ქუთაისში გამარჯვებით "აკადემიამ" საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთა
ქუთაისის "ბაგრატს" ზედიზედ 7 მარცხის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება მართებდა და "აკადემიასთან" შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ბექა სხულუხიას შეგირდები პირველივე წუთზე ახლოს იყვნენ მიზანთან, მეტოქის ჩათვლის მოედანშიც შეაღწიეს, თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ზედახორაში ბურთის დამიწება ვერ მოახერხეს და მხოლოდ შერკინებას გამორჩნენ.

ქუთაისელები ხელდახელ თამაშით ცდილობდნენ მეტოქის შევიწროებას, მაგრამ გადაცემებისას შეცდომები მოსდიოდათ და ამით სტუმრები კარგად სარგებლობდნენ. მე-10 წუთზე საბა ილურიძემ ქუთაისელებს მარჯვენა ფლანგზე გაუჭრა ხაზი და ალამთან ახლოს დაამიწა. სტუმართა ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა, რომელიც "აკადემიის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

"ბაგრატი" ცდილობდა, მდგომარეობა მალე გამოესწორებინა. ქუთაისელები უტევდნენ, მე-14 წუთზე სტუმრები რაქში დაჯარიმდნენ და რეზო ჯინჭველაშვილმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა - 3:7.

აკადემიელებმა ანგარიშში სხვაობა მალევე აღადგინეს. მათიაშვილმა საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა - 10:3.

"ბაგრატი" ცდილობდა, მატჩის სადავეების ხელში აღებას, მაგრამ ქუთაისური გუნდი ტრავმებმა გააწამა. მასპინძლებს შერკინების სამი მოთამაშე დაუშავდათ და ბექა სხულუხიამ 22-ე წუთისთვის 3 იძულებითი ცვლილება განახორციელა. მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა 25-ე წუთზე ლელოს გატანა შეძლეს. საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ კარგად წამოიღეს ბურთი. სტუმრებმა მათი შეტევა ცოტა ხნით კი შეაჩერეს, მაგრამ ქუთაისელებმა ბურთი ფეხით მარცხენა ფლანგზე გადაიტანეს და იქიდან განაახლეს იერიში, რომელიც საბოლოოდ ლევან თხელიძის ლელოთი დასრულდა.

ამასობაში მასპინძლებს ბექა ტორაძეც დაუშავდათ და ისიც შესაცვლელი გახდა. აკადემიელები გააქტიურდნენ და მეტოქეს ჯარიმა გამოსტყუეს. კარგი დასარტყმელი პოზიცია ჰქონდათ, მაგრამ ბურთი მარჯვენა მხარეს, კიდეზე გადაიტანეს და ლელოზე თამაში გადაწყვიტეს. მათმა ტაქტიკამ გაამართლა, აუტის მოგების შემდეგ ბურთი ხელდახელ საპირისპირო მხარეს წამოიღეს და თითქმის კარის ძელთან დაამიწეს. მათიაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 17:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაზარდა ანგარიში. ამის შემდეგ, შეხვედრის ბოლომდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მატჩის მიწურულს "ბაგრატი" ლელოს გატანას შეეცადა და მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ აშკარა იყო, რომ ქუთაისელებს ძალა აღარ ჰქონდათ შერჩენილი. ამით "აკადემიამ" კარგად ისარგებლა, ბოლო ორ წუთში სტუმრებს ორი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით მოიგო.

ქუთაისში გამარჯვებით ლევან ობოლაძის გუნდმა საპლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

დიდი 10. XVI ტური

ბაგრატი-აკადემია 8:32

ბაგრატი (15-9) ს.კვერნაძე, ოდიშარია, ცნობილაძე (ბალანჩივაძე 68), თუთბერიძე (კუხიანიძე 50), ბ.ტორაძე (საკანდელიძე 26), ჯინჭველაშვილი, ლომინაძე; (1-8) ასათიანი, გუდავა (ჩიქვინიძე 17), გ.ტორაძე (ჭელიძე 20), კიკვაძე (კენჭაძე 22), კობახიძე, გუდაძე (შუბითიძე 73), თხელიძე

ლ: თხელიძე. ს: ჯინჭველაშვილი

აკადემია (15-9) მათიაშვილი, სიჭინავა, ხელაია, ჭუაძე, ილურიძე (ლაზარიშვილი 44), დავითაშვილი (ახობაძე 52), ბ.მაზმიშვილი (ღამბაშიძე 52); (1-8) ქადარია (გვარამია 72), ლომაური, ტიტვინიძე (რ.მაზმიშვილი 45), ბერიკაშვილი, ზოიძე (მაღლაკელიძე 60, ბ.მაზმიშვილი 74), გოგლიძე, გოგოლაძე (ლუარსაბიშვილი 60)

4ლ: ილურიძე, დავითაშვილი, ხელაია, ბერიკაშვილი 3გ,2ს: მათიაშვილი

მსაჯი: გია ამირხანაშვილი

სხვა მატჩები

არმია-აია 23:26

ლოკომოტივი-ჯიქი 20:26

არმაზი-ბათუმი 10:12

ლელო-ყოჩები 49:17

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. აია 16 12 0 4 +98 53 5

2. ჯიქი 16 10 1 5 +160 52 10

3. ლელო 16 10 3 3 +91 52 6

4. ბათუმი 16 10 2 4 +136 49 5

5. ლოკომოტივი 16 9 2 5 +56 46 6

6. აკადემია 16 9 0 7 +46 42 6

7. არმია 16 8 0 8 -12 37 5

8. ბაგრატი 16 3 0 13 -247 18 6

9. არმაზი 16 3 0 13 -128 17 5

10. ყოჩები 16 2 0 14 -200 12 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
დიდი 10. "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
"ბაგრატი" სიურპრიზებს გვპირდება - ინტერვიუ ბექა სხულუხიასთან
რუსებმა ქართველი მორაგბეები თვალზე ხელის აფარების გამო კლუბიდან გაუშვეს [VIDEO]
ქართველი მორაგბე სოლიდარობის ჟესტზე: გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო
დიდი 10. IX ტური: "აკადემიამ" "ბაგრატი" დაამარცხა
როცა უკანდასახევი გზა მოჭრილია - "ბაგრატი" დიდ 10-ს უმიზნებს
საქართველო XV: ლევან მაისაშვილისა და ლევან ობოლაძის შეფასებები
თბილისის "აკადემია" - ნამდვილი აკადემია
ქართველი მორაგბე რუსულ კლუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
ქუთაისის "ბაგრატი" - პლეი-ოფზე ფიქრიც შეიძლება
დიდი 10: "ლელო-სარასენსი" - "ბაგრატი" 33:5
უხვქულიანი რკენა ქუთაისში
რუსი ჟურნალისტი ქართველ მორაგბეებს: შეგეშინდათ, რომ ფულს დაკარგავდით? - მოგეძებნათ გუნდი სხვა ქვეყანაში
SOS: ქუთაისის "ბაგრატი" მოედნის გარეშე დარჩა
ბაგრატი-ბათუმი 16:21 - მოგება გამოცდილების ხარჯზე