ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...

ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...

"ისეთები დაწერეს მაშინ ჩვენმა გაზეთებმა, ვეღარ გავუძელი"
უკრაინული ინტერნეტგამოცემა ua-football.com გვთავაზობს ალექსანდრე ჩივაძის ინტერვიუს დასკვნით ნაწილს. პირველი ნაწილის თარგმანს მკითხველი მანამდე გაეცნო და იქვე შეგპირდით, რომ ინტერვიუს სრულად ამ კვირის დასაწყისისთვის შემოგთავაზებდით...

იხილეთ პირველი ნაწილი:

- ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

გადაცმული ჩივაძე

- ქართველმა ჟურნალისტმა გოჩა თანდარაშვილმა გვითხრა, რომ ბოლო 36 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მხოლოდ ერთი დღესასწაულია - 13 მაისი, როცა "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო...

- მართალი უთქვამს, სამწუხაროდ, ასეა. ეგ არის, ჩვენ ზეიმი დავიწყეთ არა 13, არამედ 15 მაისს, როცა მოსკოვში ჩავფრინდით. დიუსელდორფში, სადაც ფინალი გაიმართა, არანაირი გართობა არ ყოფილა. ჩვენ მალევე უნდა გავფრენილიყავით ფრანკფურტში და მხოლოდ ამის შემდეგ - მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში. თბილისში პირდაპირი რეისი არ იყო. ჩაფრენამდე ნოდარ ახალკაცმა მითხრა, რომ საქართველოს "ცეკას" მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ჩარტერული თვითმფრინავი გამოგვიგზავნა.

"როცა შერემეტიევოში" ვიქნებით, გადაიტანეთ ბარგი და რამდენიმე საათში თბილისში გავფრინდებითო", - აგვიხსნა ნოდარმა.

ოღონდ მანამდე, როგორც ახალკაცმა გვითხრა, თასით ხალხში უნდა გავსულიყავით. თურმე, აეროპორტთან ათი ათასამდე მოსკოველი ქართველი გველოდებოდა... თბილისში კი მთელი ქალაქი დაგვხვდა. ჯერ ოფიციალურ პირებთან იყო მიღება, მე თასი საიმედო ხელს ჩავაბარე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. მთელი საათის განმავლობაში მისასალმებელი სიტყვები ისმოდა, მერე დავლიეთ თითო ბოკალი შამპანური და... ამ დროს შემოდის მინისტრის მოადგილე და თითქმის ყვირის - თასი წაიღეთ, მე არ ვარ პასუხისმგებელიო!

"საშა, წაიღე შინ" - დამავალა ახალკაცმა და ასეც მოვიქეცი - გადავიცვი და ისე გავიარე გულშემატკივრებს შორის, რომ ვერავინ მიცნო. დილას მივედი შინ. მშობლებს და ცოლს ვუსაყვედურე, ყველას დახვდნენ, მხოლოდ მე ვიყავი მარტო-მეთქი. დედამ ამიხსნა - აეროპორტში მივდიოდით, მაგრამ ყველა გზა გადაკეტილი იყოო. როგორც აღმოჩნდა, "გაის" ინსპექტორი არ უშვებდა. დედაჩემი ეუბნება ინსპექტორს - ჩივაძის დედა ვარო! კი მაგრამ, რამდენი დედა ჰყავს ჩივაძესო? როგორც ჩანს, ამით ბევრს უსარგებლია.

დედამ მითხრა, მესიამოვნა, მაგრამ გადარწმუნება არ მიცდია, შინ დავბრუნდითო...

კინაღამ ფინალი გამოვტოვე...

- იცით, რამ გამაკვირვა ყველაზე მეტად დიუსელდორფის ფინალის ყურებისას? იმან, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა რეაგირება არ მოახდინეს გერჰარდ ჰოპეს ცნობილ ჟესტზე...

- ჰოპეს გაუმართლა, რომ ჩვენ მისი ჟესტი ვერ შევამჩნიეთ (იცინის). ისე გამოვიდა, რომ რევანში მხოლოდ გატანილი გოლებითა და თამაშით ავიღეთ.

უნდა გითხრათ, რომ შეიძლებოდა, ფინალური მატჩი გამომეტოვებინა. თამაშამდე ერთი დღით ადრე ვარჯიში უკვე დასრულებული იყო, როცა მინდვრის კიდეზე ვესაუბრებოდი ვიღაცას და... ამ დროს სახეში ბურთი მომხვდა. დარტყმა ძალიან ძლიერი იყო, წამით გონებაც კი დავკარგე, სისხლდენა ვერაფრით შემიჩერეს... ჩვენი გუნდის ექიმმა ზაქარია თელიამ, გაანათლოს ღმერთმა მისი სული, მინდორზე დამაწვინა. სასტუმროში მოვედით და აღმოჩნდა, რომ ტემპერატურამ 40 გრადუსამდე ამიწია. წამლების მიღება არ შეიძლებოდა, დოპინგში ჩათვლიდნენ. სიცხე ხალხური საშუალებით დავიგდე - მაგარი ჩაი დავლიე. ბოლომდე მაინც ვერ მიშველეს და რჩებოდა რისკი, რომ ვერ შევძლებდი თამაშს...

ბოლოს ჟინის ხარჯზე ვითამაშე. ეს მდგომარეობა უფრო მანერვიულებდა, ვიდრე წინასამატჩო ემოციები. მართალია, 100 პროცენტით არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ თასი ჩვენ დაგვრჩებოდა, მაგრამ გამარჯვების რწმენა ნამდვილად გვქონდა. იქამდე ხომ გრანდები გვყავდა დამარცხებული - "ინტერი", "ნაპოლი", "ლივერპული"...

- ამ გამარჯვების შემდეგ თანდათან დაღმასვლა დაიწყო...

- სასწაულები არ ხდება. გუნდმა თავის პიკს მიაღწია და ასეთ დროს ჩავარდნა გარდაუვალია. გუნდზე ცუდად იმოქმედა ვიტალი დარასელიას დაღუპვამაც, ვერ მოიძებნენ ყიფიანისა და ხინჩაგაშვილის სრულფასოვანი შემცვლელები... მოკლედ, დაიწყო თაობათა ცვლა...

ბელგიასთან წაგებაში მსაჯი დაგვეხმარა!

- საშინაო არენაზე "დინამოს" მთავარი მეტოქე "არარატი" იყო?

- ჩვენს გულშემატკივრებს უნდოდათ, რომ ასე ყოფილიყო... საერთოდ, თბილისში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს. ასე რომ, ხალხისთვის ეს შეხვედრები განსაკუთრებული იყო.

მახსოვს, 70-იანი წლების შუახანებში ჩვენი გუნდის მძღოლად ერთი თბილისელი სომეხი მუშაობდა. მას ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ 1976 წლის თასის ფინალის წინ თქვა: ბიჭებო, მუდამ თქვენი ქომაგი ვარ, მაგრამ ახლა არაო. ვაწყენინეთ იმ კაცს: 3:0 მოვუგეთ "არარატს".

- ...და ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ თქვენთვის მეორე მუნდიალზე ითამაშეთ, ოღონდ მაშინ ისე ხშირად აღარ თამაშობდით, როგორც ადრე...

- 1986 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ ედუარდ მალოფეევის მწვრთნელობის დროს, ლას პალმასის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. გაზაფხულის დასაწყისში კლუბში დავბრუნდი. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ტრავმა მივიღე და თითქმის ორი თვე მოვუნდი აღდგენას.

- შეკრებების სპეციფიკამ ხომ არ იმოქმედა? ცოტა ხნის წინ ოლეგ კუზნეცოვმა ასეთი ისტორია მოჰყვა - "კანარებზე შეკრება კი არა, კურორტია, ჩაატარებ მატჩს და ისევ პლაჟზე წევხარ. რაღაც ტურნირი ვითამაშეთ და ვერც კი მოვიგეთ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ წარმატების ფუნდამენტს კი არ ვყრიდით, არამედ შვებულებას ვაგრძელებდით"...

- არ ვიცი, რამ მოახდინა გავლენა. სწორედ იმ ტურნირზე გავხდი საუკეთესო, რომელიც ოლეგმა გაიხსენა. მალოფეევის გადადგომაში ის თავადვე იყო დამნაშავე. მოსამზადებელი პერიოდისას ხშირად ვაგებდით, ეს მისთვის განზრახ არავის გაუკეთებია, ვიღაცამ გამოიგონა ეს ისტორია, რომელიც არ ყოფილა...

და მაინც, მაისის დასაწყისში, როცა თასების თასზე გამარჯვებული კიეველები, ჩერნობილის აფეთქების გამო, სამშობლოში კი არა, მოსკოვში დაბრუნდნენ, რეკავს ლობანოვსკი და მეუბნება, რომ ჩემი იმედი აქვს. ის მალოფეევის ადგილზე დანიშნეს.

მოსამზადებელი ციკლის ბოლო პერიოდში ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდი. ჩავფრინდით მექსიკაში და სასტარტო მატჩამდე ოთხი დღით ადრე ლობანოვსკი მეკითხება: შეძლებ თუ არა მთელი ძალით თამაშსო? დარწმუნებით ვუპასუხე, რომ შევძლებდი, მაგრამ თამაშამდე ტრავმამ თავი კიდევ შემახსენა. შინ დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ლობანოვსკიმ დარჩენაზე დამითანხმა. ჯგუფის სამ შეხვედრაში არ მითამაშია. ინდივიდუალურად დავრბოდი.

ბელგიელებთან მერვედფინალური მატჩის წინ ლობანოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა. ჩემთან მოდის ცხონებული კოტე მახარაძე და მეუბნება - ლობანოვსკიმ თქვა, ჩივაძე ითამაშებსო.

ძალიან გამიკვირდა. არადა, დილით ნიკიტა სიმონიანი შემოვიდა ჩემთან და მითხრა - ეს ჯგუფური ეტაპი აღარ არის, მერვედფინალია, წაგებული ვარდება და თამაშის დასაწყისში რომ დაიმტვრე, ტრაგედია იქნება, მზად ხარ, თადარიგში დარჩეო? ვუთხარი, რომ თუ საჭირო იქნებოდა, დავრჩებოდი. მითხრა, ცოტა კიდევ გამოჯანმრთელდები, დანიელები ესპანელებს მოუგებენ და მათთან მეოთხედფინალში ითამაშებო.

რა გამოვიდა? დანიას ლამის მარტომ მოუგო ბუტრაგენიომ, ჩვენ კი ბელგიასთან წაგებაში მსაჯი დაგვეხმარა. თამაშის შემდეგ ლობანოვსკი ცუდად გახდა, გასახდელში ექიმებმა მოიყვანეს გონზე...

გადადებული ქორწილი

- მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული უსიამოვნებები რომ გვერდზე გადავდოთ, კარიერაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვერ შევძელი თამაში. რა თქმა უნდა, იყო წინადადებები, მაგრამ ჩემნაირ ფეხბურთელს არავინ გაუშვებდა თუნდაც მხოლოდ იდეოლოგიური მოსაზრებების გამო. თუ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი და ნაკრების წევრი მიდის საზღვარგარეთ, გამოდის, რომ მას თავის ქვეყანაში თამაში არ აძლევს ხელს. მაშინ ამას არავინ დაუშვებდა.

- ბედის ირონიით, საბჭოთა ნაკრებში ბოლო მატჩი თბილისში ჩაატარეთ. შვედებთან 1:3 წაგების შემდეგ თქვენ წითელი ფორმით სათამაშოდ აღარ გასულხართ მოედანზე, 1987 წელს კი საერთოდ დაასრულეთ კარიერა...

- მაშინ ასეთი დრო იყო. პარტიულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თბილისის "დინამოში" სამწვრთნელო მუშაობაზე უნდა გამეკეთებინა კონცენტრაცია... იყო ნიუანსები, რაზეც ახლა არ ღირს ლაპარაკი, არ მინდა, ზოგიერთი გავანაწყენო... არადა, ლობანოვსკი მირეკავდა და დარჩენას მთხოვდა. მე ხომ მხოლოდ 32 წლის ვიყავი. მას ჩემი იმედი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე...

- როგორ შეეჩვიეთ აზრს, რომ აქტიური ფეხბურთელი აღარ იყავით?

- რთულად, ძალიან რთულად... თან პერიოდიც ძალიან რთული იყო. ოჯახი ბოლომდე დამიდგა გვერდით... მეუღლეს ყოველთვის ესმოდა ჩემი. 1981-ში დავქორწინდით, მანამდე ერთ ეზოში გავიზარდეთ...

ჩვენი ქორწილი წინასწარ დაინიშნა ჩემპიონატის ბოლო მატჩის დასრულებისთანავე. ამ დროს ნაკრებიდან მივიღე მოწვევა. ამერიკულ ტურნეში უნდა გვეთამაშა ბრაზილიისა და არგენტინის წინააღმდეგ. შინ 25 დეკემბერს დავბრუნდი. "დინამოს" შვებულება დამთავრებული ჰქონდა და ქორწილის დრო აღარ იყო. თუმცა ახალკაცს მაინც ვთხოვე - ცოლის მოყვანა მინდა-მეთქი. 3 იანვარს გვქონდა ქორწილი და შემდეგ, მთელი სამი დღით, წავედით საქორწინო მოგზაურობაში სოჭში, იქიდან კი პირდაპირ ლესელიძეში უნდა წავსულიყავი შეკრებაზე...

კარიერა რომ დავასრულე, პრაქტიკულად შევიცვალე ცხოვრების წესი. ფეხბურთელობისას თითქმის არ მქონდა თავისუფალი დრო. სულ ვმოგზაურობდით, მწვრთნელიც ყოველთვის გუნდთან ერთადაა, მაგრამ ეს ცოტა სხვა მომენტია...

ეს იყო საუკეთესო საშუალება, გვეთამაშა დიდ ფორუმზე...

- 1992 წელს თქვენ საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელი გახდით...

- ცუდია, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთს, არ მოგვცეს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება. ჩვენ კარგა ხანს მხოლოდ თამაშისთვის ვთამაშობდით. და სათამაშოც არავისთან იყო, რადგან ამხანაგური მატჩების კალენდარი კარგა ხნით ადრე დგებოდა. მეორე მხრივ, თითქმის ყველა ფეხბურთელი თვალწინ მყავდა, საზღვარგარეთ მხოლოდ კახა ცხადაძე და თემურ ქეცბაია თამაშობდნენ...

- ახრიკ ცვეიბას თუ დაუძახეთ კიევის "დინამოდან"?

- არა, მაშინ ის "ესენგეს" ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ახრიკს დიდ პატივს ვცემ. ის მოსკოვში ცხოვრობს, ხშირად ჩამოდის თბილისში. როცა ვხვდებით, კარგად ვსაუბრობთ...

- ...და პირველი შესარჩევი ციკლი...

- შეიძლება, ჩვენ საუკეთესო შესარჩევი ციკლიც კი ჩავატარეთ. ორჯერ მოვუგეთ უელსს, შინ ვძლიეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალისტს, ძალიან ძლიერ ბულგარეთს, ჩვენ შეგვეძლო პლეი ოფში გასვლა, რომ არა - საშინაო მარცხი მოლდოვასთან...

საწყენია, რადგან ეს ჩვენთვის საუკეთესო საშუალება იყო, დიდ ფორუმზე გვეთამაშა. მერეც გვყავდა კარგი გუნდები, მაგალითად, როცა კახა კალაძე "მილანში" თამაშობდა, ლევან კობიაშვილი "შალკეში", ლევან ცქიტიშვილი და ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგში", მაგრამ... ბედი არ იყო.

ახლა დიდ ტურნირზე მოხვედრა უფრო ძნელია, სადღა გვყავს ტოპ-ჩემპიონატებში ამხელა წარმომადგენლობა?!.

ნაკრებიდან წნეხის გამო წავედი...

- თქვენი პირველი ყოფნა ნაკრებში ინგლისთან თბილისური წაგებით დასრულდა. თუ არ ვცდები, პოსტი ტრიბუნებიდან გადაჭარბებული ობსტრუქციის გამო დატოვეთ...

- არა, მედიისგან წამოსული წნეხის გამო. ისეთები დაწერეს მაშინ ჩვენმა გაზეთებმა, ვეღარ გავუძელი.

ახლა ჩვენს გუნდს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. სერბეთთან წაგების შემდეგ თქვა - ნახეთ, სერბები რა კლუბებში თამაშობენ და სად - ქართველებიო. მაშინ, 1996 წლის ნოემბერში, მე რა უნდა მეთქვა ინგლისის ნაკრების ფონზე (იცინის)?

- ამის შემდეგ ჟურნალისტებზე გაბრაზდით?

- არა, ბევრი კრიტიკოსი შემდეგ მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ არ იყვნენ მართლები.

- საქართველოში კაცის სიტყვა კანონია?

- გააჩნია. ჩვენთან ქალსაც არ აქვს ნაკლები წონა. უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენთან პატრიარქატი არ არის. ჩემს ოჯახში სწორედ ასეა. ალბათ, ამიტომაც ვცხოვრობ ასე ბედნიერად თითქმის 40 წელიწადი მზიასთან ერთად. გვყავს ორი ვაჟი, გოგონა, ოთხი შვილიშვილი... ყველა ახლოს ცხოვრობს, ერთმანეთს ყოველდღე ვხედავთ...

- საკუთარი სახლი გაქვთ?

- გვაქვს აგარაკი, ისე კი, მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობთ... ზაფხული ახლოვდება და მალე ყველანი აგარაკზე ვიქნებით. დიდი ბედნიერებაა, როცა ერთად ვიკრიბებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Auee

djer erti chivadze ar iyo centraluri mcveli is iyo libero anu tavisufali mcveli magitomac sheedzlo egre tavisuflad wasuliyo shetevashi da tan etamasha dazgveveze mcvelebis ...libero ukve gaqra egre mashinac ki tamashobda lobanovski da evropis umetesoba ukve totalur fexburtze iyo aqcenti....spartaks yavda xidiatulini kievi egre ar tamashobda ese igi sssr lobanavskis dros da tvit chivadze yvelaze warmatebulad Chediam chaanacvla ....ase rom chamorchenebi mashinac gvqonda 5-7 wlit da axla ki 50-70 wlit chamovrchit aq iyo statia gorel mwvrtnelze romelmac tqva simartle daingra sssr-s droindeli sistema mashindeli inerciit iyvnen arveladzeebi kinkladze da sxvebi imave inerciis bolo nayofebi iyvnen kaladze kobiashvili xizana deme da vsio matarabeli gacherda samudamod ...ai awi unda daiwyon ara nolidan aramed minusebidan ...

• ზურა

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ქართულმა ფეხბურთმა ცოტა ხანი ინერციით იცოცხლა და მიიცვალა. დღეს რამე სერიოზულზე ფიქრიც ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ჩვენ ვერ მოვესწრებით რამის მოგებას კი არა ჯგუფიდან გასვლასაც კი. თავს ნუ იწუხებთ და ნერვებს ნუ იშლით უქომაგეთ რაგბის და კალათბურთის ნაკრებებს

• data

40 წლის სტაჟი მაქვს გულშემატკივრობის. არ გამიცდენია არც ერთი დიდი ტურნირი თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩივაძის დონის ცენტრალური მცველი არ ყოფილა ამ პერიოდში

• კახა ქირია

მე პირადად თვით ბეკენბაუერსაც კი შევადარებდი,ოღონდ ეგ არ ვიცი იუმორის გრძნობა ისეთივე აქვს,როგორც საშას.და ასეთ კაცს მაგარი გაცილება არ ეკუთვნოდა.ეჰ,სუფრაზე იცოცხლე მაგრები ვართ

• merabi

მცველი რომელიც მინდორზე წაკცეული არმინახავს კარგად მახსოვს მისი სჰეცდომასაბჰოტა ნაკრების სჰემადგენლიბასჰი რომელიც გოლის გატანიტ მასჰინვე გამოასწორა ეხლაც მახსოვს რუსი კომენტატორის, სიტყვები მალადეც კაპიტან.

• giorgi

საშა ცუდსა რად უნდა მტერობა , კარგია მუდამ მტრიანი...ერთი კარგი ქართველი რომ გამოგვერევა, უნდა დავჯიჯგნოთ როგორც ყვავები ვესევით, ასე რომ გულს ნი გაიტეხ მეგობარო!

• murtalo

თბილისი "დინამოს" რაც მახსოვს შოთა იამანიძიდან ყოველთვის ღირსეული კაპიტანი ჰყავდა. მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ბატონი საშა, რომელმაც უნაკლოდ განაგრძო ტრადიცია და ბევრი სიხარულიც მოგვანიჭა გულშემატკივრებს. იდღეგრძელეთ და გაიხარეთ დიდო კაპიტანო!

• Alex.F.

ოქროს თაობის ოქროს კაპიტანი!დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო საშა!

• Bavaria

ყიფიანი ხომ გენიოსი იყო, გუცაევი და შენგელია განუმეორებლები, დარასელია ნამდვილი მოვლენა იყო, მაგრამ იმ თაობის დინამოში ჩემი ფავორიტი ჩივაძე იყო. პოზიციურად ასეთი ძლიერი ცენტრალური მცველი მე არ მინახავს

• სოსო

ი9მ წელს საშა სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.სეზონის დაწყების წინ ამხანაგურში შეხვდნენ მოსკოვის სპარტაკს.მთელი თამაში საშა ფაქტიურად არ გაქცეულა,წამოვიდოდა მეტოქე ბურთით,საშა ელოდა გაჩერებული,მერე გადადგავდა ერთ ნაბიჯს და ბურთი მისი იყო.თან მთელი თამაში ასე გაგრძელდა.ასეთი რამე აღარც ცხადში მინახია,აღარც სიზმარში და აღარც ტელევიზორში.სასწაულ ფორმაში იყო. მწვრთნელობაში კი ინგლისთან წაგება არ აპატიეს,ჩივაძე და ყიფიანი კი ის ხალხი იყვნენ,ვინც კარიერაში მაყურებელს კერპად ჰყავდა და შეურაცხყოფას ვერ აიტანდნენ.ის ამას არასოდეს აღიარებს და მაყურებელს არ აკადრებს,მაგრამ რაც მაშინ ზოგიერთმა მაყურებელმა და ჟურნალისტმა აკადრა,ამის ატანა ვერ შეძლო.მე მისი ძალიან კარგად მესმის,მით უმეტეს,რომ ეს ყველაფერი დაუმსახურებელი იყო და მას შემდეგ უფრო დიდ პატივს ვცემ,თუმცა რაღა უფრო დიდს,მას ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და ახლაც ასეა.

• temuti

მადლობა საშა ჩივაძეს და მისი თაობის ყველა დინამოელს იმ უდიდესი სიხარულისა და სიმაყისათვის რაც მათ მთელ ერს და ქვეყანას ასე უანგაროდ და თავგანწირვით მიუძღვნეს!

• დათო

ეჰ რა ქვეყანა იყო და რა გუნდი და რა ბიჭები გვყავდა. წავიდა ქვეყანა წავიდა გუნდი.

• giga

საშა ანუ ფეხბურთის პროფესორი. კი, საშა ფეხბურთის პროფესორია.მას შემთხვევით არ უწოდეს ეს სახელი.

• gizog

მე ძალიან მინდა, რომ საშამ დიდხანს იცოცხლოს, რომ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს შეხება ჰქონდეთ ქართული ფეხბურთის ლეგენდასთან. მაგრამ მინდა, რომ აღვნიშნო ზოგიერთი ჟურნალისტის და განსაკუთრებით გულშემატკივრის მოუზომელი და რამის შეურაცხმყოფელი გამოთქმები მართლაც სასახელო ვეტერნების შესახებ ცუდად აისახება მათ ჯანმრთველობაზე.მასხსოვს ნაკრების მწვრთნელობიდან წასვლის შემდეგ გულზე მკურნალობა დასჭირდა საშას. თვით დიდებული ყიფიანისთვისაც კი რამდენჯერ გვიტკენია გული. სამწუხაროდ საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში გაჩენილმა თითქმის ყველა სფეროში დაპირისპირებებმა ბოლო მოუღო ქართველთა შორის ურთიერთსიყვარულს და თანადგომას.

• tngh-ს

ხო მარა იმ შემადგენლობით მეტი შეიძლებოდა საშა, რომ დიდია ამაზე ორი აზრი არაა მარა ნაკრების პირველ თაობას ძლიერი უცხოელი მწვრთნელი უნდოდა მაშინ იყო საჭირო ტოპმიოლერი და კუპერი თორემ მერე როცა ყავდათ მაშინ აზრი არ ქონდა.

• miriani

მაშინ სხვა მოთხოვნები იყო, მოგება იტალიასთან, ინგლისთან და გერმანიასთან ...ყველანი გამოუცდელები იყვნენ ჟურნალისტებიც სპორტსმენებიც და გულშემატკივრებიც, მახსოვს სარბიელის ჟურნალისტი წერდა გერმანიასთან გოლი რო გავიტანეთ გერმანელები ცერცვის მარცვლებივით იყვნენ დაბნეულებიო... მოლდოვასთან ნისლში წაგების მერე კი ერთერთი წერდა : დაარტყეს ქართველებმა ბურთი არ ჩანს ნისლში და გაისმა ზელზე მოხვედრის ხმა, მსაჯმა ყოველიშემთხვევისათვის დანიშნა დარტყმა კარიდან !

• tengocie

რატომ არავინ არ იხსენებს იმ ფაქტს რომ დინამომ 81წელს თასის მოგების მერე, შემდეგ სეზონში 82წელს გავიდა თასების თასის ნახევარფინალში. ისე ჩივაძის საუკეთესო თამაში(ჩემი აზრით) იყო ვესტ ჰემ იუნაიტედთან გასვლაზე ჩატარებული შეხვედრა.

• kika

სანამ ცოცხალია ასეთი ლეგენდა არავინ აფასებს სათანადოდ, მერე კი ღმერთად გამოაცხადებენ. ესაა ჩვენი წესი სამწუხაროდ.

• tngh

საქართველოს ნაკრებს საუკეტესო შედეგი ადგილითაც და სტატისტიკითაც ბ-ნი ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობით აქვს მიღწეული. ის, რომ თბილისის "დინამოს" ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა (ნაკრებს არ ვთვლი) ყველამ იცის. ამიტომ არის იგი ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა!!!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს

PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ის დღეები... დღეს კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, ცო­ტა რომ ამი­რე­ვია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ახრიკ ცვეიბას ისტორიები ჩელებაძეზე: რეზო ფიქრობდა, თბილისში ჩავალ, "ვოლგას" მაჩუქებენ და ხელისგულზე მატარებენო, მაგრამ...

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

35 წელი დიდი გამარჯვებიდან - ცხადსა და სიზმარში ნანახი [VIDEO]

ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

TimeLine: თქვენი სახელი? მესი, ფეხბურთელი ვარ

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი

ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა