არგენტინელის სუპერსტატისტიკა და გადამწყვეტი გოლები სუპერმატჩში
ლიონელ მესიმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დუბლი შეასრულა და "ბარსელონას" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა. ლეო უკვე 500 (!) გოლით შეეწია ამ კლუბს. ზუსტად 4 376 დღის წინ რონალდინიოს პასით მესიმ პირველი გოლი გაიტანა "ბარსას" მაისურით...

პრემიერლიგა: მტრად მოსული მოყვარე

* მას მერე, რაც მარკო არნაუტოვიჩმა (სტოკი) პენალტი ვერ გაიტანა, ზუსტად 60 წამში "სუონსიმ" მეტოქის კარი აიღო.

* ფერნანდო ლორენტეს (სუონსი) გოლების ნახევარი ამ სეზონში თავით აქვს გატანილი - 6 12-დან.

* 2017 წელს ჯოშ კინგმა (ბორნმუთი) 17 გოლი გაიტანა, მეტი, ვიდრე "მიდლსბრომ".

* ჯეკ ბატლენტი "სტოკს" წლისა და ერთი თვის იძულებითი პაუზის მერე პირველად დაუბრუნდა.

* სემ ელერდაისმა (კრისტალ პალასი) მწვრთნელის რანგში "ენფილდზე" პირველად მოიგო, ეს იყო მისი მე-14 ცდა.

* "კრისტალ პალასი" "ჩელსის" მერე (2005 წ.) პირველი გუნდია, რომელმაც "ენფილდზე" ზედიზედ სამი პრემიერლიგური დაპირისპირება მოუგო "ლივერპულს".

* კრისტიან ბენტეკემ (კრისტალ პალასი) "ენფილდზე" უფრო მეტი გოლი გაიტანა, როგორც მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა (5), ვიდრე "ლივერპულის" მაისურით (4).

* "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუმარცხებელია პრემიერლიგის 23 მატჩში (13 მოგება, 10 ფრე).

ასოციაციის თასი: პეპი უტიტულოდ

* "ჩელსისთან" მატჩში კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) ორი საგოლე პასი გააკეთა და ევროპის ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელებიდან პირველმა მიაღწია სეზონში 20 საგოლე პასამდე.

* "ჩელსიმ" მე-800 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მას მერე, რაც კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი გახდა.

* "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი დათმო ასოციაციის თასის ნახევარფინალში. ეს ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა.

* "ჩელსიმ" მეტოქის კარში 5-ჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა.

* 21-ე საუკუნეში ასოციაციის თასის ფინალში ყველაზე მეტჯერ "ჩელსი" გავიდა - 7-ჯერ.

* ნემანია მატიჩმა "ჩელსის" მაისურით გოლი 350-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* 2015 წლიდან მოყოლებული, ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) 24 ლონდონურ დერბიში 21 გოლი გაიტანა.

* ბოლო ორ სეზონში ვილიანმა 9 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რაც ამ პერიოდში მისი გოლების 45%-ია.

* "მანჩესტერ სიტიმ" თასის ნახევარფინალში 1932 წლის მერე პირველად წააგო. სხვათა შორის, 85 წლის წინათაც "სიტიმ" "არსენალთან" დათმო.

* ალექსის სანჩესმა "უემბლიზე" 4 გოლი გაიტანა და ამ მხრივ "არსენალის" ფეხბურთელთა შორის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

* სერხიო აგუერომ (მანჩესტერ სიტი) ბოლო 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

* ხოსეპ გვარდიოლა (სიტი) ვერ მოიგებს ტიტულს პირველად მის სამწვრთნელო კარიერაში.

ლა ლიგა: მეორე ფრანგი, მესამე ბრიტანელი

* განსომ "სევილიას" მაისურით პირველი ორი გოლი გაიტანა ლა ლიგაში. მანამდე მას მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი 1 გოლი.

* ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) მეორე ფრანგია, ვინც ლა ლიგაში 100 გოლი გაიტანა ქარიმ ბენზემას (120) შემდეგ.

* კიკე სანჩეს ფლორესმა მწვრთნელის რანგში პირველად წააგო "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება.

* ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი "ოსასუნამ" გაუშვა - 75.

* ბოლო ორ სეზონში სედრიკ ბაკამბუმ 9 დუბლი შეასრულა. "ვილიარეალის" სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია ამ დროში 2 დუბლზე მეტი.

* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით (ყველა შეჯიბრებაში) 500 გოლი გაიტანა.

* "რეალმა" პირველი კლასიკო წააგო კაზემიროსთან ერთად (მერვე მატჩში).

* ლიონელ მესიმ ბოლო 6 კლასიკოში გოლი ვერ გაიტანა. ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერია იყო კლასიკოებში.

* გარეთ ბეილი მესამე ბრიტანელია, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ითამაშა (დევიდ ბექჰემი - 116, გარი ლინეკერი - 103).

* კევინ-პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) კარიერაში პირველად შეძლო ერთ სეზონში 10 გოლის გატანა.

* "რეალმა" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობებიდან - 25, ხოლო "ბარსელონამ" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ღია თამაშიდან.

ბუნდესლიგა: სუპერდუეტი

* "ჰოფენჰაიმი" ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასებზე.

* ბოიან კრკიჩი (მაინცი) გახდა პირველი ესპანელი, ვისაც გოლები აქვს გატანილი პრიმერაში, პრემიერლიგაში, სერია A-სა და ბუნდესლიგაში.

* ევროპის ტოპ-4 ლიგაში (საფრანგეთის გამოკლებით) გოლები აქამდე მხოლოდ 6 ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი, ბოიან კრკიჩი მეშვიდეა.

* ტიაგო ალკანტარამ (ბაიერნი) მეხუთე გოლი გაიტანა ამ სეზონში, რაც მის წინა სამი სეზონის მაჩვენებელზე (4 გოლი) მეტია.

* უსმან დემბელემ (დორტმუნდი) მე-9 საგოლე პასი გადააწოდა პიერ-ემერიკ ობამეიანგს.

* რაც "გლადბახის" ფეხბურთელია, ლარს შტინდლმა პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ სამ მატჩში.

* კრისტიან პულიშიჩმა "დორტმუნდის" მაისურით 50-ე მატჩი ითამაშა, ის მხოლოდ 18 წლისა და 216 დღისაა.

* "დარმშტადტმა" ბოლო 15 საგარეო მატჩში პირველი ქულები მოიპოვა.

* "ჰერტამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო შინ - 12.

* მაქს კრუზე პირველი ფეხბურთელია, ვინც "ვერდერის" მაისურით ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა ფრანკ ნოიბარტის (1986 წ.) მერე.

* მაქს კრუზემ ჩემპიონატის მეორე ნახევარში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე მეტია.

* მარკო ფაბიანი (აინტრახტი) მხოლოდ მეორე მექსიკელია, ვინც ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა. პირველი, რა თქმა უნდა, ხავიერ ერნანდესია.

* კლაას-იან ჰუნტელაარმა (შალკე) ბუნდესლიგაში 82-ე გოლი გაიტანა, რითაც ოლაფ ტონს გაუთანაბრდა.

* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) 22 გოლში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში (17 გოლი, 5 საგოლე პასი).

სერია A: შიკის შოკი

* მაურო იკარდი "ინტერის" პირველი ფეხბურთელია 16-წლიანი პაუზის (კრისტიან ვიერი 2001 წ.) შემდეგ, ვინც საგარეო მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.

* ბოლო მატჩი, სადაც 9 ან მეტი გოლი გავიდა, 2014 წელს შედგა - პარმა-მილანი 4:5.

* მატიას ვესინომ (ფიორენტინა) პირველი გოლი 50-ე დარტყმით გაიტანა ამ სეზონში.

* ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ბერგამოს "ატალანტას" მცველებმა გაიტანეს - 16.

* როცა მარიო მანჯუკიჩს გააქვს, "იუვენტუსი" ყოველთვის იგებს - სულ ასეთი 20 მატჩი გაიმართა.

* ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი) ერთადერთი მცველია, ვინც ჩემპიონატში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა ზედიზედ ბოლო 4 სეზონში.

* "იუვენტუსის" პირველ და მეორე გოლებს სულ 73 წამი აშორებდა.

* პაულო დიბალამ (იუვენტუსი) ბოლო 6 საშინაო მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 7 გოლი გაიტანა.

* "ჯენოამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ავტოგოლი გაიტანა - 4.

* პატრიკ შიკი (სამპდორია) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც სერია A-ში სეზონში ათი გოლი გაიტანა.

* დრის მერტენსმა (ნაპოლი) 22 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც სამ წინა სეზონში ერთად.

ლიგა 1: მბაპეს განაცხადი

* ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი 0:0 "მარსელმა" ითამაშა - 8.

* ედინსონ კავანიმ (პსჟ) ყველა, 27-ვე გუნდს გაუტანა, რომელთაც ლიგა 1-ში დაუპირისპირდა.

* 1997 წლის შემდეგ პირველად "მონაკომ" ზედიზედ 7 ტურში შეძლო გამარჯვება.

* კილიან მბაპემ (მონაკო) 14 გოლი ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში გაიტანა ლიგა 1-ში - ის 18 წლისა და 4 თვისაა.

* კილიან მბაპეს (მონაკო) ყოველ 87 წუთში ერთი გოლი გააქვს. ტოპ-5 ლიგაში ეს მესამე შედეგია ჰარი კეინისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ (78-78 წთ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დრის მერტენსი შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს
ტრანსფერ ONLINE: 2 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მოსახდენი მოხდა - კრისტიან ბენტეკე "არწივია"
ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის
"გაპარსავს" შიკი ინგლისს? - ფეხბურთელი ოპტიმისტობს
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"გალათასარაი" მერტენსით და ტორეირათი გაძლიერდა
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ტურინის "იუვენტუსის" სიახლეები: გატეხილი გული და "ბებერი ქალბატონი"
შიკი: მეტოქეს ვაჯობეთ, საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა გადაარჩინა
"ნაპოლიმ" სერიოზული დანაკლისი განიცადა - მისი ბომბარდირი კონკურენტ გუნდში გადავა
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს
[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული
მაქს კრუზე გერმანიის ნაკრებიდან გარიცხეს
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ვოლფსბურგი VS გენტი - სასწაული დებიუტანტთა ომში
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
შავი კატა კრისტიან ბენტეკესა და იურგენ კლოპს შორის
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
პრემიერლიგა. XIX ტური: "ლივერპულმა" 2015 წელი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]
დრის მერტენსი: მოპოვებული სკუდეტო დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
"ვერდერის" თავდამსხმელს მხრის ძვლის ოპერაცია გაუკეთეს
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
"ნაპოლიდან" აბარგებულ მერტენსს მორიგ იტალიურ გრანდში გადასვლის შანსი გამოუჩნდა
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
"რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა" - ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "პარტენოპეიში" ადაპტაციის გავლაში დაეხმარა
გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
პრემიერლიგა. VII ტური: "ევერტონმა" და "კრისტალ პალასმა" ქულები გაიყვეს
კრისტიან ბენტეკე რუნისთან წავიდა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია