ამ ტურის ერთბაშად 2 მატჩი უნდა გაიმართოს ახალ სტადიონზე!
ეროვნულ ლიგაში თითქმის ორკვირიანი პაუზა დასრულდა. ჩემპიონატი პარასკევ-შაბათის მატჩებით განახლდება. ამას მალევე (20-21 ივნისი) მორიგი ტურიც მოსდევს, რის შემდეგაც თითქმის ერთთვიანი ზაფხულის არდადეგები გამოცხადდება...

...და ვიდრე ეს მოხდება, მანამდე ჩემპიონატის საშუალედო ეტაპის (ორი წრის) გამარჯვებული გამოვლინდება. ამის ყველაზე რეალური შანსი, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოს" აქვს, რომელსაც დარჩენილ ორ მატჩში საამისოდ 3 ქულაც ჰყოფნის.

მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და მოახლოებულ ტურზე ვისაუბროთ. არ არის გამორიცხული, ბოლო სანაკრებო პაუზას ზოგიერთ გუნდზე უარყოფითადაც ემოქმედა. მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა, ითამაშეს 21 და 19-წლამდელთა გუნდებმაც, რომლებიც, ძირითადად, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, რამდენიმე გუნდმა ბოლო ორ კვირაში საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით ჩაატარა...

მეორე წრის ბოლოსწინა ტური მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობით როდია საინტერესო: XVII ტურის ერთბაშად 2 მატჩი უნდა გაიმართოს ახალ სტადიონზე! ჯერ ერთი, თვითონ ფაქტია სასიხარულო, რომ ახალი და კეთილმოწყობილი საფეხბურთო არენა შეგვემატება...

მერე, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის სახელს ატარებს ეს ახალი სტადიონი: დავით პეტრიაშვილის, პიროვნების, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის განვითარებაში და შეძლებისდაგვარად "პატრონობდა" უეფაში საქმიანობის პერიოდში...

ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ტური ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას!..

ლოკომოტივი-სამტრედია

ამ ტურის პირველი მატჩი იმითაც უნდა იყოს საინტერესო, რომ სწორედ "ლოკომოტივისა" და "სამტრედიის" დაპირისპირებაა სადებიუტო შეხვედრა ახალ სტადიონზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება სპორტული მხარეც: ორივე გუნდი ყველანაირად ეცდება, მეორე წრე პირველ სამეულში რომ დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ სერიოზული კრიზისიდან გამოსული (ზედიზედ 5 მარცხის მერე მხოლოდ წინა ტურში რომ გაიმარჯვა) "ლოკომოტივი" დღესდღეობით 3 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "სამტრედიას".

ეროვნულ ლიგაში გამოცხადებული პაუზის დროს "ლოკომოტივის" არაერთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. თუმცა, არანაკლები პრობლემით ხვდება ამ ტურს მოქმედი ჩემპიონი, დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ორ საკვანძო ფეხბურთელს (დავით რაჟამაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი) რომ მოისაკლისებს.

აღარაფერს ვამბობთ ამ წყვილის კიდევ ერთ საინტრიგო დაპირისპირებაზე - ორივე გუნდის თავკაცს, გიორგი დევდარიანსა ("ლოკომოტივი") და გია ცეცაძეს ("სამტრედია"), საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ხომ ერთად არცთუ მცირე პერიოდი აქვთ გატარებული...

კოლხეთი-ჩიხურა

ეროვნული ლიგის ყველაზე "ამოუცნობი" გუნდი სიურპრიზებით გვანებივრებს ხოლმე. მეორე წრის ფინიშს "კოლხეთი" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, თუმცა გელა სანაიას გუნდს ერთმანეთზე რთული ორი მატჩი ელოდება - ჯერ ევროსაგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატ "ჩიხურასთან", ხოლო შემდეგ - უშუალო კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან".

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "ჩიხურა", ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სოსო ფრუიძის გუნდი უკვე სოლიდური სხვაობით ჩამორჩება საჩემპიონო "რბოლაში" ჩართულ თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს"...

დილა-შუქურა

სხვა გუნდების ("კოლხეთი", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა") არ იყოს, უკვე "დილაც" უნდა შეგუებოდა საშინაო მატჩების სხვა ქალაქში ჩატარებას. თუ ასეა, მაშინ გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.

თუმცა ნომინალური მასპინძლებისთვის უმთავრესი ამოცანა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს. "დილამ" ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ ტურში ურთულესი მატჩი ელოდება მოქმედ ჩემპიონთან, არის შანსი, რომ გორულმა გუნდმა მეორე წრე პლეი აუტის ზონაში დაასრულოს.

ამავე დროს, "დილას" ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამ ტურში უნდა ჰქონდეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი 36 წლის გიორგი დეკანოსიძეს - თსუ-ს, "ვიტ ჯორჯიის", "ამერისა" და გერმანული "ფიურტის" ყოფილ ნახევარმცველს, 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით 2 მატჩი რომ ჩაატარა საქართველოს ნაკრებში...

იმ თამაშებში ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა გიორგი შაშიაშვილიც, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოსა" და სხვადასხვა უცხოურ კლუბში. და აი, 16 ივნისს, ყოფილი თანაგუნდელები ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს...

საბურთალო-დინამო (თბ)

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა ამ ტურში კიდევ ერთ მატჩს უნდა უმასპინძლოს. იმის გარდა, რომ მორიგი დედაქალაქური დერბი გველოდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტიც - სიმბოლურია, რომ დავით პეტრიაშვილს ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა როგორც "საბურთალოსთან", ისე - თბილისის "დინამოსთან"...

წინა ტურში "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თანაც - ზედიზედ 3 წაგების შემდეგ. ამით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა, თუმცა ახლა უმძიმესი გამოცდა ელის - გამარჯვების შემთხვევაში, "დინამო", ფაქტობრივად, ინაღდებს "ზაფხულის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს.

ისე, ამ შესვენების დროს, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ "საბურთალოდან" და "დინამოდან" იყო გამოძახებული და ამასაც შეეძლო, გარკვეული კორექტივები შეეტანა ორივე გუნდის საწვრთნელ პროცესში...

სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავისი კოლეგის მსგავსად, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც რამდენიმე გადაადგილება მოახდინოს ძირითად შემადგენლობაში.

დაბოლოს, ამ წყვილის კიდევ ერთი და, ალბათ, უმთავრესი ინტრიგაც: გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ხანმოკლე ისტორიაში, "საბურთალოს" ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსთვის", და მეტიც - ერთი გოლიც არ გაუტანია ტიტულოვანი მეტოქის კარში.

ტორპედო-დინამო (ბთ)

რამდენი წელიწადი ელოდა ბათუმელი გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ოთხ საშინაო მატჩში აჭარის მთავარმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო.

საერთოდაც, წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორს ერთობ წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა: მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, ბათუმის "დინამომ" 7 მატჩი გამართა და მხოლოდ 4 ქულა აიღო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში გუნდს 3 (სამი!) სხვადასხვა მწვრთნელი მოძღვრავდა და წლევანდელი ევროპალიგის მონაწილე გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც სწორედაც ამ არასტაბილურობის გამოძახილიცაა...

ამ სეზონში რიგით მესამე მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის მიერ დამოძღვრილ ბათუმის "დინამოს" ისეთი მეტოქე ელოდება, ერთიმეორეზე შთამბეჭდავ მატჩებს რომ ჩუქნის თავის ერთგულ ქომაგებს - მართლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი კახა ჩხეტიანის "ტორპედო", რის დასტურად ეს ციფრებიც გამოდგება - ზედიზედ 7 მოგება და ამ შვიდ შეხვედრაში საკუთარ კარში გაშვებული ერთადერთი გოლი!

აღარაფერს ვამბობთ გასული თვის ორ, მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელზე - 34 წლის გარემარბ გრიგოლ დოლიძესა და 25 წლის ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძეს, ბოლო დროს ნამდვილი შეჯიბრება რომ გამართეს ერთმანეთში ეფექტური გოლების გატანაში...

ერთი სიტყვით, საინტერესო ტური გველოდება და სტადიონებზე ქომაგთა სიმრავლეც არ გვაწყენდა...

ეროვნული ლიგა. XVII ტური

16 ივნისი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 17:30

ლოკომოტივი-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები

11: +6 =1-4, 16-15

დისკვალიფიკაცია: რაჟამაშვილი, მჭედლიშვილი (სამტრედია)

პირველი წრე 0:0

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:30

კოლხეთი-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

7: +3 =0 -4, 7-12

დისკვალიფიკაცია: გ. კილასონია (კოლხეთი)

პირველი წრე 1:3

თბილისი. "დინამო არენა". 20:30

დილა-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

5: +1 =1 -3, 6-9

პირველი წრე 0:0

17 ივნისი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი". 18:00

საბურთალო-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

5: +0 =1 -4, 0-11

პირველი წრე 0:2

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00. LIVE "II არხზე"

ტორპედო-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

52: +29 =9 -14, 86-57

დისკვალიფიკაცია: ხურცილავა (ტორპედო) - ფონიავა (დინამო ბთ)

პირველი წრე 3:1

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13

ბ. არაბული (დინამო თბ) 10

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango ar inerviulo modis legionerebi
shen wadi da yana gatoxne tu kacii da saertod nu axseneb samtredias... au ra dabogmilia samtrediaze
Jango
არც არაბული და არც ლობჟანიძე კონტრაქტს არ გააფორმებს სამტრედიასთან გრძელვადიანს.მაგათი კლუბი ჩემპიონობის პირველი ნომერი კანდიდატია.ხელფასები და პირობები 10-ჯერ უკეთესი აქვთ ვიდრე სამტრედიას. ერთადერთი ვარიანტია მოკლევადიანი იჯარა საევროპო თამასებსი დამთავრებამდის და ეს ალბათ კონსენსუსია ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას გარდა გავიხსენოთ ის დიდ ხმაური და მუქარები რომ სამტრედია 5-6 უმაგრესი უცხოელი ლეგიონერით გაძლიერდებაო,სადაა ის ლეგიონერები? კლუბის მენეჯმენტს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახლა ლაქიებით იცავენ თავს აქ კომენტებში.
irakli
კოლხეთიდან ინათხოვრონ ლეგიონერები, არ უნდათ? კარგი ლეგიონერებია კოვტალიუკი,დაფე და ოტიენო, მინიმუმ მილიონ ლარად. სამტრედიაც გაქაჩავს რამდენიმე ეტაპს და კოლხეთსაც ეშველება
irakli
შეიძლება დროებით გადადიან. სანამდეხ სამტრედია გაქაჩავს ლიგაზე. ორი თამაში მეტს ვერ გაქაჩავს სამტრედია.
jangos
wadi bidziko shens saqmes mixede sheni saqme ara vin sad gadav dgaxar da yvelas statiashi ro dakavebuli ro xar samtrediis landzgvitt..
jango bogmiano ici ras getyvi
ჯანგო სჰენ არაპერი როგორ არ მოგწონს .. სჰენ მხოლოდ სამტრედიის ცუდი გაგიხარდება..jer erti daumtavrdat kontraqti dinamostan egec ar ici ra ijara..da vitom rato ar unda movidnen samtrediashii..ram gagamwara umuushevari dagtovess
pereira
martalia gadadian uaxloes dgeebshii samtrediashi
Jango
dinamo უსინდისოები იქნებიან ორივენი თუ სამტრედიაში გადმოვლენ.მაგათზე როგორც ფეხბურთელებზე ხელს ჩავიქნევ საბოლოოდ. თუ იჯარით მოდიან საცდელად,იქნებ ლიგის საკვალიფიკაციოზე რაიმეში გამოდგესო,ეს სხვა ბაზარია, თუმცა არც ეს არ არის კარგი საქციელი მაგათი მხრიდან.მიზეზები ამის მრავალია და თვითონ იციან. თუ სადმე გადასვლაზეა საუბარი, საბამ მიბრძანდეს ჩიხურაში სადაც ის კაცად აქციეს და იმ კლუბს მიეხმაროს.
მაინტერესებს
მეც გავიგე ლობჟანიძე და არაბულზე მაგრამ რამდენად მართალია ეგ არ ვიცი
dinamo
არაბულზე და ლობჯანიძე მარტალია სამტრედიაში გადადიანო>>>??? არ გინდათ რო გაარკვიოთ.. ეს წრე მორჩება და სამტრედიაში გადადიანო
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს
[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
გიორგი დეკანოსიძე "დილას" მწვრთნელად დანიშნეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
გიორგი დეკანოსიძემ გორის "დილა" დატოვა
"არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება"
"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
გიორგი დეკანოსიძემ "თელავის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს