"მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორმა ლაშა ხურციძემ ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა
ავჭალის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორი ლაშა ხურციძე ჟურნალისტებს შეხვდა და ტურნირის პირველი ორი სათამაშო დღის საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა.

გაირკვა, რომ "მსოფლიო რაგბი" ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილია.

"მსოფლიო რაგბის" მიერ დანერგილი წესის თანახმად, ყოველი ტურის მეორე დღეს ვიკრიბებით და განვლილ დღეს განვიხილავთ. ჯერჯერობით არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია და შეფასება იყო - ბრწყინვალედ ორგანიზებული.

ბუნებრივია, მთავარი საკითხი ინგლისისა და უელსის მატჩის მსვლელობისას შუქის ჩაქრობაა, რომელიც გენერატორის გამორთვამ განაპირობა.

- ავჭალაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა [VIDEO]

ქალაქიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი (სიმძლავრე) არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მოძრავ სატელევიზიო სადგურს ემუშავა. "მსოფლიო რაგბიმ" გვთხოვა, რომ სტადიონის განათება და მოძრავი სატელევიზიო სადგური გენერატორზე გვემუშავებინა.

გენერატორის სიმძლავრე 500 კილოვატია და გათვლილია სტადიონის განათებაზე. როდესაც მას მოძრავი სატელევიზიო სადგურიც დაემატა, დატვირთვას ვერ გაუძლო, გამოირთო და გაგრილებას გარკვეული დრო დასჭირდა.

გვქონდა შეხვედრა "მსოფლიო რაგბისა" და გადამღები კომპანიის წარმომადგენლებთან და შევიმუშავეთ მექანიზმი, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

შუქის გამორთვის გამო არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია, მით უმეტეს, რომ გენერატორზე მუშაობის მოთხოვნა "მსოფლიო რაგბისგან" მოდიოდა. პრეტენზია არ გამოუთქვამთ არც ინგლისისა და უელსის ნაკრებების წარმომადგენლებს. თამაში შესაძლოა ჭექა-ქუხილის დროსაც გაჩერდეს და საამისოდ შესაბამისი წესები არსებობს".

წყარო: Rugby.ge

სოსო
მსგავსი პრეცენდენტი ფეხბურთში რუსეთთან მატჩშიც მოხდა,ამიტომ ორგანიზატორები მსგავსი სიტუაციისათვის მზად უნდა ყოფილიყვნენ.შეიძლება მათ საყვედური არ გვითხრეს,მაგრამ ლაფსუსი რომ მოხდა ფაქტია და ამას ვერ გავექცევით.შემდეგში სრულყოფილ ორგანიზაციას ვუსურვებ ორგანიზატორებს,რადგან მართლა დიდი სამუშაო ჩაატარეს და ატარებენ,ასევე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,რომლებიც ვაჟკაცურად იბრძვიან და ნამდვილად იმსახურებენ ელიტაში დარჩენას.
ragbirugbi
ის რომ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს სხვას - არ ნიშნავს რომ ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ ქვეყანას ყავს მოქალაქეები, რომლებიც ბევრად უფრო ძვირად უნდა ფასობდენე წესით ქართული ოფიციალური სტრუქტურებისთვის ვიდრე უცხოელები და ამ მოქალაქეებს არ უხარიათ ის რაც მოხდა ძაააალიანაც უკმაყოფილოები ვართ, ძალიან
ბიშტიკია
ბიკენტია მართალია
ქუთაისელი
ზოგიერთი რომ აკრიტიკებს ჩვენ ნაკრებს. იცით რომ სასტუმროში ერთ დღე-ღამეში შოტლანდიის ნაკრები ერთ სპორტსმენზე იხდის 200 დოლარს.
qutaiseli
კიდე გათიშონ ნინიას ბაღი კიარაა.ისიც არუნდა გათიშულიყო როცა გაითიშა უბრალოდ ყურადღებით უნდა იყვნენ და გაკეთებულის და აშენებულის მოვლა უნდა ვისწავლოთ.წარმატებები ქართულ რაგბს.
tualetebiii
ტუალეტები მოაწესრიგეთ რაა, სირცხვილია ტო,ხალხი რას იტყვის(!?)
ბიკენტია
თუ არ გამოუთქვამს არავის პრეტენზია, კიდე გამორთეთ
giga
ქუთაისში წესიერი დროშა დაკიდენ ნეტა?
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
ვანში რაგბის სტადიონი გაიხსნა
ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᕝᕡ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ 19-ᓬᓚᕐᓛᓓᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᕙᓠᓔᓑᕘ ᕡᕐᓒᓠᕐᓤᕝᕗᓐ ᓜᓐᕙᓠᓔᓑᕗᓐᓜ 2 ᓛᕐᓢᓩᕡ ᓒᓐᓛᕐᓠᓗᓐᓕᕡ
"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"