31 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 113:141 გაანადგურა
31 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 113:141 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე საერთო ჯამში 12:59 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

"უორიორსს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 5 მოხსნა მიამატა. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 15. დრეიმონდ გრინმა კი 16 ქულა მოიპოვა, რასაც 6 პასი და 9 მოხსნა მიამატა.

ერთადერთი ორმაგი დუბლი დეანდრე ჯორდანის ანგარიშზეა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ოკლენდელებს 5 მოგება და 3 წაგება აქვთ.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პორტლენდი-ტორონტო 85:99

იუტა-დალასი 104:89

ჰიუსტონი-ფილადელფია 107:115

მემფისი-შარლოტი 99:104

ნიუ ორლეანი-ორლანდო 99:115

ბოსტონი-სან ანტონიო 108:94

მაიამი-მინესოტა 122:125

ნიუ იორკი-დენვერი 116:110

ზვიადი
გასაგებია, ევრობასკეტზე ზაზას თამაში არ იყო მთლად სახარბიელო, მაგრამ კაცმა მომქანცველი სეზონის შემდეგ ითამაშა, თან ფაქტიურად ტრამვა მოუშუშებელმა. მართლაცდა "ლამაზი თვალების გამო" ენბიეიში ცხვირსაც კი არ შეგაყოფინებენ, არათუ გათამაშებენ. მასე იძახდა ბევრი ვითომ ქომაგი კახა კალაძეზე, მაგრამ ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე.
Lasha
ზაზა ნბა - 30 საუკეთესო ცენტრშია(ნბა ში ყველაზე ცოტა 60 ცენტრია), მსოფლიო საუკეთესო გუნდის სასტარტო 5 ეულში თამაშობს (თუნდაც არ ითვლებოდეს სასტარტოდ იმიტომ რომ სამი ცენტრის როტაციაა მაგრამ მაინც ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს მათ შორისაც), მსოფლიო ჩემპიონია, რავი კიდევ რა დაგისახელოთ და დაახლოებით იმას ამბობ რომ არ ვარგაო... კარგი რა ილო...! ზაზას არა აქვს კარგი საშუალო, პერიმეტრზე არც მაქვს საუბარი, არ არის მაღალი ცენტრი თუმცა მისი აღნაგობის წყალობით ახერხებს საკმაოდ ძლიერი ცენტრების განეიტრალებას ამის მარტივი დადასტურებაა გუშინდელი თამაში, როცა ჯორდანმა მხოლოდ 11 მოხსნა დააგროვა მაშინ როდესაც მისი საშუალო მაჩვენებელი 17 ია, აქვს კარგი პასი, კარგი სქრინები რისი დამსახურებაც არის დიდი ოთხეულის წარმატებული სროლების ესეთი მაღალო მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში... მოკლედ გუმდში ამ ეტაპზე ძალიან დიდი როლი აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს თორემ მისი ლამაზი თვალების გამო დამიჯერე სტივ კერი არ აიყვანდა არათა 5 ეულში არამედ საერთოდ გუნდში!!!
ILIA
გუგა, ძამიკო, უგუნურს რომ მიწოდებ, ნუთუ მართლა მოგეწონა ზაზას თამაში ევრობასკეტზე??? ნუთუ შენში აღტაცებას იწვევდა დაბნეული გიგანტი, რომელიც თითქმის ყოველთვის 6 წლის ბავშვივით კარგავდა ბურთს??? და ეგებ ისიც ამიხსნა,მის გარეშე ნაკრებმა (ჩემპიონატამდე) ყველა მეტოქეს რატომ აჯობა???
გუგა
ზაზა რომ ძალიან მაგარი კალათბურთელია ეს მთელი თავისი კარიერით დაამტკიცა. ასეთი კალათბურთელის დაუფასებლობა დიდი უგუნერებაა. ჰაკიმ ოლაჯუვონი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტია რომ ზაზა ძალიან დიდი კალათბურთელია.
ILIA
ათამაშებენ დაახლოებით იმისთვის, რის გამოც თავის დროზე იტალიის ნაკრებში ათამაშებდნენ ჯენტილეს. ზაზა საქართველოს პატრიოტია, მაგრამ მაგარი კალათბურთელი ნამდვილად არ არის. ეს ევრობასკეტზეც კარგად გამოჩნდა.
კახა
როტაციას აკეთებს თამაშის დროს სამი სხვადასხვა ცენტრი გამოყავს და გუნდი სხვადასხვანაირი ტაქტიკით თამაშობს რაც მოწინააღმდეგეს ურევს თავგზას ჭკვიანი მწვრთნელი ყავს გოლდენს.
giga
Aმ ბიცის სტატისტიკა მაოცებს ეს როგორ ატამასჰებენ გოლდე სტეიტისი მიკვირს რა გამაგებინედ სურნალისტებო დაწერტ რამე რატო ტამასჰობს გოლდე სტეიტსჰი
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მორიგი ვარსკვლავი სუპერგუნდში! ჰარდენმა გრიფინის გადასვლაზე მცირედი კომენტარი გააკეთა
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
NBA. პლეი ოფი: ყველაზე სინტერესო დაიწყო
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა
სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]
29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
"მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ჯეიმსის ეშინოდათ." - დრეიმონდ გრინი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
დრეიმონდ გრინი ახალგაზრდა თანაგუნდელს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
NBA. მატჩები: უესტბრუკმა პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]
კარის შესანიშნავმა თამაშმა გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა [VIDEO]
კარის მორიგი სასწაული შეხვედრა... [VIDEO]
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
საუკეთესო მსროლელი საუკეთესო ახალგაზრდამ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია