საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მა გასვლაზე "რენთან" 2 ქულა დაკარგა და ფრედ, 2:2 ითამაშა. პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 იყო, პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გაიყვანა.

ეს ყველასთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, თუმცა Le Parisien განმარტავს, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა და ამ სეზონში პსჟ-ის დამრიგებელი საკმაოდ მკაცრი მეთოდების დანერგვას აპირებს, რის შემდეგაც გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელის სტატუსი აღარ იარსებებს.

"ბოლო დროს ევროპულ ტურნირებზე გამარჯვებულების სტატუსი არცერთი ფეხბურთელისთვის პრივილეგია არ იქნება. ლუის ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა და თუ მათი თამაში მოედანზე და ვარჯიში არასაკმარისად ჩაითვლება, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ძირითადი შემადგენლობის მიღმაც დარჩეს.

ეს იყო გზავნილი, რომელმაც ესპანელმა დამრიგებელმა "რენთან" პირველი ნახევრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს შეცვლით გააჟღერა. ამ სეზონში ენრიკე უფრო მკაცრი იქნება, რაც ფეხბურთელებს ზღვარზე მიიყვანს.

მაგალითად, ვიტინიამ, რომელიც მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ლუკას ბერალდოთი შეცვალეს, მწვრთნელის ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება ძალიან ცუდად მიიღო. გზავნილი ნათელია: ყველა მოთამაშეს მოუწევს თავისი ადგილისთვის ბრძოლა, დედაქალაქში ხელშეუხებელი სტატუსი არ არსებობს.

ეს ყველაფერი ესპანელი მწვრთნელისთვის შესაძლებელი მას შემდეგ გახადა, რაც ამ ზაფხულს "პარკ დე ფრენსზე" ლუკა დინი, მიკა გოდტსი, მაგნეს აკლიუში და ფერან ტორესი გადავიდნენ", - წერს გამოცემა.

ორშაბათს საღამოს After Foot-ის გადაცემაში ენრიკეს ახალ მიდგომაზე კომენტარი ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელე რიოლომაც გააკეთა, რომელიც ადრე ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდა.

"აქამდე ჩვენ გვქონდა 3+3 ფორმაცია, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევაში არ იცვლებოდა. მაგალითად, "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრაში ხვიჩა შეცვლაზე შევიდა და ჩვენ ეს ყოველივე მცირედ სასჯელად აღგვიქვით.

რაც წელს შეიცვალა, ის არის, რომ ფერან ტორესი ჩემთვის სულ სხვა ისტორიაა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და სათადარიგო უნდა იყოს?! - არ ვეთანხმები. ადრე კითხვები არ იყო და დიდი მატჩების წინ, შემადგენლობის დასახელება შეიძლებოდა, მაგრამ კვირას "რენის" წინააღმდეგ მომხდარის გათვალისწინებით, პარასკევს "ლილთან" მატჩის სასტარტო თერთმეტეულის დასახელება, რთულია", - თქვა რიოლომ.

ამატაკი
თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმებით. ამ შემთხვევაში გუნდის გაახალგაზრდავებასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. იცით ალბათ ხვიჩა 25 წლისაა, აი ფერანი კი უკვე 26 წლის გახლავთ, რაც შეეხება აკლიუშს ხვიჩაზე მხოლოდ 1 წლითაა უმცროსი- 24 წლისაა. დინზე საერთოდ არაფერს ვამბობ, დემბელეზეც კი უფროსია კარგად.ერთადერთი მოახალგაზრდო კაცი ახლებიდან მიკა გოდტცია, აი ზუსტად ხვიჩას პოზიციაზე ვინც იყიდეს. ის ნამდვილად 21 წლისაა. ოღონდ ის ამისთვის არ უყიდიათ, არამედ ბარკოლამ მოითხოვა ტრანსფერი (ძირითადში სურდა თამაში). სხვა შემთხვევაში ბრედლი მოგეხსენებათ 100 მლნ-ზე მეტად ფასობს, ხოლო მიკა სადღაც 50 მლნ ფარგლებში იყიდეს და სიმართლე ისაა რომ ეს ფასიც ჯერ დასამტკიცებელი აქვს.იმის თქმა მინდა რომ ეს არაა თანაბარზომიერი ტრანსფერი.ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, რომ მიკა ბრედლის დონეს მაინც გაქაჩავს. ასე რომ ამ შემთხვევაში პსჟ-ში გაახალგაზრდავების პროცესის ნიშანწყალიც არაა.

რა არ მოგეწონათ ვერ გავიგე. რეალი, ბაიერნი და ბარსელონა რო იგებდნენ ლიგებს, მაშინ პსჟ არ იყო გრანდი. ძირითადად პენსიონერი ვარსკვლავები მიდიოდნენ კარიერის ბოლოს ფულის საკეთებლად. ეს შეიცვალა ბოლო 3 წელში და ახლა გახდა გუნდი
George
დაცვა და მეკარე არაფრად არ ვარგა და ეხლა კვარას და დემბელეს აბრალე უშედეგობა,მიდი დააჯინე ორივე სათადარიგოზე ერთი 3-4 თამაში და ვნახავ რამდენ თამაშს მოიგებ... ამ ენრიკეს ცოტა თავში აუვარდა უკვე მე მგონი...
მწარე
ჩემი აზრით. ენრიკე მართალია. მართალია როგორც მენეჯერი. მან შედეგი უნდა დადოს. რა დროს მე ეს მომწონს და ის არმომწონს არის. ჩემ ამბავს გეტყვით. ვარ პენსიონერი, ვმუშაობ. ეს მუშაობა მე მჭირდება, რათა თავისუფლად ვიყო. ეს მდ მაახალგაზრდავებს. ვიცი რომ გეგმავენ ჩემს გაშვებას. ვნერვიულობ. ამან შეიძლება მე ფსიქიურად ისეთ დღეში ჩამაგდოს, რომ ვერ გამო იდე. მაგრამ ვიცი რომ მე თვიზთონ რომ მენეჯერი ვიყო, აუცილებლად გაახალგაზრდავდბას დავიყებდი.
ჯონდო
ერთი თამაშის გამო ძნელია ფეხბურთელებზე ამის თქმა, მაგრამ ცვლილებების გათვალისწინებით, ისეთი პირი უჩანს რომ კვარა ან დემბელე შემდეგ მატჩში ძირითადში არ იქნებიან
Aleko
Tu ver itamasheb messic rom iyo skamze dasgvaven esea am.sportis kanonebi verc kvarwcxelia shecvliw da verc qinqladze

რეალი და ბაიერნი რო იგებდა პსჟ გრანდი იყო მაშინ ? ;დდდ
123
როცა რეალი ან ბაიერნი იგებდა, იმ პერიოდში მასე პსჟ_ს ქონდა ცუდი სეზონი და წელი. პსჟ_ს ვერავინ დაამარცხებს. იმიტო რო გუნდია.
კონტეს მამა
არავის გადაუღუნოს ენრიკემ. ეგ ზღაპარი უკვე ნანახი და გავლილი გვაქვს იტალიაში. რომელი დარჩა ნაპოლის მწვრთნელად, სპალეტი თუ კონტე? ხვიჩაც ხელშეუხებელია და დემბელეც! წავლენ და რასაც მოიგებს ენრიკეს, სულ მაგისი იყოს. ფრთხილად იყოს, თორემ პატარა ჩავარდნა და ეგრევე ამოჰკრავს პანჩურს არაბი! ეხლა თავისი გოგოს იობარის ჩასმა უნდა ძირითადში და დემბელეს დაუწყო ათვალწუნება, ზედ ხვიჩაც მიაყოლა რომ ხალხმა არაფერი იფიქროს. ეტყობა ის გოგო მაგრად აჩმორებს მამიკოს, სტადიონზეც ეჯდა გვერდით. კონტემაც მოიყვანა საყვარელი ლუკაკუ და ხომ ააშენა?)))
ამატაკი
ერთადერთი ჰოლანდიელია მარცხენა ვინგერი - მიკა. ის კი ბრედლი ბარკოლასთანაც კი ახლოსაც არაა.აკლიუში და მითუმეტეს დინი, ხვიჩასთან საერთოდ რა შუაშია? ბოლოსდაბოლოს ფერანით და გამოკვეთილი მარცხენა ვინგერის გარეშეც შეიძლება თამაში, ან კიდევ ვინმეს სხვა პროფილის კაცის( მაგ. დუეს) დაყენება, მაგრამ ეს უკვე სხვა ფეხბურთი იქნება. ყველა შემთხვევაში კი ბატონო, ენრიკე საფრანგეთს ალბათ მოიგებს, მაგრამ "ყურებიან" თასს ისე დაინახავს , როგორც საკუთარ ყურებს. მას შეიძლება დაავიწყდა, ან უნდა რომ დაივიწყოს- შარშანაც გაიქაჩა ანალოგიურად და ჩელსისთან გამზადებული რომ ჰყავდათ ინგლისელებს დასაპანღურებლად ლიგის მერვედფინალიდან, გონს მოეგო და დროზე ჩამოქაჩა, შესაბამისად დაუფასდა კიდეც. რატომ ჰგონიათ რომ წელს რაღაც სასწაულად გაძლიერდა პსჟ გასაკვირია. ბარსა ამდენი ხანია ფორვარდს ეძებს და ამათთვის უზრუნია ფერანის მირთმევით, ან გოტცია უკეთესი ბარკოლაზე? არც აკლიუშია კორეელზე ბევრად ძლიერი.ისე იცით რას გეტყვით, ამ რენებთან და ლორიანებთან რაც ნაკლებს ათამაშენ კვარას ერთი მხრივ უკეთესია - ტფუ,ტფუ და ტრამვას აცდება.ლიგის აღებასაც თუ აღარ აპირებენ იქაც დროდადრო შემოიყვანონ, გადავა ისეთ გუნდში ვინც ტიტულებს იმსახურებს! ბარსას ზამენით და წაქცეული აიაქსის ხალხით უნდათ ამათ ლიგის მოგება, ხალხი უკვე მილიარდს ხარჯავს და მაინც ვერ აგვარებენ!
A
კვარას გაუფასურებას და მაგ ოთხეულის ყიდვას, მცველები და მეკარე გეყიდათ, ასეთი დაცვა მეკარით შანსიც აღარაა ტიტულის, გინდ კვარა შეცვსლოს და გინდა თბითონ შევიდეს
მდაა
თქვენი გამკვირვებია რაა …უკუღმა უყურებდით 2 სეზონი პსჟ-ს პოლიტიკას …?! თუ რა გინდათ გამოვიდეს პსჟ-ს ესპანელმა მწვრთნელმა და თქვას მკიდია ეგ თქვენი ლიგა-1 მას ცალი ფეხითაც მოვიგებ ჩემთვის მთავარი ის არის როდესაც ჩმ ლიგას პლეიოფი დაიწყება ყველა ვარსკვლავი შეხვდეს ოპტიმალურ ფორმაში ( ანუ იანვრიდან მაისის ბოლომდის ) მანამდის კი თითო ტაიმს ითამაშებენ 2-ს თუ გამოტოვებენ თამაშებს ეს იქნება დამოკიდებული ფორმის შესანარჩუნებლად ან პიკში შესვლისთვის …აბა რა უნდა ქნან შეაკვდნენ ახლა რენს გავრს ლილს შემოდგომაზე და გაზაფხულზე თქვენ ითამაშებთ პლეიოფს ..?!?! და რაღაც ეჭვი მაქვს გასამდება ეგ ისტორია მაისში რითაც გასწორდება რეკორდი აი შემდეგ კი შეცდომა იქნება მწვრთნელისთვისაც და კვარასთვისაც პსჟ-ში დარჩენა როგორც კი მწვრთნელი წავა კვარაც უნდა წავიდეს …აი საით მგონი არის 4 ვარიანტი 3 ნორმალური 1 სარისკო ეს ლივერპული და ის სამი არსენალი ბარსა ან რეალი …აჰააა ჯანდაბას ბაიერნი …ბოლო ორი მე პირადად ძაან არ მინდა მაგრაააამ მე და თქვენაც არვინ გვეკითხება ეს მისი ცხოვრებაა მისი კარიერააა და ჩვენთან უკვე ყიველგვარი ვალი მოხდილი აქვს ( ეს საერთოდ თუ კი ვინმეს გააჩნიაა) ევროზე გაგვიყვანა ჯგუფიდან გაგვიყვანა 2 ჯერ ლიგა მოიგო ოქროს ბურთი მოიგო ( უბრალოდ არ მისცენ ეგეთებიც ხდება და უარესიც ) ასე რომ დამშვიდდით და დაწყნარდით და ისიამოვნეთ …პ.ს რაც შეეხება ერთა ლიგებს და შესარჩევებს ეს მოკითხეთ ვიგინდარა მწვრთნელს მის დამტოვებელ ფედერაციას და არა ფეხბურთელებს !!!! უბრალოდ მეცოდება ეს თაობა თუ ვის ხელში როგორ ფუჭდება!!! ხმას კი არავინ არ იღებს !!!
HK
ვინც არ უნდა იყოს ზოგჯერ შეიძლება თამაში არ წაგივიდეს და ამ მხრივ კარგია რომ დაამატეს წინა ხაზში ვარიანტები ასევე ტრამვიანობის შემთხვევას შედარებით ადვილად გადაიტანენ და ა.შ ეს არ ნიშვნავს რომ ვინმე ვინმეზე უკეთესია, და საუკეთესო ვინც არის ეს ჯილდო უკვე აქვს კვარას და ამით ყველაფერი ნათქვამი (ანტი კვარას ხალხის გასაგონად)
ედემი კორძაია
გეთანხმები მეგობარო. კარგად შეგისწავლია და ანალიზიც უტყუარი გააკეთე. გეთანხმები
გიორგი
მესამედ თუ უნდა ზედიზედ გახდეს Lიგის ჩემპიონი და რეალს გადაუჯოკროს ამ მაჩვენებლით ესეც უნდა მოიქცეს.
ედემი კორძაია
კვარას უმაფლოდეს მთელი პსჟ არქ გუნდი გუნდათ აქცია.პსჟს ვალი აქვს კვარასი სულ რომ არაფერი გააკეთოს სულ უნდა იდგეს ძირითადში
ოჰ
კვარაცხელიასთვის ამით არაფერი იცვლება, როგორი როტაციის ფეხბურთელადაც მიიჩნეოდა, ისევ ისე დარჩება. შარშან გაუმართლა, კონკურენტების ხშირი ტრავმიანობით, წელს ვნახოთ რა იქნება
Achi
ეხ ამ ფეხბურთს რანაირად უყურებთ ნეტა გამაგებინა ზოგიერთები პსჟმ მასე დაიწყო და როგორც დაამთავრა ყველამ ნახეთ ეგ დინო ზაბარნი და აკლიუში ან კიდე გერანი ლიგა ერთს მარტო მოიგებენ რო მოერგებათ გუნდს აგე ნახავთ პსჟ 3 მოიგებს ლიგას

ზოგადად ბოლო 2-3 წელი გრანდებს საკმაოდ ცუდი პერიოდი ჰქონდათ. არ ვაკნინებ პსჟს 2 მოგებულ ჩემპიონთა ლიგას თუმცა ბაიერნის და არსენალის გარდა ყველა ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს მოუგეს. აი ბარსელონა წელს გაძლიერდა წესით და მგონი გაიწევს ლიგაზე
დდდ
ხელშეუხებელი ფეხბურთელი არც უნდა არსებობდეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სტატუსი, ადრე თუ გვიან, თავად ფეხბურთელზე და მის მოტივაციაზე მოახდენს გავლენას... სამაგიეროდ არსებობენ შეუცვლელი ფეხბურთელები და ასეთი პსჟ-ში მხოლოდ ორია - ჩვენებური ხვიჩა და პორტუგალიელი ნუნო მენდეში...
ზედიზედ მე-3 არ მგონია.
წინა სეზონშიც ვიძახდით და ძირითადი პრობლემა იყო და რჩება მეკარე. მე არ მგონია მე-3 მოხდეს სასწაული და ასეთი სუსტი მეკარით ზედიზედ მე-3 იჩემპიონოს პსჟ-მ. ასევე მინდა დაცვის ხაზს შევეხო. კარგით და სად იყო დაცვა თუნდაც შეტევა დავაბრალოთ კვარას და დემბელეს ჩავარდნას უკანა ხაზმა 0 ზე რატომ ვერ შეინახა კარი? მე-2 გოლი ხომ აშკარა დაცვის ჩავარდნა იყო? მეკარემაც ვერცერთ მათგანზე რეაგირება ვერ მოახდინა. ვითომ რაღაც აქტიურობა იყო მეკარეების მიმართ და მერე რატომღაც არაფერი გაკეთდა ძლიერი შესაფერისი მეკარის მიყვანა. ასეთი მეკარეები არცერთ გრანდს არ ყავს. პსჟ-ს მეკარეები არასოდეს მოიაზრებიან 10-ში ეს შეუსაბამობაა, გუნდი იყოს პირველი და მეკარეები?
zura222
სწორია ! თანამედროვე ფეხბურთში(პრინციპში ადრეც ეგრე იყო) ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება ! უნდა გახსოვდეს რომ შენს უკან არიან დაგეშილი ახალგაზრდები რომლებიც თავიანთ შანსს ელოდებიან და მთავარი აქსიომა უნდა გაითვალისწინო --შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს არცერთ დარგში !

დინი და აკლიუში არსად დაეკარგოს პსჟ-ს. ამ ორის ტრანსფერი ვფიქრობ ზაბარნის "წარმატებული" ტრანფერის მსგავსი იქნება. ტორესი ცალსახად კარგი არჩევანია, გოდტსი - პოტენციალი აქვს და ვნახოთ თუ განვითარდება. ისე კი წელს მგონი პსჟ-ს გარდაუვალი პაუზა ექნება ტიტულებში - ძველებს მოტივაცია არ ექნებათ ისევ ისეთი, ახლები მენტალურად არ არიან ჩემპიონები (ტორესის გარდა). შეიძლება ამ ყველაფერმა გასახდელში არიოს სიტუაცია.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
ვიტინია: "ოქროს ბურთი" პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
დუბლიორი ხვიჩასთვის - პსჟ "აიაქსის" გარემარბს დაიმატებს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ "კვარას" პოზიციაზე 21 წლის ტალანტს ყიდულობს
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს