JR.NBA - GBF ლიგა, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, ზაზა ფაჩულიას აკადემიის ტრიუმფით დასრულდა

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ტრიუმფით დასრულდა ჟუნიორ NBA GBF ლიგა. ფინალურ მატჩში, სპორტის ახალ სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო ორთაბრძოლა იხილა.

სამი პერიოდის განმავლობაში წინ ქუთაისის "ლეიკერსი" იყო. ერთ ეპიზოდში 10 ქულითაც დაწინაურდა (24:14), თუმცა "ჩიკაგო ბულსის" მაისურით მოთამაშე ზაზას აკადემიამ თამაშის შემოტრიალება შეძლო და დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა. საბოლოოდ 45:36 დიდუბელ-ჩიკაგოელების სასარგებლოდ.

თბილისელთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლუკა ალავიძეს, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ ქულათა უმეტესობა მან მატჩის მეორე ნახევარში ჩააგდო, მას შემდეგ, რაც მის გუნდს გაუჭირდა. როდესაც დიქტორმა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა, წინასწარ ყველას მოეხსენებოდა, რომ ეს ლუკა ალავიძე იქნებოდა.

გამარჯვებული გუნდის კაპიტან ლუკა ზაბახიძეს საჩემპიონო თასი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სლოვენიელმა ელჩმა მარკო მილიჩმა გადასცა. მან კმაყოფილების ნიშნად ცერი ასწია და არც კომენტარი დაიზარა:

"მშვენიერი სანახაობა იყო. ძალიან მომეწონა ქართველი ბავშვები, პატარები არიან და კლასი უკვე ეტყობათ. ჟუნიორ NBA და კალათბურთის ფედერაცია მათ ნიჭის გამოვლენაში ყველანაირად უწყობენ ხელს. ეს საქართველოს მომავალია. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა".

- მე მესი ვარ.

- არა, მე ვიქნები მესი, ლეოს ფორმა მაცვია!

- კარგი, იყავი, მე რონალდო ვიქნები...

დაახლოებით ასეთი დიალოგი ეზოში, ასფალტზე მოთამაშე ბავშვებისგან არაერთხელ მომისმენია. პატარებზე დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები და ბურთს რომ გაეკიდება, ყველა ბავშვს თავი რონალდოდ თუ მესიდ წარმოუდგენია.

დიდი ვარსკვლავებიც ასე იყვნენ. ბასტიან შვაინშტაიგერი იხსენებდა: პატარაობაში მამაჩემს ფეხბურთს რომ ვეთამაშებოდი, ლოთარ მათეუსის მწვანე მაისური მეცვა და ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამემეორებინა, როგორც ლოთარი აკეთებდაო.

პუბლიკაცია კალათბურთზეა, მაგრამ წერა ფეხბურთით იმიტომ დავიწყე, რომ საქართველოში მამები შვილებისთვის საფეხბურთო ფორმებს უფრო ყიდულობენ, ვიდრე კალათბურთისას. თუმცა სპორტის აწოწილი სახეობაც ძალიან პოპულარულია პატარებში.

ბავშვური ხასიათი, ბავშვური მისწრაფებები, ოცნებები კარგად შეისწავლეს ამერიკელებმა და 10 წლის პატარების დაინტერესებისთვის იდეალურ ვარიანტს მიაგნეს. გუნდებს NBA-ს კლუბების სახელებს არქმევენ, ათამაშებენ ორ კონფერენციად, ურიგებენ NBA-ს გუნდების ფორმებს და... ერთმანეთს ეთამაშებიან 10 წლის დურანტი, კარი, დანკანი, ბრაიანტი, ჯეიმსი...

ეს უკვე ახდენილი ოცნებაა, რაზეც ხელი ბევრს არ მიუწვდება. შეიძლება მშობელმა "ლეიკერსის" ფორმა უყიდოს, ბურთიც მოაყოლოს, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენს ოთხ თანაგუნდელსაც "ლეიკერსის" მაისური აცვია და ეთამაშები ხუთ დალასელს. უკვე NBA-ელი ხარ!

ჟუნიორ NBA-ს პროგრამაში ჩართულია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და 2005 წლიდან მოყოლებული, პროგრამა ხორციელდება მსოფლიოს 50 ქვეყანაში. მეორე წელია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ამერიკული მხარის ერთობლივი მეცადინეობით ჟუნიორ NBA საქართველოშიც ტარდება.

შეჯიბრების დაწყების წინ მოეწყო სპეციალური დრაფტი, რომლის დროსაც საკალათბურთო გუნდებს ამერიკული სახელწოდებები მიენიჭათ. ასე, მაგალითად: თბილისს ატლანტიკის დივიზიონი ჰქვია და მასში ნიუ-იორკი, ბრუკლინი, ფილადელფია, ბოსტონი და ვაშინგტონი მონაწილეობდნენ. ტურნირში მონაცვლეობით სხვა დივიზიონებიც ჩაერთნენ. დივიზიონებიდან საუკეთესო გუნდებმა ბრძოლა პლეი ოფში განაგრძეს.

კონფერენციებიც NBA-ს მსგავსადაა - დასავლეთ კონფერენციაში 3 დივიზიონია: სამხრეთ-დასავლეთის, პასიფიკის და ჩრდილო-დასავლეთის, ხოლო აღმოსავლეთის კონფერენცია შემდეგმა დივიზიონებმა შეადგინეს: ატლანტიკი, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი. ლიგა გადაიშალა ბათუმიდან თელავამდე.

"JR.NBA - GBF ლიგა იმ გლობალური პროექტის ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 6.5 მილიონი ბავშვია ჩართული. ტურნირში მონაწილეობა ბევრ გუნდს სურდა, რის გამოც საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება მოგვიხდა. ესაა ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ბავშვთა კალათბურთში, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საქართველო და რაც მთავარია, თამაშები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება", - აცხადებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე.

წლეულს JR.NBA - GBF ლიგაში 1000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. ეს უკვე დიდი ნაბიჯია კალათბურთის პოპულარიზაციისკენ. აბა, წარმოვიდგინოთ: "გოლდენ სტეიტის" ქუთაისელი 30-ე ნომერი უბანში თანატოლებს რომ მოუყვება, როგორ დაამარცხა ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდი", კიდევ რამდენს მოუნდება "გოლდენ სტეიტში" თამაში!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

asurbanifali
დიდებული იდეა და წამოწყებაა, რომელიც ყველა მოზარდს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, მაგრამ ჩვენ კლასიკურად უნდა გავაფუჭოთ ყველაფერი...როგორ დავიჯერო ამხელა წამოწყებაა და მსაჯების ფულებს ბავშვებს აკრეფინებენ....ქუთაისში ორჯერ დაუბარეს ამ ტურნირზე ბავშვებს თანხა...სირცხვილია....
sake
ჩემს ბავშობაში კი არავის არ მოგვაფიქრდებოდა მაისურზე ყიფოს,დუგოს,ვოვას,ვიტალის,შენგელიას და კიდევ ბევრი ჩვენიანის გარდა სხვა,უცხოელი ვარსკვლავის გვარის დაწერა...ეჰ,მოვესწრებით კიდევ ფეხბურთში მსგას რამეს?ამათი შემყურეს,ძალიან მეპარება ეჭვი.
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
JR.NBA - GBF: რუსთავმა ესტაფეტა ბათუმს და გორს გადასცა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ქართველი კალათბურთელები Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე მონაწილეობენ
მაისში "JR.NBA - GBF ლიგის" რიგით მეორე ტურნირი დაიწყება
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ლუკა ალავიძე და ევროპა Jr. NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში დამარცხდნენ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებში ითამაშებს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს