ახალდაწყებულ სუპერლიგის გათამაშებაში აუტსაიდერი გამოიკვეთა. ჯერ ადრეა ამ სტატუსის რომელიმე გუნდზე მინიჭება, თუმცა სამიდან 3 მარცხი რომ მიმდინარე სეზონში ყველა გუნდზე უარესი შედეგია, ფაქტია. ცხრილში ერთადერთი გუნდი, რომელსაც სამივე შეხვედრა წაგებული აქვს, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსია”, რომელმაც მორიგი მარცხი სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ, თუმც ტრავმებით დასუსტებულ “ოლიმპთან” იწვნია.

დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” სოლიდური ამბიციის გუნდია და ამის საფუძველს მას საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა აძლევს. სასტარტო ხუთეულის 3 ტრავმირებული მოთამაშიდან ოლიმპელებს “კაკტუსთან” კახა ჯინჭარაძე დაუბრუნდათ, ხოლო ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გივი ბაქრაძე, ასევე ამერიკელი გამთამაშებელი კენდრიკ ტომპსონი კვლავ იძულებით ისვენებენ.

მიუხედავად ამისა, "ოლიმპს" არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება. 4 ქულით წაგებული პირველი ნახევრიდან როგავამ სათანადო დასკვნები გამოიტანა და დიდი შესვენებიდან დაბრუნებული მისი გაწვრთნილი “ოლიმპი” სულ სხვაგვარად, შედეგიანად ათამაშდა. სრული დატვირთვით ვერ თამაშობდა ტრავმამოშუშებული ჯინჭარაძე, თუმცა მისი დახმარება ოლიმპელებს დიდად წაადგათ მესამე პერიოდში, რომელიც გარდამტეხი გამოდგა. ათწუთეული როგავას გუნდმა 26:13 მოიგო და ბოლო მეოთხედში მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა.

ჩინებულად ითამაშა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ოლიმპელმა წევრმა, ილია ლონდარიძემ, რომელმაც მეურვეს აჯობა და ამით თავის გუნდს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. საბოლოოდ ოლიმპმა 15 ქულით – 71:56 იმარჯვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეში “მეგას” შეუერთდა. ლონდარიძე სტატისტიკითაც საუკეთესო იყო – 17 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი. კიდევ ორმა ოლიმპის მოთამაშემ გაიფორმა ორმაგი დუბლი: ლუკა კალატოზიშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბუნდუ აბდულაიმ კი 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. კახა ჯინჭარაძემ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. კაკტუსში 18 ქულა რიკი მედისონის ანგარიშზეა, ანდრე ფოქსმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

მე-3 ტურის ბოლო 2 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 31 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: gbf

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
ილია ლონდარიძე - "ღიმილის ბიჭი" [VIDEO]
3-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებელი და 24 ქულა
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]