ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება იყო
გუშინდელ ნომერში უკვე გაცნობეთ პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში, ევროპის თასზე ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების კარგი გამოსვლის შესახებ.

თუმცა კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ ამ საყურადღებო შედეგებს: 8 წონიდან მონაწილე 5-ის ფინალში; აქედან ერთი - ქართული ფინალი; ერთი წონის კვარცხლბეკზე ერთბაშად სამი ქართველი, გუნდური პირველი ადგილი და 11 მედალი: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ამასთან, გიორგი ყიზილაშვილის შეგირდებიდან კიდევ ორმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის.

ჩემპიონები მიხეილ ბახბახაშვილი (66), ლაშა ბექაური (73), გოჩა ღვაჩლიანი (81) და მიხეილ ბექაური (90) გახდნენ. მეორეზე გიორგი კაპანაძე (60) და ვლადიმერ ახალკაცი (81) გავიდნენ, ბრინჯაოს კი ლუკა კაპანაძე (55), ილია სულამანიძე (81), გიორგი კარიაული (90), ალექსი სვიანაძე და ლევან ჭელიძე (ორივე - +90) დაეუფლნენ. დამამშვიდებლის ფინალში გურამ ძავაშვილი და საბა კაპანაძე (ორივე - 60) დამარცხდნენ.

ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრებაა, რომელსაც ივნის-ივლისის მიჯნაზე კაუნასი უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, სადაც გამოიკვეთა ის ძირითადი ბირთვი, საიდანაც მწვრთნელს ევროპაზე წასაყვანი ფალავნები უნდა შეერჩია, გუნდმა ერთი შესარჩევი შეჯიბრება უკვე გაიარა - აპრილის დასაწყისში ტულაში იჭიდავა.

იქ მწვრთნელმა ქვეყნის ყველა მედალოსანი წაიყვანა, თუმცა მათ უმედლოდ დარჩენილი რამდენიმე საინტერესო ფალავანიც დაამატა. ტულამ კიდევ უფრო "გაცხრილა" პოლონეთში წასაყვანი შემადგენლობა - ვინც იქ გამოიჩინა თავი, ახლაც მიეცა შანსი. ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ვიცით ყიზილაშვილის აზრი, ვინც გუნდთან ერთად წუხელ გვიან ღამით დაბრუნდებოდა თბილისში, მაგრამ ვინც ახლაც იყოჩაღა, დიდი ალბათობით, გაინაღდა კიდეც ლიტვაში წასვლა.

ამ ორი ტურნირის შედეგებით გარკვეული დასკვნების გამოტანა ჩვენც შეგვიძლია: ლუკა კაპანაძე, ბახბახაშვილი, ღვაჩლიანი, ლაშა და მიხეილ ბექაურები ორივე ტურნირზე საუკეთესონი იყვნენ ჩვენს გუნდში, ანუ მთავარი ფავორიტები არიან. ჭელიძე ტულაში მეორე იყო, სვიანაძე კი, ვისაც დიდად აქებენ, იქ ქვეჯგუფში დამარცხდა, მერე კი მის მომგებ რუს არუთინ ბაბლიანს ჭელიძემ აჯობა.

პოლონეთში ორივეს ერთნაირი შედეგი ჰქონდა და ორივე აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ მაჰამად აბდულაიევთან დამარცხდა, ოღონდ გარკვეული უპირატესობა აქაც ჭელიძის მხარესაა - მან ქვეჯგუფი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სვიანაძე კი მეოთხედფინალში დამარცხდა. ამასთან, ჭელიძემ სვიანაძეს ქვეყნის ჩემპიონატის ფინალშიც მოუგო, თუმცა სვიანაძეს ამჯერად ცუდად არ უჭიდავია და დიდი შანსია, წონაში მეორე ნომრად მაინც დააყენონ. ყიზილაშვილის აზრი არც ამ საკითხზე ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტულაში წაგებულ სვიანაძეს შანსი კვლავ მისცა, რაღაცაზე მიუთითებს.

ქართული ფინალი და ერთ კვარცხლბეკზე სამი ქართველი 81 კილოგრამში ვიხილეთ. ამ წონის ნახევარფინალში სამი ქართველი გავიდა - ღვაჩლიანმა სულამანიძეს მოუგო, ახალკაცმა კი რუს საიდ გაჯიევს აჯობა დამაჯერებლად. ქართული ფინალი ღვაჩლიანის გამარჯვებით დასრულდა - ორი ვაზარით აართვა ახალკაცს.

ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ჩემპიონმა ქულებით მოიგო, თორემ დანარჩენ ოთხში წმინდად იმარჯვა. ღვაჩლიანი აქამდეც იქცევდა ყურადღებას და ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონატიც დამაჯერებლად მოიგო. გასაკვირი უფრო ისაა, ავანსების რეალიზება აქამდე რომ ვერ შეძლო, თუმცა უკვე შორს არც ეს დღე მოჩანს. ის ტულაშიც ფინალში გავიდა, მაგრამ უფრო შემთხვევითობის გამო წააგო ტაჯიკ ჯაკხონგირ მაჯიდოვთან.

აღსანიშნავია, რომ ტულაში მხოლოდ ორი ჩემპიონი გვყავდა და ორივე - ზემოხსენებული ბექაურები, რომლებმაც არც ახლა დაუთმეს ვინმეს პირველობა. ძალიან კარგად იჭიდავა და თავისი ტალანტი კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლაშა ბექაურმა, ვინც ზედიზედ მეორე ფინალი მოუგო რუს ნოვრუზ ნოვრუზოვს.

ნოვრუზოვის გარდა, ნიჭიერი ქართველი, ზოგადად, რუსების "სპეციალისტად" იქცა - ტულაში სამ რუსს აჯობა, ახლა - ორს. თან სულ სხვადასხვა ხალხს, ადრინდელიდან ნაცნობი მხოლოდ ნოვრუზოვი იყო. ბექაურმა 5 შეხვედრიდან სამში წმინდად იმარჯვა. ის ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში ლევან ფსუტურთან დამარცხდა, ვინც ტულაში პირველივე წრიდან გამოვარდა. ახლა მეოთხედფინალამდე კი მივიდა, მაგრამ სანუგეშოშიც პირველივე ორთაბრძოლა დათმო.

პოლონეთში მიხეილ ბექაურიც დამაჯერებელი იყო და ფინალში გადასასვლელ პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამარცხა არანაკლებ პერსპექტიული თანაგუნდელი მიხეილ კარიაული, ვისაც ტულაში ფინალში აჯობა. მოგვარისგან განსხვავებით, ეს ბექაური ქვეყნის ჩემპიონია.

რაკი მოგვარეებზე ჩამოვარდა სიტყვა, გეტყვით, რომ პირველ დღეს მედლისთვის სამი კაპანაძე იბრძოდა - ლუკა, გიორგი და საბა. ამათგან უმედლოდ მხოლოდ საბა დარჩა, თუმცა, როგორც გითხარით, დამამშვიდებლის ფინალში ისიც გავიდა და საბოლოოდ - მეხუთეზე. საინტერესოა, რომ ბექაურებიც და კაპანაძეებიც მხოლოდ მოგვარეები არიან ერთმანეთის.

პირველ დღეს ჩვენებიდან ყველაზე მეტად ბახბახაშვილმა ივაჟკაცა. ეს ბიჭი ქვეყნის მესამეპრიზიორია, მაგრამ ტულაშიც აჯობა ფავორიტებს და ახლაც. თუმცა საქმე მხოლოდ ოქროს მედალშიც არაა, ჭიდაობის ხარისხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ბახბახაშვილმა პოლონეთში ხუთივე პაექრობა ხომ იპონით მოიგო (თან ლამის ყველა შეხვედრა ისეთი ძლიერი ქვეყნების ფალავნებთან ჰქონდა, როგორიც იაპონია, საფრანგეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია), ფინალში ნამდვილი "ბახ-ბახ ილეთით" დაამარცხა იაპონელი რანტო კაცურა, ვინც "კაცურად" დაიჭირა მტკივნეულზე.

ერთადერთი წონა, სადაც ამ ორ ტურნირზე არაფერი დამაიმედებელი არ გვინახავს, 50 კილოგრამია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

natia
ყოველი სტატიის დაწერის დროს ჟურალისტებს ვთხოვ რომ წინასთარ შეამოწმონ იმფორმაციაა და შემდეგ გამოაქვეყნო ის, ამასთან სპრცმენებს არ უნდა დაეკანრგოთ შრომა და მიღწეული შედეგები. სვიანაძის შესახებ სტატიაში მოყვანილი იმფორმაციების უმეტესობა არასწორია. ბერლინისა და ტულის ტურნირი ერთმანეთისგან განსხვავდება. სვიანაძემ ბერლინში ხუთი შეხვედრა მოიგო.
adss
ჭელიძემ მოუგო სვიანაძეს? :DDD სვიანაძე ქვეყნის ჩემპიონია და ჩელიძეს მოუგო პინალი ზუსტად.ამას ისიც დაემატოს რომ სვიანაძემ ბერლინში მესამე აიგო.პოლონეთში ვინც ტვალს Dევნებდა მგონი ტრამვები აცუხებდა!აბდულაიევმა კიდე სვიანაძეს მტკივნეულიტ მოუგო და ჭელიძეს 2 ვაზარი დაშEმდეგ იპონი.ამასტან ისიც რომ ორ შიდოს უგებდა.სვიანაძემ ხელის ტრამვიტ მოიპოვა მედალი! ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ბერლინში გახლდათ
Lsd
ბოდიშის მოთხოვნით ავტორს. 1.სვიანაძე ქვეყნის ჩემპიონია. 2.პოლონეთამდე ბერლინის ჩემპიონატის პრიზიორი. დააზუსტეთ ხოლმე ინფო. ანუ იკონტაკტეთ მწვრთნელებთან და ფედერაციასთან
kote
ვამეხი ცდება როცა ამბობს რუსეტი არ იყო უძლიერესი შემადგენლობიტო დამისახელოს რომელი არ იყო პირველი ნომერი
kote
გვა
დავით
ადმინ, გთხოვ სტატია შეცვალეთ. ჭელიძეს არ მოუგია ქვეყნის პირველობა. სვიანაძემ მოიგო. სწორედ ჭელიძე დაამარცხა ფინალში. ვინ პირველი ნომერია და ვინ მეორე ეგეც საკითხავია.
ირაკლი
აბდულალიევი არ გამხდარა ჩემპიონი. ბაბაიანი გახდა ჩემპიონი
ვამეხი
მძიმე წონაში ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. ეს რუსეთის წარმომადგენელი რა დღეში გვაგდებს. და საერთოდ რუსეთის ნაკრები აქ სუსტი შემადგენლობით იყო და იმიტომ ავიღეთ ამდენი ოქრო
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]
თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა
"ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე"- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია
ბექაურს თბილისის გრანდ-სლემზე ვიხილავთ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!
დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარათონი ჩილეში სრულდება
საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საიმედო ცვლა მოდის
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ფინეთში ქართული ფინალი გაიმართება!
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ბექაურების ტრიუმფი ტულაში
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა იმარჯვა [VIDEO]
ბექაური თბილისის გრანდ სლემზე აღარ იასპარეზებს - განახლებული შემადგენლობა
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: კაუნასში სომხიშვილი დაასახელეს
მადრიდის ღია პირველობაზე ბექაური ოქროს, ახალკაცი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
U23. გრიგალაშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი კადეტებში: ქართველების სამი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
[VIDEO] რევანში შედგა - სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
ფესტივალი 2017: დიდი ძიუდოს პატარა რაინდები
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]