ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ეროვნული ლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ამ ტურში რამდენიმე გამორჩეული თუ დასამახსოვრებელი ფაქტი იყო, მაგრამ ყველაფერი გადაწონა ერთმა მოვლენამ...
სეზონი ნელ-ნელა ხურდება. უქმეებზე II ტურის მატჩები გაიმართა, ხვალ საქართველოს თასის 1/16 ფინალის მატჩებია (სადაც, გარკვეულ სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ), 18-19 მარტს კი უკვე III ტურის მატჩები ჩატარდება.

იმედი დავიტოვოთ, რომ კლუბები აქედანვე არ დაიწყებენ წუწუნს "გადატვირთულ კალენდარზე". თითქმის ყველა გუნდმა ხომ სრულფასოვანი წინასასეზონო შეკრება გაიარა და, წესითა და რიგით, გადაღლილობაზე სიტყვა არავინ უნდა დაძრას...

II ტურში რამდენიმე გამორჩეული თუ დასამახსოვრებელი ფაქტი მართლაც იყო, მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაფერი გადაწონა ერთმა მოვლენამ: ზედიზედ მეორე მატჩის მოგების შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა!..

სტაბილურობის ფაქტორი

ორი სასტარტო ტურის მერე, მხოლოდ ერთადერთმა გუნდმა შეძლო ქულათა მაქსიმუმის მოგროვება - თბილისის "ლოკომოტივმა! თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მეტოქეებთან შეძლო გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა გუნდმა ამ ორი სასტარტო მატჩის მოგება?!. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ლოკომოტივმა" წინა სეზონის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმის "დინამო" დაამარცხა, ამჯერად კი - ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი, თბილისის "დინამო".

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ლოკომოტივმა" ორივე მატჩში სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა და საერთოდაც, სეზონის სტარტს ტაქტიკურად და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული შეხვდა.

ისიც ფაქტია, რომ "ლოკომოტივის" სატრანსფერო კამპანია ერთობ წარმატებულად უნდა შევაფასოთ: ფაქტობრივად, ყველა ახალწვეული (თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე) არამხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან, არამედ გუნდის ლიდერებადაც გვევლინებიან, ისევე, როგორც, "ლოკომოტივის" შედარებით "სტაჟიანი" წევრები (რევაზ თევდორაძე, გეგა დიასამიძე) ამართლებენ გუნდის ლიდერების სტატუსს.

აღარაფერს ვამბობთ, "ლოკომოტივის" ერთი-მეორეზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც. გიორგი დევდარიანის ის სიახლეც ჯერჯერობით ამართლებს, რის მიხედვითაც ნიკა ჭანტურიას ახალ ამპლუაში ვხედავთ: თავის პირველ პროფესიულ გუნდში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჯერად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

და კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: პირველ ორ ტურში "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, ერთი და იგივე შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე და ამ ორივე მატჩშიც ერთი და იგივე 14 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ანუ, სტაბილურობის ფაქტორიც "რაღაცას" ნიშნავს...

ნაწილობრივი რევანში და სხვა ფაქტები

დედაქალაქური დერბის გარდა, II ტურში კიდევ ერთი საინტრიგო დაპირისპირება იყო: წინა სეზონის საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილეებმა, "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" ახალი სეზონი ფრეებით დაიწყეს და მართლაც დიდ ინტერესს იწვევდა, თუ ამათგან რომელი მოახერხებდა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ საჩხერელთა გუნდის მართლაც უნივერსალი ფეხბურთელის, გიორგი კორიფაძის ერთადერთი გოლის წყალობით, "ჩიხურამ" სტუმრად მოუგო მოქმედ ჩემპიონს და ამით, ალბათ, ნაწილობრივ მაინც აიღო რევანში შარშანდელ პლეი ოფში დამარცხებისათვის.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტების ეს დაპირისპირება ქარიან ამინდში გაიმართა და, ალბათ, ამასაც უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მოგვეჩვენა სამტრედიის სტადიონის ტრიბუნებზე "ნორმაზე" მეტი თავისუფალი ადგილი.

კლიმატური პირობების გარდა, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "სამტრედიას" აშკარად მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, მაშინ, როცა "ჩიხურას" გამოცდილ თავკაცს სოსო ფრუიძეს თავისუფლად შეუძლია მიმართოს ძირითადი შემადგენლობის უმტკივნეულო როტაციას...

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ "ლოკომოტივია", ორივე მატჩში ქულათა მაქსიმუმი რომ მოაგროვა. ასევე, ერთადერთი გუნდის გამოყოფა გვინდა, სასტარტო ორ ტურში გოლი რომ არ გაუშვია: "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა ზედიზედ ორი "მშრალი" მატჩი ჩაატარა!

დაბოლოს, კიდევ ორ გუნდზეც: "შუქურა" ერთადერთია, ორივე მატჩი ფრედ რომ დაამთავრა, ხოლო "დილა" ასევე ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, ჯერ გოლი რომ არ გაუტანია...

მეორე დუბლი!

ორი ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ორი ფეხბურთელი დაწინაურდა: "ლოკომოტივის" 26 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და "კოლხეთის" 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი პირველ ტურში შეასრულა, ამჯერად კი თავი გამოიჩინა "კოლხეთის" ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიხარულიძისაგან განსხვავებით, ჯანელიძემ უმაღლეს ლიგაში პირველად შეძლო "დუბლის" შესრულება. "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, გარდამავალ ჩემპიონატში კი "სიონში" თამაშობდა.

ახალი ლეგიონერები

პირველ ტურში ეროვნულ ლიგაში 19-მა ლეგიონერმა იასპარეზა და აი, კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელის დებიუტიც შედგა საქართველოს ჩემპიონატში; თანაც, ბათუმის "დინამოს" უცხოელ ახალწვეულს, 26 წლის ნიგერიელ ფორვარდს კენედი ნვანგანგას, საქართველოში ჩამოსვლამდე ბელგიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, "გენკში" აქვს გატარებული გარკვეული პერიოდი.

ნვანგანგამ პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში, აი, მისმა თანაგუნდელმა, 23 წლის ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში და ბათუმის "დინამომაც" სწორედ ამ უკრაინელი ლეგიონერის ერთადერთი გოლით მოიპოვა პირველი გამარჯვება.

ასევე ლომის წილი დაიდო თავის გუნდის ასევე პირველ გამარჯვებაში "კოლხეთის" 25 წლის სენეგალელმა ლეგიონერმა არფანგ დაფიმ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში თავის სადებიუტო გოლით II ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ II ტურში ლეგიონერთა მიერ გატანილ ორივე გოლს საშემსრულებლო ოსტატობით ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა...

სადებიუტო გოლები

ყოველი ტურის შემდეგ საგანგებოდ აღვნიშნავთ-ხოლმე უცხოელ ახალწვეულთა სადებიუტო მატჩებსა თუ გოლებს. ამ დროს კი ჩვენებურთა გამორჩეულ თამაშს, რატომღაც, შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა.

ჰოდა, ამიტომაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებს და ერთ-ერთი ასეთი ნოდარ ქავთარაძე გახლავთ! 24 წლის ნოდარ ქავთარაძემ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი წინა ტურში ჩაატარა, ახლა კი, ეროვნულ ლიგაში თავის მეორე მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა!

თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდის კარში გაიტან გოლს: "ლოკომოტივის" სწრაფმა და ტანმორჩილმა ფლანგის ნახევარმცველმა თბილისის "დინამოსთან" მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ქავთარაძის ამ ზუსტმა დარტყმამ "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ერთპიროვნულ ლიდერად აქცია...

უიღბლონი

პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ერთადერთი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან და ამჯერადაც ორი გაფრთხილების გამო; თუმცა, განსხვავება ის იყო, რომ პირველ ტურში "შუქურას" ბრაზილიელი საყრდენის ჟეფინიოს გაძევების მიუხედავად, ქობულეთელთა გუნდმა მაინც შეძლო საგარეო მატჩში (თანაც, ქვეყნის ჩემპიონთან) ქულის მოპოვება.

აი, ამჯერად კი გაძევებამ გარკვეული გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე: "საბურთალოს" გამოცდილი ახალწვეული ზურაბ არზიანი პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ შესვენებამდე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც ნაადრევად დატოვა. მეორე ტაიმში კი გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა კაცნაკლული მეტოქის კარში და ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• d g

სამტრედიაჰი იმიტომ ივსებოდა სტადიონი რომ გუნდი ტამაჰობდა იგებდა - ასეტი ტამასჰიტ კი სულ მალე ცარიელი ტრიბუნის წინ მოუწევტ ტამასჰი

• Gotfree

წყობა და ტაქტიკა კოლექტივს უნდა მოარგო, რომელიც გუნდში გყავს. იდენტური ტაქტიკა თანაბარ შედეგს არ ნიშნავს, ფაქტი სახეზეა.

• nino

ugunuri pederacia aset qarshi tamashi arunda tardebodes.. normalur qveyanashi aset qarshi tamashi ar tardebaa... qaris daxmarebit gavida goli da es jurnalistebi azze roar arian dganan da yvirian ra magari goli gaitana sachxeremo.. samtredias rac sheexebaa male pexburteli agar darcheba satamashood ro gaiyvanos. amistvis 2 yvitelic sakmarisiaa.. satadarigo pexburteli ar yavt da gaiyvanon baleshikebi satamashod..admin shenze ar migulisxmia wamvani vigulisxmee ro gakioda ra magari goli gaitanao.. chempioni gundi ra dgeshia>? vai vai vaii.

• კოტე

გუადუას| ქარმა კი არა ბუა მ გაიტანა.ფეხის მოქნევას დააკვირდი,ტერფის გარეთა ნაწილით დაარტყა.ეგრე კარლოს ალბერტო,დიდი,ზიკო,ედერი და კარლოსი ურტყავდნენ.იმის მაგივრად ბიჭი შეაქო ,შაყირობ& რაც შეეხება ტაქტიკას,ორივე გუნდს ერთნაირი წყობა და ტაქტიკა ქონდათ.ფრუიძემ კი არ აჯობა ცეცაძეს,ჩიხურას ბიჭებმა აჯობეს,სამტრედიას ბიჭებს,მორჩა და გათავდა.მე ჩიხურადან გორგიაშვილი და სამტრედიიდან მანჯგალაძე მომეწონა.

• gabrieli

daitkes totalizatoristvis tamashi kartulma gundebma(((magitomaz uxdis federazia gundebs fuls, moklet fexburti magari biznesia)))

• lasha

ჯიქია გამოჯამთელდა ? მოიაზრებაა მომავალ ტურში სათამაშო სიაში ?

• jb

კარგი იქნებოდა, სიმბოლურ ნაკრებს ვინც ადგენს, ხუთივე თამაშს უყურებდეს და მხოლოდ გოლის ავტორებისგან არ ადგენდეს ტოპ თერთმეტეულს

• Guadua

roberti კრიტიკა ყოველთვის კარგი და მისაღებია მაგრამ აპოკალიფსის დახატვა კი ზედმეტია, ამით არც შენ მოიგებ როგორც ფეხბურთის ქომაგი და არც ფეხბურთი ჯამში. ცეცაძემ უნდა შეცვალსო ტაქტიკა,რაიმე უნდა მოიფროს ამ უვარგისი ახალწვეულების დასაქოქად. რაც შეეხება ბათუმს,სამტრედიამ შეიძლება ხვალ თასზე კანონზომიერად წააგოს ვიტ-ჯორჯიასთან, მაგრამ ბათუმთან ის არ წააგებს, არც გაგიკვირდეს რომ მშრალად მოიგოს.

• gia

admin erti ikitxee.. chempionma samtrdediam romelmac premiebi miigo pederaciidan uefadan supertasidann... pexburtelebi rato ar iyides..?? 17 wlis bavshvebi ro uzis skamze da mxolod amis imedze ro ari.. da admin ise unda dagewera is goli qarma gaitana da ara sachxerem...movitxovt ra xdeba samtrediashii.. da rac sheexeba cariel tribunebs.. daicala xalxisgan samtredia.. garbis yvela saqartvelodan lukma puris sashovnelad..

• roberti

samtrediashi pexburti damtavrdaa... elementaluri zamenac agar yavs. batumshic waagebs da mere dinamostanac.. arari gamoricxuli saertod gavardes umaglesidan.. sircxvilia ubralod. gaushves pexburtelebi da moiyvanes isetebi gartymashi roar arian..mecodeba sharshandeli birtvi vinc ari darchenili..pulis daxarjva ar undat da ise pons ver gaxval.. ligazec ra azri aqvs tamashs. shercxvebit..

• Walkabout

უკეთესობა იგრძნობა ახალ ჩემპიონატში, უკეთესად შეფუთვის მცდელობა, შოუს მომენტები, ახალი ლეგიონერები და ა.შ. თუმცა ცუდიც ისევ დარჩა, მსაჯებთან გაუთავებელი კამათი-კაჩაობა და გაბურძგნულ-გაუპარსავ-მოუწესრიგებელი ფეხბურთელები...

• Guadua

მიუხედავად იმისა რომ ჩიხურას მაგივრად ბურთი კარში ქარმა გაიტანა, ფრუიძემ მთელი მატჩის მანძილზე სრულიად აჯობა ცეცაძეს ტაქტიკაშიც და უნარებში რომ ბიჭებზე ხელი არ შეეშალა თავისი შეხედულებითაც ემოქმედათ,ცეცაძე კი ადვილად გამოსაცნობი სუსტი ტაქტიკით გამოვიდა და რეზულტატიც სახეზეა. ისე კი ეს თამაში წესით უგოლო ფრეთი უნდა დამთავრებულიყო. სამტრედიაც, ტორპედოც, დილაც, ბათუმიც თავის სიტყავს იტყვიან აქ ორი აზრია არ ასებობს,ეგაა რომ ლიდერები ასე დაულაგებელი რომ არიან მთლიანობაში განწყობა და საფეხბურთო ატმოსფერო ცუდდება,ამიტომაც ხალხიც საგრძნობლად შეთხელდა სტადიონებზე. საინტერესოა რა უშლიდა ხელს საპრიზო 250 000 ლარის მიმღებ სამტრედიას რომ არა 18 ფეხბურთელი ჰყავდეს არამედ 23? არის ამ კითხვაზე პასუხი?

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

ნოდარ ქავთარაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]

სანამ კიდევ ცოცხალია - ანუ რა სიკეთე მოაქვთ ლეგიონერებს?

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

ნოდარ ქავთარაძე "მეზოკოვეშდის" ფეხბურთელი გახდა

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები

თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

შუქურა-კოლხეთი 2:4 - ერთ რამედ ღირდა... [VIDEO]

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

ნოდარ ქავთარაძე: "გაბალა" არაა ის გუნდი, რომელსაც "დინამო" ვერ მოუგებს

თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ტორპედო-კოლხეთი 2:1 - მახარობლიძე, გამარჯვების გოლის მახარობელი [VIDEO]

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან