ფედერაციის თასზე ჩოგბურთის ლეგენდამ თავი შეირცხვინა
ფედერაციის თასზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანმა, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ილიე ნასტასემ მოკლე დროში ორჯერ შეირცხვინა თავი.

ბრიტანეთთან მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ნასტასემ თავს უფლებ მისცა - მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა სერენა უილიამსის მისამართით. ამერიკელი ჩოგბურთელის ფეხმძიმობის შესახებ კითხვა დაუსვეს რუმინეთის ნაკრების ლიდერს სიმონა ჰალეპს. მისი პასუხის შემდეგ, ნასტასემ რუმინულ ენაზე თქვა: "ვნახოთ, რა ფერის იქნება სერენას შვილი. შოკოლადი რძით?"

ამ გამონათქვამის შემდეგ, ნასტასემ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყურადღება მიიპყრო და გამოძიება დაიწყო. ფედერაციის განცხადებით - ვერ მოითმენს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფას.

ნასტასე ამით არ დაკმაყოფილდა და ბრიტანელებსაც შეუტია. თავდაპირველად, მან ცუდად იხუმრა სტუმართა ფეხმძიმე კაპიტნის ენ კეოტავონგის მიმართ - მას სასტუმროს ნომერი ჰკითხა, სადაც ბრიტანელი გაჩერდა.

მეორე დღეს, შაბათს, სორანა კირსტეასა და იოჰანა კონტას მატჩის დროს, ნასტასემ ჯერ მსაჯი შეურაცხყო, ხოლო, როცა კორტის დატოვება მოსთხოვეს, კეოტავონგსა და კონტას დაუყვირა: "ძუკნებო".

იოჰანა კონტამ ძალიან განიცადა ეს შეურაცხყოფა, თავისი ნივთები შეაგროვა და კორტი დატოვა. პუბლიკას სიმონა ჰალეპი აწყნარებდა. ნასტასე კი პოლიციის თანხლებით გაიყვანეს სტადიონიდან.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო ფედერაციამ რუმინელთა კაპიტანს აკრედიტაცია ჩამოართვა.

"რუმინეთის ნაკრების კაპიტანი გააძევეს სტადიონიდან მეორე მატჩის დროს, არაშესაფერისი საქციელის გამო. მისი აკრედიტაცია გამოვიწვიეთ და ის მიმდინარე გათამაშებისას სტადიონზე ვეღარ გამოჩნდება.

ფედერაცია გამოძიებას ჩაატარებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და ნასტასეს სხვა განცხადებებთან დაკავშირებით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს