ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მიხეილ აბაიშვილი: ქართული გუნდების პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი

მიხეილ აბაიშვილი: ქართული გუნდების პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქართული კლუბების ევროთასებზე გამოსვლას ეხმაურება
ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ასპარეზობა დაასრულეს. სიტყვა "კრახი" ალბათ ბოლომდე ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელშიც დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი იმყოფება. ცხადია, ფართოდ უნდა გაიშალოს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ფეხბურთს, სანამ ის ხელში ჩაგვაკვდება.

საინტერესოა ყველა სფეროს წარმომადგენლის, მათ შორის - ჟურნალისტების აზრიც. არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, მიხეილ აბაიშვილს:

- ჩემი აზრით, პრობლემა არის კომპლექსური. თუ დავუკვირდებით, შედეგის თვალსაზრისით, პრაქტიკულად იდენტური მდგომარეობა იყო შარშანდელ სეზონშიც. ვთვლი, რომ პირველი პრობლემა არის საკლუბო მენეჯმენტი.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ისინი არაპროფესიონალურად მუშაობენ. ყველაფერს თავი დავანებოთ და ვთქვათ მხოლოდ ის, რომ არცერთ ქართულ კლუბს არ უსარგებლია ჩარტერული რეისით.

"სამტრედიას" შემთხვევაში არ იყო ამის აუცილებლობა - ბაქო ახლოსაა და იქ ჩასვლა ჩვეულებრივი რეისითაც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ სხვებზე ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, ვიცით, რომ "ტორპედო" ძალიან დაიღალა გზაში...

ყველა კლუბი, რომელიც თამაშობს ევროთასებზე, უეფასგან იღებს კონკრეტულ თანხას - 230 ათას ევროს, რათა ჩარტერით იმგზავროს კომფორტულად და განთავსდეს ასეთსავე სასტუმროში. ყველაზე დიდი გზა შეიძლება იყოს პორტუგალიამდე. იქამდე ჩარტერის ორგანიზება ღირს 60 ათასი ევრო...

გადავიდეთ ლეგიონერების თემაზე. მინდა, დავეთანხმო ჩემს კოლეგასა და მეგობარ ბიძინა ბარათაშვილს - სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, კარიბის ზღვის ქვეყნებში ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, "ოქროს მთებს" რომ არ ითხოვს. ისინი აუცილებლად გამოადგებოდნენ ქართულ გუნდებს. აქ კი უკვე სელექციის პრობლემას ვაწყდებით...

მითი იმის თაობაზე, თითქოს ჩვენს კლუბებს არ შეუძლიათ მათთვის მისაღები ფეხბურთელების ჩამოყვანა მათთვის მისაღებ ფასებში, არასწორია.

მაგალითად, ბევრი სამხრეთამერიკელი ოცნებობს ევროპული კარიერის აწყობაზე და სიამოვნებით ითამაშებს კიდეც საქართველოში, თუნდაც - ევროტურნირებზე...

თავის დროზე, ქართულ კლუბებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვეხმარებოდი კვალიფიციური ლეგიონერების ჩამოყვანაში. ჩემს მეგობარ გოჩა ალადაშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიყვანეთ აკინო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მისი ჩამოყვანა რუსთავის "მეტალურგს" არაფერი დასჯდომია, მხოლოდ ხელფასს უხდიდა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ ცენტრალური მცველი ფრაგა და სხვა ბრაზილიელები...

კარგად გახსოვთ ჟილვან ვიეირა, რომელიც "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისმა ყოფილმა კლუბმა მხოლოდ 30 ათასი ევრო მიიღო ფეხბურთელის აღზრდისთვის. ეს ხომ სასაცილო თანხაა?

ვიეირა "ზესტაფონის" შემადგენლობაში გამორჩეული იყო, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველიც გახდა, ევროთასებზეც წარმატებით ითამაშა... ამის შემდეგ, ის ასევე წარმატებული იყო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვეგულება დღეს ისეთი, ესპანური სეგუნდას დონეს რომ დააკმაყოფილებს?..

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენი კლუბები არ მისდევენ თანამედროვე ტენდენციებს.

არის თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ცნება - "სპორტული კვება". მსოფლიო ბაზარზე არის რამდენიმე დომინანტი კომპანია და განსაკუთრებით ერთი, რომელსაც არ დავასახელებ, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, თუმცა ინტერნეტით ყველაფრის მოძიებაა შესაძლებელი...

სხვათა შორის, "ბარსელონამ" ამ კომპანიასთან თანამშრომლობა რომ დაიწყო, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა კატალონიური კლუბის აღმავლობა. მერე სხვებმაც მიბაძეს მათ. ასეთი კომპანიების მომსახურება იაფი არ ღირს, სადღაც 25 ათასი ლარი ჯდება თვეში. შეიძლება, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა ჩვენი კლუბებისთვის, მაგრამ მაშინ მაინც მიმართონ ამ პრაქტიკას, როცა ევროთასები ახლოვდება...

თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზმომზადების მწვრთნელის კვალიფიკაციას. არის შემთხვევები, როცა მისი წვლილი გუნდის წარმატებაში, მეტი თუ არა, არანაკლებია, ვიდრე - მთავარი მწვრთნელის.

თავის დროზე, თბილისის "დინამო" ევროპული მასშტაბითაც კი გამოირჩეოდა შესაშური ფიზიკური მომზადებით - თვით კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკსაც" კი არ უდებდა ტოლს. და ეს იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" სათავეში იდგა ნოდარ ახალკაცი - მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ყველა მაშინდელ ტენდენციას...

ახლა დაიწყეს გადაბრალება ფორმატზე - ვერ შევეგუეთ და იმიტომ იყო ასეთი შედეგიო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ აზრს. როცა სათამაშო ტონუსში ხარ, ლოგიკურად მაშინ არ უნდა იყო უკეთეს ფორმაში?!

ამ ფორმატმა, ჩემი აზრით, განაპირობა ის, რომ რაღაც მომენტებში მაინც შედარებით ნორმალურად ითამაშეს ჩვენმა კლუბებმა. მაგალითად, სლოვაკეთში "ტორპედო" თავიდან მეტოქეზე უკეთესი იყო...

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩერდება და არც უნდა გაჩერდეს. უბრალოდ, ისინი სხვა მხრიდან ფინანსდება. თუმცა ისეც არ გამოვა, კლუბები დავშალოთ და მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე გადავიტანოთ აქცენტი...

რაზეა ლაპარაკი, როცა ამდენი სტადიონი თუ სპორტული ცენტრი გაპარტახდა საქართველოში!

შედეგს ყველა თვალნათლივ ვხედავთ. ფაქტია, ჩვენ გვჭირდება სწორად მუშაობა და შედეგიც იქნება.

ქართველი ერი საფეხბურთო ერია და ამას ჩვენი გენეტიკიდან ვერაფერი წაშლის. შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და მოვა დრო, როცა ფეხბურთს ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც - ძველად. ქართულ ფეხბურთს ნამდვილად აქვს მომავალი, - გვითხრა აბაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sos

მიხეილ აბაიშვილს-კი ბიძია მოვა დრო (50-100 წლის შემდეგ)და კარგად ითამაშებთ...(25 წელია კარგად თამაშობთ) კაცი მომავალზე ოცნებით ცხოვრობს

• 119

მენეჯერი და მენეჯმენტი კი არა კვახი, თქვენს თავში არ შედის ის გარემოება, რომ ფეხბურთი საქართველოში აღარავის სჭირდება ის სჭირდებათ მხოლოდ ფულის გასათეთრებლად

• Vakhtang Lobzhanidze

იქნებ დაგეწერად რამდენმა ქართველმა მწვრთნელმა დატოვა თანამდებობა ასეთი ფიასკოს შემდეგ??? არცერთმა ხომ?! ხო და ყველას აქყობს ესეიგი კლუბების მეპატრონეებსაც და გულშემატკივარსაც.

• amirani

ადმინ რატომ არ დებ ცჰემს კომენტარს,მე მგონი სგეურაცმკოფელი არაფერი ტკმულა,უბრალოდ რეალობაა რომ მცვრტნელები დაბალი დონისაა

• tomas

გადაამზადეთ მწვრთნელები!

• S.P

fexburts ramdenad exbea es tema ar vici nepotizmze da kadrebze maqvs saubari,magram erti kiaris mihas dros konkursi cxaddeboda kvela sferoii da ar iko patronis da nacnobis kola aucilebeli.

• giio

მოვალეობის გრძნობა დავკარგეთ ქართველებმა ერის და ქვეყნის წინაშე და ამიტომაც დაგვენძრა ფეხბურთსაც და სახელმწიფოსაც! არ გვეშველება სანამ რაგბისტებივით არ შეიცვლიან ფეხბურთელებიც აზროვნებას!

• ჰოო

ამერიკული კაპიტალიზმის ერთ-ერთი კარგი თვისება რაცაა ეს არის ის რომ იქ არსებული სისტემის პირობებში თანამდებობებზე და ყველა მნიშვნელოვან ადგილებზე თუ სფეროებში ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი ზის, რადგან მათ გარეშე ვერ იმუშავებდა ვერანაირი ფსერო და გაკოტრდებოდა ან ჩამორჩებოდა, ჩვენტან არსებული სისტემის პირობებში საერთოდ არაა საჭირო ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი, მთავარია ვირაცის ახლობელი იყოს, ამიტომაც არის ყველაფერი ჩაძირული და ასე იქნება მანამ სანამ ეს სისიტემა იქნებვა ამ ქვეყანაში...

• ეეჰ

სადაა მენეჯერბი თუ ძმა ხარ, ვირაცის ახლობლები ზიან ყველგან ტანამდებობეზე თუ კაი ადგილებზე, სისტემა ტლაიანად უნდა შეიცვალოს და კანონები უნდა ამოქმედდეს რომელიც იძულებულს გახდის ყველას რომ საჭირო ადგილებზე ჭკვიანი და ნიჭიერი ხალიხ დასვან რადგან ამის გარეშე არსებობა წარმოუდგენელი იქნება... ახლა რა სისტრემაცაა ამ სისტემაში არავის არ აინტერესესბ არაფრის განვიტარება, მხოლოდ თვითონ იყოს კარგად ესაა მიზანი , ამ სისიტემის პირობებეში კი ამას ჭკვიანი ხალხსი გარეშეც ახრეხებენ , მტავარია ზემოთ გყავდეს ხალხი...

• S.P

marto fuli arafers ckvets.profesionalizmic sahiroa.saqartvelos hemtxvevahi arcertia araa sakmarisad.

• gloriu-s -ს

რა ევროპა ლიგის ჯგუფი და რა უარესი დაფინანსებით ზესტაფონი? ზესტას დაფინანსება იყო 4-6 მილიონი, ეხლაა 900 000 ლარი, სადღაც 350 000 დოლარი წლიური, ზუსტად მაგდენი ექნება წელიწადში ყარაბახის ფორვარდ გერიეს ხელზე ასაღები თანხა, იქნებ ოდნავ მეტიც

• Irakliy

სპორტულ კვებასთან დაკავშირებით სისულელეა რაც ითქვა. ჯერ ერთი 25000 ლარი მთელ გუნდს ვერანაირად ვერ ეყოფა. და მეორე: ევროთასებამდე სახელდახელოდ სპორტული კვების დაწყებას აზრი არ აქვს. ეს გამუდმებით არის საჭირო. არდადეგების დროს შეიძლება მხოლოდ შესვენება. სხვაგვარად გადაყრილი ფულია. და მესამე: კარგ ფიზიკურ მომზადებას 85-90% განაპირობებს სწორი კვება, ვარჯიში და სწორიბდასვენება. და მხოლოდ 10-15 პროცენტი თუ მოდის სპორტული კვების ხარჯზე

• oto

კლუბების მენეჯერები ყველა გასაყრელიააა აზრზე არ არიანნ მარტო ფულს ჩამენ

• gloriu-s

და ლესტერში ფულმა მოიგო ტიტული? ჩვენი პრობლება ისაა რომ ფულს ჭამენ თორემ ამ დაფინანსებითაც შეიძლება ევროპის ლიგის ჯგუფურის დადება. უარესი დაფინანსებით როცა ზესტაფონი იყო უკეთესი შედეგები იდებოდა. კარგი მენეჯმენტი სჭირდებათ კლუბებს და არა ნეპოტიზმი და ფულის ჭამა და ყველაფერი გამოვა ამ დაფინანსებითაც

• გია

ყველაფერს წყვიტავს ფული. რაც სამწუხაროდ საქართველო გუნდებს არ აქვს და არც ექნება კარგა ხანს.

• haha

რა თქმა უნდა ორგანიზაციული პრობლემებიც არსებობს, მაგრამ მთავარია უცოდინარობა. უვიცობა ყველაფერში: ფიზიკა, ტაქტიკა, ტემპი, კვება, ორგანიზება, რეკლამა, ლეგიონერები ...

• Glorius

საჭირო არის რა დონის ბიუჯეტიც ყარაბაღს დღეს აქ იმის ნახევარი მინიმუმ უნდა ქონდეს ჩემპიონატში მონაწილე 3-4 გუნდს და როდესაც ექნება ის საჭირო ბიუჯეტი მერე შეიძლება ევრო ასპარეზზე ანუ საკლუბო სარკის ფორუმზე ჩვენმა კლუბებმა ღირებულს მიაღწიონ და გულშემატკივრები ასეთ დამამცირებელ სიტუაციაში აღარ ვიყოთ ფეხბურთს სახელები ვერ იგებენ დღეს ფეხბურთს და ტიტულებს იგებს დიდი ფული $$$$$ რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს მაგრამ იმდენი მაინც შეიძლება მოიძიო ქართულ რეალობაში ძლიერი მენეჯმენტით და ფულის მაქსიმალურად ორგანიზებულად ხარჯვით და აქ შედის უპირველესად ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ნორმალური დონის ლეგიონერების ჩამოყვანას ალტერნატივა არა აქვს იგივე სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკის კონტინენტიდან სადაც მძიმე ფინანსურ კრიზის განიცდიან რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ჩვენში რომ ტალანტს ეძახიან ევროპაში მასეთ იგროკებს იმედის მომცემ ფეხბურთელს უწოდებენ ანუ ან გაამართლებს ან ვერა და ბევრია მაგალითები მსოფლიო ფეხბურთში მოთამაშე რომელიც 17-18 წლის ასაკში საკმაოდ კარგად წარმოაჩენდა თავს რამოდენიმე სეზონის შემდეგ უბრალოდ ისე ჩაკარგულან რომ ისტორიას მათი სახელები და გვარები მხოლოდ საფეხბურთო ოქმებს შემორჩენია გული მართლაც არ გავიტეხოთ საკლუბო ფეხბურთი ისეთი სპეციფიკური რამ არის რომ თუ საჭირო თანხები ჩაიდება მინიმუმ 2_3 კლუბში თავიდან დაახლოებით 6-7 მილიონის ექვი ვალენტით და ეს უტოპიად არ უნდა ჟღერს დამერწმუნეთ ევროპა ლიგაზე 2-3 წელიწადში ამ თანხების ჩადებიდან ყოველ წელს მინიმუმ ერთი გუნდი სულ გვეყოლება ევროპა ლიგის ჯგუფში შეიძლება 2 იც შევიყვანოთ ხოლო როდესაც ევროპა ლიგის ჯგუფს გაუშინაურდები ის დროც არ იქნება გვიანი როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე შეაღწევს ქართული გუნდი ამ საქმეში შეილება ნიკოლოზ პატარქალიშვილის ჩართვაც რომელსაც სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო მესვეურებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და იქიდან შეიძლება იაფ ფასად საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელების გადმობირება ჩვენ ჩემპში ერთი მარტივი მეთოდით თუ ის ფეხბურთელი აქ თავს წარმოაჩენს აქვეა რუსეთი და თურქეთი რომელთა ჩემპიონატსაც არაფერი დაეწუნება და ამ პერსპექტივითაც შეიძლება მათზე მუშაობა და ეს ჩვენმა კლუბებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ კვალიფიციური ლეგიონერები ჰაერივით ჭირდება ჩვენ საკლუბო ფეხბურთს და ეს მოგვცემს შედეგს სხვა თემებზე ლაპარაკი უბრალოდ მიზანს აცდენილი იქნება

• სტატუს ქუო

ჩარტერით რომ იმგზავრონ ფეხბურთელებმა,მერე მენეჯმენტმა და მწვრთნელმა რა მოიპაროს?

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სფფ-ს მადლობას უხდის

ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით

შიო ხეცურიანის კომენტარი სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე