დღის მიღწევები და სტატისტიკა
ჯერ კონფერენციის მეოთხედფინალები დასრულებული არ იყო და "ბოსტონმა" და "ვაშინგტონმა" უკვე დაიწყეს ნახევარფინალში ურთიერთობის გარკვევა.

"უიზარდსმა" 16:0 სპურტით დაიწყო პირველი მატჩი. მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ - პირველ ექვს წუთში "ბოსტონს" არ ჰქონდა არც ერთი ზუსტი ტყორცნა და არც ერთი მოხსნა. ბრედ სტივენსს პაუზის აღება მოუწია თავისი შეგირდების გონს მოსაყვანად. ბოსტონელები დაიქოქნენ, მაგრამ სხვა უსიამოვნება შეემთხვათ - აიზია ტომასს ბრძოლაში კბილი მოაძვრეს. მცველმა, ვითომც არაფერი, კბილი იატაკიდან აიღო, სათადარიგოთა სკამზე დადო და თამაში გააგრძელა.

"სელტიქსმა" პირველი მეოთხედი 24:38 წააგო. მეორე 12-წუთეული ტომასმა გასახდელში დაიწყო - სამედიცინო შტაბი დაზარალებულს სინჯავდა. მაგრამ, "ბოსტონმა" ლიდერის" გარეშეც მოახერხა 13:2 სპურტის შესრულება. დიდი შესვენებისთვის "უიზარდსის" უპირატესობა ხუთ ქულამდე შემცირდა - 64:59. ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმში ჯონ უოლსა და კომპანიას ძალიან გაუჭირდებოდა.

ასეც მოხდა - "სელტიქსმა" უკბილო ტომასის მეთაურობით მეტოქე 36:16 გაანადგურა, რითაც ბოლო მეოთხედი ფორმალობა გახდა. დედაქალაქური კლუბი, უბრალოდ, დაიკარგა "ბოსტონის" სამქულიანებში - მასპინძლებმა 19 ზუსტი შორეული ტყორცნა შეასრულეს, რაც საკლუბო რეკორდია.

ბოსტონი-ვაშინგტონი 123:111

24:38, 35:26, 36:16, 28:31

ბ: ტომასი (33+9 პასი), კრაუდერი (24), ჰორფორდი (21+9 მოხსნა+10 პასი), ბრედლი (18), ოლინიკი (12).

ვ: ბილი (27), უოლი (20+16 პასი), პორტერი (16+11 მოხსნა), გორტატი (16+13 მოხსნა), უბრე(12), ბოგდანოვიჩი (10).

სერია: 1-0

ზედიზედ მეორე წელია, ბლეიკ გრიფინი ტრავმას იღებს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - პლეი ოფის სტარტზე. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა "იუტასთან" სერია, "კლიპერსს" ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეთამაშა.

სერიის მეშვიდე მატჩში ლოს ანჯელესში იმართებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "იუტასთვის", თითქმის მთელი მატჩი ლიდერის რანგში ყოფილიყო. პირველ მეოთხედში თანაბარი თამაში მიდიოდა - 24:24. შემდეგ "კლიპერსი" ჩავარდა, რისი მიზეზიც იყო კრის პოლის ცუდი თამაში (მხოლოდ 13 ქულა), აგრეთვე ჯეი ჯეი რედიკის უზუსტობები - მან პირველი ზუსტი სამქულიანი მხოლოდ საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე ჩააგდო. ყველას მაგივრად დეანდრე ჯორდანი (24 ქულა და 17 მოხსნა) და ჯამალ კროუფორდი (20 ქულა) თამაშობდნენ.

"ჯაზს" კი ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა. ეფექტურები იყვნენ გორდონ ჰეივორდი (26 ქულა) და დერიკ ფეივორსი (17 ქულა და 11 მოხსნა), კიდევ ხუთმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება. არ გაამართლა მხოლოდ რუდი გობერმა, რომელმაც მოედანზე 14 წუთი გაატარა, ერთი ქულა დააგროვა და 4 მოხსნა აიღო.

მატჩის მსვლელობისას, "ჯაზი" 20 ქულითაც იყო წინ. მართალია, მეოთხე მეოთხედში "კლიპერსი" რვა ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ "იუტამ" დროული სამქულიანებით გადარჩენის შანსი არ დაუტოვა დოკ რივერსის გუნდს.

ბოლოს დავამატოთ, რომ "იუტამ" პლეი ოფში პირველი სერია მოიგო 2010 წლის შემდეგ.

კლიპერსი-იუტა 91:104

24:24, 15:22, 24:33, 28:25

კ: ჯორდანი (24+17 მოხსნა), კროუფორდი (20), პოლი (13+9 პასი).

ი: ჰეივორდი (26+8 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (17), ფეივორსი (17+11 მოხსნა), ჰუდი (11), ინგლსი (12), დიაო (10), ჯონსონი (10+7 მოხსნა).

სერია: 4-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა