საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმს IWF-ის საარჩევნო კონგრესზე დელეგატთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი
ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ეს ამბავი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის - IWF-ის საარჩევნო კონგრესზე მოხდა, სადაც ქართველ ექიმს დელეგატთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი - 77 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კახაბრიშვილი უკვე არის ევროპის სამედიცინო კომიტეტის წევრი. თავად კახაბრიშვილის თქმით, ამ არჩევაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა და მისმა ავტორიტეტმა. აგრეთვე - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ყიფშიძემ, ვინც ფედერაციაში საგარეო ურთიერთობებს კურირებს. კახაბრიშვილი მათთან ერთად ამ ყველაფრისთვის საკუთარი გუნდის ექიმებსაც ემადლიერება.

მსგავსი კონგრესები ყოველთვის ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს, თუმცა ამჯერად კონგრესზე, ზოგადი საკითხების გარდა, კონკრეტულად ჩვენთვის საინტერესო მოვლენებიც ვითარდებოდა. საქმე ისაა, რომ აღმასკომის წევრად კენჭს თავად კახიაშვილიც იყრიდა, თუმცა საბოლოოდ, საერთაშორისო ფედერაციის ელიტასთან შეთანხმებით, კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ ამით აღმასკომში მისი შესვლის საკითხი მხოლოდ დროებით გადაიდო - ორი კვირის შემდეგ, ტოკიოში გასამართავ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე. ეს საკითხი საბოლოოდ სწორედ იქ გაირკვევა.

კენჭს იყრიდა ყიფშიძეც, უკვე - მეორედ, და წინა არჩევნებთან შედარებით, ამჯერად მეტი ხმაც მიიღო, თუმცა სასურველ კომიტეტში მაინც ვერ შევიდა.

კახიაშვილმა კანდიდატურა კი მოხსნა, თუმცა საარჩევნო კულუარულ ბატალიებში მაინც აქტიურად იყო ჩართული. ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ღიად უჭერდა მხარს ჩვენი ფედერაციის გენერალურ სპონსორ rompetrol-ის ხელმძღვანელ ჟანატ ტუსუმბეკოვს. კახიაშვილის ავტორიტეტმა და მისმა პირადმა კონტაქტებმა აქაც გაჭრა - ტუსუმბეკოვი საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

დიდი ბრძოლა გაიმართა IWF-ის პრეზიდენტის პოსტისთვისაც, სადაც თავდაპირველად 7 კანდიდატი ჩაება, მაგრამ ძირითადი ბრძოლა ორ მათგანს შორის გაიმართა. საბოლოოდ მოქმედმა პრეზიდენტმა ტამაშ აიანიმ დამაჯერებლად აჯობა ევროპული ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ურსოს: აიანიმ 86 ხმა მიიღო, მის კონკურენტს კი 61-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. ამდენად, აიანი, ვინც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს IWF-ს, კიდევ 4 წლით დარჩება სათავეში.

კონგრესზე ჩვენმა დელეგაციამ სხვა მხრივაც მიაღწია ხელშესახებ წარმატებებს: ყიფშიძემ საქმიანი მოლაპარაკებები გამართა სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ბევრი მათგანი დაითანხმა საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი შეკრების გამართვაზე. ცხადია, სტუმრების გარდა, ასეთი ფაქტი მასპინძლებსაც დიდად წაადგებათ და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ძალოსნობის კიდევ უფრო მეტ პოპულარობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა