ბრიტანეთმა კინაღამ მთავარი იმედი დაკარგა
ქალთა ტურნირზე დღის მატჩად მოინათლა იოჰანა კონტასა და დონა ვეკიჩის დაპირისპირება. დაახლოებით ორი კვირის წინ, მათ ნოტინგემის ტურნირის ფინალში ითამაშეს და მაშინ, მოულოდნელად, ხორვატმა მოიგო.

და ვეკიჩს ახლაც ჰქონდა შანსი. მას პირველ პარტიაში სეტზე ჩაწოდება შეეძლო, ორი სეტბოლი გაანიავა და წააგო, სამაგიეროდ, მეორე სეტის მოგება შეძლო.გადამწყვეტ სეტში ორივე შესანიშნავად თამაშობდა მოწოდებაზე, მაგრამ სამი საათი ბრძოლის შემდეგ, შეცდომები გახშირდა. კონტამ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო 0:30-დან, დონამ კი ვერ გაუძლო დაძაბულობას, 8:9-ზე დათმო საკუთარი მოწოდება და მასთან ერთად მატჩი - 6:7, 6:4, 8:10.

დატოვა ტურნირი პეტრა კვიტოვამ - ორგზის ჩემპიონმა. მას ბუკმეიკერები ფავორიტად განიხილავდნენ, მაგრამ ჩეხი ჯერ არ არის მზად დიდი გამარჯვებებისთვის. მედისონ ბრენგლთან მატჩის მიწურულს, კვიტოვა ძლივს სუნთქავდა და მას წნევაც კი გაუზომეს. ბრენგლი წელს ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც სერენა უილიამსი დაუმარცხებია, გარდა ამისა, მხოლოდ მან შეძლო 2017 წელს პეტრა კვიტოვას ბალახზე დამარცხება.

კვიტოვაზე უკეთ მიდის ვიქტორია აზარენკას დაბრუნების პროცესი. ბელარუსი უკვე მესამე რაუნდშია, თან, რაც მთავარია, დამაჯერებლად მოუგო რუს ელენა ვესნინას, რომელიც წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ინდიან უელსის ტურნირიც კი მოიგო.

აზარენკა თანდათან შევიდა თამაშში, პირველი სეტის შუაში ბრეიკი შეასრულა და ეს უპირატესობა შეინარჩუნა. მეორე სეტში ვიქტორიამ ძალიან მალე წაიყვანა ანგარიში ბრეიკით. ვესნინამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგან ბელარუსმა წამით არ დაკარგა კონცენტრაცია.

ქალები

II წრე

ჰალეპი (რუმ, 2)-ჰადად მაია (ბრა) 7:5, 6:3

სვიტოლინა (უკრ, 4)-სკიავონე (იტა) 6:3, 6:0

კონტა (ბრიტ, 6)-ვეკიჩი (ხორ) 7:6(4), 4:6, 10:8

ციბულკოვა (სლოვაკ, 8)-ბრეიდი (აშშ) 6:4, 6:4

ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ვანგი (ჩინ) 4:6, 6:4, 6:1

ბრენგლი (აშშ)-კვიტოვა (ჩეხ, 11) 6:3, 1:6, 6:2

ოსტაპენკო (ლატ, 13)-აბანდა (კან) 4:6, 7:6(4), 6:3

აზარენკა (ბლრ)-ვესნინა (რუს, 15) 6:3, 6:3

ჯორჯი (იტა)-კისი (აშშ, 17) 6:4, 6:7(10), 6:1

უოტსონი (ბრიტ)-სევასტოვა (ლატ, 18) 6:0, 6:4

გარსია (საფ, 21)-ბოგდანი (რუმ) 6:4, 6:3

ოსაკა (იაპ)-სტრიკოვა (ჩეხ, 22) 6:1, 0:6, 6:4

პენგი (ჩინ)-სუარეს ნავარო (ესპ, 25) 6:2, 6:2

კონიუჰი (ხორ, 27)-ბეგუ (რუმ) 7:6(3), 2:6, 6:3

ვიტჰოფტი (გერ)-საბალენკა (ბლრ) 7:6(5), 3:6, 6:3

საკარი (საბ)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:7(6), 6:4, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
უიმბლდონი. I დღე: დიდი დაბრუნებები
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]