ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ყოველგვარი შესავლის გარეშე - იყო დრო, როცა ფეხბურთს არც ისე ცუდად ვთამაშობდით და ილუზიაში ვიყავით, რომ ძალიან ბევრი შეგვეძლო.

მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოლო ორ ათწლეულში ქართული ფეხბურთი გავერანდა და, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელებიც ვერ წყვეტდნენ ვარსკვლავებს, მოგების ილუზია გაგვიჩნდა, საამისოდ კი არც შეუპოვრობა გვეყო, არც სითამამე და, რაც მთავარია, არც - კლასი.

...სტუმრებმა ანგარიში მე-3 წუთზე, კამერუნელი ლუის კლემენტ ნგვატ-მაოპის გოლით გახსნეს, რომელსაც ფლანგიდან კრისტიან გებაუერმა ზუსტად ვერ უპასა, სამაგიეროდ, მასპინძელმა მცველმა ისე შეუცვალა ბურთს მიმართულება, რომ პირდაპირ აფრიკელს მიუგორდა და ამანაც ისე დაარტყა, ხელი არავის შეუშლია.

საჩხერელებს გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლოთ. გუნდს ვერც მონდომებას დავუკარგავთ, მაინც აკლდათ რაღაც... ალბათ, საკუთარი თავის რწმენაც, სისწრაფეც, მობილურობაც...

მეორე ტაიმში ამის გამოსწორება მიხეილ სარდალიშვილმა სცადა, რომელმაც რამდენჯერმე თამაში საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ... 66-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა გვიშველა, თორემ სტუმარი მეორესაც გაიტანდა.

რა თქმა უნდა, "ალტახი" ძლიერი გუნდი არ არის, მაგრამ უბედურებაც ის არის, ასეთ სუსტ მეტოქესაც რომ ვერ ვუგებთ.

ახლა კიდევ უფრო გასაოცრად ჩანს თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და გორის "დილას" რამდენიმე წლის წინანდელი შედეგები. ადრე ეს გუნდები ევროპალიგის პლეი ოფში გავიდნენ, ახლა კი...

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე, "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი:

"ვინც ფიქრობს, რომ დღეს მეტი შეგვეძლო, ვეთანხმები. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც მოგებას მოიტანდა...

არ ვრისკავდით შეტევაში? ამჯერად, ვერ დაგეთანხმებით. დაცვიდან არ გვითამაშია, მაგრამ მეტი გვერდითი პასის გაკეთება გვიხდებოდა. ხომ იცით ქართული სენი? წინ პასი გვიჭირს. ეს მხოლოდ "ჩიხურას" კი არა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრობლემაა...

გია გეგუჩაძე ნაკრების მწვრთნელია და ახლახან განაცხადა, რომ ფეხბურთელი განათლებული უნდა იყოს, სხვაგვარად არაფერი გამოვაო. ყველა მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ფეხბურთის საბაზისო ცოდნა. ასე იყო ბელგიაში, სადაც საბაზისო ტექნიკის შესწავლა ნულიდან დაიწყეს. დღესაც, საქართველოში ამაზე ბევრი მწვრთნელი ფიქრობს, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება...

შანსები? ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს...

ეროვნული ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა "ჩიხურასთვის" არ იმუშავა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი წარუმატებლობა ამის ბრალია, ეს ჩვენი ბრალია, რაღაცები გამოგვეპარა და მომავალში ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ფეხბურთელები ყოველ მესამე თუ მეოთხე დღეს სათამაშოდ მზად არ არიან, რადგან ძალების სრულად აღდგენის შესაძლებლობა არ აქვთ..."

დაისვა კითხვა თბილისის "დინამოს" მიერ ვითომდა გიორგი ივანიშვილის გადაბირების თაობაზე:

"ეს განცხადება არა მხოლოდ თბილისის "დინამოს", არამედ კიდევ სამი გუნდს - "საბურთალოს", "ტორპედოსა" და "შუქურას" ეხებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ელაპარაკებოდნენ. ივანიშვილის ტრანსფერზე რომ მუშაობდნენ, რომან ფიფიამ არ იცოდა, თუმცა პრეზიდენტების დონეზე შემდგომ ყველაფერი გაირკვა".

"ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობაზეც ილაპარაკა:

"კარგია, რომ კლუბებს აფინანსებენ და თანხა მოდის, მაგრამ ეს მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება. ჩვენ ესეც არ გვყოფნის, სხვა დაფინანსება კი არ გვაქვს. ქულებისთვის განკუთვნილი საბონუსე თანხაც არ მიგვიღია.

ქართული ანდაზაა - ფეხი იმხელაზე უნდა გაშალო, რამხელაზეც საბანი გაგწვდებაო. თუ ფეხბურთი არის და ამისთვის კეთდება, მაშინ განვითარებაზეც ვილაპარაკოთ".

მარსელ შმიდტი, "ალტახის" მთავარი მწვრთნელი:

"მეტოქეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობდით, თუმცა, როგორც გამოჩნდა, "ჩიხურა" ძალიან მოტივირებული გუნდია და ბურთის კარგად ფლობაც ეხერხება. ძალიან კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, განსაკუთრებით, "18" და "10" ნომრები.

ხვალ დავსხდებით და მატჩს კარგად გავაანალიზებთ. საპასუხო თამაშისთვის მოსამზადებლად ერთი კვირაა და, შესაძლოა, შინ სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

29.06. თბილისი. "დინამო არენა"

ჩიხურა-ალტახი 0:1

გოლი: 0:1 ნგვატ-მაოპი (4. გებაუერის პასით)

ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - ჭელიძე (67. ფონიავა), განუგრავა - გორგიაშვილი (83. გაბედავა), გელაშვილი (71. დეკანოიძე), სარდალიშვილი - ტატანაშვილი.

სათადარიგოები: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, მირცხულავა, დობროლოვსკი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ალტახი (4-2-3-1): კობრასი - საკიჩი, ზეჩი, ნეცერი, გალვაო - პეზინგერი, სალომონი - გებაუერი (65. ნგამალეუ), ნუტცი (84. დობრასი), ნგვატ-მაოპი - აიგნერი (74. გრბიჩი).

სათადარიგოები: დმიტროვიჩი, შრეინერი, ნუსბაუმერი, იანეჩეკი

მწვრთნელი: მარსელ შმიდტი

გაფრთხილებები: კაშია (39), ჩიკვაიძე (47), კაკუბავა (78), გალვაო (86)

არბიტრი: ე. პაპირი (ისრაელი).

სხვა მატჩები

- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zviadi

სანამ ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ გადავა, ფეხბურთის თამაშს აზრი აქვს, ჯობია ორი გუნდი იყოს ჩემპიონატში და კერძო, ვიდრე 16 და ჯოგი

• sh

ამ სიტუაციას ვერაფერი უშველის. კვირაში 1 დღე ივარჯიშო და შენი უნიჭობის იმედად იყო, აი ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთი. ლეგიონერები გვინდა.

• გულშემატკივარი

ჩიხურას მწვრთნელს უთქვამს ჩემი ფეხბურთელები გადაღლილები არიან მომქანცველი ტურების მერეო... ეგ არის თავის დაძვრენის და პასუხისმგებლობის არიდების მაგალითი, ანუ გამოდის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის შეცვლილ ვარიანტს (გაზაფხული-შემოდგომა) არ აქვს არანაირი შედეგი, აღარ ვამბობ დაფინანსებაზე, რომელიც წყალშია გადაყრილი.

• feola

ფრუიძე სხვებს ნუ აბრალებ,ვისაც უნდა დავენიძლავები გუნდს ამ სქემით არც უთამაშია და არც უვარჯიშია,შუაში ყოველთვის სამნი თამაშობდნენ,ვგულისხმობ ცენტრალურ ნახევარმცველებს.სტადიონძე ვიყავი და ვხედავდი როგორ თხოვდი ფლანგის ფეხბურთელებს ცენტრისკენ შეწევას,ამ დროს მეტოქის ფლანგელები თAვისუფლად იღებდნენ ბურთს და გვიგორებდნენ. განუ როგორც შეტევის ორგანიზატორი ცოტა სუსტია,ჭელო მცველია და ჯობდა თავის ადგილძე ეთამაშა,გორგი თავიდანვე შუაში უნდა ყოფილიყო,ხოლო მარჯვნივ ნახევარდაცვაში კორიფაძე,კარგა ხანია პრობლემაა მარცხენა დაცვა.ჩიკვა აგებულებით შუა მცველი უფროა,და აქამდე ერთხელ მაინც უნდა მოგეშინჯა.მთავარი კი ის არის რომ დარსაძის კანტორა დასაშლელია და ფეხბურთის მცოდნე კაცია დასანიშნი,ხომ ხედავთ ჩვენი მწვრთნელები ძალიან ჩამორჩით და ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებთ.გეგუჩაძეს ლიცენზია უცხოეთში აქვს აღებული და კლუბში მუშაობისას ფიზმომზადებაში ყოველთვის უცხოელი მოყავს.ტორპედომაც გაუშვა ფიზმომზადების ტრენერი და გუნდი უკან მიდის.

• თორნიკე გვარამია

უმაღლესი ლიგა 8 გუნდიანი უნდა იყოს ხოლო ლიგა-2 12 გუნდიანი. ლიგა-2 დან 2 გუნდი გადმოვა უმაღლეს ლიგაში და 2-იც ლიგა 3 ში. დაზოგილი თანხა და ცოტა მეტიც უნდა მოხმარე=დეს უმაღლეს ლიგას ასე გვექქნება შედეგეი სხვა შემთხვევაში გამორიცხულია!

• dadu

ნუ პრინციპში მთელმა ქართულმა საზოგადოებამ (მათ შორის ფეხბურთთან ძალიან შორს მყოფებმაც) კარგად ვიცოდით და გვესმოდა რომ პირველივე 10-15 წუთში გავარდებოდა ყველა ქართული კლუბი და ეს სტადიონზე და ტელევიზორებთან მაყურებლების რაოდენობაზეც აისახა. კიდევ ძალიან ცოტამ ნახა ეს მარაზმი კიდევ კარგი.

• Tornike

8 გუნდამდე შეამცირეთ ჩემპიონატი და დაზოგილი ფული ამათ გაუნაწილეთ! ჩიხურა და კოლხეთი დონეს დაბლა წევენ, მათ უნდა დაემატოს დინამო და გორის დილა, ხოლო სანაცვლოდ მერანი და რუსთავი გადმოვა უმაღლეს ლიგაში!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად

კიტეიშვილი სასტარტოში იყო - "შტურმმა" გაიმარჯვა

"შტურმმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" მძიმე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მიხეილ სარდალიშვილი: მე თუ ამას ვერ მოვახერხებ, მოედანზე სხვა გავა...

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც საჩხერის "ჩიხურამ" დაძლია

"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

ალტახი-ჩიხურა 1:1 - ძველი კალაპოტით [VIDEO]

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია

დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია

ოფიციალურად: ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს

გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ჩიხურა-დილა 3:0 - სრული უპირატესობით... [VIDEO]

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]

"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

მიხეილ სარდალიშვილი: არ გვაქვს იმის უფლება, რომ უიმედოდ ვიყოთ!

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით