საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რუმინეთში მიმდინარე ტურნირის გახსნის მატჩში მასპინლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მალტას დამაჯერებლად - 90:69 სძლია.

ქართველებმა მატჩი უხეიროდ დაიწყეს და პირველ წუთებზე 1:10 ჩამორჩნენ. ეს დროებითი ჩავარდნა გახლდათ, სანამ გუნდი საკუთარ თამაშს იპოვიდა და მალტელთა დაცვას გასაღებს მოარგებდა.

ქართველებმა მეტოქე წუთებში 11:10 ჩამოიტოვეს, თუმცა პერიოდის მოგება მაინც ვერ მოახერხეს - 20:21. მეორე მეოთხედიდან საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და 28:14 მოგებით დიდ შესვენებაე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა - 48:25.

მწვრთნელებმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 17 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, ხოლო ლევან ბაბილოძეს წინა მატჩის მსგავსად, ტრავმის გამო არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 21 ქულით - 90:69 იმარჯვა, რაშიც დიდი წილი ალექსანდრე ფევაძეს მიუძღვის, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეფარემ - გიორგი კორსანტიამ, ხოლო ნიკა დარბაიძემ ქართველებს 16 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებს დღეს პრინციპული მატჩი ელის მაკედონიასთან, რომელიც 17:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

oto
კარგია! მაცედონიას დიდი ანგარიშიტ ვაჯობეთ
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს