ვიქტორ სანეევი: "ბედნიერი ვარ, რომ ისევ მშობლიურ მიწაზე აღმოვჩნდი. აღარც მეგონა, თუკი ვინმეს ვახსოვდი აქ"
სოხუმში დაბადებულმა (1945 წლის 3 ოქტომბერი) და გაზრდილმა ჭაბუკმა რაც შეძლო, მართლაც ფანტასტიკურია. სამჯერ ოლიმპიური თამაშების ოქროს (1968, 1972, 1976) და ერთხელ ვერცხლის (1980) მედალი დაიმსახურა. სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-71, 1973, 1975) ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებზე რვაჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ორჯერ (1971, 1975) საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადებზე გაიმარჯვა.

სამგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ოთხჯერ (1970, 1973-1975) ევროპის თასი დაისაკუთრა. საქართველოს სპორტულმა ჟურნალისტებმა სამჯერ (1968, 1972, 1976) წლის საუკეთესოდ, 1999 წელს მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელეს.

ყველაფერი სოხუმიდან დაიწყო

ჭაბუკობისას ფეხბურთითა და კალათბურთით იყო გატაცებული. შემდეგ ვიქტორ სანეევმა აკოფ კერსელიანის ხელმძღვანელობით მძლეოსნობაში დაიწყო ვარჯიში. ერთბაშად სამ სახეობაში ცდიდა ძალებს და სამივეგან - წარმატებით.

- განსაკუთრებით კარგად მახსოვს ჩემი ერთ-ერთი პირველი დიდი შეჯიბრება - მოსწავლეთა 1963 წლის საკავშირო სპარტაკიადა, რომელიც ვოლგოგრადში გაიმართა, - იგონებს ვიქტორ სანეევი, - იმ ხანებში პირველთანრიგოსანი სპორტსმენი ვიყავი. ვოლგოგრადის სტარტებამდე საქართველოს ჩემპიონატზე სამ სახეობაში შევძელი გამარჯვება - 100 მეტრზე რბენაში, სამხტომსა და სიმაღლეზე ხტომაში, თანაც სამხტომში საქართველოს ჭაბუკთა რეკორდი (14,8 მ) დავამყარე.

ვოლგოგრადშიც გამარჯვება მეწადა, მაგრამ საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედი. იმ საკავშირო სპარტაკიადაზე მივხვდი, რომ სპორტში ვარჯიში სტადიონზე იოლი გასეირნება არ არის. ეს ძლიერი, ნებისყოფიანი, მომთმენი კაცის ბრძოლაა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ - 1963 წლის ზაფხულში გავხდი ჭეშმარიტი სპორტსმენი.

ოქრო სილაში

ვიქტორ სანეევი სარბიელზე ყოველთვის გამარჯვების წყურვილით გამოდიოდა. მაშინაც, 17 წლის რომ გახლდათ და მოსკოვის ოლიმპიადაზეც, როცა მის სპორტულ კოლექციას სამ ოლიმპიურ "ოქროსთან" ერთად სხვა ნადავლიც უხვად ამშვენებდა.

1964 წელს ვიქტორ სანეევმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო 15,78 მეტრით. 19 წლის ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან მან დიდი ხნის ოცნება აისრულა - სსრ კავშირის სპორტის ოსტატი გახდა. მერე მძიმე ტრავმა მიიღო და მომდევნო ორ წელიწადს შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო.

როგორც თავად ამბობს, 1967 წელს სპორტისთვის მეორედ დაიბადა. მაისის დამლევს 16,4 მეტრზე გადახტა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდებაც დაიმსახურა. ნიჭიერმა ათლეტმა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი საკავშირო ნაკრებში. 1968 წლის მეხიკოს თამაშებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

- საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე თავი ჯუზეპე ჯენტილემ გამოიჩინა, - იგონებს ბატონი ვიქტორი. - ერთ-ერთი ცდისას იგი ძალიან შორს გადახტა. იგრიალა ტაშმა. არის მსოფლიო რეკორდი - 17,22!

ეს შედეგი ჩემთვის ერთგვარი დოპინგი აღმოჩნდა 17 ოქტომბერს - ფინალის დღეს. მესამე ცდაზე არაჩვეულებრივი სიმსუბუქე და თავისუფლება ვიგრძენი. ნახტომიც სარეკორდო გამოდგა - 17,23! თუმცა, ჩემში ამას განსაკუთრებული ემოციები არ გამოუწვევია. ბრაზილიელი ნელსონი 17,27 მეტრზე გადახტა და მსოფლიო რეკორდით დაწინაურდა.

მართლაც, სასწაულია, ერთ დღეს ერთბაშად სამი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა, თუმცა, შეჯიბრების ბოლომდე კიდევ რამდენიმე ცდა იყო დარჩენილი. არ მიყურებია, როგორ ასრულებდნენ ბოლო ნახტომს ფინალის მონაწილენი. ყველაფერს გამოვეთიშე, ძალებს ვიკრებდი, რადგან ამ ბოლო შანსზე იყო დამოკიდებული უმაღლეს მწვერვალზე ასვლა.

ძნელი ცდა გამოდგა. ვიგრძენი, რომ არეკნის ზოლამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა და ნახტომში ყოველი აკვრისას "ვინაზღაურებდი" დაკარგულ სანტიმეტრებს. სილაში ჩავეშვი თუ არა, მაშინვე მოვიხედე. მექსიკელმა მსაჯმა ისე შემომხედა, მივხვდი, რომ გავიმარჯვე.

უნებურად მაღლა ავხტი და ტაშიც შემოვკარი. ტაბლოზე ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდების აღმნიშვნელი ციფრები აენთო - 17,39!

ამ გამარჯვების შესახებ, აი, რას წერდა გაზეთი "სოვეტსკი სპორტი" 1968 წლის 19 ოქტომბერს:

"აჰა, 17 ოქტომბრის საღამოც მოვიდა. მეხიკოს ოლიმპიურ სტადიონზე ტევა არ იყო. აი, მაღალი ათლეტი ადგილიდან მოწყდა და ჭრელი ტრიბუნების ფონზე წითელი ისარივით ჩაიქროლა. როგორც რეზინის ბურთი, მიწიდან სამჯერ ახტა და ქვიშაზე დაეშვა. მაყურებელი წამით გაირინდა...

მაგრამ ერთ-ერთმა სინგაპურელმა ჟურნალისტმა, საკმაოდ ასაკოვანმა, თავი ვერ შეიკავა და სკამიდან ყვირილით წამოხტა: "რაშენ ფანტასტიკ!"...

10 სანტიმეტრი დააკლდა

ასეთი დაძაბული ორთაბრძოლები ვიქტორ სანეევს სხვა შეჯიბრებებზეც არაერთხელ ჰქონია. უფრო მეტად იმარჯვებდა, თუმცა, მარცხის სიმწარეც უგემია. ყველაზე მტკივნეულად მაინც მოსკოვის 1980 წლის თამაშები დაამახსოვრდა. სამგზის ოქროს მედალოსანი მეოთხედ გამოვიდა ოლიმპიურ სარბიელზე. მწვერვალზე ასვლაც არ ჩანდა მიუღწეველი, მაგრამ...

- სტარტზე დიდხანს ვიდექი, რადგან ქარი გადარეულივით ქროდა. ტრიბუნებიდან შეძახილები მესმოდა: "მიდი, ვიქტორ, მეხიკო გაიხსენე!" მეტი ცდა არ შეიძლებოდა. მოვწყდი ადგილიდან და ქარს ვეძგერე. რაც კი რამ ენერგია გამაჩნდა, ერთბაშად მოზღვავდა ამ ნახტომისას. ქვიშაში ჩავერჭე და ვიგრძენი, რომ ვეღარ ვდგებოდი.

საკუთარ თავს შევძახე და როგორც იქნა, ავდექი. ორივე ფეხის კოჭლობით ძლივს მივაღწიე მერხთან. მერე რა მოხდა, ცუდად მახსოვს. მილოცავდა უუდმიაე, რაღაცას მეუბნებოდა ოლივეირა, მე კი საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ორივე მუხლში. ტაბლოზე ჩემი უკანასკნელი შედეგი ჩანდა - 17,24, რამაც ვერცხლის მედალი მომიტანა. იააკმა ათი სანტიმეტრით მაჯობა.

კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, მიხაროდა ჩემი მეოთხე ოლიმპიური მედალი, თან სევდა მომერია, რადგან უკან მრჩებოდა სპორტთან მეგობრობის მეოთხედი საუკუნე.

დალხენილ ცხოვრებას მონატრებული

გასული საუკუნის მიწურულს ვიქტორ სანეევი XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარეს. დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენთან დატრიალებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ეკონომიკურად გაუჭირდა და შორეულ ავსტრალიაში გადაიხვეწა.

60 წლის იუბილესთვის თბილისში რომ ჩამოვიდა, ზღაპრული შეხვედრები მოუწყვეს სამშობლოს მონატრებულ ჩემპიონს. არ ელოდა.

- წარმოშობით ჩემი მშობლები სტავროპოლის მხარიდან იყვნენ, კაზაკები, - მითხრა მაშინ ბატონმა ვიქტორმა. - გასული საუკუნის ოციანი წლების მიწურულს ჩამოსულან სოხუმში. მძიმე და გაუხარელი ცხოვრება ჰქონიათ. ჩემამდე ექვსი შვილი შეძენიათ და ყველანი დახოცილან. ბაბუაჩემს დაუჟინია, იქნებ, ამ მეშვიდემ იცოცხლოს, დაე, მოევლინოსო ქვეყანას...

მშობლების ბედი არ ასცდა ვიქტორ სანეევს - მასაც გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა. ლოგინად ჩავარდნილ მამას დედა უვლიდა. ოჯახს უჭირდა. მეხუთეკლასელი ვიქტორი სკოლა-ინტერნატში მიაბარეს. 15 წლისას მამა გარდაეცვალა. ოჯახს რჩენა უნდოდა, ამიტომ სკოლა-ინტერნატის დამთავრებისთანავე სოხუმის მექანიკურ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.

ჩვიდმეტი წლისა გახლდათ, სპორტით რომ სერიოზულად დაინტერესდა...

მერე?! მერე იყო, რაც იყო!..

დიდ სარბიელთან განშორების შემდეგაც არ ჰქონია დალხენილი ცხოვრება სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ავსტრალიას რომ მიაშურა, იქ საკმაოდ პრესტიჟულ კერძო კოლეჯში დაიწყო მუშაობა ფიზკულტურის პროფესორად.

მაგრამ "ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?!"

- კოლეჯში ჩემი უფროსი ოლიმპიური ჩემპიონი იყო, - გაიხსენა ბატონმა ვიქტორმა. - ეტყობა შურიანობის ნიადაგზე კონტრაქტი არ გამიგრძელა. დავრჩი უმუშევარი და საშინელ დღეში ჩავვარდი. გაზეთში განცხადებაც კი გამოვაქვეყნე, ოლიმპიურ მედლებს ვყიდი-მეთქი.

ხუთი ათას დოლარზე მეტი არ შემომთავაზეს. ჩემს ნაჯაფს ასე მუქთად ვერ შეველიე. მერე ახლობლებმა ოლიმპიური ჯილდოების გაყიდვა გადამაფიქრებინეს. რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი და ოჯახი. ჰოდა, მეც კარგა ხანს მანქანით პიცას ვარიგებდი სახლებში...

შევამჩნიე, რომ ლეგენდარულ მძლეოსანს თვალები ცრემლით აევსო. სიტყვის გაგრძელება ვერ შეძლო. მოწმენდილ ცას შეაჩერდა. "ბურთი" რომ გადაყლაპა, ისევ მე მომიბრუნდა.

- ბედნიერი ვარ, რომ ისევ მშობლიურ მიწაზე აღმოვჩნდი. აღარც მეგონა, თუკი ვინმეს ვახსოვდი აქ. თურმე როგორ ვცდებოდი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ვიქტორ სანეევი საუკუნის სპორტსმენად დასახელდა და ამით ყველაფერია ნათქვამი.ყველაზე ნებისყოფიანი,ყველაზე ჩუმი,ყველაზე უპრეტენზიო,ყველაზე შრომისმოყვარე სპორტსმენი საქართველოში.იქნებ ახლა მაინც დაეხმაროს საქართველო,მან ეს დაიმსახურა.
ენლილ
ბევრ ქართულგვარიანზე უკეთესი, დიდი ქართველი... ამ ადამიანის მაგალითზე თაობები უნდა იზრდებოდნენ.
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა