დაჩაგრული ბომბარდირის დავიწყებული ისტორია
1958 წლიდან მოყოლებული, მოსკოვში გამომავალი გაზეთი "ტრუდი" საბჭოთა კავშირის საუკეთესო ბომბარდირს აჯილდოებდა. ბევრისთვის უცნობია, რომ ერთხელ საპატიო პრიზი ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშემ დაიმსახურა, მაგრამ... ჯილდო არ გადასცეს...

გარიგების ფაქტი არ დადასტურებულა

1969 წელს, 16-16 გოლით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი ერთდროულად სამი ფეხბურთელი გახდა - ჯემალ ხერხაძე (ქუთაისის "ტორპედო"), ვლადიმირ პროსკურინი (როსტოვის ასკ) და ნიკოლაი ოსიანინი (მოსკოვის "სპარტაკი"). მაგრამ გაზეთმა "ტრუდმა" პრიზი მხოლოდ მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშეს გადასცა.

საქმე ისაა, რომ ბოლო ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" როსტოვის ასკ-ს უმასპინძლა და 3:3 ითამაშა, ხერხაძემ და პროსკურინმა კი ჰეთ-თრიკები შეასრულეს. გაზეთ "ფუტბოლ-ჰოკეის" ჟურნალისტის, გენადი რადჩუკის აზრით, ეს გარიგებული მატჩი იყო, ანუ, ხერხაძემ და პროსკურინმა 3-3 გოლი დაუმსახურებლად გაიტანეს.

მატჩის გარიგების ფაქტი არ დადასტურებულა. ასე რომ ყოფილიყო, გუნდებს ქულები, ხოლო მოთამაშეებს გოლები ჩამოაკლდებოდათ. გადაწყვეტილების ფორმულირებაში კი ეწერა:

"ნიკოლაი ოსიანინი გახდა ქვეყნის ჩემპიონი, პრინციპულ მატჩებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა და "სპარტაკის" ჩემპიონობის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ასევე გაითვალისწინეს ის ფაქტიც, რომ ნიკოლაი ოსიანინმა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონატში 250 მატჩი ჩაატარა".

ცხადია, საბჭოთა პირველობაზე ბევრი უცნაური ამბავი ხდებოდა, მაგრამ როცა საქმის კვლევას იწყებდნენ, მოსკოველები ყოველთვის "ფრთიან ანგელოზებად" გამოდიოდნენ და თითს სხვებისკენ იშვერდნენ - ასე ბევრჯერ დაუჩაგრავთ ქართული, უკრაინული და სხვა ქვეყნების გუნდები თუ ფეხბურთელები.

რუსი პროდიუსერის მოთხოვნა

ისევ რუსმა ინამუსა და თავისიანის გაფუჭებულის გამოსწორება სცადა. რუსეთის ფედერალური არხის "როსია 2"-ის პროდიუსერმა, ევგენი სტაცენკომ "ტრუდს" გულშემატკივრების წერილი გადაუგზავნა და სამართლიანობის აღდგენა მოსთხოვა.

ეს მიმოწერა ჩვენთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ გულშემატკივრების წერილი ქუთაისელებმა დაწერეს და საქართველოსთვის პრესტიჟული ტუტულის გადაცემას ეხება.

"გწერთ ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები ქუთაისიდან. 1969 წელს პრიზი მხოლოდ ოსიანინს გადაეცა. მოტივაცია იყო, რომ მან გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა - ცხადია, ეს სუსტი არგუმენტებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 45 წლის შემდეგ, 2014 წელს, გაზეთ "ტრუდის" წარმომადგენელმა სამართლიანობა ნაწილობრივ აღადგინა და ვორონეჟში პროსკურინს საზეიმო ვითარებაში პრიზი მაინც გადასცა. მაგრამ ჯემალ ხერხაძე? რა დააშავა მან? ნუთუ, ის ამ ყურადღებას არ იმსახურებს?

ჩვენ ქუთაისის საზოგადოებისა და ფეხბურთის მოყვარულთა სახელით გთხოვთ, რომ სამართლიანობა 1969 წლის ჩემპიონატის მესამე ბომბარდირის, ჯემალ ხერხაძის შემთხვევაშიც სრულად აღადგინოთ - ის 71 წლისაა და დღემდე მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობს.

თუკი საკითხი დადებითად გადაწყდება, მზად ვართ, საორგანიზაციო საკითხები თქვენთან ერთად მოვაგვაროთ", - წერენ ქუთაისის ვეტერანთა კავშირიდან გურამ ფილიპაშვილი და შოთა ვაჭარაძე.

გულნატკენი ბომბარდირი

"ლელო" დაუკავშირდა ჯემალ ხერხაძეს, რომელმაც საინტერესო ამბები გაიხსენა. ქუთაისის "ტორპედოს" ლეგენდა 48 წლის წინანდელ ისტორიას დღემდე გულისტკივილით იხსენებს.

"როსტოვის სკა-სთან ის თამაში დღემდე კარგად მახსენდება. ბოლო ტური იყო და როსტოვის სკა-ს ქუთაისში ვუმასპინძლეთ. გოლების გატანა მეც მაგრად მინდოდა და პროსკურინსაც და ისე მოვინდომეთ, ორივემ ჰეთ-თრიკი შევასრულეთ, თანაც, პარტნიორებიც გვეხმარებოდნენ. სწორედ ამაზე ატყდა ერთი ამბავი.

არადა, იმ წელს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლები გავიტანე ჩემპიონ "სპარტაკის", "ტორპედოს", კონკურენტ მინსკის "დინამოს", "ქაირათისა" და როსტოვის ასკ-ის კარში... მაგრამ ხომ იცით, რა დროც იყო. მაშინ ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა, ამიტომაც დავიჩაგრეთ მე და როსტოველი თავდამსხმელი...

თუმცა მერე გავიგე - პროსკურინს 70 წელი რომ შეუსრულდა, ჯილდო მაინც გადასცეს. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ მაშინ ამ პრიზს ვიმსახურებდი. მთავარიც ეს არის", - ამბობს ჯემალ ხერხაძე.

უნიკალური მაჩვენებელი

სულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 55-ჯერ გაიმართა. 1936-1941 და 1946-1991 წლებში და ყველა მათგანს თავისი ბომბარდირი ჰყავდა. ქართველები ამ ტიტულს სულ 10-ჯერ შესწვდნენ.

პირველად, ეს 1937 წელს მოხდა, როცა თბილისის "დინამოს" ლიდერმა ბორის პაიჭაძემ 8 გოლი გაიტანა და ასეთივე შედეგის მქონე ვასილი სმირნოვთან (მოსკოვის "დინამო") და ლეონიდ რუმიანცევთან ერთად (მოსკოვის "სპარტაკი") სამ საუკეთესო მეგოლეს შორის მოხვდა.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ბომბარდირები ორ-ორჯერ გახდნენ ავთანდილ ღოღობერიძე და ზაურ კალოევი, თითოჯერ - ბორის პაიჭაძე, ილია დათუნაშვილი, გოჩა გავაშელი, ჯემალ ხერხაძე, გივი ნოდია და რამაზ შენგელია.

ამას გარდა, ეს ტიტული 3-ჯერ მოუპოვებიათ საქართველოში დაბადებულებს: 2-ჯერ სოხუმელ ნიკიტა სიმონიანს ("სპარტაკი", 1949 წელი - 26 გოლი და 1950 - 43), ხოლო ერთხელ თბილისიდან კიევის "დინამოში" წასულ ანდრო ზაზროევს (1952 - 11 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
სურათზე ჯემალ ხერხაძე კი არა არველოდ ჭითანავაა. მისთვის ბურთის ართმევას ცდილობს მახაზ შერგელაშვილი.
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
ქართული სპორტის ლიდერები: შოთა იამანიძე - ლეგენდარული კაპიტანი
შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჯემალ ხერხაძე გარდაიცვალა
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
ᓤ
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
გია გურული: ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა
"ოქროს ბიჭები" ტაშკენტშიც დააფასეს
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
სად წავიდა 3,9 მლნ ლარი? წყალში გადაყრილი ფულისა და აუშენებელი "ფაზისის" ისტორია
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ლეგენდასთან - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"
ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ