ზურაბ ჯირკველიშვილი: "აუქციონზე კლუბი დღეს, 26 სექტემბერს გავა და დაახლოებით ერთ კვირაში პროცესი დასრულდება"
გორის "დილას" კერძო საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებული საგა დასასრულს მიუახლოვდა. დღეს, 26 სექტემბერს, გორის მერია კლუბს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც იქ, უდიდესი ალბათობით, ის ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს, ბოლოხანს "დილას" მიმართ ინტერესს რომ იჩენდა.

ებრაელ ინვესტორებსა და მათ გეგმებზე მალე უფრო მეტი გვეცოდინება, "დილას" გულშემატკივარისთვის კი ამ მომენტისთვის მთავარი ის არის, რომ მწვავე ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფ კლუბში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ძალიან გაიწელა, სულ იყო იმის შიში, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიდოდა, მაგრამ...

"მე ვამბობდი, რომ ზედმიწევნით სწორად, კანონის სრული დაცვით მინდოდა წარმართულიყო პროცესი და მართალია, ის დროში გაიწელა, მაგრამ სამაგიეროდ, წარმატებით დასრულდა.

მიხარია, რადგან გორის მერია პირველია, ვინც კლუბს აუქციონზე გაყიდის, თანაც - მხოლოდ ბრენდს და საკმაოდ სოლიდურ ფასადაც. აუქციონზე კლუბი ორშაბათს გავა და დაახლოებით ერთ კვირაში პროცესი დასრულდება", - უთხრა "ლელოს" გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კლუბის აუქციონზე გატანას გარკვეული პროცედურა დასჭირდა. კერძოდ, ა(ა)იპ გორის "დილა", რომელიც ქალაქის მერიას ეკუთვნოდა, გადაკეთდა შპს "დილად" და სწორედ ამ სახით გადავა ახალი მფლობელის ხელში.

აუქციონზე "დილას" საწყისი ფასია 312 850 ლარი. კლუბის შეძენის მსურველი ვალდებული იქნება, გაისტუმროს კლუბის დავალიანება, რომელიც 750 000 ლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლომდე განახორციელოს 600 000 ლარის ინვესტიცია. რაც შეეხება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს, ის ქალაქის ბალანსზე დარჩება.

მოკლედ, გორელები მოუთმენლად ელიან პროცესის დასრულებას და ინვესტორის პირველ სიტყვას - შალომ, "დილა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
შემოდის უცხო ინვესტორი როგორც თვითონ ამბობენ და ესენი ახლა არკვევენ კლუბი ვინ უნდა გადაცეს ინვესტორს აჩუქონ საერთოდ თუკი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება გადაწყვიტა დღეს ვინმემ თან უცხოელმა რათ უნდა ამდენი დროის გაწელვა,ესენი იმდენს იზავენ გადააფიქრებინებენ იმათ კლუბის შეძენას.მაგრამ აქ ეტყობა სხვა ინტერესებია ფულის გაკეთება უნდა ალბათ ვიღაცას.
qomagi
მომკალით და არ მჯერა რომ ებრაელები გორის "დილა"-ს ააღორძინებენ
Acho
Guadua გეთანხმები :) მარა რამე გენიალურის დაწერა არ მიცდია, ჩემი აზრი გამოვხატე
შოთა გუგეშაშვილი
ბოლობოლო გაიყიდა ტუ არა
Guadua
Acho ჰენაცვალე მეგობარო, ცოტა მეტი ტვინი და განათლება რომ გქონდეს, ამ სისულელეს არ დაწერდი :) თუკი ინვესტორს იჯარით კარგი პირობით აძლევენ სტადიონს, მას სტადიონის ყიდვა სწორედაც რომ არ აწყობს,რადგან სტადიონი მთელი თავისი კომპლექსით იქ ღირს 7 თუ 8 მილიონი და ამ მთელს ქონებაზე ყოველწლიურად ქონების გადასახადი უნდა იხადოს,თვით ქონება კი მაინც ამორტიზაციაში მიდის და ფასს იკლებს, ამის გარდა მიხედვა ჯდება ძვირი. მაგრამ მთავარი ხომ ისაა რომ რაიმე "გეენიალუუუური" აზრი დააფიქსსირო?
ლევანა
აჩო, დამშვიდდი ჯიგარსონ, ეგ პირობები შეთანხმებულია უკვე და გაყიდულია უკვე კლუბი, ფორმალური მხარე დარჩა. ასე რომ მშვენიერი და უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა გორში.
Acho
ჩემ ფეხებს გაყიდით ვის რაში უნდა კლუბი საქართველოში რომელსაც აქვს 700დავალიანება და მითუმეტეს ინვესტორისთვის სტადიონია მთავარი და მაგასაც არ აძლევენ :D
დილა გორი
ვასილ ბოლო კარგი იყო შალომ შალომ.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გორის მერი: პროცესის შეწყვეტა ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს