24-25 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგ სათამაშო უქმეებს უმასპინძლებს
24-25 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგ სათამაშო უქმეებს უმასპინძლებს.

სეზონის დასკვნითი სტადიის მოახლოებასთან ერთად, პრინციპულ მატჩებში დაძაბულობა მატულობს, რაც რიგით მეცხრე ჩემპიონატის დასასრულს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სუპერლიგის და კორპორატიული თასის ფინალისტების შემდეგ, ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდების ვინაობა უკვე ჩემპიონატშიც უნდა გამოვლინდეს და დიდი ალბათობით, შესაძლოა ეს ამ უქმეებზეც მოხდეს.

შაბათის სათამაშო დღე, სტარტს ბრინჯოას ლიგის მე-7 ტურის შეხვედრებით აიღებს.გათამაშების აუტსაიდერი ჰერმესიბილტმორს დაუპირისპირდება, ხოლო ელიტა ბურჯი მტკვარი ენერჯისთან გაარკვევს ურთიერთობას.

24.06.2017 . ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

14:00 ჰერმესი - ბილტმორი

15:00 ელიტა ბურჯი - მტკვარი ენერჯი

შაბათსვე გაიმართება სუპერლიგა C -ს მე-5 ტურის ერთი შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდები დაუპირისპირდებიან.

24.06.2017. სუპერლიგა C. V ტური

16:00 ტატიშვილი - ეთა

შესაძლოა შაბათს გაირკვეს ოქროს ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობაც.საქართველოს ფოსტისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" განმეორებითი შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება და გამომდინარე ამ გუნდების პირველი დაპირისპირებიდან, რომელშიც GWP-იმ წარმატებას 7 მეტრიანების სერიაში მიაღწია, უაღრესად საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი.

24. 06.2017. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (II)

17:00საქ. ფოსტა - GWP (0:0 პენ. 1:3)

ბრინჯაოს ლიგის მე-7 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება კვირას. DHL სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო დომსონის მეტოქე ხალიკ ბანკი იქნება.

25.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

11:00 DHL - სდსს

18:00 დომსონი - ხალიკ ბანკი

სუპერლიგა C -ში გაიმართება მე-5 და მე-6 ტურის თითო შეხვედრა. ჯეო ჰოლდინგიაჭარა ჯგუფს დაუპირისპირდება, ხოლო უნიკრედიტის მეტოქე Menu.geიქნება.

25.06.2017. სუპერლიგა C. V ტური

12:00 ჯეო ჰოლდინგი - აჭარა ჯგუფი

25.06.2017. სუპერლიგა C. VI ტური

19:00 Unicredit.Ge - Menu.Ge

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს ბანკი და მიმდინარე სეზონის კორპორატიული თასის ფინალისტი ევროპაბეთი. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

25.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I)

15:00 საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი

ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება სუპერლიგაში.

ზესტაფონის "ფერო", ევროკრედიტთან პირველი წაგების შემდეგ (3:6), ეცდება სერიაში ანგარიშის გათანაბრებასდა ფინალში გასასვლელი შანსის შენარჩუნებას.

რაც შეეხება რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს, Funday პირველ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან დამაჯერებელი მოგების შემდეგ (4:0), მეორე დაპირისპირების წინაც უპირობო ფავორიტად ითვლება.

25.06.2017. სუპერლიგა B. 1/2 ფინალი (II)

14:00 სკ ფერო - სკ ევროკრედიტი (3:6)

16:00 Funday Ent. - FC UG (4:0)

საინტერესო დაპირისპირებება მოსალოდნელი სუპერლიგა A-ში. პსპ, რომელიც მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად არის შერაცხული, სუპერლიგის თასის 1/2 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, გაორმაგებული ძალებით ეცდება ამ სტატუსის შენარჩუნებას და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდთან განმეორებით შეხვედრაში ფინალის საგზურის მოპოვებას.

"ფარმაცევტებს" პირველი მატჩი 5:2 აქვთ მოგებული. რაც შეეხება მეორე წყვილს, მიუხედავად პირველ შეხვედრაში სფფ-ს გამარჯვებისა (3:1), მფკ ნატახტარი ვერანაირად ვერ იქნება იოლი მეტოქე და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ბრძოლასაც "არ ითაკილებს", შესაბამისად კალაძე და კომპანიას ურთულესი მატჩი ელით წინ. დაპირისპირება 17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

25.06.2017. სუპერლიგა A. 1/2 ფინალი (II)

13:00 FC PSP - CFCP (5:2)

17:00 მფკ ნატახტარი- სფფ (1:3)

უკვე ამ უქმეებიდან, დარბაზში მოსულ გულშემატკივარს სასიამოვნო სიახლე ელით. ცენტრალურ თამაშებზე გაიმართება სახალისო კონკურსი "გაუტანე გოლი ზვიად კუპატაძეს", რომლის გამარჯვებულები ლიგის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური ბრენდ JOMA-ს პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
"ის უბრალოდ ამას ცდილობდა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს ჟოაო პედროსთან კონფლიქტზე ისაუბრა
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: სეზონი კულმინაციას უახლოვდება
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია