ქართველმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილ ამ საშინაო ტურნირში ჯამში 25 მედალი მოიპოვეს: 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 13 ბრინჯაო
"კარტოზია-ბალავაძის ტურნირი" ახალ ცხოვრებას იწყებს - რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ჩატარდა და კვლავაც სპორტის ძველმა სასახლემ უმასპინძლა, რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული ამ შეჯიბრების სახელოვანი ისტორია.

იყო დრო, ამ შეჯიბრებას "მსოფლიოს მცირე ჩემპიონატსაც" უწოდებდნენ და სწორედ ეს ფაქტი გაიხსენა სახელოვანმა ვეტერანმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ისიც დასძინა, რომ ჭიდაობა გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს - დარბაზებსაც, პირობებსაც და დაფინანსებასაც.

გივი კარტოზიას მემორიალი და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი საკმაოდ წონადი და ძლიერი გამოდგა - 20-მდე ნაკრები გვესტუმრა. მათ შორის არიან ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორებიცაა ირანი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი და ყაზახეთი. პოლონეთს, ნორვეგიას და ამ კალიბრის გუნდებს ბევრი ვარსკვლავი ისედაც არ ჰყავთ, თუმცა, ვინც ჰყავთ, თბილისში ყველა ჩამოიყვანეს.

მონაწილეთა სიებიც წონადი იყო - ჩამოვიდნენ ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, სომეხთა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული არტურ ალექსანიანი (98) მოექცა სკანდალის ეპიცენტრში - ნადარეიშვილთან ფინალურ შეხვედრაში მოხსნეს შეჯიბრებიდან.

ქართველმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილ ამ საშინაო ტურნირში ჯამში 25 მედალი მოიპოვეს: 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 13 ბრინჯაო. აქედან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 13 ჯილდო მოდის: 3-3 ოქრო-ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

გიორგი იანტბელიძის შეგირდებიდან ჩემპიონები ბექა ლომთაძე (57), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ქარიზმატული მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ფინალში შოთა ფარტენაძე (61), ზურაბ ერბოწონაშვილი (70) და დავით ხუციშვილი (86) დამარცხდნენ, მესამე ადგილზე კი შალვა ხუციშვილი (61), კახა ელბაქიძე (65), დავით ტლაშაძე (70), ტარზან მაისურაძე (74), ირაკლი მწითური (86), მამუკა კორძაია, გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე - 97) გავიდნენ.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მონაგარი 12 მედალია: 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. ბექა როყვას შეგირდებმა 8 წონიდან 5-ში გაიმარჯვეს, ერთ წონაში - 71-ში კი ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა შმაგი ბოლქვაძემ რამაზ ზოიძე დაამარცხა. ბოლქვაძის გარდა, ამ სახეობაში ჩემპიონები ნიკოლოზ კელასოვი (80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ზოიძის ვერცხლზე უკვე გითხარით და ბრინჯაოს მედლებს ედნარ შავაძე (66), იური ლომაძე (71), მინდია წულუკიძე (75), ლაშა გობაძე (85), მათე სოფაძე (98) და ვასილ იმერლიშვილი (130) დაეუფლნენ.

ნადარეიშვილი და ალექსანიანების დრამა

პირველი დღის და ამ ტურნირის ერთ-ერთ გმირად რევაზ ნადარეიშვილი იქცა, ვინც ფინალში თვით არტურ ალექსანიანი, ბოლო წლებში სომეხთა ბეჭდაუდებელი ფალავანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა. თუმცა სწორედ ეს შეხვედრა გახდა ყველაზე სკანდალური მთელ ტურნირზე, ვინაიდან ჩხუბში გადაიზარდა და არც დასრულებულა, ალექსანიანი მოხსნეს და ქართველს ავტომატურად მიენიჭა გამარჯვება, ოღონდ იმ მომენტისთვის ჩვენებური ისედაც იგებდა.

შეხვედრის დასრულებამდე 47 წამით ადრე ნადარეიშვილი 2:1 იგებდა, როცა ალექსანიანის ძმა ტრიბუნიდან გადმოხტა და მაგიდის მსაჯს წიხლი ჩაარტყა. ბუნებრივია, ამას დიდი გაწევ-გამოწევა მოჰყვა და ცოტა დააკლდა, მასობრივ ჩხუბში არ გადაიზარდა. კონფლიქტში სპორტსმენის მამაც ჩაერთო და არც თავად ფალავანს დაუკლია ხელი - ძალიან აქტიურად ეკამათებოდა მსაჯებსაც, ტრიბუნებსაც და ფიცარნაგიდანაც ჩახტა. სწორედ ამის გამო ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის დელეგატმა დისკვალიფიკაცია მისცა და საერთოდ უმედლოდ დატოვა.

როგორც მოგვიანებით პირად საუბარში სომეხთა სხვა მწვრთნელებს უთქვამთ, ალექსანიანის ძმა სომხეთში გამართულ ტურნირებშიც თურმე მუდამ ჩხუბობს.

შესაძლოა, ალექსანიანი არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ნურც ნადარეიშვილს დავუკარგავთ პროგრესს - საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, ახლა უფრო უკეთ იყო მომზადებული და სავსებით დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.

შეუჩერებელი პეტრიაშვილი

წინასწარი მონაცემებით, გენო პეტრიაშვილს ამ ტურნირში არ უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბოლო მომენტში თვითონ უთხოვია გამოსვლა. გავიდა და კიდეც "გადაურბინა" ყველას - ჩვეულ სტილში შემართებით იჭიდავა და წინ ვერავინ დაუდგა.

მასზე საშინაო კედლების ფაქტორმა იმოქმედა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მოტივირებული იყო, საბრძოლოდ შემართული გადიოდა საჭიდაოდ და იოლადაც მივიდა ჩემპიონობამდე: ვერც თანაგუნდელი ომარ გუსოშვილი, ვერც პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში თურქი ჰუსეინ ციველი თუ ფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტი წინ ვერ დაუდგნენ, ყველას წმინდად აჯობა. ლიგეტის ისე იოლად მოუგო, თითქოს პატარა ბავშვს ეჭიდავებოდა და რაც მთავარია, წარმატებისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავდა.

ეს ის ძველი პეტრიაშვილი იყო, რომელიც ადრინდელი წლებიდან გვახსოვს: თავდაჯერებული, შემტევი, ძლიერი და ტექნიკური. იმედია, ის მსოფლიომდე დარჩენილ დროს კიდევ უფრო მეტი წარმატებით გამოიყენებს და აგვისტოში პარიზში კიდევ უფრო ძლიერ მოჭიდავედ მოგვევლინება.

ბოლქვაძის დაბრუნება

თავად ტურნირისა არ იყოს, ამ შეჯიბრებაზე ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რიოს ოლიმპიადის მედალოსანი შმაგი ბოლქვაძეც დაგვიბრუნდა, ვისაც ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. ოღონდ ამჯერად ზედა წონაში გამოვიდა, თუმცა დროებით თუ საერთოდ აპირებს იქ გადასვლას, ამას დრო გამოაჩენს.

ისე კი, თავი არც ახალ წონაში შეურცხვენია და დამაჯერებლად გაიმარჯვა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფინალში მისი მეტოქე, ახალგაზრდა რამაზ ზოიძე, ვინც ძალიან კარგი ხასიათი გამოავლინა - ოდნავი ღელვაც არ ეტყობოდა ტიტულოვანი მეტოქის წინაშე. შეიძლება იმიტომაც, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს, თუმცა ნამდვილად მისასალმებელია ზოიძის თავდაჯერებული ჭიდაობა, რომელიც უშიშრად უტევდა ოლიმპიურ პრიზიორს.

სხვა საკითხია ბოლქვაძის კლასი, რომელმაც საიმედოდ გადაუკეტა ყველა გზა და სამი ქულა აართვა პასიურობის ხარჯზე.

ლომთაძის ფენომენი

ევროპის ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანმა ბექა ლომთაძემ წარმატებით დაიკლო წონა და 57 კილოგრამში გაიმარჯვა. მას საკმაოდ ბევრის დაკლება უწევს - 6-7 კილოგრამის, თუმცა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

ბუნებრივია, მსოფლიომდე ამ წონის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ სხვა გზაც არაა. 61-ში ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის სამგზის გამარჯვებულ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაბევებული აქვს ადგილი და საქართველოს პირველობის ფინალშიც, მართალია, დიდ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო ლომთაძეს.

თავის მხრივ, ესეც იმ დონის სპორტსმენია, ნამდვილად საცოდაობაა, პირველხარისხოვანი შეჯიბრებების მიღმა დარჩეს თუნდაც ისეთი ძლიერი ფალავნის კონკურენციაში, როგორიც ხინჩეგაშვილია. ლომთაძემ თავისი მაღალი კლასი ამ ტურნირზეც დაამტკიცა.

ვინ მოიპოვებს პარიზის საგზურს?

ამ ტურნირს ახალი კადრები არ წარმოუჩენია, რადგან სპეციალისტებიც და ქომაგებიც თითქმის ყველას კარგად იცნობენ, ვინც მედალი მოიპოვა. ახალი კადრი თუ ვინმეს ეთქმის, ალბათ, ოზურგეთელ იური ლომაძეს (71), თორემ სხვა ახალგაზრდებს უკვე ახალი აღარ ეთქმით.

ჭიდაობის ხარისხიც არ იყო ცუდი და ბევრი კარგი შეხვედრაც ვიხილეთ, თუმცა, ცხადია, მთელ რიგ საჭიდაო სეგმენტში სამუშაო კვლავაც ბევრია. მაგალითად, შესამჩნევად დაბალია მარგი ქმედების კოეფიციენტი ჩოქბჯენში ჭიდაობაში, მეტია საჭირო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში.

ეს ტურნირი მთავარი შესარჩევი შეჯიბრება უნდა ყოფილიყო პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იმ წონების გარდა, სადაც ევროპაზე მედლები მოვიპოვეთ - ის ფალავნები მწვრთნელებმა გაათავისუფლეს ამ შეჯიბრებისგან. სამაგიეროდ, ბევრ წონაში ევროპასთან შედარებით ლიდერი შეიცვალა. მწვრთნელები ჯერ კიდევ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპს, მაგრამ თავისუფალ ჭიდაობაში 61, 65, 97 და 125 კილოგრამებში ლიდერთა საკითხი გარკვეულია, სხვებში კი ძველ ფავორიტებს ლომთაძემ, ყველაშვილმა, ერბოწონაშვილმა, და დავით ხუციშვილმა აჯობეს.

ბერძნულ-რომაულში ლიდერთა სტატუსი გაამართლეს ედნარ შავაძემ, წულუკიძემ, კობლიაშვილმა და ქაჯაიამ. ლიდერობა დაიბრუნა ნადარეიშვილმა, 80-ში კი ახალი ლიდერია კელასოვი. თუმცა ამ წონებზე საუბრისას გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: ბოლქვაძემ ზედა წონაში იასპარეზა, 80-ში კი, ვნახოთ, ოპერაციის შემდეგ რამდენად წარმატებით დაბრუნდება ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის მოგება არაა მსოფლიოზე წასვლის გარანტია და კანდიდატებს ისევ მოუწევთ ფავორიტის იმიჯის გამართლება.

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ. 1. ბექა ლომთაძე (საქართველო); 2. მიჯალა ჰასანზადა (აზერბაიჯანი); 3. გარიკ ბარსეგიანი (სომხეთი), ბარის კაია (თურქეთი).

61 კგ. 1. გალიბ ალიევი (აზერბაიჯანი); 2. შოთა ფარტენაძე; 3. შალვა ხუციშვილი (ორივე - საქართველო), ოზდემირ სედათი (თურქეთი).

65 კგ. 1. ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი); 2. სელაჰატინ კიჩილსალაიანი (თურქეთი); 3. კახა ელბაქიძე (საქართველო), ნარეკ სირუნიანი (სომხეთი).

70 კგ. 1. ჯამალ ებადი (ირანი); 2. ზურაბ ერბოწონაშვილი; 3. დავით ტლაშაძე (ორივე - საქართველო), ჯოშგუნ აზიმოვი (აზერბაიჯანი).

74 კგ. 1. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო); 2. გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი); 3. ტარზან მაისურაძე (საქართველო), გამიდ ჯალილოვი (ტაჯიკეთი).

86 კგ. 1. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი); 2. დავით ხუციშვილი; 3. ირაკლი მწითური (ორივე - საქართველო), მურატ ერთურქი (თურქეთი).

97 კგ. 1. გოლეი მოჯტაბა (ირანი); 2. სულეიმან კარადენიზი (თურქეთი); 3. მამუკა კორძაია, გიორგი მეშვილდიშვილი (ორივე - საქართველო).

125 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. დანიელ ლიგეტი (უნგრეთი); 3. ამირ რეზა (ირანი), რობერტ ბარანი (პოლონეთი).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ. 1. მეირამბეკ აინგულოვი (ყაზახეთი); 2. სტიგ ანდრე ბერგი (ნორვეგია); 3. აკბარ მოსაიევი (ირანი), აჰმეტ უჩარი (თურქეთი).

66 კგ. 1. დინარ კალენოვი (ყაზახეთი); 2. ალეხანდრო სანჩო (აშშ); 3. ედნარ შავაძე (საქართველო), კრჟნაი მატე (უნგრეთი).

71 კგ. 1. შმაგი ბოლქვაძე 2. რამაზ ზოიძე 3. იური ლომაძე (სამივე - საქართველო), არსლან ჩენგიზი (თურქეთი).

75 კგ. 1. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი); 2. მაქსატ ერეჯაპოვი (ყაზახეთი); 3. მინდია წულუკიძე (საქართველო), ტამაშ ლორინცი (უნგრეთი).

80 კგ. 1. ნიკოლოზ კელასოვი (საქართველო); 2. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი); 3. ლაშა გობაძე (საქართველო), დანიელ გაჯიევი (ყაზახეთი).

85 კგ. 1. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო); 2. ბენ პროვისორი (აშშ); 3. ვიკტორ ლორინცი (უნგრეთი), აზიზ სამანი (ირანი).

98 კგ. 1. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო); 2. ამირ ჰოსეინი (ირანი); 3. მათე სოფაძე (საქართველო), სერჰეი სტარადუბი (ბელორუსი).

130 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (საქართველო); 2. კირილ ჰრიშჩანკა (ბელორუსი); 3. ვასილ იმერლიშვილი (საქართველო), ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli Apkhaidze
გადასარევი! სრულიად აპოლიტიკური განწყობით - საღოლ გეგეშიძე!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცნობილია
მინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები: ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, პეტრიაშვილი ისვენებს
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა იალბუზზე ემზადებიან
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
მიეცემა თუ არა ზვიად პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?
პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
ქაჯაიამ ყოფილი თანაგუნდელი დაამარცხა და ნახევარფინალშია![VIDEO]
ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა