თომასმა ფიქრი დაიწყო, ეს კი ცუდია...
თომას მიულერი გერმანულ და მსოფლიო ფხბურთში წარმატებასთან ასოცირდება.

ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში ის ქარიშხალივით შეიჭრა ბუნდესლიგის კონსერვატიულ სამყაროში. მან უმოკლეს ხანში განვლო გზა "ბაიერნის" დუბლშემადგენლობიდან მთავარ გუნდამდე. ამის შემდეგ კი იყო მიწვევა ბუნდესნაკრებში და ტიტულები, რომლებიც ფეხბურთელმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო.

მიმდინარე სეზონში კი მიულერი საკუთარ თავს არ ჰგავს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის ჩავადნა, მაგრამ ის, რაც მიულერს სჭირს, აშკარად ჩავარდნაზე მეტია. როგორი საქმეა, როცა მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავს ოთხი თვის განმავლობაში ვერ გააქვს გოლი? მერე, როცა ამ სერიას წყვეტს, გაურკვეველი ვადით იწყებს ახალ "მშრალ" სერიას.

ეს ძალიან საწყენია. მიულერი ის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან დიდი დღესასწაულის შექმნა შეუძლია მინდორზე. ის მოწოდებულია გოლების გატანისათვის, გამარჯვებებისათვის. ახლა კი ფეხბურთელს კარიერაში ურთულესი პერიოდი უდგას. ბოლო დროს ის მიუნხენის "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა.

ალღო და გონება

ერთ-ერთ გერმანულ თოქშოუში მიულერის კრიზისის თაობაზე ცნობილმა გერმანელმა ტელეკომენტატორმა ვოლფ ფუსმა აღნიშნა, რომ უგოლო სერიის გამო მიულერი ზედმეტად იძაბება და ეს მხოლოდ ვნებს მისი თამაშის ხარისხს.

"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს არაერთი მომენტი, როცა თომას მიულერს გოლები გაჰქონდა იმ შემთხვევებშიც კი, როცა ის განსაკუთრებულად არც კი მიილტვოდა ამისკენ. გავიხსენოთ თუნდაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრა, რომელშიც "ბაიერნი" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა. ჩვეულებრივი ჩაწოდება მისი შესრულებით გოლად იქცა.

საერთოდ, მიულერის მთავარი თავისებურება ესაა - ის არასოდეს ფიქრობს, როგორ გაიტანოს გოლი. ამდენი წლის განმავლობაში მას ამის გაკეთება ფიქრის გარეშე გამოსდიოდა. ახლა კი აღარ გამოსდის. მიულერმა ფიქრი დაიწყო და... ეს ის მიულერი აღარ არის".

ოთხში ერთი და...

ამ დროს გასულ სეზონში მიულერს უკვე ჰქონდა შესრულებული თავისი სეზონური გოლების ნორმა (13). მისი ყოველი მეოთხე დარტყმა გოლი იყო. მიმდინარე სეზონში კი მიულერს ერთადერთი გოლის გასატანად 32 მცდელობა დასჭირდა. სამაგიეროდ, მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში უკვე 9 საგოლე პასია, რაც შესანიშნავი შედეგია.

თომასი არასოდეს ყოფილა დიდი დრიბლიორი, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის ამ სათამაშო კომპონენტს საერთოდ აღარ იყენებს. მოუკლო თითქმის ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში. ახლა მოვუსმინოთ გერმანიის ნაკრების ყოფილ წევრს, თომას შტრუნცს.

"ამდენი ხნის განმავლობაში მას გოლები ძირითადად ინტუიციის ხარჯზე გაჰქონდა. ახლა მას ეს ინტუიცია ღალატობს. მიულერის კრიზისის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ის სწორედ ამის ხარჯზე იღებდა უპირატესობას მოწინააღმდეგე მცველებთან შედარებით, რის შემდეგაც მშვიდად აგვირგვინებდა საგოლე მომენტს."

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თითქმის დაკარგა ადგილი "რეკორდმაისტერის" ძირითად შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც მიულერის საყვარელ სათამაშო პოზიციაზე შესანიშნავად გამოიყურება და მთელ ბუნდესლიგაში საუკეთესოა. ეს გახლავთ ტიაგო ალკანტარა.

ტიაგოს მოქმედების დიაპაზონი მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის აღარ სჯერდება მხოლოდ ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციების შესრულებას და წინაც შესანიშნავად მოქმედებს. გასაგებია, რომ მიულერს უყვარს და ეხერხება ფლანგებზე თამაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ვუყოთ არიენ რობენს, რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის? რა ვუყოთ ფრანკ რიბერის? დუგლას კოშტას?

სხვისი ბრალია?

"თუ ჩემს გუნდს აქვს პრობლემები კომბინაციურ ფეხბურთთან დაკავშირებით, ეს ჩემს თამაშზეც აისახება. მე არ მივეკუთვნები ფეხბურთელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ ხუთი მოწინააღმდეგის მოტყუება და გოლის გატანა. მე უნდა ვიგრძნო, რომ კოლექტივის ნაწილი ვარ." - ამბობს მიულერი.

რა თქმა უნდა, თომასის სიტყვებმა ძალიან ბევრი გააკვირვა. ეს ხომ, პირდაპირ თუ ირიბად პარტნიორებზე ყველაფრის გადაბრალების ცდა გახლდათ. ვინც მიუნხენელთა თამაშს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ მიულერი აჭარბებს.

"რეკორდმაისტერი" ზეგუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ერთადერთი, რასაც მიულერის სასარგებლოდ ვიტყვით, ისაა, რომ ხშირად "ბაიერნის" თამაში ადვილად გასაშიფრია, თუმცა ამის უკან იმხელა ოსტატობა დგას, რომ ამ ერთფეროვნებას შედეგი მოაქვს.

რა თქმა უნდა, "ბაიერნში" ძალიან უყვართ თავისი ლიდერები. უყვართ, მაგრამ უფრო მეტად უყვართ ჯილდოების მოგება. აქედან გამომდინარე, ზედმეტ სათამაშო დროს აქ ვერავინ მიიღებს და რაც დასამტკიცებელია, ის მოკლე ვადაში უნდა დაამტკიცო.

თომას მიულერის სტატისტიკა სეზონში

(ბუნდესლიგა)

თამაში: 20 (17 სასტარტო)

წუთი: 1 522

გოლი: 1

საგოლე პასი: 9

დარტყმა (საშ): 1,9

პასის სიზუსტე: 75%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
ანჩელოტი: ნახევრად კმაყოფილი ვარ, "ბაიერნმა" ჩვენზე უკეთესად ითამაშა
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
დღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"