საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი "განვითარების თასზე" წარმატების მიუხეადავად, მაინც უკმაყოფილოა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ბელარუსში ჩატარებულ "განვითარების თასზე" პირველი ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ გიორგი ნემსაძის გუნდმა ყველა მატჩი 11-მეტრიანების სერიაში მოიგო, ითამაშა თბილისში გასამართ შესარჩევ ტურნირში მომავალ მეტოქე ლატვიის წინააღმდეგაც...

ამდენად, საინტერესო უნდა იყოს ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან, რომელიც "ლელოს" ტურნირის პერიპეტიებზე და, ზოგადად, შესარჩევი ციკლისთვის მზადებაზე ელაპარაკა...

- დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს სამწვრთნელო შტაბის წევრებს. ეს არის ძალიან სპეციფიკური ასაკი. ზოგი ფეხბურთელი პროგრესირებს, ზოგიც - პირიქით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, არც პროგრესი გამოგვრჩეს და არც - რეგრესი. ახლა რაც შეეხება "განვითარების თასს"...

საერთოდ, ნებისმიერ ტურნირში გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, დაგვენახა, როგორ ფორმაში არიან სადღეისოდ საქართველოს ნაკრების წევრები, რამდენად შევძელით ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ... შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ეს პროცესი მიდიოდა წინა შეკრებებზე და ამითიც აიხსნება ის წაგებები, რომლებიც გვქონდა...

მაგრამ სელექცია არ დასრულებულა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ გუნდის უკეთ შეთამაშებაზე და თუ გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ღირსი იქნება ნაკრებში თამაშის, კარს როგორ დავუხურავთ?!..

ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ვაჩვენეთ. მაგრამ, მეორე მხრივ, შინაგანად მაინც უკმაყოფილო დავრჩი - იმდენი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, არც კი ვიცი, ამას რა დავარქვა. ბოლომდე ძალიან კარგად მივდიოდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ... პრობლემები გვქონდა დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს... ეს ჩვენი მეტოქეების მთავარმა მწვრთნელებმაც აღნიშნეს.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ნაკლოვანებებზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, დარჩენილ დროში სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. და ერთია კიდევ - უკეთესობა სახეზეა, მაგრამ ტურნირის მოგებამ არ უნდა მოგვადუნოს!..

ერთიც მინდა ვთქვა - "ლელოს" საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას, რომლის თაოსნობითაც უკვე მეორედ ჩატარდა ვიტალი დარასელიას ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი. იქ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმაც ითამაშეს, ბოლომდე "დინამოს" განკარგულებაში იყვნენ და ბელარუსში გამგზავრების წინ პირდაპირ აეროპორტში შემოგვიერთდნენ. ლაპარაკია 9 ფეხბურთელზე. მათ მოსამზადებელი პერიოდი ჩვენთან ერთად არ გაუვლიათ და ნურც მათ გადაღლილობას გამოვრიცხავთ, რადგან ხუთ დღეში 4 მატჩის ჩატარება იოლი არ არის...

- ყველა მატჩი პენალტების სერიაში მოიგეთ. ერთი მხრივ, ეს შეიძლება არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, 11-მეტრიანებით გამარჯვებას განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება...

- მართალი ხართ და ამ მხრივ, ნამდვილად არ მაქვს უკმაყოფილების მიზეზი. ბიჭებს არც ეტყობოდათ ნერვიულობა, ყველა მშვიდად იყო.

- ამას წინათ, შეკრებაზე გამოიძახეთ უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის - ლუკა სებასტიან შვარცი, ვისაც გერმანელი მამა და ქართველი დედა ჰყავს...

- ...და მათ შორის ერთ-ერთი, შალვა ოგბაიძე, გვახლდა კიდეც "განვითარების თასზე". ძალიან კარგი ბიჭია, გერმანიაში თამაშობს, ნათელი გონება აქვს, ბურთი კარგად "იცის"... ეგ არის ოღონდ, რომ 2002 წელსაა დაბადებული. ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ჯერ ცოტა "ჭყინტია".

რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს, ამ ეტაპზე შვარცსა და ჭინჭარაულს არ აქვთ საქართველოს პასპორტები. მაგრამ ვიცი, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ოქტომბერში იწყება. მანამდე კიდევ გეგმავთ ამხანაგურ მატჩებს?

- უკვე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე გადავდივართ. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად ვიყოთ ერთად. აგვისტოში, უკრაინაში, ტარდება წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი ვიქტორ ბანიკოვის თასზე; სექტემბერში ვითამაშებთ ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე... სხვათა შორის, ეს ტრადიციული ტურნირია, თავადაც ვარ ნამყოფი. ვიცი, რომ უმაღლესი დონისაა - მაშინ იქ ესპანეთის ნაკრებმა ითამაშა...

მოლაპარაკება იყო ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გვეთამაშა. თითქოს, თავიდან თანხმობა შემოთვალეს, მერე გაჭიანურდა ეს საქმე... რამდენადაც ვიცი, ირლანდიასთან სპარინგი კიდევ აქტუალურია და ვნახოთ...

- შესარჩევი ციკლის მეტოქეებზე რას გვეტყვით?

- გულშემატკივრებმა იციან, რომ თბილისში ჩამოვლენ იტალიის, ლატვიისა და ჩერნოგორიის გუნდები. ჩვენი მიზანი ელიტრაუნდის საგზურის მოპოვება და მერე იქაც წარმატებით თამაშია, მაგრამ ჯერ უახლოესი ამოცანაა გადასაჭრელი - პირველ შესარჩევ ციკლში წარმატებით უნდა ვითამაშოთ.

- ერთ-ერთი მეტოქე, ლატვიის ნაკრები, ბელარუსში უშუალოდ საქმეში ნახეთ...

- ბრძოლისუნარიანი გუნდია, ლატვიელები თამაშს სისწრაფეებზე აგებენ... პენალტების სერიამდეც საგრძნობი უპირატესობა გვქონდა და ძირითად დროშიც შეგვეძლო მოგება, მაგრამ... ისევ და ისევ საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიყვანეთ...

- იტალიაზე რას იტყვით?

- მათი ორი თამაშის ჩანაწერი გვაქვს. ტიპური იტალიური, საშუალოზე მაღალი კლასის გუნდია. არის თამასა, რომლის ქვემოთაც იტალიელები არასოდეს ჩამოდიან. თავადაც იცით, რა გუნდებიდან არჩევენ ფეხბურთელებს ნაკრებისთვის. მათ ზურგს დიდი საფეხბურთო ტრადიციები და ძლიერი სკოლა უმაგრებთ.

საფეხბურთო ქვეყანაა ჩერნოგორიაც... ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველის.

- თუ არის შანსი, რომ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კიდევ გამოჩნდეს ფეხბურთელი, თუნდაც უცხოეთში მოთამაშე, რომელიც გუნდს გააძლიერებს?

- მე ვთქვი, რომ ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა, მაგრამ არ მიგულისხმია ის, რომ სელექცია დასრულდა, პირიქით, უკვე გითხარით კიდეც - სელექცია გრძელდება და ნაკრების კარი ღიაა.

საერთოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, სტაბილურად მოთამაშე გუნდი ჩამოვაყალიბოთ. დამეთანხმებით, სტაბილურობა ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამ კრიტერიუმს პირველ ადგილზე ვაყენებ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა რგოლსა და პოზიციაზე კონკურენცია იყოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღევანდელი მდგომარეობით არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს დაჯავშნილი ადგილი საქართველოს ნაკრებში. ბიჭებმა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ, ნაკრებში თამაშის ღირსნი არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
წარმატებები გიო!
zura
ცარმატებებს გისურვებტ,,,
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ნემსაძე: შვარცს შეუძლია, ნაკრები გააძლიეროს
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
გიორგი ლორიას არჩევანი - რა გუნდია "მაგდებურგი"?
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
საგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამო" მილანის "ინტერთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა