"ქართული ძიუდო შემტევია, ლამაზი, თუმცა ეს არაა მთავარი..."
მის შესახებ საქართველოში უკვე ყველამ იცის, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც უცქერია ძიუდოს წამყვანი უცხოური ტურნირების რეპორტაჟებისთვის საერთაშორისო ფედერაციის სატელევიზიო ინტერნეტ-არხზე. იციან და აღარც უკვირთ, ასე კარგად რომ ერკვევა ქართული ძიუდოს ნიუანსებში, ჩვენი ეროვნული ნაკრების შიდა სამზარეულოში, ცალკეულ სპორტსმენთა პირად ცხოვრებაში. აღარც ის უკვირთ, ქართველ ძიუდოისტებზე ყოველთვის თბილად რომ საუბრობს და პირდაპირ გამოხატავს პირად სიმპათიებს.

თუმცა ეს ახლაა, როცა მაყურებელი მიეჩვია ამას, თორემ თავიდან, როცა საერთაშორისო ფედერაციამ პირდაპირი რეპორტაჟები დაიწყო, ყველას უკვირდა, ვინ იყო ეს კაცი, ვინც ამდენი იცოდა ქართულ ძიუდოზე და ასე თბილად საუბრობდა ჩვენებზე. ის მართლაც იმდენად კარგად იცნობს ჩვენს ძიუდოისტებს, ძალიან ხშირად მათი პირადი თუ ოჯახური ცხოვრებიდან ისეთ დეტალებს ჰყვება, საქართველოშიც რომ ბევრმა არ ვიცით.

დროთა განმავლობაში უკვე მის შესახებ ნელ-ნელა ყველამ გაიგო, მთელმა ძიუდოს სამყარომ და დღეს მშვენივრად იციან, რომ ეს კაცი ბრიტანელი შელდონ ფრანკო-რუქსია, კომენტატორი და მედია-კომისარი.

"შელდონა" - პირად საუბრებსა თუ სოციალურ ქსელებში ასე შინაურულად, სახელით ახსენებენ მას ძიუდოს ქომაგები, თითქოს ვინმე უცხოზე კი არა, ორი სართულით მაღლა მცხოვრებ მეზობელზე ან ბავშვობის ძმაკაცზე საუბრობდნენ. ესეც ერთი დასტური იმისა, ბრიტანელი კომენტატორი რაოდენ ახლობელი გახდა ქართველებისთვის. ის მართლაც დასაფასებელია, რადგან თავისით, სრულიად უანგაროდ მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციას უწევს ქართული რეალობის ერთ სეგმენტს, ძიუდოს.

საქართველოში ყოველწლიურად ჩამოსვლა მისი სამსახურია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ადრეც ხომ ხშირად გვსტუმრობდა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ტურნირმა "დიდი პრიზის" სტატუსი მიიღო, აქ ჩამოსვლას და რეპორტაჟების წაყვანას ვერ გაექცევა.

მას ახლაც ჩვენი ტურნირის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ და როგორც გაირკვა, თურმე ქართველებს ასეთი ქომაგი შენგელი ფიცხელაურმა შეგვძინა - შორეულ წარსულში მისი ლამაზი ჭიდაობით მოხიბლულა და მას შემდეგ გამხდარა ქართული ძიუდოს ქომაგი, თუმცა თავიდან ფიცხელაურიც რუსი ჰგონებია, როგორც იმ ეპოქაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან ევროპაში გასული ყველა ათლეტი.

მისივე მოუცლელობის გამო უფრო ბლიც-ინტერვიუ გამოგვივიდა, დახმარებისთვის კი დიდი მადლობა ჩვენს კოლეგებს - გიორგი ჭანიშვილსა და ლადო წულუკიძეს.

- საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ქართული ძიუდოსადმი?

- ძალიან დიდი ხნის წინათ გავხდი ქართული ძიუდოს ფანი. 1974 წელს ლონდონში მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შენგელი ფიცხელაური მესამე ადგილზე გავიდა. მაშინ ის ყველას რუსი გვეგონა, მაგრამ მერე გავარკვიეთ, რომ ქართველი ყოფილა და იმ პერიოდიდან ვგულშემატკივრობ ქართულ ძიუდოს.

- მაინც რატომ, რა მოგეწონათ მასში?

- მომწონს თქვენი ჭიდაობის სტილი. ქართული ძიუდო შემტევია, ლამაზი, თუმცა ეს არაა მთავარი; მთავარი, ისაა, რომ ვინც კი შემხვედრია ქართველი ძიუდოისტი, ყველა კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანი. იგივე ფიცხელაური ვახსენეთ და კიდევ დავასახელებ ნესტორ ხერგიანს, დავით ქევხიშვილს, ახლანდელებიდან - თქვენი გუნდის კაპიტან ვალერი ლიპარტელიანს, ადამ ოქრუაშვილს და სხვებს.

- ტექნიკურად და შემტევ სტილში სხვა ქვეყნებშიც ჭიდაობენ. სხვებს თუ ქომაგობთ ასე ერთგულად, კიდევ გაქვთ ვინმესთან მსგავსი დამოკიდებულება?

- ძიუდო დიდი ოჯახია და ასე განსაკუთრებულად ქვეყნებს არ გამოვარჩევ. უფრო ათლეტების, ძიუდოისტების მიმართ მაქვს სიმპათია. რამდენიმე დღის წინ ბაქოში ვიყავი ანალოგიურ ტურნირზე. იქაც ასეთივე ურთიერთობებია, მაგრამ, მე მგონი, ეს ქართველებში ცოტა უფრო მეტადაა.

- ვის იცნობთ პირადად ჩვენი ძიუდოისტებიდან, თუ მეგობრობთ ვინმესთან?

- ვიცნობ ამირან პაპინაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, ვალერი ლიპარტელიანს.

- საქართველოში უკვე ყოველ წელს ჩამოდიხართ. რამდენად იცნობთ ჩვენს ქვეყანას, რისი ნახვა და გაცნობა მოასწარით?

- სხვათა შორის, მყავს ქართველი მეგობარი - მუსიკოსი ინა ჭარუაშვილი, რომელიც გორში ცხოვრობს. ცხადია, თბილისიც ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
ქართველებზე ძალიან თბილად ლაპარაკობს ხოლმე და ობიექტურად მიჰყავს რეპორტაჟები. საინტერესოა ის ქალი ვინაა, ვისთანაც ერთად ძალიან ხშირად მუშაობს გადაცემებისას.
egreee
კარგს რომ ლაპარაკობს და ცჰვენსკენ რომ არის კუ ვგრდზნობ მარა აარ მესმის რა ლაპარაკობს.,, მესცავლა რა უცხო ენა ჯანდაბაა,,
zviadi
აუუ ეს ვინ გააძრეთ)) ვაა, ჩვენი ძმა! :D უბრალოდ მაგარი ტიპია რა, ძაან. ჰმ ჰმ ჰმ მაგარი კაიფით მიყავს ხოლმე რეპორტაჟი სულ, ჰოო თან ლიპო მაგრა ევასება).
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ქართველი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ვლადიმერ ნუცუბიძის ოლიმპიური შანსი
სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - 46 გუნდი, 280 მონაწილე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ო, რიო, რიო - ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი, კრიმინალი და უდარდელობა [გაგრძელება]
შენგელი ფიცხელაური: ლიპარტელიანს თავიდანვე აგრესიულად რომ ეჭიდავა...
კომენტარი: ახალი წესები პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის!
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]