ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია

ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია

ქართველ დიდოსტატს ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მამა გარდაეცვალა, მაგრამ ეს ამბავი მისთვის მაშინვე არ შეუტყობინებიათ...
ფოტოზე: ნანა ძაგნიძე და ზურაბ აზმაიფარაშვილი

ექვსი მოგება, ხუთი ყაიმი, 8.5 ქულა და ევროპის ჩემპიონობა - ასეთი შესანიშნავი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მოჭადრაკე ქალთა კონტინენტის ინდივიდუალური პირველობა, რომელსაც ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა.

ჩემპიონატში, რომლის საპრიზო ფონდი იყო 70.000 ათასი ევრო (პირველი პრიზი – 12.000 ევრო), 33 ქვეყნის 144 წარმომადგენელი (მათ შორის - 8 ქართველი) მონაწილეობდა. მედალოსნების გამოსავლენად შვეიცარიული სისტემით 11 ტური გაიმართა.

წარმატებით აიღო სტარტი ძაგნიძემ, რომელიც ასპარეზობის პირველი დღიდან გათამაშების ცხრილის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულა. შეჯიბრების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მართალია, ოქროს მედლის მოპოვების შანსს რამდენიმე მოჭადრაკე ინარჩუნებდა, მაგრამ უმთავრესი კონკურენტები მაინც ქართველი დიდოსტატი და რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა იყვნენ, რომლებიც 7-7 ქულით მეწინავეობდნენ.

ბოლოსწინა ტურში ნანამ პოლონელი მონიკა სოჩკო დაამარცხა და 8 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგან გორიაჩკინა ევროპის ექსჩემპიონ ჰოანგ თან თრანგს (უნგრეთი) შეუთანხმდა ყაიმზე. ტიტულის ბედი მე-11 ტურს უნდა გადაეწყვიტა: გორიაჩკინამ თეთრი ფიგურებით ელიზაბეტ პეტცთან (გერმანია) დაზავება არჩია, რითაც ვერცხლის მედალი გაინაღდა, ძაგნიძე და მსოფლიოს ექსვიცე-ჩემპიონი ნატალია პოგონინაც (რუსეთი) 37-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს და ჩრდილოელმა მეზობელმა ქართველ მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცა.

8 ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე რუსი ალისა გალიამოვა გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე ალისა კაშლინსკაიას სძლია.

ქართველთა ბოლო ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: ბელა ხოტენაშვილი - ვალენტინა გოლუბენკო(ხორვატია) 1:0, ლელა ჯავახიშვილი - სოფი მილე (საფრანგეთი) 1:0, მერი არაბიძე - ლილიტ მკტრჩიანი (სომხეთი) 0.5:0.5, სოფიო გვეტაძე - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0.5:0.5, სიდონია ვაიდა ლაზარნე (უნგრეთი) - სალომე მელია 0.5:0.5, კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი) - ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5, ეკატერინე ატალიკი (თურქეთი) - ნინო ხომერიკი 1:0.

ჩვენებურთა საბოლოო შედეგები: 1. ნანა ძაგნიძე (8.5 ქულა), 10. ბელა ხოტენაშვილი (7.5), 18. ლელა ჯავახიშვილი (7). 29. მერი არაბიძე (6.5), 40. სალომე მელია (6.5), 45. სოფიო გვეტაძე (6.5), 49. ნინო ბაციაშვილი (6), 73. ნინო ხომერიკი (5.5).

საქართველოს ჩემპიონმა, ტურნირზე მე-17 ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა, მე-10 ადგილით 14 საუკეთესო მოჭადრაკესთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, რომლებიც 2000 წელს ბათუმიდან იღებს სათავეს, ქართველებმა აქამდე 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: მეორე ადგილებზე გავიდნენ სალომე მელია (2013) და ნინო ბაციაშვილი (2015), ხოლო მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

ნანა ძაგნიძე ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც გულით ვულოცავთ.

სამწუხაროდ, ნანამ ამ გამარჯვებით ტკბობა ვერ მოასწრო, რადგან ტურნირის შემდეგ ტრაგიკული ამბავი აუწყეს - შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე მას მამა გარდაეცვალა, მაგრამ ეს ამბავი მისთვის მაშინვე არ შეუტყობინებიათ, რომ ასპარეზობის მშვიდად დასრულება შესძლებოდა.

2015 წელს ჩაქვში ევროპის ჩემპიონატი ხომ მან სწორედ მამის უეცარი ავადმყოფობის გამო ლიდერის რანგში მიატოვა.

თანავუგრძნობთ ნანა ძაგნიძეს მამის გარდაცვალების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxo

გიტანაგრდზობტ კალბატონო ნანა მამის გარდაცვალებას ვიზიარებ ტკვენს მცუხარებას, გმერტმა ნატელჰი ამკოპოს მამატკვენის სალი. ამინ.

• sano

გაანათლოს ზურაბის სული უფალმა,მას 1995 წლიდან ვიცნობდი,ნანას წარმატებებით ხარობდა და აი ბოლო წარმატებას ვერ მოესწრო.ულმობელია წუთისოფელი!ნანა გისამძიმრებთ და გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!

• სოსო

ასეთი შვილის გამზრდელი,მამაც მიცვნია ღმერთადა. ძალიან მიხარია ნანას გამარჯვება და ძალიან ვწუხვარ ,მისი მამის გარდაცვალების გამო.

• mamulo

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.ვიცნობდი,ჩემი თანამშრომელი იყო,ძალზე პატიოსანი და საქმის მცოდნე და ერთგული კაცი. ვუსამძიმრებ ნანას მის გარდაცვალებას.ასევე ვულოცავ ევროპის ჩემპიონობას.

• ლუკა

სამწუხაროა რომ მილოცვა და სამძიმარი ერთად გვიხდება. ერთი დღეც რომ ეცოცხლა შვილის უდიდესი მიღწევა ცხოვრებას გაუხანგძლივებდა.

• sss 21

ვიცნობდი ქუთაისიდან,გაუნათლოს ღმერთმა მამის სული.

• gizog

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქართველების საამაყო ნანას მამის სული.

• tedore

გაუნათლოს ღმერთმა მამის სული.

• olegi

ბოლო წლების საჭადრაკო წარმატებაა,რამდენი ტურნირი ელოდა ამას გულშემატკივარი საწყენია ნანას მამის ამბავი

გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა

"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა

იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების წარმატებული სტარტი

ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა

ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ისევ სათავეშია

"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა

ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა

ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა

ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე პაპს შეხვდება

"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...

ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე გამოვა

ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა

ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ

ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე