პირველი მატჩები რამდენიმე სენსაციით
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფი დაიწყო. რვავე წყვილში გაიმართა სერიის პირველი მატჩები და სამში სტუმარმა გუნდმა შეძლო გამარჯვება. ისე ჩანს, რომ აღმოსავლეთის ყველა წყვილში სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი "იუტას" სტუმრად გამარჯვებას თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ სამ წყვილში მასპინძლებმა იოლად მოიგეს...

ლებრონ ჯეიმსს, რომელიც მე-200 შეხვედრას ატარებდა პლეი ოფში, აქვს ტრადიცია - არ აგებს პლეი ოფის პირველი რაუნდის პირველ შეხვედრას. "კლივლენდის" ლიდერმა ზედიზედ მე-18 ასეთი მატჩი მოიგო, თუმცა, მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო წაგებასთან.

"კლივლენდი" ცუდ ფორმაში შეხვდა პლეი ოფს - რეგულარულის ბოლო ოთხი მატჩი წააგო და დაკარგა ჩემპიონობა აღმოსავლეთში, პირველი მარტიდან მოყოლებული კი 24-დან მხოლოდ ათი შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

"კავალერები" ახლაც ძალიან ახლოს იყვნენ წაგებასთან - "ინდიანას" საკმარისი დრო ჰქონდა ბოლო შეტევისთვის. სტუმრების ლიდერი პოლ ჯორჯი ლებრონმა და ჯეი არ სმიტმა შეავიწროვეს. ჯორჯი იძულებული გახდა ბურთი სი ჯეი მაილსისთვის გადაეწოდებინა, რომელმაც ააცილა გადამწყვეტი ტყორცნა.

ლებრონმა შეხვედრა 32 ქულით დაასრულა და 37 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ პლეი ოფში მოპოვებული ქულებით კობი ბრაიანტს (5 640 ქულა) გაასწროს და მესამე ადგილზე გადავიდეს. ამ რეიტინგში ლიდერი მაიკლ ჯორდანია (5 987), მეორე - ქარიმ აბდულ ჯაბარი (5 762).

კლივლენდი-ინდიანა 109:108

34:29, 32:30, 26:25, 17:24

კ: ჯეიმსი (32+13 პასი), ირვინგი (23+6 პასი), ლავი (17), ფრაი (11), ტომპსონი (8+13 მოხსნა).

ი: ჯორჯი (29+7 პასი), სტივენსონი (16+7 მოხსნა), ტიგი (15), ელისი (11), ტერნერი (11+8 მოხსნა).

სერია: 1-0

ლებრონ ჯეიმსის მსგავსად, სეზონის მეორე ნაწილში ტრადიცია აქვს "ტორონტოს" - კანადურმა კლუბმა პლეი ოფის ზედიზედ მერვე სერიაში წააგო პირველი მატჩი.

ტორონტოელებმა ვერ შეაჩერეს "მილუოკის" ლიდერი იანის ანტენტოკუნმპო, რომელმაც 18-დან 13 ბურთი ჩააგდო და 28 ქულა დააგროვა, რასაც 8 მოხსნა და 3 პასი ემატება. მაგრამ ბერძენი მოედანზე არ იყო მაშინ, როცა "ბაქსმა" გადამწყვეტი გაქცევა შეასრულა - მესამე მეოთხედის ბოლო ოთხწუთნახევარში, 64:64-დან მოყოლებული, სტუმრები 11:5 გაიქცნენ, მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი ზედიზედ რვა ქულა აიღეს და უპირატესობა 14 ქულამდე აიყვანეს - 85:71.

"ტორონტომ" საშინელი მეორე ტაიმი ითამაშა - 35-დან მხოლოდ შვიდი ტყორცნა მოათავსა კალათში და 32 ქულა აიღო. ჩააგდო შეხვედრა "რეპტორზის" ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ ლაურიმ, რომელმაც თამაშიდან 11-ჯერ ისროლა და მხოლოდ ორი იყო ზუსტი, ექვსიდან ექვსი სამქულიანი ააცილა და ოთხი ქულა დააგროვა. სერჟ იბაკა იყო "ტორონტოს" სასტარტოს ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც იმ დღეს სამქულიანი ჩააგდო. სულ მასპინძლებმა 23-დან მხოლოდ ხუთი შორეული ტყორცნა გამოიყენეს.

პირველი მატჩის წაგება "ტორონტოსთვის" ტრაგედია არ უნდა იყოს - გუნდმა შარშან, შვიდმატჩიანი სერიები მოუგო "ინდიანასა" და "მაიამის" საწყისი მატჩების წაგების შემდეგ.

ტორონტო-მილუოკი 83:97

22:30, 29:16, 19:29, 13:22

ტ: დეროზანი (27+8 მოხსნა), იბაკა (19+14 მოხსნა).

მ: ანტენტოკუნმპო (28+8 მოხსნა), ბროგდონი (16), მონრო (14+15 მოხსნა), სნელი (11), დელავედოვა (11), მიდლტონი (10+9 პასი).

სერია: 0-1

ჯონ უოლმა 32 ქულა დააგროვა და პლეი ოფში კარიერის რეკორდი დაამყარა, მარკიფ მორისმა პლეი ოფში დებიუტი 21 ქულით აღნიშნა, ხოლო ბრედლი ბილმა 22 ქულა მიითვალა და "ვაშინგტონმა" მოგებით გახსნა "ატლანტასთან" სერია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა 28-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა სამქულიანები, თამაში საკმაოდ უხვქულიანი გამოვიდა. მასპინძლებს პირველ ტაიმში გაუჭირდათ, მაგრამ მესამე მეოთხედი ათი ქულით მოიგეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა სერიაში წინ გასასვლელად.

ვაშინგტონი-ატლანტა 114:107

25:29, 20:19, 38:28, 31:31

ვ: უოლი (32+14 პასი), ბილი (22), მარკიფ მორისი (21+7 მოხსნა+4 დაფარება), გორტატი (14+10 მოხსნა), უბრე (11), პორტერი (10+9 მოხსნა).

ა: შრიოდერი (25+9 პასი), მილსეპი (19), პრინსი (14), ბეიზმორი (12), ჰოვარდი (7+14 მოხსნა).

სერია: 1-0

"ჩიკაგომ" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო დღეს მოიპოვა პლეი ოფის მერვე საგზური და პირველ რაუნდში აღმოსავლეთის პირველადგილოსანს "ბოსტონს" გადაეყარა.

პირველი მატჩის წინ, "ჩიკაგომ" გარკვეული უპირატესობა მიიღო, რომელსაც თავად ნამდვილად არ ისურვებდა. ავტოკატასტროფაში დაიღუპა "ბოსტონის" ლიდერის აიზია ტომასის და - ჩინა ტომასი. 22 წლის გოგონა ტაკომადან სიეტლში მგზავრობისას, ტრასის მიღმა ბარიერს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. როგორც პოლიციელები ამბობენ, მსხვერპლს ღვედი არ ჰქონდა შეკრული.

ტრაგედიის მიუხედავად, ტომასი მაინც გავიდა მოედანზე და ყველაზე შედეგიანი იყო "სელტიქსში" 33 ქულით. თუმცა, მეორე ტაიმში მისი კარგი თამაში გადაფარა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც თამაში 30 ქულით დაასრულა და აქედან 23 ქულა მეორე ნახევარში აიღო.

არც ერთ გუნდს არ ჰქონია ოთხ ქულაზე დიდი უპირატესობა იქამდე, სანამ ბატლერმა სამი საჯარიმოს შემდეგ, შვიდი ქულით არ გაიყვანა წინ თავისი გუნდი - 95:88. სათამაშო რჩებოდა ოთხი წუთი და ყველა მცდელობის მიუხედავად, მასპინძლები "ხარებს" ვეღარ დაეწიენ.

ბოსტონი-ჩიკაგო 102:106

28:23, 18:25, 28:26, 28:32

ბ: ტომასი (33+6 პასი), ჰორფორდი (19+7 მოხსნა+8 პასი), ბრედლი (14).

ჩ: ბატლერი (30+9 მოხსნა), პორტისი (19+9 მოხსნა), ლოპესი (14+11 მოხსნა), რონდო (12+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (11+6 პასი).

სერია: 0-1

პლეი ოფის კიდევ ერთი ტრადიცია ის არის, რომ "მემფისი" 2011 წლიდან ვერ ახერხებს "სან ანტონიოს" დამარცხებას. ეს სერია ცხრა მატჩამდე გაიზარდა.

"გრიზლისმა" კარგად დაიწყო - პირველი ოთხი სამქულიანი ჩააგდო, 18:7 დაწინაურდა და პირველი მეოთხედი ხუთი ქულით მოიგო, მაგრამ მომდევნო სამ მეოთხედში 34 ქულა წააგო და უშანსოდ დამარცხდა. ერთ მომენტში "სან ანტონიომ" 19:0 გაქცევა განახორციელა. სტუმრებს არ ჰყავდათ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ტონი ალენი და გაილაღა კავაი ლენარდმა, რომელმაც 32 ქულით პლეი ოფის პირადი რეკორდი დაამყარა. მესამე მეოთხედში მან 15 ქულა დააგროვა და სწორედ ამ დროს გადაწყდა თამაშის ბედი.

ძმები გასოლების დუელი აშკარად მარკმა მოიგო, რომელმაც 32 ქულა დააგროვა, მაგრამ "მემფისის" ცენტრმა მეორე ტაიმში მხოლოდ შვიდი ქულა აიღო.

ამ მატჩში მანუ ჯინობილიმ 309-ე სამქულიანი ჩააგდო პლეი ოფში. "სან ანტონიოს" არგენტინელი მესამეა ყველა დროის სიაში რეჯი მილერისა (320) და რეი ალენის (385) შემდეგ.

სან ანტონიო-მემფისი 111:82

25:30, 27:19, 32:15, 27:18

ს-ა: ლენარდი (32), ოლდრიჯი (20), პარკერი (18).

მ: მ. გასოლი (32), კონლი (13+7 პასი), ჰარისონი (10).

სერია: 1-0

MVP-ის პრიზზე ორი მთავარი პრეტენდენტის პირველი დუელი ჯეიმს ჰარდენის გამარჯვებით დასრულდა. "ჰიუსტონის" ლიდერმა 37 ქულა დააგროვა, რასაც 9 პასი და 7 მოხსნა დაუმატა, რასელ უესტბრუკის მონაგარი კი 22 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი იყო. "ოკლაჰომას" ლიდერმა 23-დან მხოლოდ ექვსი ტყორცნა მოათავსა კალათში და 9 შეცდომა დაუშვა. დიდ წილად, ეს პატრიკ ბევერლის დამსახურებაა, რომელსაც ევალებოდა უესტბრუკის დაჭერა, თან ჰიუსტონელმა 21 ქულით პლეი ოფში კარიერის რეკორდი დაამყარა და ორმაგი დუბლიც შეასრულა.

"ოკლაჰომა" მესამე მეოთხედის შუა ნაწილამდე იბრძოდა, როცა ზედიზედ რვა ქულა აიღო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა (62:64), მაგრამ ამას მოჰყვა "ჰიუსტონის" ზედიზედ ცხრა ქულა და სტუმრებმა მეტოქის დაწევა ვეღარ შეძლეს. "ოკლაჰომას" ბრძოლის სურვილი მაშინ გაუქრა, როცა ჰარდენმა ორი სამქულიანით 10:0 გაქცევა მოაწყო და სხვაობა 30 ქულამდე გაიზარდა - 110:80.

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 118:87

27:29, 32:25, 30:20, 29:13

ჰ: ჰარდენი (37+7 მოხსნა+9 პასი), ბევერლი (21+10 მოხსნა), ნენე (15), კაპელა (14+7 მოხსნა), უილიამსი (11), ანდერსონი (4+12 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (22+11 მოხსნა+7 პასი), რობერსონი (18+7 მოხსნა), გრანტი (10).

სერია: 1-0

"იუტამ" მოულოდნელად სტუმრად მოუგო "კლიპერსს", არადა, შეხვედრის მე-17 წამზე დაკარგა ძირითადი ცენტრი რუდი გობერი და თითქმის უშანსოდ დარჩა ფარქვეშ დეანდრე ჯორდანთან და ბლეიკ გრიფინთან ბრძოლაში. ფრანგმა, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი 14.0 ქულითა და 12.8 მოხსნით დაასრულა, მარცხენა მუხლის ტრავმა ლუკ მბა ა მუტთან შეჯახებისას მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.

"კლიპერსი" შვიდმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა პლეი ოფს - კალიფორნიული კლუბი 26 მარტის შემდეგ არ მარცხდებოდა. "იუტა" კი პირველად თამაშობდა პლეი ოფში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ. თუნდაც ეს ფაქტორი ანიჭებდა "კლიპერსს" უპირატესობას.

ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. მაქსიმალური უპირატესობა ექვს ქულას აღწევდა. დაძაბულ თამაშში ბოლო სიტყვა "იუტას" ვეტერანმა ჯო ჯონსონმა თქვა, რომელმაც 95:95-ზე ფარქვეშ შეაღწია და ზუსტად სირენასთან ერთად ჩააგდო ბაზერ-ბიტერი.

კლიპერსი-იუტა 95:97

24:22, 28:30, 18:22, 25:23

კ: გრიფინი (26+7 მოხსნა), პოლი (25+7 მოხსნა+11 პასი), ჯორდანი (10+15 მოხსნა).

ი: ჯონსონი (21), ჰოვარდი (19+10 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (16), ფეივორსი (15).

სერია: 0-1

- ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
NBA. პლეი ოფი: "ბოსტონის" ზედიზედ მესამე
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
მორიგი ვარსკვლავი სუპერგუნდში! ჰარდენმა გრიფინის გადასვლაზე მცირედი კომენტარი გააკეთა
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
აიზია ტომასს 4 თვის გამოტოვება ემუქრება
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა
სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
კაირი ირვინგისა და აიზია ტომასის გაცვლა ჩაშლის პირასაა
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: ფენომენალური აიზია
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" მისსავე მოედანზე მოუგო, ფაჩულია სკამზე დარჩა [VIDEO]
NBA. მატჩები: უესტბრუკმა პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: აიზია უკბილოდაც მაგარია
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]