ფინანსური პრობლემები აზერბაიჯანსაც ჰქონია
7-9 ივლისს ვარშავაში ერთბაშად სამი საერთაშორისო ტურნირი ტარდება ჭიდაობის სამივე სახეობაში, თუმცა ჩვენ მხოლოდ ვაჟებში გამოვალთ, ქალებში მონაწილე არ გვეყოლება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ბერძენ-რომაელთა" შემადგენლობაზე შეგვიძლია გითხრათ, რადგან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხურ წახკაძორში არიან ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

"ბერძენ-რომაელები" პეტლიასინსკის მემორიალში გამოვლენ. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბექა როყვას ვარშავაში ძირითადი შემადგენლობა მიჰყავს, თუმცა მათ ნაწილს ამჯერად წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს, ზოგიერთი კი ისედაც იცვლის წონას.

მაგალითად, ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66) ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის მერე გივი კარტოზიას მემორიალზე 71 კილოგრამით დაბრუნდა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. როგორც ბექა როყვამ დაგვიდასტურა, აგვისტოში, პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ის სწორედ ახალ წონაში, 71-ში მოემზადება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არაოლიმპიური წონაა, თუმცა მომავალი სეზონიდან წონითი კატეგორიები იცვლება და კაცმა არ იცის, რა როგორ იქნება.

პოლონეთში ზედა წონებში იჭიდავებენ ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი (71) და ნიკოლოზ კელასოვი (85).

"ბერძენ-რომაელები" ვარშავაში არასრული გუნდით გამოვლენ, რადგან მონაწილე არ გვეყოლება უმჩატეს წონაში, 59 კილოგრამში. აქ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ დავით ჩხარტიშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხოლო წონის პირველი ნომერი და საქართველოს ჩემპიონი ლერი აბულაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც გუშინ დაიწყო დორტმუნდში, თუმცა "ბერძენ-რომაელები" მასში სამიოდ დღეში ჩაებმებიან.

ასევე არ გვეყოლება მონაწილე 66-ში, რადგან გოგიბერაშვილი ზედა წონაში იასპარეზებს.

როყვას პოლონეთში რამდენიმე ახალგაზრდაც მიჰყავს, რომლებიც 23-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მათგან ერთი - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე ასევე ზედა წონაში, 80 კილოგრამში იჭიდავებს, ხოლო ახალგაზრდების კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე თავის წონაში, 71-ში დადგება.

დიდი ალბათობით, აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ის გუნდი იქნება, რომელიც ამჯერად ვარშავაში იასპარეზებს.

ჩვენებმა ივლისში კიდევ ერთ სოლიდურ ტურნირში უნდა იჭიდაონ, მაგრამ მოულოდნელად მასპინძლებს გეგმები აერიათ, ეს მასპინძელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, აზერბაიჯანია.

იქ ბოლო წლებში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ეტაპი ტარდებოდა, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობისა გახლდათ. მასში მონაწილეობაც ლიმიტირებული იყო - იწვევდნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსნებს, თუმცა წლეულს მასპინძლებს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფინანსური პრობლემები შექმნიათ. ამიტომ ტურნირს "დიდი პრიზის" სტატუსი ჩამოერთვა და ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ ყველას დართო მონაწილეობის უფლება, თუმცა აზერბაიჯანის ფედერაცია აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო დაზუსტებით არ იცის, როდის გაიმართება ეს შეჯიბრება. ამიტომ ვერც ჩვენი მწვრთნელები ამბობენ გადაჭრით, ვის აჭიდავებენ ბაქოში.

ბერძნულ-რომაული ნაკრები

71 კგ. შმაგი ბოლქვაძე, გოგა გოგიბერაშვილი, რამაზ ზოიძე

80 კგ. გელა ბოლქვაძე

85 კგ. რობერტ კობლიაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი

98 კგ. კუკური კირცხალია

130 კგ. ლევან არაბული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qomagi
დათუნაშვილზე რა ხდება? ხომარ მოირჩინა ჭრილობა?
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
მინსკი 2019: ქართველი "ბერძენ-რომაელები" საქმეს შეუდგნენ და ნახევარფინალში გავიდნენ
ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
[VIDEO] ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ზოიძე და ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ!
მინსკი 2019: შმაგი ბოლქვაძე ფინალშია, დათო ჩხარტიშვილი ბრინჯაოს აღებას შეეცდება [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ოლიმპიური დილემის წინაშე - "კლასიკოსებში" ყველაფერი თავდაყირა დადგა
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
დათუნაიშვილის ოქრო სერბეთისთვის - ორი მედალი და ოქროსა და ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
ვახტანგ ლოლუამ და რამაზ ზოიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
[VIDEO] ლომაძე ფინალშია, ბოლქვაძე და ჩხიკვაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
ბოლქვაძემ სომეხ ამოიანს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა - რიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
[VIDEO] ლომაძე ვერცხლს დასჯერდა - ჩხიკვაძემ და ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებმა ვარშავის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა იალბუზზე ემზადებიან
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები: საფიქრალი და იქნებ დილემაც
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
მიეცემა თუ არა ზვიად პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა