ლადო ბურდული ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების შანსებს აფასებს
დღეს სამი ქართული კლუბი ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმება. როგორც ყოველთვის, ჩვენი კლუბების ევროსტარტს ამჯერადაც მოუთმენლად ველოდებით. დღეს უკანასკნელად გვეძლევა საშუალება, მატჩებამდე გავაანალიზოთ სამი ქართული გუნდის შანსი...

- ტრენჩინი VS ტორპედო - სტუმრად ცუდ მასპინძლებთან

- ჩიხურა VS ალტახი - ჩვენც გვაქვს კოზირები

- დინამო (ბთ) VS იაგელონია - დაივიწყეთ ყველა წარუმატებლობა!

"ლელომ" აზრი ჰკითხა საქართველოს ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ლადო ბურდულს, ვინც საინტერესოდ ილაპარაკა კარსმომდგარი დაპირისპირებების წინ...

ტორპედო-ტრენჩინი

- აბსოლუტურად თანაბარი წყვილია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კომპონენტში "ტრენჩინი" ფავორიტია. თავად ვიყავი ცოტა ხნის წინ "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" თამაშზე და ძალიან ვისიამოვნე. განსაკუთრებულად შეკრული გუნდი ჰყავთ ქუთათურებს. ისე ჩანს, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია...

მომწონს სამწვრთნელო შტაბი, რომელიც გუნდში შეიკრიბა - კახა ჩხეტიანი, ვასო გიგიაძე, მიხეილ აშვეთია... "ტორპედო" ყველა ეპიზოდში ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს. დავამატოთ ამას ისიც, რომ კარგ ფორმაშია როგორც გუნდი, ისე ცალკეული შემსრულებლებიც.

რაც შეეხება "ტრენჩინს", რაც მე მაქვს ინფორმაცია, საჩემპიონო სეზონების შემდეგ ამ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ისევ რჩება ძალიან მებრძოლ კოლექტივად, რომელიც ყველანაირად ცდილობს, კარგი ფეხბურთი ითამაშოს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს...

ჩიხურა-ალტახი

- ჩემი აზრით, "ალტახი" უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე "ტრენჩინი". ავსტრიული ბუნდესლიგა მაღალი დონის შეჯიბრებაა და იქიდან ევროასპარეზზე გასვლა იოლი საქმე სულაც არ არის.

მეორე მხრივ, "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონატში ისე სტაბილურად ვეღარ თამაშობს, როგორც, თუნდაც, წინა სეზონში, მაგრამ შემადგენლობის მხრივ საჩხერულ კლუბში ბევრი არაფერი შეცვლილა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული გუნდი წარმატებით ითამაშებს. სოსო ფრუიძე უაღრესად გამოცდილი მწვრთნელია და მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოამზადოს გუნდი კონკრეტული შეხვედრებისთვის.

აუცილებელია, საშინაო შეხვედრაში "ჩიხურამ" კარი "მშრალად" შეინახოს. საბოლოო შედეგისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

დინამო (ბთ)-იაგელონია

- პოლონურ გუნდებს ძალიან კარგად ვიცნობ. მათ წინააღმდეგ ფეხბურთელობის დროსაც არაერთხელ მითამაშია და მაშინაც, როცა ბოლნისის "სიონში" ვმუშაობდი. მათი საერთო მახასიათებელია სიხისტის ზღვარზე, ხშირად უხეში თამაშიც კი და ბოლომდე ბრძოლა.

ბათუმელები ისე ვერ თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატში, როგორც თავად ისურვებდნენ. მათ შეცვალეს მთავარი მწვრთნელი. ჩემი აზრით, კონსტანტინ ფროლოვი ძალიან კარგი სპეციალისტია. უბრალოდ, მას დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გუნდი თავის თარგზე მოჭრას...

რა თქმა უნდა, "იაგელონია" ფავორიტის სტატუსით ეგებება ამ მატჩს, მაგრამ მჯერა, პოლონელებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ იოლი გასეირნება. "დინამოს" ჰყავს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მათ შორის - ჩემი მეგობარი დავით კვირკველია. ოთარ მარცვალაძეც დაიმატეს...

აქაც იგივე უნდა ვთქვა, რაც - "ჩიხურას" შემთხვევაში: ბათუმელებმა როგორმე გოლი არ უნდა გაუშვან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
კიდევ ერთხელ, წარმატებები ჩვენს ბათუმელ ძმებს ქართული ფეხბურთის ერთერთ დამაარსებლებს.
123
სამივეს მიასიკვდილებენ
otar
ბატუმის " დინამო " დხეს აჯვენებს მტელ საკატველოს ,რომ მის ისტორიასჰი სულ იხო სატასო გუნდი...
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ევროთასები 2017/18. ჩვენ და პოლონელები: მეტოქე ფავორიტია, მაგრამ...
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს