8 მაისს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა აღმასკომის წევრებს განსახილველად რამდენიმე საკითხი წარუდგინა, რომელთა შორისაც იყო ქალთა ნაკრების კაპიტნის, თათია ლორთქიფანიძის ბრალდებები ძალოსნობის ფედერაციისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მიმართ.

კახი კახიაშვილმა აღმასკომის წევრების წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენა დეტალურად თათია ლორთქიფანიძის ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებში არდაყენების საკითხი, რის შემდეგაც აღმასკომის წევრების წინაშე თემურ ჯანჯღავაც წარდგა.

ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ უარყო მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და დამსწრეთ დეტალურად უამბო თათია ლორთქიფანიძის მხრიდან დაწყებული პრობლემების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თათია გამუდმებით, სხვადასხვა მიზეზის გამო აცდენდა ნაკრების შეკრებებს.

სიტყვა გადაეცა აღმასკომის ყველა წევრს და ბათუმში აღნიშნულ თემაზე გამართული აღმასკომის მსგავსად, ამჯერადაც აღმასკომის ყველა წევრი ერთსულოვანი იყო და თემურ ჯანღავას გადაწყვეტილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ყველა წევრის მოსმენის შემდეგ აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა ინტენსიურ რეჟიმში გაესაუბრება დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე, ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც სანაკრებო შეკრებების პერიოდში თვალს ადევნებდნენ გუნდის ვარჯიშს, სავარჯიშო პირობებს, ასევე, მწვრთნელისა და სპორტსმენის ურთიერთობებს.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის და შესაბამის ორგანოებს დოკუმენტურ პასუხებს გასცემენ.

რაც შეეხება თათია ლორთქიფანიძის ნაკრებში დარჩენის საკითხს, სხდომის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ლორთქიფანიძე დაიცავს დისციპლინას და შეკრებებზე გამოცხადდება, მას კვლავ ექნება ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლება.

კახი კახიაშვილის განცხადებით, ფედერაცია კვლავ დაიცავს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რაზეც დგას ქართული ძალოსნობა. ფედერაციის უმთავრესი ღირებულება დისციპლინასა და იმ წესების დაცვას ეფუძნება, რომელიც აკრძალულ პრეპარატებზე უარის თქმას ნიშნავს. აღნიშნულ წესებს უნდა დაემორჩილოს ნაკრების ყველა წევრი, მათ შორის, თათია ლორთქიფანიძეც.

დღის წესრიგში ასევე იყო საქრთველოში 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი. აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებით, ფედერაცია თანახმაა, მიიღოს და მაღალ დონეზე უმასპინძლოს სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატს.

დღის წესრიგით განიხილეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების, ლაშა ტალახაძისა და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონიის გამართვის საკითხიც, რომელსაც 20 მაისს ქობულეთი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) პრეზიდენტი ტომაშ აიანი დაესწრება და სწორედ ქობულეთში განიხილება საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხიც.

კიდევ ერთი თემა ევროპის ფედერაციის პოსტზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის კანდიდატურის წარდგენას ეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამსწრეთ წარედგინათ სამი ვარიანტი:

1. ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის დაყენება და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ფედერაციის პოსტის შენარჩუნება.

2. ევროპის ფედერაციის პოსტზე კანდიდატურის დაყენება და საქართველოს ეროვნული ფედერაციიდან წასვლა.

3. ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის დაყენებაზე უარის თქმა და საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, კახიაშვილმა ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობაზე განაცხადი უნდა წარადგინოს და ამავდროულად, საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა გააგრძელოს.

U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ბოლო გაჩერება ძალოსნობა - ინტერვიუ თათია ლორთქიფანიძესთან
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ევროპა თბილისში - ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია!
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა