დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ევროტურნირებზე სარეკორდო ანგარიშით ორჯერ სწორედ პოლონურ გუნდებთან წავაგეთ
ფოტოზე: 2004/05. დინამო (თბ)-ვისლა 2:1. ბურთით მიხეილ კაკალაძე

იყო დრო, ბათუმის "დინამო" მართლაც ღირსეულად გამოდიოდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე და ძალიან ძლიერ მეტოქეებთან (შოტლანდიური "სელტიკი", ჰოლანდიური პსვ, სერბული პარტიზანი) მარცხის მიუხედავად, აჭარულ გუნდზე აუგი ვის უნდა დასცდენოდა! აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, თუ როგორი ანშლაგი იყო ხოლმე ბათუმის კოხტა სტადიონზე, ზედ შავი ზღვის სანაპიროსთან...

სამწუხაროდ, უკვე რამდენი წელიწადია, რაც ბათუმში საფეხბურთო სტადიონი დაანგრიეს და 2015 წელს, ევროტურნირებზე 17-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გუნდმა კვიპროსულ "ომონიასთან" "საშინაო" მატჩი ზესტაფონში გამართა, დღეს კი ქუთაისში უნდა უმასპინძლოს პოლონურ "იაგელონიას" - გუნდს, რომელიც ერთი თვის წინ დასრულებულ ჩემპიონატში კინაღამ ჩემპიონი გახდა!

- დინამო (ბთ) VS იაგელონია - დაივიწყეთ ყველა წარუმატებლობა!

თუმცა პოლონურ ექსტრაკლასაში II ადგილიც უდიდესი წარმატებაა არატრადიციული კლუბისთვის - მსგავსი შედეგი "იაგელონიას" მანამდე არასოდეს ჰქონია! ეგ კი არა, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში ბათუმის "დინამო" მართლაც ღირსეულად ეპაექრობოდა ევროტურნირებზე "სელტიკსა" თუ პსვ-ს, იმ დროს "იაგელონია" პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე-მეოთხე ლიგაში გამოდიოდა...

დღესდღეობით კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ წყვილში ფავორიტის (თანაც - გამოკვეთილის) სტატუსი "იაგელონიას" აქვს და ეს იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონთან შედარებით, ამ გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელებიც წავიდნენ და, რაც მთავარია, ჩვენი მეტოქის ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედიც, მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი.

ამას გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორიც: მოგეხსენებათ, რომ ბათუმის "დინამო" არცთუ სახარბიელოდ ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში და წინა სეზონისაგან განსხვავებით, ამჯერად ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნებიც გააჩნია.

თუმცა, ბათუმის "დინამოში" არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, რომლებთაც ასევე არაერთი მატჩი რომ ჩაუტარებიათ ევროტურნირებზე! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "იაგელონიას" ნამდვილად არა ჰყავს ისეთი ცნობადი და გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც დავით კვირკველია თუ ბათუმელთა სულ "ახალთახალი" ახალწვეული ოთარ მარცვალაძე არიან...

მხოლოდ ერთხელ დავძლიეთ...

ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყნების წარმომადგენელთან, ევროტურნირებზე პოლონურ გუნდებთანაც უარყოფითი (თანაც, კატასტროფული!) ბალანსი გვაქვს და მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდი გავიდა...

თუმცა, ძალიან ცუდად გასახსენებელია, რომ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ევროტურნირებზე სარეკორდო ანგარიშით ორჯერ სწორედ პოლონურ გუნდებთან წავაგეთ.

საერთოდ კი, ევროტურნირებზე ქართულ-პოლონური გუნდების ურთიერთადაპირისპირებაში დღესდღეობით აი, ასეთი ბალანსია: 10 მატჩი, 2 მოგება, 0 ფრე, 8 წაგება, ბურთების სხვაობა - 9:29...

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა, როცა ჩვენმა გუნდმა ევროტურნირების მატჩში საკუთარ კარში... 8 გოლი გაუშვა! ჰო, დღესაც ძალიან მწარედ გვახსენდება 2004 წლის ზაფხული, როცა საქართველოს ახალმა ჩემპიონმა "ვიტ ჯორჯიამ" ვერაფერი დაუპირისპირა პოლონური "ვისლას" ფორვარდების მართლაც მრისხანე დუეტს, მაცეი ჟურავვსკისა და ტომაშ ფრანკოვსკის...

თუმცა, ისე მოხდა, რომ იმავე ზაფხულს "ვისლას" კიდევ ერთხელ მოუწია თბილისში ჩამოსვლა და პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდის, ჰენრიკ კასპერჩაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე კრაკოვური გუნდი ამჯერად უკვე დამარცხებული ტოვებდა "დინამოს" სტადიონს!

სხვათა შორის, ჟურავსკი-ფრანკოვსკის დუეტმა "დინამოსაც" გაუტანა კრაკოვში გამართულ იმ უხვგოლიან (4:3) მატჩში. ოღონდ საპასუხო დაპირისპირებაში გია გეგუჩაძის დამოძღვრილმა "დინამომ" გიორგი ნემსაძისა და მიხეილ კაკალაძის გოლებით ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დაამარცხა ძალიან ძლიერი მეტოქე და ამ გამარჯვებით უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ!

...ისე, 2004 წელი "ქართულ-პოლონური საფეხბურთო ურთიერთობის წელიწადად" უნდა გამოცხადებულიყო: "ვისლასთან"... 4 (ოთხი!) დაპირისპირება ხომ ჰქონდათ ჩვენს გუნდებს, იმავე წლის ზაფხულში კიდევ ერთი პოლონური გრანდი, "ლეგიაც" გვერგო ევროტურნირებზე მეტოქედ.

სამწუხაროდ, ევროტურნირების დებიუტანტი და მეტად ახალგაზრდული (მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად) "თბილისი" უშანსოდ დამარცხდა "ლეგიასთან".

პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ტიტულიან გუნდ "ლეგიას" ევროტურნირებზე შემდგომშიც დავუპირისპირდით, მაგრამ "თბილისის" მსგავსად, რუსთავის "ოლიმპმაც" ორივე მატჩი წააგო და ამ პოლონური გრანდის კარში ამჯერადაც ვერც ერთი გოლი ვერ გავიტანეთ...

ევროტურნირებზე ქართულ-პოლონური კიდევ ერთი დაპირისპირებაც ჩვენი გუნდის გამოვარდნით დასრულდა, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად იღბალმა გაგვწირა! თანაც, არც ადრე და არც ახლა, არასდროს ვყოფილვართ განებივრებულნი ისეთი შემთხვევებით, როცა ქართული გუნდი საპასუხო მატჩში ორბურთიან უპირატესობას აღმოფხვრავს.

არადა, მართლაც ასე მოხდა: გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ამერმა" დიმიტრი ტატანაშვილისა და სულიკო დავითაშვილის გოლებით განმეორებით მატჩში 2:0 მოუგო პოლონურ "ბელხატოვს", მაგრამ პენალტების სერიაში სტუმრებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ...

ყველა დაპირისპირება

2004/05 წელი

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

ვიტ ჯორჯია-ვისლა 2:8

ვისლა-ვიტ ჯორჯია 3:0

2004/05

უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი

თბილისი-ლეგია 0:1

ლეგია-თბილისი 6:0

2004/05

უეფას თასი. III საკვალიფიკაციო ეტაპი

ვისლა-დინამო (თბ) 4:3

დინამო (თბ)-ვისლა 2:1

2007/08

უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ბელხატოვი-ამერი 2:0

ამერი-ბელხატოვი 2:0, პენ 2:4

2009/10

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

ლეგია-ოლიმპი (რ) 3:0

ოლიმპი-ლეგია 0:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
რაცხას მეიფიქრებენ ბათუმელები,არ მგონია რო ასე იოლად დათმონ. თუმცა ამ კლუბის დღევანდელი შეცდომა ფროლოვია. სოსიაშვილი რომ აეყვანათ მეტი იქნებოდა შანსი.
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
დინამო (ბთ) VS იაგელონია - დაივიწყეთ ყველა წარუმატებლობა!
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
U19. თბილისის "ლოკომოტივი" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"მენატრებით, მაგრამ ამ ეტაპზე დაბრუნებას არ ვაპირებ..."
არადა, ჯერ მხოლოდ 14 წლისაა... ზუკა დავითაშვილმა დუბლების ჩემპიონატში გაიტანა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან" პირველ მატჩში დამარცხდა
კონსტანტინ ფროლოვი: ეს არაა ტრაგედია - ვეცდებით, პოლონეთში მოვიგოთ...
"იაგელონიას" მწვრთნელი: ამ წყვილში გარკვეული ჯერ არაფერია
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
"რუსთავის" მწვრთნელად სულიკო დავითაშვილი დანიშნეს
ბათუმის "დინამო": ბიალისტოკში დანაკლისით
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა