"ქართველები მაგარი ძიუდოისტები არიან, კარგი პირობები აქვთ და დიდებული ქვეყანაა - ყველაფრით კმაყოფილი ვარ"

ფოტოზე: ლუჩილა ძაპა და მზია ბებოშვილი გორის დარბაზში

ლუჩილა ძაპას შესახებ სპორტის ქართველმა გულშემატკივრებმა ცოტა ხნის წინათ შეიტყვეს. ეს იტალიელი ძიუდოისტი გოგონა საქართველოს მოქალაქე გახდა და სავარჯიშოდ ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდა.

25 წლის ძაპა 52 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მისი ყველაზე დიდი მიღწევა 23-წლამდელთა შორის მოპოვებული იტალიის ჩემპიონობაა, რომელსაც 18 წლის ასაკში მიაღწია, ანუ ფაქტობრივად 5 წლით უფროსებთან პაექრობაში იმარჯვა. მას შემდეგ ლუჩილა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის კვარცხლბეკზე კი გამოჩნდა, მაგრამ კარიერა ისეთივე წარმატებით, როგორც დაიწყო, ვერ გააგრძელა.

ძაპამ ორი წლის წინათ სლოვენიაშიც სცადა ბედი. ახლა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა, ვიდრე აქედან შეეცდება საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვების მოპოვებას, საქართველოს ნაკრებში ადგილის დამკვიდრება უნდა შეძლოს. კონკურენცია კი ჩვენთან, მეტადრე მის წონაში, საკმაოდ დიდია.

ლუჩილას გორში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვეწვიეთ და იქ ვესაუბრეთ.

- რომში დავიბადე და ვარჯიშიც თავდაპირველად იქვე დავიწყე. მწვრთნელი გრეგორიო მანიანტი გახლდათ. ძიუდო ჩვენი ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა, რადგან მამაჩემიც ამ სახეობაში გამოდიოდა. მას, მართალია, დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები არ მოუგია, მაგრამ შედარებით ნაკლებად მასშტაბურ ტურნირებზე მედლებს იგებდა.

მოგვიანებით სავარჯიშოდ უდინეში გადავედი, იქიდან კი სლოვენიაში. ქართული ძიუდოს დიდ გამარჯვებებზე მუდამ მესმოდა და სურვილი მქონდა ამ ქვეყანის მოქალაქე გავმხდარიყავი, აქ მევარჯიშა და საკუთარი პოტენციალი უკეთ გამომევლინა.

- თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებაზე გვითხარით, რომელიც 18 წლის ასაკში მოიპოვეთ...

- მაშინ 48 კგ-ში გამოვდიოდი. ჩემპიონატი კატანიაში ჩატარდა და 18 წლისამ 23-წლამდელთა შორის შევძელი, იტალიის ჩემპიონი გავმხადარიყავი. ასეთ ასაკში 5 წლით უფროსებთან 5 შეხვედრის მოგება, აქედან 4 იპონით, ფინალში კი (მარიანა ეპიფანისთან) ვაზარით - დამეთანხმებით, რომ იოლი ვერ იქნებოდა. მაშინ ჯერ კიდევ რომში ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი.

- ასეთ წარმატებას რატომ ვეღარ მოჰყვა შესაბამისი გაგრძელება?

- ამ შეჯიბრების მოგების მერე ჰამბურგის მსოფლიო თასზე ვიასპარეზე, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ შევძელი. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში საჭიდაოდ მწვრთნელის გარეშე გამიშვეს.

საერთოდ, მაშინ იტალიაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა ქალთა ძიუდოს. იტალიაში პერსპექტივა ვერ დავინახე და ცოტა ხანში სლოვენიაში გადავედი, სადაც ძალიან ცუდი სავარჯიშო პირობები მქონდა.

- საქართველომ რით მოგხიბლათ?

- აქ ძიუდოს განვითარების დონე უმაღლეს საფეხურზეა. მართალია, დიდი გამარჯვებები ქართველებს ჯერჯერობით მხოლოდ ვაჟებში აქვთ მოპოვებული, მაგრამ ქალთა ძიუდოც საკმაოდ კარგად და სწრაფად ვითარდება.

ეს, ფაქტობრივად, ჩემი პირველი შეკრებაა საქართველოს ნაკრებთან ერთად. ძალიან მომწონს აქაური სავარჯიშო პროცესი. უკვე დავუმეგობრდი თანაგუნდელებს. განსაკუთრებით მზია ბებოშვილთან და ეთერ ლიპარტელიანთან ვახლობლობ.

ყველაფერი მომწონს და მინდა საკუთარი პოტენციალი გამოვავლინო, რათა შანსი მომეცეს, რომ საქართველოს სახელით წარმატებებისთვის ვიბრძოლო.

- შეკრებას გორში გადიხართ, ამ ქალაქზე თუ გსმენია რამე?

- დიახ, გორი ძიუდოს ტრადიციებითაც მდიდარია. აქ, ამ დარბაზში კედლებზე სულ ადგილობრივი ოლიმპიური ჩემპიონების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების პლაკატებია გამოკრული. ამჟამადაც, ჩვენ გვერდით არაერთი საკმაოდ ტიტულოვანი ძიუდოისტი ვარჯიშობს.

მოკლედ, ქართველები მაგარი ძიუდოისტები არიან, კარგი პირობები აქვთ და დიდებული ქვეყანაა - ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ლუჩილა ძაპა: ქართველი ვარ და ამით ვამაყობ! ეს ჩემი ოცნება იყო...
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ვინ არის მორიგი უცხოელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებში [PHOTO]
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
პარიზის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა - რამდენად ობიექტური იყო მსაჯების გადაწყვეტილება? [VIDEO]
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები