა გავიდე სწორად დაყენებულ ხაზზე მოხდე დარტყმა, რაქი თუ მოლი, და ისევ იგივე გამერდეს ერტი ფლანგიდან მეორეზე. შამწუხაროდ 9 ნომერ ვაკას უთამაშებლობა ეტყობოდა და გადაწყვეტილებას დროულად ვერ იღებდა ამიტომაც დაუფარეს ბურზთზე დარტყმულზე. ხაზი ასევე უნდა შეტევაში მოტეხილად დადგეს და იმის მაგივრად რომ ირიბად ირბინონ და თვით ჩარეკონ ერტმანეტი აუტში. ირიბად უნდა ამოდიოდნენ ბრთის შესახვედრად მაგრამ როგორც კი ბურთს დაუგდებლად მიიღებენ იმავე წამს სირბილი უნდა გასწორდეს. ეს არის რაგბის ანა ბანა და გამჯდარი უნდა იყოს. ბურთის დავარდნა უმეტეად ხდება მეკოს უყურადღებო შეუხედავი პასების გამო, დროულად არ აყოლის გამო, ბურთის ტანთან ახლოს მოღების გამო და შიშის გამო რომ დამცველი ახლოს არის და შებოჭავს და იმის მაგივრად რომ ბურთს თვალი არ მოაშორონ, დამცველს უყურებენ. მოკელედ ანა ბანა, ანა ბანა და იაკობ გოგებაშვილი ეგრედ წოდებული 'მედიას'.

• zaza

საფრანგეთში, ინგლისში, უელსში არ დუმან ჯარიმის დარტყმისას, კიდევ რამდენი ჩამოგითვალო?

• koki

ეს არაა ის თამაში, რითაც ქართველი მორაგბეები ექვსი ერის ქვეყნებს თავის ძალას დაანახებენ. ჩვენ მაშინ ვიქნებით მზად ექვსი ერისთვის, როდესაც ესპანეთს რუმინეთს და სხვა ამ დონის გუნდებს შინ და გასვლაზე მინიმუმ 20 -30 ქულით მეტით დავამარცხებთ და არა მინიმალური ანგარიშით, თუნდაც მეორე შემადგენლობა გვყავდეს გაყვანილი ამ დონის გუნდების წინააღმდეგ.ჩვენი მიზანი ექვს ერში როგორმე შეძრომა კი არ უნდა იყოს რომ შემდგომ ყველა თამაში წავაგოთ არამედ 5 ან 6 ადგილის დაკავება. რუსეთთან თამაშში საკითხავი ის კი არაა ვინ მოიგებს, არამედ რამდენი ქულით მოუგებენ რადგან რუსებს შინ რუმინეთმა 20 ქულით მოუგო, შესაბამისად ჩვენ მინიმუმ 30-ზე მეტი ქულით მოგება გვმართებს შინ რუსების წინააღმდეგ.

• ბს

ყოველთვის! ადრეც ვამბობდი, რომ ყოველთვის, ყველა შემადგენლობით ვაგვიანებთ მიყოლას და რაქში თამაშს, ეს პრობლემა დიდი ხანია თვალში საცემია, უბრალოს ესპანელებმა გადაწყვიტეს სათავისოდ გამოეყენებინათ ეს ჩვენი სისუსტე. შედეგად მივიღეთ ნაკრების ცუდი თამაში, მსაჯის გადაწყვეტილებები ვერ გაამართლებს ჩვენ ცუდ თამაშს. იქნება ახლა მაინც იმუშაონ ამ მიმართულებით, გასაგებია რომ ძნელია და დიდ ენერგიას მოითხოვს გაუთავებელი დევნა შმტევის და გადაყრა მოწინააღმდეეგეების, მაგრამ ეს რაგბია და თუ რაიმეზე პრეტენზია გაქ უნდა შეძლო ამის კეთება!

• დავითი

კომენტატორების კრიტიკას ვუერთდები... იმ დონეზე არაპროფესიულად მიჰყავთ თამაში, რომ მირჩევნია უხმოდ ვუცქირო ეკრანს...:(

• რეზო

ერთი პლიუსი ნამდვილად გამარჯვებაა, მიუხედავად ყველაფრისა. კომენტატორებმა კი მართლა დამგრუზეს. ზურაბიშვილი ვერ ჩერდება და ხელს უშლის კონცენტრაციას. თამაში ცალკე მიდის და გიორგი ცალკე, ვერ იჭერს თამაშის მიმდევრობას.

• zaza

თამაში ვერ იყო ჰაი კლასი, მაგრამ ახლები მუდმივად უნდა შეიყვანო და ათამაშო, რომ შეთამაშთდნენ და ვის რა შეუძლია გამოჩნდეს. ასე, რომ არაუშავს, მთავარია საკლუბო დონე ამაღლდეს, მეტი მონდომება და მოტივაცია სჭირდებათ სპორცმენებს და სოფელიც აშენდება :)

• zaza

"უცნაურია მაგრამ საჯარიმოს დარტყმისას სტადიონი დუმდა ისე როგორც ირლანდიაშია მიღებული" ბრძანებს ავტორი... მარტო ირლანდიაში კი არა ყველგან ეგრეა სადაც პრეტენზია აქვთ რომ "რაგბი ჩვენი თამაშია" უბრალო რაგბის კულტურაა ...............

• გურამი

მართალია გელა. იმდენად ცუდად მიჰყავთ მატჩის კომენტარი,(არაპროფესიულად და საშინელი დიქციით) რომ მეც ვუწევ ტელავიზორს დაბალ ხმაზე და ისე ვუყურებ

• beso

ხო მოიგეს

• beso

მთავარია მოიგეს

• gavazeli

გაგი გაჩუმდი რა. ყველა ტამაში ერთნაირად მაღალ დონეზე არავის გამოუვა. მთავარია, ბიჭები არ დაიბნენ და თამაში მოიგეს.

მართალი ბრძანდება გელა. რატომ „იჭინთება“ ხოლმე ერთ-ერთი კომენტატორი გაუგებარია, უკბილო ხუმრობებზე (ზოგჯერ შეურაცხმყოფელზე) აღარაფერს ვამბობ.

• gagi

ასეთი თამაშით ელიტებში შესვლაზე საუბარი კი არა, ტოპ გუნდებთან ტესტ შეხვედრაც არ უნდა გავივლოთ გულში. ბოლო წლებში ჩვენი ნაკრების ასეთი უსუსური თამაში, მე არ მახსენდება. რა მოხდა ასეთი? ნუთუ ესპანეთი ასე გაძლიერდა? ნუ მოკლედ....

• gela

კომენტატორები წვალობენ. რაც შეუძლიათ აკეთებენ! მაგრამ ძალიან, ძალიან ცუდად მიყავთ!!!! პროფესიონალი წამყვანებია საჭირო! მინდა ხოლმე, რომ ჩავუწიო ტელევიზორს და ისე ვუყურო!!!

• რეზო

ესპანელებმა გათვიცნობიერებულობა კი არ ზრდილობა და სათანადო დარბაისლობა გამოაჩინეს ჯარიმებისას.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება

რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე

ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა

მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი დებიუტანტით ესპანეთთან

საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]

რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]

ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

ესპანეთი VS საქართველო - რკენა დიდგულა "ლომებთან"

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა

ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

სეუ-მ საუნივერსიტეტო 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს