ვის ეკუთვნის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი?
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მორიგი ფაქტის შესახებ განაცხადა. ამჯერად, საქმე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს ეხება, რომელიც 2010 წელს შპს "გრანდ ემ"-მა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

შპს "გრანდ ემ"-ი ამ სტადიონს 2006 წლის დეკემბრიდან ფლობდა, რომელიც აუქციონის წესით 150 ათას ლარად შეიძინა და 2007 წლიდან არენაზე სარემონტო სამუშაოებიც დაიწყო.

"2007 წლამდე სტადიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ჩვენ შეძენისთანავე დავიწყეთ იქ სარემონტო სამუშაოები. დავამონტაჟეთ ინდივიდუალური სავარძლები, მოვაპირკეთეთ და დავამონტაჟეთ ტაბლო. გარდა ამისა, ვაფინანსებთ გუნდს ("დილას"). სტადიონზე ინვესტიციის სახით გავიღეთ ნახევარი მილიონი ლარი და კიდევ ვაპირებდით თანხის დახარჯვას, თუმცა 2010 წელს ხელისუფლებამ სტადიონიც წაგვართვა და კიდევ მილიონნახევარი ლარიც. ეს, ფაქტობრივად, იყო გამოსასყიდი, რომელიც ჩვენი პარტნიორის დაკავების სანაცვლოდ გაგვაღებინეს.

ახლა პროკურატურამ დაადგინა, რომ ჩვენ კანონიერად შევიძინეთ სტადიონი, განვახორციელეთ ინვესტიცია და მერე ეს საკუთრება წაგვართვეს. შესაბამისად, გვცნეს დაზარალებულად. ამისი კომპენსირება უნდა მოხდეს ჩვენი კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებით", - გვითხრა შპს "გრანდ ემ"-ის 100% წილის მფლობელმა მიხეილ ლურსმანაშვილმა.

სტადიონის დაბრუნების პროცესი დროში დაემთხვა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე დაგეგმილ სამუშაოებს, რომლის ახლო მომავალში დაწყებაზე ცოტა ხნის წინათ ჩვენი გაზეთის საშუალებითაც გაუწყეთ.

საქმე ისაა, რომ გორმა, თბილისთან ერთად, ამ ზაფხულს ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. გახსნის მატჩი, 2 ივლისს, სულაც "თენგიზ ბურჯანაძეზეა" დაგეგმილი. არადა, სტადიონი რეაბილიტაციას საჭიროებს, რისთვისაც 1 350 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო. ამ თანხიდან 560 ათასი ლარი უნდა გაიღოს გორის მერიამ, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გორის საკრებულოში აღნიშნული თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. დეპუტატების ნაწილი ფულის გამოყოფის წინააღმდეგია, იმ მოტივით, რომ ქონების დაბრუნების შემდეგ სტადიონი მერიის აღარ იქნება და ეს იმავე მერიის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯია.

"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არამიზნობრივ ხარჯს ვწევთ, არ არის ლეგიტიმური. ქონების დაბრუნება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფორმა. თუ მუნიციპალიტეტი წააგებს ამ დავას, ჩვენ გამოვნახავთ ფორმას, რა გზითაც აუცილებლად მოხდება კომპენსაციის გაცემა.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარების უფლება მოგვცეს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო მეტ ევროპული დონის შეჯიბრებას ჩავატარებთ, მით უკეთესი", - თქვა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

"მოვისმინე ინტერვიუები, რომელმაც გული მატკინა. ლაპარაკობენ, რომ სტადიონი გორელებს, ადგილობრივ ბავშვებს სჭირდებათ და ასე შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ მე თავად გორელი ვარ და, თავის დროზე, გაპარტახებული სტადიონი ჩვენს ქალაქს მე გავუკეთე, დავულაგე, მოვუწესრიგე და ხვალ თუ ჩემი იქნება, როგორ ფიქრობთ ის გაუბედურდება?

მე სერიოზულად შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც მაშინ მოხდა, როცა ამხელა ინვესტიციის შემდეგ, მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას. თუ მერს აქვს რაიმე ვარიანტები ამასთან დაკავშირებით, თანახმა ვარ, ვილაპარაკოთ, განვიხილოთ...

გარდა ამისა, თუ მერია აპირებს, გამოყოს თანხა სტადიონის, ანუ ჩემი ქონების გასარემონტებლად, გამოყოს და გაარემონტოს, არც ეს არის პრობლემა. ამასთან, მე ევროპის ჩემპიონატის ამ სტადიონზე ჩატარებასაც არ შევუშლი ხელს", - გვითხრა მიხეილ ლურსმანაშვილმა.

ქალაქის მერი და შპს "გრანდ ემ"-ის ხელმძღვანელი ალბათ მართლაც ისაუბრებენ იმ ფორმაზე, რომელიც ქონების დაბრუნებას ეხება და მივლენ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არც არენას დააზარალებს და არც ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას შეუშლის ხელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
მე იმიტომ არ მიკავებენ ხელფასიდან სშემოსავლოს,რომ ვიღაც ლურსმანაშვილის სტადიონი დააფინანსონ, თუ იმიტომ მიკავებენ????? ,,ყოფნა არ ყოფნა......"
დათო
სტადიონი თუ გასხვისდება, სახელმწიფომ რაღატოღა უნდა დააფინანსოს მისი რემონტი, აუუუ რა მაგარი უცნაურობაა.
ნიკა
ლურსმანაშვილს კიდევ რა უნდა 150 ათასი დახარჯა და მილიონიანი სტადიონი მოუნდა? :)
fcd
ალიკჯან მგონი მოგინდა ხო უფრო კარგი სტადიონი გქონია გემოვნება..ეხლა განათებაც გაკეთდება კიდე გარემონტდება და იმენა იტრიპაჩებ ხო კარგი არენით.რატო დიდი ფული არმაქვს რო მოვსპო თქვენაირი .... ვაი ბიზნესმენები...
მე
ლურსმანაშვილს თავის 150 000 კომპამსაცია, სტადიონი ქალაქს
gega
ბევრი კითხვებია და ვინმე ყველას პასუხს თუ გასცემს მრავალ ბუნდოვანი რამ გამოჩნდება.... 2007 წელს რამდენად სამართლიანად და რეალურ ფასად გაიყიდა სტადიონი (ვინმე ხომ არ ეხმარებოდა შეძენაში, ვინც ეხმარებოდა საქმეში ჩახედული ხალხისთვის ცნობილია) ? შემდეგ რატომ აფინანსებდნენ გუნდს გუნდს, თუ სხვა ინტერესებიც იყო? სტადიონის რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები არც ისე მასშტაბური იყო, როგორც სახელდება, უფრო კოსმეტიკურ ხასიათს ატარებდა. მეორადი 1000 ინდვიდუალური სკამი დამონტაჟდა. საფარი არ შეცვლილა, საპირფარეშო არ არსებობდა და არც არავის გაუკეთებია. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. 2011-2012 წლებში სტადიონის რეკონსტრუქციაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა (არ ვკითხულობთ ვისი), გაცილებით ბევრად მეტი ვიდრე 2007-2010 წლებში მფლობემა გახარჯა და რატომ უნდა გადაეცეს აღდგენილი სტადიონი გაზრდილი საბალანსო ღირებულებით უკან. ამ სტადიონს ადრე სხვა მეპატრონეც ჰყავდა და მათ რაღა დააშავეს, სავარაუდოდ შესაძლოა მათი უფლებებიც დაირღვა როცა წაართვეს სტადიონი...
giosvani
თუ ეს საქმე გორის საკრებულოს მაღალჩინოსნების ინტრესებს ამოფარებული ვითომ ინვესტორებს და მაფიოზებს არ ეხება, მერიამ უნდა გამოყოს კომპენსაცია და დაბრუნდეს ეს სტადიონი ქალაქის საკუტრებასი, წინააღმდეგ სემთხვევაში ისევ ჯიბეში ხელის ჩაყოფის პოლიტიკაა, გასაჩივრების უფლება მხოლოდ მერიას აქვს და საქმემა შენმან გამოგაჩინოს, ყველაფერს მათი დამოკიდებულება გასცემს პასუხს.
dila gori
ფედერაციამ ლურსმანაშვილს გადაუხადოს კომპესაცია თუ ეკუთვნის და სტადიონი გადავიდეს ფედერაციის ბალანსზე.მერე აღარც გორის მერიაში დაიწყებენ ფიქრს გაიღონ თუ არა ხარჯი სტადიონის გასარემონტებლად და თან ფედერაცია უკეთესად მიხედავს
dato
ვეთახნმები ლაშა, თუ კერძო საკუთრება გახდება მშინ ინვესტიციაც თვითონ უნდა ჩადოს! ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს რა თქმა უნდა ეს ლურსმანაშვილი ღაღაც ნაწილსაც მიითვისებს!
lasha
დაა იმ ებრაელებს როო შეუშლის ხელს იმას არ ფიქროობს ? რაის მართYალიააა მაიცაა რაა ლიჟბიიი სადმე რამე გაკეთდეს ყველა იქ ეკიდება რო ძვალი შეხვდეს
dila
სვავები ხართ რააა მეტი არაფერი, მანამდე არაპერი ჭამოთ ებრაელებმა რო თქვენ ფული მოგცეთ, ძლივს რაღაცა კეთდება და უცებ 7 წლის მერე გაახსენდათ.
giorgi
Martalia eg kaci mag dros mec varjishobdi mag stadionze da lursmanashvilis iko da gundsac eg kaci gvafinansebda (gzis fuls gvadzlevda gasvlit tamahsebze marshutka ro gvqeiravebina da xandaxan lobiansac gvkidulobda) mag dros meore liga moviget da pirvelshi gadavedit uxelpasi mshierma xalxma ris shemdegac yvela gagvishves saxlshebshi da sxvebi moikvanes tavis trenerianat..
giorgi
Martalia eg kaci mashin mec varjishobdi mag stadionze da lursmanashvili uvlida stafionsac da gubdsac afinansebda (gzis fuls gvadzlevda marto) :))))))) arada mashin meore liga moviget da pirvelshi gadmovexit uxelpasod mshierma xalxma
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რემონტი იგეგმება
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
გორის მერი: პროცესის შეწყვეტა ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება
"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
"დილა" სერბეთში ემზადება, გორში სტადიონს ანახლებენ
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება