ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს

"ბორჯღალოსნებმა" მომავალი მატჩისთვის მზადება "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს
საქართველოს ნაკრები კვირას, 19 მარტს "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურში სტუმრად დაუპირისპირდება რუმინეთის ეროვნულ გუნდს.

"ბორჯღალოსნებმა" ამ მატჩისთვის მზადება 14 მარტს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყეს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს გუნდისთვის ახალი არავინ დაუმატებია.

სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულები გახდებიან. "ბორჯღალოსნებს" ხელს ფრეც აძლევთ.

რუმინეთის ნაკრებმა გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ზედ სამი ლეგიონერიც დაამატა, რომლებმაც წინა ტურში ბელგიასთან მატჩი გამოტოვეს. ესენია: ოთარ ტურაშვილი (კოლომიე), ანდრეი ურსაკე (კარკასონი) და ვლად ნისტორი (ალბი). ამათგან პირველი ორი პირველხაზელია, ნისტორი კი მესამე ხაზში თამაშობს.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩი განსხვავებული იქნება. ქართველებს მსოფლიოს თასის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ. ამიტომ ჩვენი მორაგბეები ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი იქნებიან. ისინი მოედანზე ხარისხიანი რაგბის სათამაშოდ და ამით სიამოვნების მისაღებად გამოვლენ.

ვიცით, რომ ძნელი მატჩი გველის, თუმცა ჩვენ შინ ვთამაშობთ, საკუთარი ქომაგების წინაშე და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - თქვა რუმინელთა თავკაცმა ლინ ჰოულსმა.

მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს საქართველოს ნაკრებთან მატჩში რუმინეთის ნაკრების კაპიტანი ფლორინ ვლაიკუ:

"გვინდა, საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ. ჩვენ საკმაოდ ცუდი მოგონებები გვაკავშირებს ამ გუნდთან. შარშან მათთან სირცხვილი ვჭამეთ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რომ რამე გამოვასწოროთ. შინაურ კედლებში ვთამაშობთ და ეს უპირატესობაა.

თუ ამ დღეებში სათანადოდ მოვემზადებით, შეგვიძლია ყველას ლამაზი სიურპრიზი შევთავაზოთ. ვიცი, რომ ბევრი არავითარ შანსს არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი და გუნდის ძალის".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ბუქარესტში, კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველო

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)

N9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)

N10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)

N12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)

N11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)

N15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

რუმინეთი

პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე (ორივე-კარკასონი), მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)

მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი)

მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)

N9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)

N10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა)

N12-13: ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)

N11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)

N15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური

18 მარტი

ესპანეთი-ბელგია

რუსეთი-გერმანია

19 მარტი

რუმინეთი-საქართველო

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2

2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3

3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0

4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0

5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0

6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ragbi rugbi

აბა ვინ მიხვდება რა სურპრიზი შეიძლება შესთავაზო დღევანდელ გარდამავალ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს დასამარცხებლად? ტემპი! მაღალი ტემპი! რომლითაც ესპანეთმაც კი გაგვთიშა პირველ ტაიმში აქვს კი გერმანიასთან წამგებ რუმინეთს ამისი რესურსი დღეს?

• Gio

ძალიან კარგია ახალგაზრდებს რომ ვაძლევთ შანს თავის გამოჩენის, ასეც უნდა იყოს, ჯანსაღი პროცესია რათქმაუნდა, მაგრამ რაც დავაკვირდი ესპანეთთან და რუსეთთან უფრო მეტს ველოდი ახალგაზრდა თაობისგან როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, ძალიან დიდი ტექნიკური წუნი შეიმჩნეოდა სწრაფი აზროვნება და სწრაფი ბურთის გადწოდება ჩემი აზრით ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა იქნეს დათმობილი

• არსენი

ამ მეორე ხაზში კაციშვილი სამი კაცი რო გვყავს სულ, აგერ ტავბერიძე თამაშობს პროდ 2 ში და გამოეძახებინა ზრდილობის გულისტვის, გაგვესინჯა, რა იქნებოდა.

• მახო

ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა ამიტომაც რუსეთთან არ იყო გამარჯვება შთამბეჭდავი.ჰეიგი სწორედ იქცევა ბიჭებს შეთამაშება სჭირდებათ.რუმინეთთან მოვიგებთ.საქართველოს გაუმარჯოს.

• Vas

რეიტინგში სხვაობა ითვლება მასპინძელს +3 ქულა ემატება და შემდეგ სხვაობით. თუ შემდეგ ერთნაირი ქულები აქვთ წაგება -1 და მოგება +1. თუ განსხვავებული ქულები აქვთ, სხვაობა იყოფა 10ზე. მაქსიმუმ 2 ქულა და ერთს აკლდება მეორეს ემატება. მაგალითად, თუ ერთს აქვს 70 მეორე 65 და 65 ქულიანია მასპინძელი. მასპინძლის მოგების შემთხვევაში 68-70=-2 -2/10=-0.2 1-(-0.2)=1.2. 1.2 დაემატება 65 ქულიანს და იგივე დააკლდება 70 ქულიანს. თუ 70 ქულიანი მოიგებს 70-68=2 2/10=0.2 1-0.2=0.8 0.8 დაემატება და იგივე დააკლდება 65 ქულიანს. 15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვების (მარცხის) შემთხვევაში საბოლოო ქულა მრავლდება 1.5.ზე

• giga

დარიცხვის წესი მსოფლიო რაგბს უდევს თავის საიტზე. არსებობს რამდენიმე კარგი საიტი სადაც შეგყავს რეიტინგები და გეუბნება 2 გუნდის ციფრების შეყვანისას რომელს რამდენი ერიცხება მოგება წაგებაზე. საიტს ვერ ვწერ იმიტო იბლოკება.

• სოსო რამაზს

რამაზ ,შენ ალბათ რეიტინგში ქულების დარიცხვის წესიც იცი.თუ იცი ,იქნებ ჩვენც აგვიხსნა,თუ არა და რაც დაპოსტე ,ეგეც საინტერესოა და მადლობას გიხდი. ახლა კი ფრანსეს ვეკითხები,რატომ გავუშვით გამარჯვების შანსი?ჩვენ ფრეც გვკმარა გამარჯვებისათვის,მაგრამ ფრეზე არც არავინ ფიქრობს,რაც შეეხება თამაშის ხარისხს,ჰეიგი ახალგაზრდებს სცდის,აჩვევს ნაკრებში თამაშს და რა თქმა უნდა შეთამაშება მოიკოჭლებს,მისი გამოსწორება კი მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა.არა მგონია,მაგრამ შეიძლება რუმინეთთანაც წავაგოთ,არც ეგ არის მთავარი,მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატია და სწორედ საიქაოდაა საჭირო ახლანდელი გადახალისებული შემადგელობით ახალი სათამაშო სტილის ათვისება.შეხედეთ უკვე რამდენი კანდიდატია თითო სათამაშო ადგილზე,ადრე კი ორი სამი კაციც რომ დამტვრეულიყო,გუნდს უკვე აშკარად ეტყობოდა მათი არ ყოფნა.ახლა?ახლა მამუკასაც კი ხანდახან იძახებენ,რომ ნაკრებს არ გადაეჩვიოს.სწორედ ეს არის ზურგის სიღრმე და ამისკენ ისწრაფის მილტონ ჰეიგი.სადაც ექსპერიმენტია,იქ ხანდახან წარუმატებლობაცაა,მაგრამ კვლევაში უარყოფითი შედეგიც შედეგია და მის ანალიზს მოჰყვება საბოლოო დადებითი შედეგი.ამ გზაზეა დღეს ჩვენი ნაკრები და შედეგი მსოფლიოს თასზე გამოჩნდება.მჯერა რომ დადებითი,რუმინეთს კი მაინც მოვუგებთ,შეიძლება ისე ვერა,როგორც შარშან,მაგრამ მოვუგებთ.ამისი ძალა ამ ნაკრებს ნამდვილად აქვს.

• I Am Georgian-France

ლუკა მოდი ასომთავრულად კაცურად! დაგისერ და თუ გაიგებ რამსე ლუკაც ასომთავრულიდან იწყება აბა თუ იცი ლუკა ასომთავრულად ,ვიცი მალე დაამუღამებ.ეხლა რამაზის მიერ დადებული ცხრილსა გამო,უნდა Dღე და ღამ "უჩიჩინონ",ეროვნული ნაკრების ლომ ბიჭებს, ჩვენთვის მართლა მოტივირებული გამარჯვების აუცილებლობაზე დაკებთან, 15 ქულიანი სხვაობით,იაფონიის წინწასწრებით იაფონიაში მსოფლიოს ჩემფიონატის დაწყებისა წინ.რამაზ მართლა მაგარი არგუმენტი დაგვიდე ქართველებს გაიხარე ქართველო,ვიხაროთ ერთ ძალად,აწი მაინც

• მიშა - რამაზს

რამაზ, გაიხარე! ძალიან საინტერესო ინფორმაციაა რეიტინგის თაობაზე. ხშირად დაწერე ხოლმე!!!

• GB

საიტის მესვეურნო სიმარტლე არ უნდა გვწყინდე,გასააროებული გვაძლიერებს.ბრძნობა ქარაგმულად დაწერილი კი არაა,არამედ ის ნაწერი რომელიც გამოგვადგება აეროვნულად საქმეში.თქვენ მოდერატორებო უკვე მოაზროვნე ქართველები ხართეროვნულ მესიჯებს რომ აქვეყნებთ და გეწყინათ რომ რამაზი შევაქეთ ამის წინა ჩემს ფოსთსში და ქგუნდის ქოაჩების და თქვენი საქმე გააკაეთ აუნაზღაურებლად,ეს გეწყინათ,ამგვარ "თანადგომაზე" თქვენი გარჯის დაკნინების მცდელობით, არ გამიმახვილებია ყურადღება მთავარი დროულად ერთის მიერ "საჭიროს",ეროვნულად დადებითი შედეგის დამდების ნათქვამისა, სხვათა მიერ გაგონებით ესაა ურთიერთთანადგომის დედა აზრი,და თუარ გასაჯაროვდა რამაზისნარი კაცის რჩევა მის შექებით"თუნდაც არამკითხედ,ფასი არც აქვს დროულად ნასჯაბაასებს."კეთილისმსურველისგან"შექებული ადამიანი კი,შემდგომში "მთებს ანგრევს" აზროვნების და ქმედების "სიძლიერის"გაასმაგებითი სიკეთის მოტანით,თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც, ხალხისათვისაც.ჩემი თავის "შექების" გამოცდილებიდან ვიცი.

• giorgi

France და I am Georgien, უკაცრავად მაგრამ , თქვენ ერთმანეთის ნათესავები ხომ არ ხართ, რა ერთ სტილში წერთ? ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თქვენ იგებთ თქვენივე სიტყვების კორიანტელს? ან რა პათოსია ეს, რაგბიზე წერთ თუ ლიტერატურულ წიაღსვლებს აკეთებთ??

• ლუკა

France: ქართულად წერა ისწავლე რა კაცურად!

• რამაზ

რუმინეთი ერთადერთია ევროპის ჩემპიონატში ვისთანაც მოგების შემთხვევაში რეიტინგი მოგვემატება, თუმცა წაგება ან ფრე მაინც ძალიან დაგვაზარალებს. ჯერ ვნახოთ რეიტინგი და მერე გავიაროთ ყველა შესაძლო ვარიანტი: 10 FIJI 76.46 11 JAPAN 74.22 12 GEORGIA 74.14 13 TONGA 71.94 14 SAMOA 71.25 15 ITALY 71.17 16 ROMANIA 68.93 რუმინეთს თუ მოვუგეთ 15 ქულაზე მეტი ანგარიშით, რეიტინგში მოგვემატება 1.18 გაგვიხდება 75.32 და გავუსწრებთ იაპონიას - გადავალთ 11 ადგილზე და მივუახლოვდებით სანუკვარ ათეულს რუმინეთს თუ მოვუგეთ 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით, რეიტინგში მოგვემატება 0.789 გაგვიხდება 74.93 და გავუსწრებთ იაპონიას - გადავალთ 11 ადგილზე ფრეს შემთხვევაში რეიტინგში დაგვაკლდება 0.221 და 73.92 ქულით დავრჩებით 12 ადგილზე 15 ქულამდე ნაკლები სხვაობით წაგების შემთხვევაში რეიტინგში ვკარგავთ 1.221, გვიხდება 72.92 ვრჩებით 12 ადგილზე 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგების შემთხვევაში რეიტინგში ვკარგავთ 1.83, გვიხდება 72.31 ვრჩებით 12 ადგილზე მაგრამ ვაი მაგ დარჩენას....

• France

სოსოს და მეიქს-სწორედაც მაგიტომ ვერ ვართ ოლ ბლექსის დონის გუნდი რომ უკვე გავუშვით ხელიდან შანსი საერთო ჯამში გამარჯვებისა რუსმ აქაც სარმა გამოგვკრა-ბონუს ქულა ვერ ავიღეთ დიდი გუნდი სწორედ ამგვარი ნიანსების გამოყენებით-ბოლომდე ხარჯვით გამოირჩევა ძლიერი და რიგითი გუნდებისგან-ეს კლასი სტაბილურობისა,და როცა კლასი მოიკოჭლებს ჯიგრით-ბრძოლით ბოლომდე შენთვის საჭირო შედეგამდე უნდა შესლო და ესეც გვაკლია როცა საჭირო არს მაშინ და არა როცა შევძელით შემდგომი სიტყვების საბაქიბუაო კორიანტელით და ასე თუ ისე თუ იქნება,რა მოხდებაო?უკვე ,ჩვენზე დამოკიდებული საბოლოოდ,ჯამში განიავებული გამარჯვების კარგით.ცხოვრებაშიც ამნაირად გვემართება-დავკარგავთ ჩვენივე უთავობით და მერე ვაფლიუს მინუსებთ-"ჩხუბისა შემდგომ" დაკარგულს.ამ შემთხვევისთვის არ ვამბობ გასაგონად სათქმელს,რუმინელებს მოვუგებთ თუმცა გაჭირდება,ვამბობ ყურსახებად უფრო ქართველთათვის სასიცოცხლო ვითარებაში რომ არ ჩავისვაროთ შემდგომში ,მერე არითმეტიკული 1+1-იო, თავის მართლებით აი ასეთი სიტყვიერ ფაღარათად გასხმული ფილოსოფია გამოვიყენე რაგბის მაგალითზე ,რომელიც მეტ ნაკლება სხვა საქმეებზე მეტად გვეხერხება,თუმცა ქართველთათვის სანუკვარ დონეძე ჯერ ვერაო!ეგებ საქმით ვაძლიეროთ ჩემი ფუჭი სიტყვები ჯერ ჯერობით საქმით ვერ მტკცებულნი,ისეთი სამამულისშვილო საქმით-ყველაფერში, ქართველებს რო მგვეკადრება,არ შერცხვენისთვის,ჩვენი "დიდი" ალალი წინაფრების წინაშე ,არა ფლიდ მედროვეების, და მით უმეტეს მოღალატეებისა.

• ssss

სატურნირო ცხრილი ცოტა გარკვრვით რომ დაწეროთ არა?

• giga

ჯერ 1 წაგება არ განიხილება ამ მატჩში. მოსაგები გვაქვს ყველაფრის მიუხედავად. 7 ქულაზე

• სოსო

მვიქს-ს, ეკუთვნის და მაშინ გვექნება ტოლი ქულები,მაგრამ ურიერთშეხვედრის შედეგი ტოლი ქულების შემთხვევაში ,რუმინეთს პირველ ადგილზე გაიყვანს.

• mvx

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ რუმინეთთან დათმო მატჩი 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით???? +1 ბონუს ქულა არ გვეკუთვნის?

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ლეგიონი: ჩემპიონობა წაგებასაც მოაქვს

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს ოთარ ტურაშვილი გამოაკლდა

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ

მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ

ლეგიონი: სამი ქართველი რუმინეთის ჩემპიონია

რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი ქართველი ორი მეტოქის რიგებში

სავსე ტრიბუნების დროა!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ფლორინ ვლაიკუ: ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ახლა კი...

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის

რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასზე რუმინეთის ღირსებას დაიცავს

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს