ფოტო: მარიამ გაგნიძე

ქართული რაგბის საკლუბო ელიტას "იუნკერების" სახით ახალი ბინადარი ჰყავს. კიკეთელებმა სულ რაღაც 4-წლიან მონაკვეთში, რეგიონული ლიგიდან დაწყებული, დიდ 10-ში თამაშის უფლება მოიპოვეს, რაც უდიდესი მიღწევაა.

დიდ 10-ში ასვლაზე პატარძეულში დატბორილი მოედნის გამო "ვეფხვებს" "იუნკერებთან" საშინაო შეხვედრის გამართვა რეგიონის მთავარ ქალაქში, თელავის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოუხდა. აღნიშნულმა გარემოებამ გარე კახელებს 32-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრის ზერთული ამოცანის გადაჭრა კიდევ უფრო გაურთულა (პირველი მატჩი კიკეთელებს დედაქალაქში 47:15 ჰქონდათ მოგებული). სატახტო ქალაქში "იუნკერებმა" მრავალრიცხოვანი ქომაგი იახლა.

შეხვედრამ, მოლოდინისამებრ, "ვეფხვების" იერიშებში ჩაიარა. მართალია, "იუნკერები" ყრუ დაცვაში არ გადასულა, თუმცა კიკეთელები უპირატესად აქცენტს ტემპის დაგდებასა და დაცვაში საიმედო თამაშზე აკეთებდნენ, რამაც სტუმართათვის სასურველი შედეგი გამოიღო. კახელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. თავი მხტომელმა ბექა არველაძემ გამოიჩინა. მასპინძელთა ფულბეკმა შმაგი სუხაშვილმა გარდასახვა გატანილი ჯარიმაც დაურთო და საკუთარი გუნდი 10-ქულიანი უპირატესობით დააწინაურა.

გიორგი ზაბახიძის შეგირდები გააქტიურდნენ და ფრთა რამაზ ხარაზიშვილის წყვილი ჯარიმით, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. "ვეფხვებმა" ბოლომდე იბრძოლა. ჰუქერ ვანო მარგალიტაძისა და ფრთა გიორგი ბედიაშვილის ლელოთა წყალობით, საერთო ანგარიშში ჩამორჩენა გაანახევრეს, თუმცა ზვიად ცუხიშვილის ბიჭებს სასურველი სხვაობით მატჩის მოსაგებად დრო ფიზიკურად არ დარჩათ - 22:6.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ გარეკახელები პირველ ლიგას დაუბრუნდნენ, კიკეთელები კი თავიანთი უმოკლესი ისტორიის მანძილზე დიდ 10-ში პირველად ითამაშებენ.

პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა ქუთაისის "ბაგრატმა" საპასუხო შეხვედრის წინ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა (რიონისპირელებს მოედანზე ელიტაში ნათამაშები 10 მორაგბე ჰყავდათ), რამაც შალვა კიკვაძის შეგირდებს ჭიათურის "იმერეთთან" წარმატების მიღწევა გაუიოლათ. ჭიათურაში "ბაგრატს" სულ 2-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული (43:41) და წყვილში წარმატებულ გუნდს ქუთაისური შეხვედრა არკვევდა.

ფოტო: გიორგი ჩხიკვიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს ტექნიკური წუნი უხვად ჰქონდათ და მატჩმა საცქერადაც ვერც ივარგა, შეხვედრის დებიუტიდანვე იგრძნობოდა მეტოქეთა შორის კლასში არსებული სხვაობა. მასპინძლები განსაკუთრებით შერკინებასა და დერეფანში დომინირებდნენ. "ბაგრატმა" ზემოიმერლები მგეზავ ნიკა კობიაშვილის კინკილა ჯარიმას დააჯერა, თავის მხრივ კი, 3 ლელოს გატანა მოახერხა. თავი ფულბეკმა ცოტნე კვესელავამ, მარბიელმა თემურ ყიფიანმა და მხტომელის პიზიციაზე მყოფმა მოთამაშე-მწვრთნელმა შალვა კიკვაძემ გამოიჩინეს - 19:3. "ბაგრატმა" პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

"იმერეთის" პირველ ლიგაში ანაცვლების მიჯრით მეორე მცდელობაც უნაყოფო გამოდგა. ჭიათურელთა ლეგენდარულ დამრიგებელ ზურა ხარშილაძეს მატჩის შემდეგ დანა პირს არ უხსნიდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი წვრთნის მიუხედავად, ქართული რაგბის კაშკაშა ვარსკვლავს საერთო წარმატების მისაღწევად ცოცხალი რესურსი არ ჰყოფნის და სპეციალისტთა აზრით, ზემოიმერელთა ნაჩვენები შედეგი ამ ეტაპზე მაქსიმუმი და „ზახარიჩის“ თავდადებული შრომის ნაყოფია. სასურველი შედეგის მისაღწევად კი "ჭიათურის" ხელმძღვანელობას გუნდზე მეტი ზრუნვა მართებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დიდი 10. "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ინგლისურ კლუბს 107:5 მოუგეს
პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
დიდი 10: მოულოდნელობა - სასიამოვნო და უსიამოვნოც
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
დიდი 10. XIV ტური: ოთხი ყვითელი, ორი წითელი
დიდი 10. IX ტური: "აკადემიამ" "ბაგრატი" დაამარცხა
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
წლის წიგნი 2012-2013-ის პრეზენტაცია
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
ქუთაისის "ბაგრატი" - პლეი-ოფზე ფიქრიც შეიძლება
რამაზ ხარაზიშვილი: ფეხბურთიდან რაგბიში - "იუნკერებისა" და 7-კაცას კაპიტნობამდე
დიდი 10: "ლელო-სარასენსი" - "ბაგრატი" 33:5
დიდი 10: "ბათუმმა" "ვეფხვები" 25:0 დაამარცხა
გიორგი ზაბახიძე ფიბას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გენდირექტორად დაინიშნა
უხვქულიანი რკენა ქუთაისში
"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" დებიუტანტი პატარძეულის "ვეფხვები" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა
პატარძეულის "ვეფხვების" სამი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება
ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის წინასატურნირო პრესკონფერენცია
დიდი 10: პატარძეულის "ვეფხვებმა" წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი