რუმინეთის ნაკრები "ევროპა რაგბის" ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა
რუმინეთის ნაკრები "ევროპა რაგბის" ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. "სტეჟარის" მწვრთნელებმა ლინ ჰოულსმა, მარიუს ტინკუმ და რობ მოფატმა პირველი ორი მატჩისთვის 36 მორაგბეს უხმეს. აქედან 24 მორკინალია, 12 - უკანახაზელი.

რუმინეთის ნაკრებისთვის მიმდინარე გათამაშება 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია. შესაბამისად, "მუხის ფოთლები" ყველა ღონეს იხმარენ, რათა იაპონიაში გასამგზავრებელი ბილეთები დაჯავშნონ.

გამოძახებულთა შორის ყველაზე მეტი მორაგბე რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარას" ჰყავს - 16. ხუთ-ხუთი მოთამაშეა გამოძახებული "სტიაუადან" და "ბაია მარედან", ერთი "ბუქარესტიდან". ამასთან ერთად, "სტეჟარის" შემადგენლობაში საფრანგეთში მოასპარეზე ცხრა ლეგიონერია.

აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა მორაგბეთა ნატურალიზაციას მიმართეს. გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად ექვსი ნატურალიზებული მორაგბეა. ესენია: ოთარ ტურაშვილი (კოლომიე), ჯოდი როსი, ჯეკ უმაგა, სტივენ შენანი (სამივე-ტიმიშოარა), ჯონ ფან ჰეერდენი და სამოა ლუკე (ორივე-ბაია მარე).

"რუმინეთის ნაკრები შეჯიბრებაში ერთვება ერთადერთი მიზნით - მოიპოვოს 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური. ამასთან ერთად, ვინაიდან შეჯიბრების ფორმატი შეიცვალა, გვინდა წლეულს ტიტული მოვიპოვოთ. საამისოდ კი ყველაზე მთავარია, ბოლო მატჩში შინ საქართველოს ნაკრებს მოვუგოთ.

ამ მიზნების მისაღწევად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, არ შეიძლება იოტისოდენა შეცდომის დაშვება.

ვიცით, რომ პირველი ორი შეხვედრა ძალიან მძიმე იქნება, რადგან მორაგბეები პირველად შეიკრიბებიან ორთვიანი განშორების შემდეგ. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა მათ შორის შეთამაშება, ურთიერთგაგება აღვადგინოთ.

იმედი მაქვს, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების სინთეზი კარგ შედეგს მოგვცემს", - თქვა ლინ ჰოულსმა.

რუმინელები 3 თებერვალს პორტუგალიაში შეიკრიბებიან, სადაც ერთ საწვრთნელ მატჩსაც გამართავენ. 9 თებერვალს კი ფრანკფურტში გაემგზავრებიან, სადაც ორი დღის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რუმინეთის ნაკრები

პირველი ხაზი: მიჰაი ლაზარი (კასტრი), კონსტანტინე პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), ანდრეი ურსაკე, იონელ ბადიუ (ორივე-კარკასონი), ალექსანდრუ სავინი (ბუქარესტი), ანდრეი რადოი, მარიან კაპატანა (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)

მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი, დორინ ლაზარი (სამივე-ტიმიშოარა), მარიუს ანტონესკუ (ტარბი), ჯონ ფან ჰეერდენი (ბაია მარე),

მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), ვასილე რუსი (ტიმიშოარა), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), ანდრეი ლურეა, კრისტიან კირიკა (ორივე-ბაია მარე), ვლად ნისტორი (ალბი)

#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა)

#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა)

#12-13: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა, პაულა კინიკინილაუ (ტიმიშოარა)

#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), იონუტ დუმიტრუ (სტიაუა)

#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), სამოა ლუკე (ბაია მარე)

ევროპა რაგბი 2017. I ტური

11 თებერვალი

გერმანია-რუმინეთი

ბელგია-საქართველო

ესპანეთი-რუსეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
ამდენი ნატურალიზებული,ეს უკვე რუმინეთის ნაკრები აღარაა,ამას სხვადასხვა ქვეყნებისაგან შემდგარი ნაკრები ქვია,მითუმეტეს უნდა მოუგოთ.
444
უმეტესობა ხაზის მოთამაშეა ეს ხალხი. ტურაშვილს აქამდეც ნათამაშები აქვს რუმინეთის ნაკრებში. კარგი იქნება ჩვენთანაც გამოჩნდნენ ხაზია ახალი მოთამაშეები
fc
რაგბი კარგავს თავის სახეს,რა ამბავია ამდენი ნატურალიზაცია
Irakli apkhaidze
რეზო გააჩნია რა შემადგენლობა შეიკრიბება ამ ტურნირისთვის. რუმინეთათან მაინც თუ ითამაშა ძირითადმა , აუცილებლად უნდა მოვიგოთ
pele
ბიჭები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდნონ ამ მატჩს!! მე მგონი რუმინელების მხრიდან გარკვეული სათამაშო პროვოკაციები და სიუხეშეც იქნება!
რეზო
ჩვენ კი დამაჯერებელი მოგება გვაინტერესებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია
მარიუს ტინკუ: ქართველებთან თამაშისას საჭიროა თავგანწირვა
მეტოქე: "შავი ეშმაკები" "ბორჯღალოსნებთან" თამაშისთვის დაირაზმნენ
ლეგიონი: ჩემპიონობა წაგებასაც მოაქვს
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუმინეთი "ბორჯღალოსნებს" სიურპრიზს უმზადებს
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს ოთარ ტურაშვილი გამოაკლდა
რუმინელთა მწვრთნელი: მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა
ლეგიონი: სამი ქართველი რუმინეთის ჩემპიონია
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი ქართველი ორი მეტოქის რიგებში
სავსე ტრიბუნების დროა!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასზე რუმინეთის ღირსებას დაიცავს
ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა