"მნიშვნელობა არა აქვს, "დინამო" გავა თუ "ქუთაისი", მთავარია ევროპულ კლუბებთან თამაშში შევაფასოთ, რა დონეზე ვართ..."
საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით განვლო თბილისის "დინამომ", რომელმაც სუპერლიგაში 34-დან 31 მატჩი მოიგო. ნახევარფინალში "რუსთავს" აჯობა, ხოლო ფინალში - "ქუთაისს". ორივე შემთხვევაში სერია 3:0 მოიგო.

- სუპერლიგა 2016/17. ფინალი: "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]

როგორ მოახერხა ასე სტაბილურად მატჩუხვი სეზონის ჩატარება? ამ კითხვით ვესტუმრეთ გუნდის მთავარ წვრთნელ ირაკლი ხოშტარიას "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე.

- გუნდის წარმატება-წარუმატებლობას მნიშვნელოვნად განაპირობებს სელექცია. წინასწარ რთულია ყველაფერი ზედმიწევნით გათვალო, მაგრამ თუ შემადგენლობას სწორად შეარჩევ, წარმატების შანსიც მატულობს. ჩემპიონის გადასახედიდან ჩანს, რომ სელექცია კარგად ჩავატარეთ. თუმცა სეზონის დასაწყისშიც დარწმუნებულნი ვიყავით - სწორედ ის შემადგენლობა შევკრიბეთ, წარმატებას რომ მოგვიტანდა.

- განაცხადში 11 კალათბურთელი გყავდათ. მეთორმეტისთვის ადგილი შენახული გქონდათ, მაგრამ არ დაგიმატებიათ.

- სეზონის დასაწყისში ორი ამერიკელი კალათბურთელი ჩამოვიყვანეთ, თუმცა არცერთი დავტოვეთ. ჩავთვალეთ, რომ ჩვენს სისტემას ვერ მოერგებოდნენ. იანვარში რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით. თუ ჩამოვიყვანდით, მაღალი კლასის ლეგიონერი გვსურდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, კარგი კალათბურთელები შუა სეზონში უკლუბოდ იშვიათად არიან.

გადავწყვიტეთ, სეზონი ჩვენს ხელთ არსებული რესურსით ჩაგვემთავრებინა, რადგან შემოდგომის მატჩებმა დაგვანახა, რომ წარმატების მიღწევა ამ შემადგენლობითაც შეიძლებოდა.

- მოთამაშეთა შერჩევისას რას აქცევთ დიდ ყურადღებას?

- ყოველთვის ვცდილობ, კონტრაქტის გაფორმებამდე გავიგო რა ხასიათისაა, რამდენად პროფესიონალურად ეკიდება საქმეს და ა.შ. მწვრთნელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კალათბურთელი მის მოთხოვნებს კარგად გაიაზრებს და დასახულ გეგმას ბოლომდე მიჰყვება.

დეონტა ვონის შესახებ მანამდეც ვიცოდი და ჩამოყვანის წინ კიდევ უკეთ შევისწავლე. ვიცოდით ვინც მოგვყავდა და მისგან სწორედ ის მივიღეთ, რასაც ველოდით. მან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს გაჩემპიონებაში.

- ვონი საქართველოში მეორე სეზონს ატარებდა, მარავიჩი პირველად იყო...

- მასზე ვიდრე ინფორმაცია სრულყოფილად არ შევაგროვეთ, კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მარავიჩმა გაგვიმართლა, ჩვენს სქემებს კარგად მოერგო.

- დინამოში პირველ სეზონს ატარებდა ლევან ფაცაციაც...

- მის შესაძლებლობებში ეჭვი თავიდანვე არ მეპარებოდა. ფაცაციას მაღალი ხარისხის თამაში ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. მან დიდი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში. "დინამოში" აქამდეც თამაშობდა მიხეილ ჭოჭუა. კარგად ვიცნობდით და ვიცოდით, ვის ვიმატებდით. ახალგაზრდა ლევან გრძელიძეც ძალიან სასარგებლო იყო და უფრო მეტიც შეუძლია...

ასევე გვყავდა ახალწვეულები გიორგი რევაზაშვილი, ნიკა ღურწკაია. თავისი საქმე მათაც კარგად შეასრულეს. სეზონის დასაწყისშიც ვუთხარი, რომ გუნდში ყველას თავისი როლი ექნებოდა, ამავე დროს უნდა ყოფილიყვნენ ლიდერები, რომლებზეც თამაში აეწყობოდა. თუმცა პრივილეგირებული არავინ იქნებოდა, არც სასტარტო და არც სათადარიგო.

- შარშანდელი სეზონის შემდეგ "დინამოში" დარჩნენ ზურაბ მაჩალაძე, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე და ნოდარ გოგოძე.

- 2015-16 წლების სეზონში მიხეილ ბერიშვილს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ტრავმებმა შეუშალა ხელი. თუმცა იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სეზონისთვის შევითანხმეთ. იგი შესანიშნავი პიროვნებაა და გუნდის ძირითადი ბირთვის ნაწილიც იყო. ვფიქრობ, მას და ილია ლონდარიძეს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდათ.

ილია გუნდს კაპიტნად შემთხვევით არ აურჩევია, მებრძოლი ადამიანია, ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. გუნდთან ერთად სტაბილური სეზონი ჰქონდა, მაგრამ, ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო სტაბილური იქნება.

ისევე როგორც ყველა კალათბურთელს, ზურა მაჩალაძესაც თავისი კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა და მისი გარჯითაც კმაყოფილი ვარ.

- ნოდარ გოგოძე სეზონის ბოლოს ტრავმამ შეაწუხა...

- მხარი ჰქონდა ნატკენი. ფინალებისთვის მოკლე ვადებში მოახერხა ძალების აღდგენა. საბოლოოდ ფინალურ სერიაშიც საკმარისად დაგვეხმარა. ნოდარს დიდი პერსპექტივა აქვს და ბევრი შრომის შედეგად მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლია.

- მხოლოდ სელექცია საკმარისი არ არის სეზონის ერთ დონეზე, სერიოზული ჩავარდნის გარეშე ჩასამთავრებლად.

- გუნდში გამოცდილი კალათბურთელები გვყავდა. ამასთან, მეც ბევრი ვისწავლე. შარშან საქართველოს ნაკრების შტაბში მუშაობამ ბევრი შემძინა. მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. იყო ხარვეზები, თუმცა მთავარია, დროულად დაინახო და გამოასწორო.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ჩანაფიქრი, რაც თავიდან მქონდა, კალათბურთელებამდე კარგად მიმეტანა, შემდეგ კი სრულყოფილად განგვეხორციელებინა მოედანზე. სეზონის ბოლოს გამოჩნდა, რომ ეს შევძელით, თუმცა სეზონის დასაწყისში მოგებათა სერია რომ გაგრძელდა, გაჩნდა სურვილი, კიდევ უფრო განგვევრცო, რამაც იმ გზიდან ოდნავ გადახვევა გამოიწვია, რომელსაც სეზონის დასაწყისში ვადექით. მოგებებმა შეიძლება ზოგჯერ დათვური სამსახურიც გაგიწიოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, მალევე დავუბრუნდით სწორ გზას.

- როგორი იყო ფინალური სერია ირაკლი ხოშტარიას თვალით?

- შესაძლოა, გარედან იოლი გამოჩნდა. რეალურად კი ფინალი არასოდესაა იოლი. სერიის პირველი მატჩი განსაკუთრებით მძიმე იყო. ვერ ვუჩვენეთ ის თამაში, საითაც მთელი სეზონის განმავლობაში მივდიოდით. თუმცა კალათბურთელებსაც ავუხსენი - ეს ფინალებია, ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც დავგეგმავთ, მაგრამ თუ ჩვენს გზას არ გადავუხვევთ, დღეს თუ არა, ხვალ შედეგი გვექნება-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში ბევრი არაფერი გამოგვივიდა, დავინახე, რომ სერიის მოგება შეიძლებოდა. სასიამოვნოა, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა.

- ბოლო დროს გუნდების ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ევროსარბიელზე გასვლას დიდი ხანია ვერავინ ახერხებს. რას აპირებს "დინამო"?

- სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან კარგია, კლუბებს გაუჩნდათ სტაბილურობის განცდა, იციან, რომ არ დაიშლებიან და იარსებებენ. მაგრამ ეს თანხა საკმარისია მხოლოდ საარსებოდ, განვითარებისთვის კი აუცილებელია ევროსარბიელზე გასვლა.

მნიშვნელობა არა აქვს, "დინამო" გავა თუ "ქუთაისი", მთავარია ევროპულ კლუბებთან თამაშში შევაფასოთ რა დონეზე არიან კალათბურთელები, რა დონეზე ვართ მწვრთნელები... მივიღებთ გამოცდილებას, რომელიც სუპერლიგაშიც გამოგვადგება და ნაკრებშიც. მხოლოდ შიდა ჩემპიონატში თამაშით ერთ ადგილს ვტკეპნით...

- ფინალურ სერიას დაესწრო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. ასისტენტებსაც შეგხვდათ...

- "ქუთაისთან" მეორე მატჩის შემდეგ შევხვდით და ხანგრძლივად ვისაუბრეთ. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქუთაისში ვერ ჩამოვიდა. თუმცა მისი საქართველოში ვიზიტი მაინც მნიშვნელოვანი იყო.

ვისაუბრეთ შემადგენლობაზე, სუპერლიგის კალათბურთელებზე, სამომავლო გეგმებზე. გამაცნო თავისი მონახაზი და ივლისის შუა რიცხვებიდან უკვე საქმეს უნდა შევუდგეთ. მოთამაშეები თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, შემდეგ კი სლოვენიაში შეკრებაზე გავემგზავრებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Bobo
Qutaisels - jer erti romel kerdzo damfinansebels naxav , meorec erti im kerdzo damfinansebels ra mere imit rom evro sarbielze gaxval da shedegi mas noli. Momgebiani araa matvis es yvelaferi da arc aravin chagidebs fuls
არგო
უძაღლო ლიგაში კათები ჰყეფენ. რაის ხოშტარია და რაის ჩემპიონობა რამოდენიმე წლის წინანდელს გადახედეთ და გაიგებთ ახლა რატომ დინამო ჩემპიონი. არმია,შსს დაშალეს და დააბრუნეს ისევ ის 90 იანების ნაგავი მდგომარეობა როცა ერთი და იგივე სახეები ბზუოდნენ და იგებდნენ და შედეგი არაფერი. სად ერეკლე და სად ..... შეადარეთ ან ბაგაცკისი და ან კეცელიდისი ამათ . ცოდნა უნდა და სწავლა ყველაფერს და არა ჩავარდნილ დაქცეულ მდგომაორებაში მყოფ ლიგაში სხვებზე მეტი ბიუჯეტის გამო ჩემპიონობა და მერე პროფესორობა თუ რატომ მოიგეს. რა სელექცია რის სელექცია :))))))))))
quTaiseli
ევროსარბიელზე რო ითამაშო ფულიანი მეპატრონეა საჭირო.ხოლო სხვისი ხელის შემყურე ვერაფერს მიაღწევ. ყველამ კერძო დაფინანსება უნდა მოძებნოს ესარი ერთადერთი გამოსავალი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
თსუ-მ და ქუთაისმა ნახევარფინალური სერიები გამარჯვებით დაიწყეს
ზესტაფონის "მარგვეთმა" გორში "ივერიონი" ბოლო წუთებზე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა 2016/17. IX ტური: "რუსთავის" ზედიზედ მეორე ოვერტაიმი, "დინამოს" მეცხრე მოგება
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
სუპერლიგა 2015-16. V ტური: ჩარლი ლიმ სეზონის რეკორდი დაამყარა
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
სუპერლიგა 2016/17. ფინალი: "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ბათუმს" ლიდერის არყოფნა დაეტყო
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა
სუპერლიგა 2016-17. XXI ტური: "დინამოს" შედეგიანი ეპილოგი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]