1 და 2 ივლისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონს პირველი ჩემპიონები ეყოლება
1 და 2 ივლისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონს პირველი ჩემპიონები ეყოლება. საფინალო ციებ-ცხელება შაბათს, სუპერლიგის თასის ფინალური დაპირისპირებით აიღებს სტარტს, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

პირველი ტიტულისთვის ერთმანეთს, ლიგის დებიუტანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდებიან. თუკი "სტუდენტებისთვის" ეს ზოგადად სადებიუტო ფინალია, სუპერლიგის თასისთვის პირველად იბრძოლებს ლიგის ყველაზე ტიტულოვანი მონაწილეც. გუნდები თავიანთი არსებობის მანძლზე პირველად ითამაშებენ ერთმანეთთან. ფინალური შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.

01.07.2017. სუპერლიგის თასი. ფინალი

17:00 კსუ/CIU - მფკ ნატახტარი

შაბათს გაიმართება ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებიც.

ბრინჯაოს ლიგის მე-8 ტურში თბილისის მერია ჰერმესს დაუპირისპირდება, ხოლო ბილტმორი ელიტა ბურჯთან ითამაშებს.

01.07.2017. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური

13:00 თბილისის მერია - ჰერმესი

15:00 ბილტმორი - ელიტა ბურჯი

რაც შეეხება სუპერლიგა C-ს, მე-6 ტურის შეხვედრებს გამართავენ აჭარა ჯგუფი-რუბიკონი და ეთა-ჯეო ჰოლდინგი.

01.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

12:00 აჭარა ჯგუფი - რუბიკონი

14:00 ეთა - Geo Holding

უქმეების მეორე ფინალური დაპირისპირება უკვე კვირას, 2 ივლისს გაიმართება. Funday Entertainment-ი და სკ ევროკრედიტი სუპერლიგა B-ს 2016/17 წ.წ ჩემპიონის წოდებისთვის იბრძოლებენ.

Funday ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წელს პირველად ასპარეზობს, თუმცა რეგულარული სეზონის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ასეთივე დამაჯერებლობით ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა, რაც შეეხება ევროკრედიტს, მისთვის ეს ლიგაში მონაწილეობის მესამე წელია, თუმცა პირველი შანსი დაეუფლოს ტიტულს. ამ გუნდების ურთიერთ შეხვედრების ისტორიაც სწორედ ამ სეზონიდან იღებს სტარტს, პირველი და ჯერ-ჯერობით უკანაკსნელი დაპირისპირება Funday-ს გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ფინალური დაპირისპირება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კვირას, 17:00 სთ-ზე დაიწყება.

02.07.2017. სუპერლიგა B. ფინალი

17:00 Funday Ent. - სკ ევროკრედიტი

შესაძლოა კვირასვე გაირკვეს ვერცხლის ლიგის ორივე ფინალისტის ვინაობაც.

საქართველოს ბანკისა და ევროპაბეთის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, "ბანკირებმა" 7 მეტრიანების სერიაში მოახერხეს დაწინაურება, ბაქსვუდმა კი ლიბერთი ბანკი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრები კვირას 12:00 და 15:00 სთ-ზე გაიმართება.

02.07.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II)

12:00 საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი (3:3 პენ. 3:2)

15:00 ბაქსვუდი- ლიბერთი ბანკი (3:0)

კვირას, პატრულისა და ვითიბი ბანკის 1/4 ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაუპირისპირდება ნატახტარს ოქროს ლიგის 1/2 ფინალში. შეგახსენებთ, რომ ოქროს ლიგის ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია - GWP-მ ასპარეზობას სქართველოს ფოსტა გამოთიშა.

02.07.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (III)

13:00 პატრული - ვითიბი ბანკი (1:2, 2:1)

კვირას გაიმართება სუპერლიგა C-ს მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს აჭარის ნაკრები და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი დაუპირისპირდებიან.

02.07.2017. სუპერლიგა C. VI ტური

14:00 აჭარის ნაკრები - ტატიშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"ახლახან დაგინახე და თუ სურვილი გაქვს, მომწერე" - ვანდა ნარა ახალ სკანდალში გაეხვია
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: სეზონი კულმინაციას უახლოვდება
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში