თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
დღეს, 31 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა: ორი ოქრო და ერთი ვერცხლი.

დღის ბოლოს ჩემპიონი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჯს, გაშვებული ვაზარის შემდეგ, სამი გაფრთხილება მიაღებინა.

მანამდე კი ოქროს მედალი 60 კგ-ში გამართული ქართული ფინალის შედეგად ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ამირან პაპინაშვილს მოუგო.

დღეს ჩვენი ვაჟებიდან მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ რობინზონ ბეგლარიშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე -60), შალვა გაზაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (სამივე -66).

წარუმატებლად იასპარეზეს გოგონებმაც - ქალთა ტურნირში მასპინძლებიდან ყველაზე შორს მარიამ ჯანაშვილი (-57) გავიდა, რომელიც სანუგეშო ტურნირში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა. ოლღა ალადოშვილმა (-48), მარიამ ტყეშელაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სალომე აბაშიძემ (სამივე -57) კი შეხვედრები ადრეულ ეტაპებზევე დათმეს.

ხვალ, 1-ელ აპრილს, თბილისის გრან პრიზე მედლები ვაჟთა შორის 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ქალებში კი 63 და 70 კგ-ებში გათამაშდება.

ჩვენგან ტატამზე ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ომარ ნიაზაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ყველა -73), ამბაკო ავალიანი, კობა მჭედლიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი (ყველა -81) გავლენ. ქალთა ტურნირში საქართველოს წარმომადგენლები მხოლოდ -70 კგ-ში ეყოლება: ნინო ოძელაშვილი და თეა სუხიტაშვილი.

თბილისური ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია, 2 აპრილს დასრულდება.

Gigusha
კაციაშვილს რატო არ აძლევთ,ჭიდაობის შანსს.
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლი!
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: მარიამ ჯანაშვილის ვერცხლი!
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი დღე უმედლოდ
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
პარიზის გრანდ სლემი: ქართველების 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
თბილისის გრან პრი: ქართული ფინალის მოლოდინში
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მეორე ოქრო გიორგი კაციაშვილმა მოუტანა
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]
თბილისის გრან პრი: ჩხვიმიანმა ოქრო პაპინაშვილის ძლევით მოიგო
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში