უახლოეს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 3X3 კალათბურთი ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი
3X3 კლათბურთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს. უახლოეს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 3X3 კალათბურთი ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი.

ეს დღე ისტორიულია სპორტის ამ სახეობის მიმდევართა და ორგანიზატორთათვის. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ, ფიბა-მ ყველაფერი გააკეთა 3X3 კალათურთის პოპულარიზაციისთვის და 10-წლიანი დაუღალვი შრომა გუშინ სპორტის ამ სახეობის ოლიმპიურ თამაშებში ჩართვით დასრულდა.

ეს დღე სასიხარულო და გამორჩეულია საქართელოსთვისაც. ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია დიდ ყურადღებას უთმობს 3X3 კალათბურთს და ბოლო წლებში ეროვნულ ჩემპიონატის ჩატარებასთან ერთად სპორტის ამ სახეობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მასშტაბური აქტივობები ხორციელდებოდა. ფედერაციამ შეიძინა ფიბა-ს მიერ ლიცენირებული, 3X3 კალათბურთის გადასატანი მოედანი, რომელიც დედაქალაქის უბნებთან ერთად ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიშალა და მასზე ასობით კალათბურთელმა ითამაშა საინტერესო ტურნირები.

ზოგადად კი საქართველოში 3X3 კალათბურთი ფესვებს 14 წლის წინ ქუჩის საკალათბურთო აქტივობებით იღებს. 2003 წლიდან თბილისში აქტიურად ტარდებოდა ტურნირები ქუჩის კალათბურთში, ეგრედ წოდებულ სტრიტბოლში. ბოლო 4 წელია, ეს საქმე კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ხორციელდება და 3X3 კალათბურთში ზემოთ ხსენებულმა წარმატებებმაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი გააჩნია ფიბა-ს კლასიფიკაციაში, რისი დადასტურებაც ჩვენი 18-წლამდე და ეროვნული ნაკრებების ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სისტემატური ასპარეზობაა. 3X3 საკალათბურთო აქტივობა, რომელიც საკმაოდ მაღალია საქართველოში, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიადაში ჩართვის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. მართალია, ჯერ არაა წარმოდგენილი, თუ როგორ მოხდება საოლიმპიადო ლიცენზიის მოპოვება, თუმცა ამიერიდან თითოეული ქვეყანა რომ უდიდეს ყურადღებას მიაქცევს სპორტის ამ სახეობას, თავისთავად ცხადია.

ამ ეტაპზე ისაა ცნობილი, რომ 2020 წლის ოლიმპიადაზე 3X3 კალათბურთში 8 კაცთა და 8 ქალთა გუნდი, მთლიანობაში 64 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო მასშტაბით 8 საუკეთესო გუნდის შერჩევის პროცედურას ფიბა უახლოეს ხანებში ჩამოაყალიბებს.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე აქტვობებს: 9 ივლისს დაიწყება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალალათბურთში, რომელიც 22 ივლისს, ფინალური ეტაპით დასრუდება.

ჩვენს 18-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს კი საერთაშორისო სარბიელზე მოუწევს ასპარეზობა: 18-წლამდელები 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩინეთში, მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ, ხოლო ეროვნული ნაკრები 24-25 ივნისს ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რომელსაც 7-9 ივლისს ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
ბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]
ქართველები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე [VIDEO]
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება
ოლიმპიადაზე საქართველოს 10 მედალს ვარაუდობენ - სასურველი პროგნოზი
კრივში გამარჯვებით დავიწყეთ - "მუჰამედ ალი" დამარცხებულია
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის