რუსულ ხანტი-მანსიისკში 26 ივნისს დამთავრდა მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი
რუსულ ხანტი-მანსიისკში 26 ივნისს დამთავრდა მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით 10-10 გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს.

წინა პირველობის გამარჯვებულმა ქართველმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა (ინდივიდუალურში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა) ამჯერად ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუშინ ჩემპიონატის ბოლო ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. ჩვენმა ნაკრებმა ამერიკელებს 3:1 სძლია (ნანა ძაგნიძე-საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი-კატერინა ნემკოვა 0.5:0.5, ნინო ბაციაშვილი-ჯენიფერ იუ 1:0, სალომე მელია-აქშიტა ჰორტი 1:0).

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი-უკრაინა 3:1, ჩინეთი-ეგვიპტე 3:1, აზერბაიჯანი-ინდოეთი 1:3, ვიეტნამი-პოლონეთი 1.5:2.5.

ამდენად, ქალებში გუნდური 16 ქულით (ნაკრების წევრთა მიერ მოგროვებული ქულები - 25,5) მსოფლიოს ჩემპიონობა რუსებმა (ალექსანდრა კოსტენიუკი, კატერინა ლაგნო, ვალენტინა გუნინა, ალექსანდრა გორიაჩკინა, ოლგა გირია) მოიპოვეს. გამარჯვებულებს სამი ქულით ჩამორჩნენ ჩინელები (22), რომლებსაც ვერცხლის მედალი ერგოთ.

12-12 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, საქართველომ (21.5), ინდოეთმა (20) და უკრაინამ (19.5) გაინაწილეს.

მომდევნო ადგილებზე მოდიან: პოლონეთი - 9 (18.5), აშშ - 6 (16.5), ვიეტნამი - 5 (16), აზერბაიჯანი - 5 (15.5), ეგვიპტე - 0 (5) ქულა.

ვაჟები. IX ტური:

რუსეთი-აშშ 4:0, პოლონეთი-ჩინეთი 1.5:2.5, ნორვეგია-ინდოეთი 1:3, უკრაინა-ეგვიპტე 2.5;1.5, თურქეთი-ბელორუსი 1.5:2.5.

საბოლოო შედეგები: ჩინეთი - 16 (24.5), რუსეთი - 15 (25), პოლონეთი - 12 (20.5), ინდოეთი - 11 (20.5), თურქეთი - 10 (18.5), უკრაინა - 8 (17.5), ბელორუსი - 8 (17.5), აშშ- 8 (16), ნორვეგია - 2 (11), ეგვიპტე - 0 (9) ქულა.

- მესამე ადგილზე გასვლამ ძალიან გაგვახარა, - გვითხრა დავით ჯოჯუამ, რომელსაც გუშინ ხანტი-მანსიისკში შევეხმიანეთ. - მართალია, ტიტული დავთმეთ, მაგრამ ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასია, რადგან პირველ ხუთ ტურში აღებული ოთხი ქულის შემდეგ ნაკლებად ვინმე თუ დაიჯერებდა, რომ ჩვენი ქალები ძალთა მობილიზებას შეძლებდნენ. მით უმეტეს, რომ სამეულში მოხვედრა მხოლოდ ჩვენს მოგებებზე არ იყო დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტ უკრაინელებთან. სამ დაფაზე ორთაბრძოლები ყაიმით დასრულდა, მეოთხე დაფაზე კი ნინო ბაციაშვილმა იულია ოსმაკს სძლია, ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა და მესამე ადგილის შანსიც დაგვიბრუნა.

ბოლო ტურში ამერიკელ მოჭადრაკეებს იოლად ვაჯობეთ, თუმცა სამეულში მოსახვედრად ეს არ იყო საკმარისი. დიდი სამსახური გაგვიწიეს რუსმა დიდოსტატებმა - ბოლომდე პირნათლად დაიცვეს ფეირ პლეის პრინციპები: ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ჩემპიონობისთვის უკრაინელებთან 0:4 წაგების გარდა, ყველა შედეგი ხელს აძლევდათ, მაგრამ თავი არ დაზოგეს და 3:1 გაიმარჯვეს.

ცხადია, ამ წარმატებით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს, მაგრამ კვარცხლბეკისკენ ჩვენც გაგვიხსნეს გზა - უკრაინელებსა და ინდოელებთან ერთად თანაბარი გუნდური ქულები კი მოვაგროვეთ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლები საქართველოს ნაკრებს უკეთესი ჰქონდა და ბრინჯაოც მას ხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
რა დაღლაზე წერ ან რა შედეგიანობაზე ნანა ლიდერია თქო და მე რას მედავები მე არც რუსები მაინტერესებს და არც მათი ადგილები ,არც ფულები არც მწვრთნელები.უბრალოდ ლამაზ და შემტევ ჭადრაკს თამასობენ და მომწონს .შენ რას წუწუნებ ვერ ვხვდები.კარგად წაიკითხე ვინ დაწერა ნანაზე მე კიდევ ვიმეორებ ნანა ლიდერია
giorgi-s
giorgi-ს ხან ისე წერ და ხან ისე--იცი რაა გვერდში დგომაა--რუსეთის ნაკრებზე რამდენი და როგორ იხარჯებაა?იცი რა ხელფასები აქვთ იქ გოგონებს დოლარებში თუ ევროებშიი?იცი რამდენ შეკრებას გადიან და მარტო ნაკრებს რამდენი მწვრთელი ყავს და მერე თითოეულს კიდევ ცალკეე?შინაურ ნღვდელს შენდობა არ აქვსო--ვინც გვყავს მართლა ის გოგონები დავაფასოთ და კიდევ პირველობის მოგების მერე რატომ გამორიცხავ რომ მოჭადრაკეს დაეტყოს ან დაღლა ან შედეგიანობის დაკლება?ესე ხდება,დააკვირდი სხვებს და დაინახავ,თუ ვერ დაინახავ ეგ უკვე პრობლემაა
ჩობა
ნანა ევროპის ჩამპიონია და ისეთივე დონეზე რომ ეთამაშა ახლა როგორც ევროპა ითამაშა მაშინ ნამდვილად გახდებოდა გუნდი ჩემპიონი, 3,5 ქულა 8 პარტიიდან ნამდვილად არ არის ლიდერის შესაბამისი შედეიგი,ალბათ რამე ფსიქოლოგიური ფაქტორია რაშიც ფედერაცია უნდა დაეხმაროს, სხვანაირად ორი შეკრება წელიწადში და საშუალოდ ძლიერი მწრთვნელები თუ გგონიათ მმხარში დგომა ფედერაციის მხრიდან, გაიკითხეთ ჩინეთი და რუსეთი როგორ ეხმარება თავის გუნდეს და მერე ილაპარაკეთ
giorgi
გვერდშიც უდგანან და თავშიც .გრანპრიზე 4 ქართველი გაუშვეს.მწვრთნელები ყავთ სათამაშო გამოცდილება აქვთ.ვერ მესმის რამეს ემდურით ფედერაციას თუ რა? დაწერეთ პირდაპირ რა ნაირ გვერდში დგომას გულისხმობთ.ან რა რეპლიკაა ნანაზე.რა გუნდურ შედეგს არ დებს? ნანაა ამ გუნდში ლიდერი
ჩობა
ძაგნიძე, ხოტენაშვილი და ბაციაშვილიც საკმაოდ წარმატებულია ვიცე ჩემპიონია ევროპის.2015 წლის,შარშან გრან პრიზე ბრინჯაო და ვერცხლი აიღო, ასევე ლელა ჯავახიშვილი, რეიტინგით საკმაოდ ძლიერადაა, მთავარია გვერდში დგომა, სამწუხაროდ ნანა გუნდურად შედეგს ვერ დებს საკმარისს
sano
ვინ გყავს ამათზე უკეთესი,ევროპაში ნანა პირველია,ხოლო ბელა ათეულში.პრეტენზიები არ მიიღება.ვინც გვყავს იმას უნდა მიხედვა და მხოლოდ ამის შემდგომ სხვების მოძიება
giorgi
რაღაც სხვანაირ -ძლიერ ,შემტევ,ლამაზ ჭადრაკს თამაშობენ რუსები.მოგვწონს ეს ცვენ თუარა სხვა საკითხია.და რა გამოჩნდა -სხვა ქვეყნები უკვე ახალგაზრდობას უხსნის გზას...
sano
ქართული ნიჭის და გენის კიდევ ერთი გაელვება!
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქალებში უდანაკარგოდ არავინ დარჩა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკის დედოფლები - მსოფლიოს ჩემპიონები თბილისში დაბრუნდნენ [PHOTO]
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე