დღეს "მიხეილ მესხზე", საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს
დღეს, 7 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 11 ივნისს კი, კიშინიოვში, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, მოლდოვას უნდა ვესტუმროთ და ჯგუფში პირველი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრის რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებში ტრადიციულად საკადრო პრობლემებია. შეგახსენებთ, რომ ადრე დაშავებულ ფეხბურთელებს ამ დღეებში გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე შეუერთდნენ. მცირე ტრავმა აწუხებდა უჩა ლობჟანიძეს, ოთარ კიტეიშვილმა კი ამავე მიზეზით შეკრება სულაც დატოვა.

ბოლო მომენტში შეუერთდა ეროვნულ გუნდს ჯაბა ჯიღაური.

- ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, შეგნებულად არ ჩამოვთვლით ამ გუნდის შემადგენლობას. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ინგლისის ქვედა ლიგებიდან და ამერიკის უსახელო კლუბებიდანაა - სულ ეს არის ჩვენი მომავალი მეტოქის ლეგიონი. გამონაკლისი ორია: ამერიკული "დალასის" მცველი, ნაკრების კაპიტანი ატიბა ჰარისი და ინგლისური "ბრენტფორდის" შუახაზელი, რომეინ სოიერსი.

- რეიტინგში 73-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე

- TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?

საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 (დუბლი შეასრულა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა) წააგო.

ამ მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ პასიმ თქვა:

"მე იმ ქვეყნის ნაკრებს ვხელმძღვანელობ, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 42 ათასია. ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ გინდა, რომ გაიზარდო, ძლიერ მეტოქეებს უნდა ეთამაშო. სომხეთის ნაკრებთან ჩვენ უპატიებელი შეცდომები დავუშვით და იმედია, საქართველოსთან შეხვედრაში ამ შეცდომებს არ გავიმეორებთ...

მე ფეხბურთში არავისი მეშინია. ეს ჩვენთვის არა მხოლოდ ამხანაგური მატჩები, არამედ, გაზრდის საუკეთესო საშუალებაცაა. საქართველოსთან მატჩში ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად შევცვლით ბევრ რამეს.

არც ისე ცუდი ნაკრები გვყავს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს", - პასის ეს კომენტარი სომხური "არმფუტბოლმა" გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში, ყაზახეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი, რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სარკაზმა
რეიტინში ავიწევთ? ჩვენზე ძლიერს ხომ მოვუგეთ? 122 - 89
მსქროლავი ტროლი
სტუმრებს რომ არ მივულოცოთ პირველი კარში დარტყმა, ეგებ საკუთარი დარტყმები დაგვეთვალა მატჩის შემდგომ... ავი წინათგრძნობა ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ, ჩვენს ხარჯზე ბევრმა ქვეყანამ დაწერა საკუთარი საფეხბურთო ისტორია და ვეჭვობ, ეს ამბავი სენტკიტსისადანევისელების ყურამდეც მიაღწევდა....
goga kakabaze
მივულოცოთ სტუმრებს რაღაც რეკორდი - პირველი კარებში დარტყმა, პირველი კუთხური და ა.შ. არ გამოვრიცხოთ პირველი გოლიც...
gulshematkivari
ჩემი საქართველოს - ს: ძვირფასო,ფეხბურთისა რომ არაფერი გაგეგება,უკვე ნათელია,არაა ეს დიდი პრობლემა;შენ თუ შენი საქართველო გიყვარს და კრიტიკის უფლებასაც არ აძლევ ნამდვილ გულშემატკივარს და ლანძღავ,გავიწყდება რომ ისინიც შენი საქართველოს შვილები არიან?! კი ბატონო! მიუხედავად იმისა რომ თამაში მესხზეა,მე მაინც დინამოზე მოვალ,შენი ხათრით!
ნოდო
chemi saqartvelo-ს სტალინი ამათ ქვეყნის იმიჯის შეურაწეყოფისთვის დახვრიტავდა რას ქვია ნუ ლანძღავთ აბა სხვარისი ღირსები არიან? შენ ალბათ თასების თასის ფინალის მერე არ გიყურებია ჰო და კიდე მორალს რო გვიკითხავ დინამოს როგორ გაავსებ მესხზეა თამაში :)
giga
მორალისტები და პროფესორები დიდის ამბით რო გვიკითხავთ ფსევდომორალის ლექციებს. თქვენ თუ ჭუჭყი და ნაგავი მოგწონთ, სხვებს ნუ გვაძალებთ მაგ ჭუჭყით და ნაგვით "სიამოვნებას", თქვენი იყოს ბოლომდე.
ლუკა
სასიხარულო არის ბაჩანა არაბულის ნაკრებში გამოძახება. მას აქვს დიდი თავდამსხმელის პოტენციალი. იქნება ნაკრების მწვრთნელს მოაწონოს თავი და დაიმკვიდროს ადგილი ეროვნულ ნაკრებში. გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს სენტ კიტსთან და მოლდავეთთან მატჩებში!
tengo
ქარტული ფეგბურთის ისტორიას მაინც ნუგაარ შელახავთ არ ქრცხვენიათ!? მომავალ თაობას ნუგარ დაუკარგავთ ფეგბურთის ტამაშის ინტერეს არ გახვიდეტ საერტოდ მოედანზე თქვე ფარHაგებო!!
კახა ქირია
იმიტომ დაიგეგმა რომ,სულ ფრე და წაგება ხომ არ შეიძლება,ვიღაცას ხომ უნდა მოუგო.ევროპაში ეტყობა ვერ მოიძებნა ეგეთი გუნდი და აგერ ბატონო,ძებნაც არ უნდა.დარწმუნებული ვარ,სომხეთი რომ არ ყოფილიყო,მაგ ქვეყნის არსებობაც არ ეცოდინებოდათ ფედერაციაში
გულშემატკივარი
ვერავის ვერ ვუგებთ, ტყვილა "ვპაზორდებით". ამიტომ გთავაზობთ, თავი დავანებოთ საერთაშორისო თამაშების ჩატარებას, გავაუქმოთ ფეხბურთის ფედერაცია,გავაუქმოთ ეროვნული ჩემპიონატი და როგორც კინოფილმ "პირველ მერცხალშია": ცოლიანები ეთამაშნონ უცოლოებს, ზედა უბნელები - ქვედაუბნელებს, გაღმელები - გამოღმელებს, ანუ ყველაფერი დავიწყოთ ნოლიდან და იმედია 2081 წელს ჩვენი გუნდი რაღაც წარმატებას მიაღწევს :)))
chemi saqartvelo
საქართველო სშვილი-- 1000000% იანი ხარ... ბოლო დონემდე რო დაეცეს ჩვენი ნაკრეები მაინც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. და მივმართავ იმათ ვისაც პრეტენზია გაქვთ რაღაც რაღაცეებზე თქვენს თავებს შეხედეთ ჯერ აკეთებთ განა თქვენს საქამე სბოლომდე შედეგიანად? ბოლომდე კი არა ბევრი ვინც ამას კითხულობს უმოქმედოთ დაწებებულია სკამზე და სალანძღავი სიტყვების სროლა ჰგონია საქმე(მაგრად გავრითმე:D ) და კიდევ არაა საჭირო თქვენივე ნაკრების წარმომადგენლებზე დამცინავი კომენტარების წერა. გავავსოთ დინამო თუნდაც ამ უცნაური სახელწოდების მქონე ნაკრების წინააღდეგ მიუხედავათ ყველაფრისა...
garincha
საQართველო 122 სტუმრები (მოყვარულები )89 რეიტინგში
pele
სხვათაშორის რეიტინგში ეს სუსტი ნაკრები 89 ადგილზეა და საქართველოს ძლიერი ნაკრები 122-ზე. ის ისე ცნობისთვის
uchas fani
არცერთი სომეხი აარ შეარჩენდა თავის ფეხბურტელს გინებას და მიაბრძანებდნენ ნაკრებიდან როსთვის უქომაგო რო მოიგებენ რომ გვაგინონ ??? კიარ გვძულს შეგვაძულეს თავიაანთი არაპროფესიონალიზმით :@
ზევსი
ჩემი აზრით ასეთი ძირითადი კარგი იქნება....მაკარიძე, კაკაბაძე მარჯვნივ ცენტრში კაშია კვირკველია, მარცხნივ ტაბიძე ძირითადში კარგი იქნება ნავალა ძან ბევრს ცდება ამ ბოლო დროს და თან ცხადაძის მერეა ყველა თამაშში ძირითადშია და სხვასაც აცალოს ცდა, საყრდენზე კვეკვესკირი გვილია, შემტევზე ჯანო მარჯვნივ არაბიძე, მარცხნივ ვაკო და ფორვარდა კაჭარავა
giga
აუფ ლოგიკა მაგარი გაქვს, ბარემ შემოიარა და ვეთამაშოთო DDDDDDDDDDDDDDDDDDD თორე ისე სხვა უკეთეს გუნდს ვეთამაშებოდით ჰო DDDDDDDDDDDDDDDDD
vaso
გვილია, კვეკვესკირი, ანანიძე და მერებაშვილი---არაბიძე და კაჭარავა. კარებში მაკარიძე და დაცვა თქვენთვის მომინდია ანუ 4-4-2, როგორ დააყენებდით დაცვას?
საქართველოს შვილი
არ გრცხვენიათ საერთოდ მართლა. ეს როგორ გეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა გუნდი. ევროპის ყველაზე მაჩანჩალა ნაკრები არ იკადრებსო,რომ წერთ. განმარტა ვაისმა რომ ეს თამაში დაიგეგმა სპონტანურად სომხეთიდან გამონდინარე ბარემ შემოიარეს. არცერთი სომეხი დარწმუნებული ვარ ესეთი ბოღმით და აგდებულად არ ილაპარაკებს საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე. თქვენ ხართ კადეგორია თუ გავიმარჯვეთ გაგვივარდაო, რომ იძახით სულ მოთქვამთ და წუწუნებთ. ესეთი რამ დაგწიხლათ ცხოვრებამ ??ეგ ღვარძლი მოგიღებთ ბოლოს. წარმატებები ნაკრებს დღესაც და 11 შიც მოლდოვასთან.
jason
amat xo chemi ubnis motamashebiz mougeben)))
ნოდო
გივიას რატო ესენი და არა სხვები იმიტო რო ევროპის მაჩანჩალა ნაკრებებაც არ იკადრეს საქართველოსთან თამაში ამას ფედერაცია ხომ არ იტყვის მარა ფაქტია
GEO
გივია!!! კარგია ძლიერ ნაკრებებთან თამაში, მაგრამ მაშინ ისიც თქვი ძლიერები რატომ უნდა გეთამაშონ შენ!? რას მიიღებენ შენთან თამაშით? ეს სპორტია... შენ თუ ესპანეთი ამხანაგურს დაგთანხმდა, შენც უნდა დათანხმდე შენზე სუსტ გუნდებს. ეს უბრალოდ ხელშეწყობაა განვითარებისთვის და მეტი არაფერი. ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს
გივია
ვერაფრით მივხვდი რატო ასეთი უსუსტესი ნაკრები? მეტიც პრაქტიკულად ნახევრადპროფესიონალურ სამოყვარულო ნაკრებია რას გვმატებს ეს ამხანაგური? თბილისის თასზე (სამოყვარულო ლიგა) ბევრად უფრო ძლიერ და დალაგებულ გუნდს აარჩევს კაცი ვიდრე ესენი არიან. რატო? რატო? რატო? სომხეთის ნაკრები 5-0 რო მოგიგებს და 25 - 0 უნდა მოეგო აი იქ პროფესიონალობაზე და ნაკრებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ნოდო
პირველი არხის ჟურნალისტს გაუხარდა რო საქართველო ფავორიტია მაგათან თამაშს თბილისის ეზოებიდან აგერჩიათ 20 კაცი უფრო აიმაღლებდა კლას ნაკრები თორე საქართბველოს ნაკრებთან თამაშით რა კლას აიმაღლებ იმიტოა ოკეანეთის წარმომადგენლის მეტი რომ არავინ გთახმდება და ეს არც კი ადარდებს ფედერაციას :) ვაი ჩვენო თავო
ქუთაისელი
კარგია რომ არაბული ნაკრებში არის.თამაშს მოვიგებთ.
ზვიადი
პირველ ქლებსა და გოლებს ამიერკავკასიაში თბილისში გაიტანს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
რეიტინგში 89-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა