20-23 აპრილს ვარშავაში გასამართავ ევროპის ჩემპიონატში ქალთა გუნდიც გვეყოლება, თუმცა - მხოლოდ სამი სპორტსმენით
ფოტოზე: გია თენაძე ეთერ ლიპარტელიანთან ერთად

მიმდინარე კვირის ბოლოს, 20-23 აპრილს ვარშავაში გასამართავ ევროპის ჩემპიონატში ქალთა გუნდიც გვეყოლება, თუმცა - მხოლოდ სამი სპორტსმენით. თანაც მათგან ორი ახალგაზრდული ნაკრების წევრია, სამეულში კი არ შედიან ჩვენი ლიდერები.

რატომ არ ჭიდაობენ ისინი ან ვისზე შეაჩერა არჩევანი; რას გეგმავს ევროპაზე და რა აჩვენა თბილისის "დიდმა პრიზმა" - ამ ყველაფერზე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე გვესაუბრება.

- რა შემადგენლობით იასპარეზებთ ევროპის ჩემპიონატზე?

- ვარშავაში სამი სპორტსმენით გამოვალთ. 48 კილოგრამში იჭიდავებს ოლგა ალადოშვილი, 57-ში - ეთერ ლიპარტელიანი, +78-ში კი - ელენე ქებაძე. ამჯერად ტრავმების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიგვყავს მზია ბებოშვილი 52-ში და მარიამ ჯანაშვილი 57-ში.

- ბებოშვილის წასვლა ადრევე გამოირიცხა, მაგრამ ჯანაშვილს რა სჭირს და სად მიიღო ეს ტრავმა - თბილისის ტურნირზე?

- თბილისის ტურნირზე ლავიწის ძვალი იტკინა, მაგრამ მანამდეც დაუდგინდა გლანდების პრობლემა - ამოსაჭრელი ჰქონია და იმიტომ ცივდებოდა ისე მალ-მალე. ახლა ამასაც მოიშუშებს, ერთხელ და საბოლოოდ მოიცილებს და მერე შევუდგებით ვარჯიშს. ამჯერად ვარჩიეთ, რომ იმკურნალოს და ბოლომდე მოიცილოს ეს პრობლემა.

- თბილისის ტურნირმა რა გაჩვენათ, მოგცათ თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი?

- ჯანაშვილმა ცუდად არ იჭიდავა. რა თქმა უნდა, უკეთ უნდა ეასპარეზა, მაგრამ უნგრეთში ერთობლივ ვარჯიშებზე რომ ვიყავით, იქ გაცივდა და სრულყოფილად ვერ გაიარა მოსამზადებელი ეტაპი. ამიტომ მზადების პრობლემა ნამდვილად ჰქონდა. ის რუსთა მომავალ ჩემპიონ ირინა ზაბლუდინასთან დამარცხდა, ვინც მერე ბრაზილიელთა ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელა სილვას მტკივნეულით მოუგო და როგორც იტყვიან, ხელი დააკიდებინა, ჯანაშვილს კი იგივე ვერ გაუკეთა. ერთი სიტყვით, მარიამმა ნორმალურად იასპარეზა.

ცუდად არც ლიპარტელიანს უჭიდავია. ისიც რუსთან დამარცხდა - ნატალია გოლომიდოვასთან, ვინც არაა ცუდი მოჭიდავე. ვფიქრობ, ლიპარტელიანს მასთან დრო არ ეყო.

ალადოშვილმა თავი ვერ გამოავლინა, თუმცა მჯერა, რომ "გაიხსნება" და აჩვენებს შედეგს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გვაჩვენა ისეთი ვერაფერი, ქომაგს იმედი რომ ჩაუსახოს. ამის მიუხედავად, მე მაინც მეიმედება მისი.

ქებაძემ მესამე ადგილისთვის იჭიდავა და ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გამოვიდა. ის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოხსნეს უნგრელ მერსედეს ჟიგეტვარისთან, თუმცა შეიძლებოდა, მსაჯს თვალი დაეხუჭა - აკრძალული ილეთი კი დაიწყო, მაგრამ გაჩერდა, არ მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ უნგრელმაც ისიმულიანტა და უფრო ამის გამო გადაწყვიტეს, ჩვენი სპორტსმენი მოეხსნათ.

მაიმედებს ისიც, რომ აქამდე ბიუჯეტი სამივე ასაკზე არ გვყოფნიდა და სადაც მეტი იმედი გვქონდა, უფრო იქით ვიხრებოდით, წლეულს კი ამ მხრივ უკეთესი პროგნოზია. მჯერა, თანხა სამივე ასაკზე გვეყოფა და ყურადღება არ მოაკლდება არავის - არც დიდებს და არც პატარებს.

მაგალითად, ჭაბუკები ანტალიაში წავიდნენ ჩეხეთის ტურნირზე გაცილებით სუსტ შეჯიბრებაზე, მაგრამ ცუდი შედეგი ჰქონდათ, რადგან შარშანდელი ივლისის შემდეგ მათ ტურნირი არ ჰქონდათ ნაჭიდავები. ანტალია ამ დროის განმავლობაში მათთვის პირველი სტარტი იყო და ვერ გამოავლინეს თავი, მაგრამ შემდეგ ორი შეკრება გაიარეს ბაკურიანსა და გორში და წავედით ჩეხეთში, სადაც გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ბევრად უკეთ გამოიჩინეს თავი. ფაქტობრივად, ყველამ მოიგო თითო-ოროლა შეხვედრა, მარიამ ჭანტურიამ კი ისე მოიგო ის შეჯიბრება, გაფრთხილებაც არ მიუღია, თორემ ქულის დაკარგვაზე არცაა ლაპარაკი. სოფიო სომხიშვილსაც ძალიან ცოტა დააკლდა, თორემ ისიც საჩემპიონო იყო. თიკო რევაზიშვილმაც სამი შეხვედრა მოიგო.

ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ, საგრძნობი პროგრესია. ვფიქრობ, სწორად მივდივართ და ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში იქნებიან. შესაბამისად, შედეგსაც კარგს აჩვენებენ.

სხვა გუნდებშიც ასე იქნება, თუმცა თავიდან შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს. ბევრია იმაზე დამოკიდებული, ბებოშვილი როგორ ჩადგება მწყობრში. თუმცა იქაც კარგი გუნდი გვყავს: ლიპარტელიანი, ხატია ჯანაშვილი, ტატა ყიფშიძე, სალომე მარგიანი, ნინო მგელაძე და სხვები...

- ნათია მიქაბერიძე რატომ აღარ ჩანს?

- მიქაბერიძე გათხოვდა და ორი წელიწადი არ უვარჯიშია, თუმცა ახლა დაუბრუნდა სპორტს და ვნახოთ, როგორ გამოავლენს თავს.

- თბილისის ტურნირის მერე ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯანაშვილი ისევ 52-ში დააბრუნოთ? თქვენი აზრით, რატომ დარჩა ამჯერად უმედლოდ - არასაკმარისი სპარინგების თუ ფიზიკური ძალით დაიჩაგრა?

- ცოტ-ცოტა ორივე მიზეზია. წლეულს სამჯერ გავიარეთ უცხოეთში შეკრება - თავიდან ავსტრიულ მიტერშილში, შემდეგ ჩეხეთში დავრჩით სამდღიან წვრთნებზე, ბოლოს კი უნგრულ ტატაში ვიყავით კემპზე. თუმცა, როგორც გითხარით, იქ გლანდების გამო კარგად ვერ ივარჯიშა. თბილისში შედარებით კარგად იყო, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც შეუძლია და რისი პოტენციალიც გააჩნია. ის 56 კილოგრამი იყო და წარმოიდგინეთ, ამ წონის ხალხი 63-დან იკლებს. ამიტომ იმათი ჯანი სულ სხვაა.

გლანდების ოპერაციის შემდეგ შევხედავთ, რა წონას დაიჭერს. დიდებში გადასვლის შემდეგ მისი საშუალო წონაც დასტაბილურდება, თორემ ახალგაზრდებსა და მოზარდებს მერყევი წონა აქვთ. ფიზიკურად თუ გაუჭირდება დაკლება, იძულებული ვიქნებით, 57-ში ავწიოთ, თუმცა გუნდურისთვის ისედაც ამ წონაში გვირჩევნია. მართალია, ოლიმპიადაზე შერეული გუნდის დაშვება ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ, როგორც ამბობენ, წლეულს ბუდაპეშტში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, დადებითად გადაწყდება. შეიძლება, წლეულსვე ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაც ამ ფორმატით ჩატარდეს.

ერთი სიტყვით, თუ ჯანაშვილის წონა არ იქნება საკმარისი 57-ისთვის, ცხადია, ურჩევნია, 52-ში დაიკლოს. შევხედავთ და როცა მის საშუალო წონას გავიგებთ, მერე უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილების მიღება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ლიპარტელიანი ჯერ პატარაა უფროსებთან საჭიდაოდ? ის ძალიან ჟინიანი და მებრძოლია, თუმცა თბილისში ცოტა გაუჭირდა ამ საუკეთესო თვისებების გამოვლენა...

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გოლომიდოვასთან ცოტა დროც რომ ჰქონოდა, მოახსნევინებდა, თუმცა მეც ვფიქრობ, რომ მისთვის ცოტა ადრეა უფროსებთან ჭიდაობა. მაინც მოვსინჯეთ, იაპონელების მაგალითიც გავითვალისწინეთ, რომლებიც მასზე ერთი წლით პატარებს აჭიდავებენ და შედეგებსაც აჩვენებენ. ამიტომ მოვსინჯე, მაგრამ ევროპის ამ პირველობას იჭიდავებს უფროსებში და მერე დიდებში აღარ დავაყენებ. მას ახალგაზრდებში აქვს საჭიდაო და ისე არ მოხდეს, იმათთან ასპარეზობას გადაეჩვიოს, რადგან ეს განსხვავებული სპეციფიკაა. უფროსთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის მთლიანად ახალგაზრდულ შეჯიბრებებზე გადაერთვება.

- ქებაძესთან ძირითადად რა ასპექტებზე იმუშავეთ თბილისის ტურნირის შემდეგ, რა ხარვეზები ჰქონდა გამოსასწორებელი?

- ბოლო პერიოდში ქებაძე უფრო სამბოსკენ იყო გადართული და ვცდილობდით, მოსულიყო და ძიუდოში ევარჯიშა სომხიშვილის და სხვათა გვერდით. ზუსტად ეს დააკლდა მასაც და სომხიშვილსაც - არ იყო გოგოებთან ნავარჯიშები. ბიჭებთან კი ემზადება, მაგრამ ეს მაინც სხვაა. მაგას და სომხიშვილს ერთმანეთში ცოტა მეტი რომ ევარჯიშათ, სომხიშვილი ჩეხეთში ჩემპიონი გახდებოდა, ქებაძე კი თბილისში მედალს აიღებდა.

სხვათა შორის, სომხიშვილს მოგებული აქვს ჟიგეტვარისთან. ქებაძეს მასთან არ უნდა წაეგო. მართალია, მოხსნეს, მაგრამ მანამდე 2.5 წუთი ილეთი ვერ გაუკეთა.

- ბებოშვილისა და ჯანაშვილის ტატამზე დაბრუნებას როდის უნდა ველოდოთ?

- ბებოშვილმა უკვე დაიწყო ვარჯიში და მალე ჯანაშვილიც დაიწყებს. ბებოშვილის მდგომარეობა უფრო მაფიქრებს წონის გამო - ცოტა მეშინია, როგორ იქნება მისი საქმე, რადგან დაკარგა წონაზე კონტროლი. ვნახოთ, როგორ დაიკლებს 52-ში, თორემ ჯანაშვილს აქვს 57-ში შანსი, ტოლს არ უდებს იქაურებს. ბებოშვილმა თუ გააკონტროლა წონა და აიყვანა საკუთარი თავი, ხომ კარგი. უდავოდ უნიჭიერესი ბავშვია, მაგრამ ზედა წონებში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს.

- ევროპის ჩემპიონატზე რა იქნება თქვენი მთავარი ამოცანა - გამოცდილების მიღება თუ შედეგსაც გეგმავთ?

- ლიდერებითაც რომ მივდიოდეთ, ძიუდოში პროგნოზების გაკეთება მაინც ძნელია, ჩვენები კი ლიდერებიც არ არიან და ამბიციებით წავიდეთ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. ამიტომ მოკრძალებულად ვიტყვი - გამოცდილების მისაღებად მივდივართ. ამათი თანატოლი გოგონები ყველგან დადიან და ჯერჯერობით აგებენ, მაგრამ მაინც დაჰყავთ. ჩვენც ასე მოვსინჯავთ, მერე შევაფასებთ, რა სამუშაოებია ჩასატარებელი და თვითონ ბავშვებთან ერთად ვიმუშავებთ ამ ყველაფერზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ევროპის ჩემპიონატი: პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდნენ
ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა იმარჯვა [VIDEO]
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები